რადიოასტრონომია

astronomy, bell_telefon_laboratories, cavendish_laboratory, grote_reber, interesting, karl_guthe_jansky, qwelly, radio-astronomy, არნო_პენზიასი, ასტრონომია, ასტრონომიის_კვლევა, ასტროფიზიკა, გროტე_რებერი, ენტონი_ჰიუიში, ეს საინტერესოა, ვიტალი_გინზბურგი, კარლ_იანსკი, კვლევის_მეთოდები, კოსმოლოგია, რადიო_ასტრონომია, რადიოასტრონომია, რადიოსიგნალი, რობერ_უილსონი, ციმციმა, ჯოსელინ_ბელი

      მეცნიერებაში ხშირად ხდება, რომ რაიმე მოვლენის შესწავლას მოჰყვება მოულოდნელი აღმოჩენა. ასე იყო კოსმოსური რადიოგამოსხივების შემთხვევაშიც. კომპანიამ Bell Telefon Laboratories თავის თანამშრომელს კარლ იანსკის (Karl Guthe Jansky, 1905-1950) დაავალა ტრანსატლანტიკური რადიოკავშირის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა. იანსკიმ ააგო 14.5 მეტრის ტალღებზე მომუშავე ანტენა, რომლის ბრუნვით შესაძლებელი იყო მიღებული სიგნალის მიმართულების დადგენა. ელვის მიერ გამოწვეულ რადიოხარვეზებს შორის მან აღმოაჩინა მუდმივი შიშინი (ხმაური). ერთწლიანი კვლევის შედეგად იანსკი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ხმაურის წყარო დედამიწის ატმოსფეროს გარედან მოსული გამოსხივებაა. ამ აღმოჩენის შესახებ ფართო საზოგადოებამ შეიტყო New York Times-ში 1933 წელს გამოქვეყნებული პოპულარული სამეცნიერო ნარკვევიდან. სამწუხაროდ, იანსკი იძულებული იყო ამ მიმართულებით სამუშაოები შეეწყვიტა, რადგან მისი ლაბორატორია სამეცნიერო კვლევებით არ იყო დაინტერესებული. მიუხედავად ამისა, იანსკის ხშირად რადიოასტრონომიის მამად მოიხსენიებენ.

      1957 წელს კოსმოსური რადიოგამოსხივებით დაინტერესდა ასტრონომი გროტე რებერი (Grote Reber, 1911-2002), რომელმაც წარმატებით გააგრძელა იანსკის კვლევები. რებერმა აღმოაჩინა, რომ იანსკის რადიოგამოსხივების ინტენსივობა მცირდება სიხშირის ზრდასთან ერთად, რაც ეწინააღმდეგება ცხელი სხეულების (მაგალითად, მზის) სითბური გამოსხივების თეორიას. მან ასევე შეამჩნია, რომ გამოსხივების პერიოდულობა ემთხვევა არა მზისმიერ დღე-ღამეს (24 სთ), არამედ ვარსკვლავიერ დღე- ღამეს (23 სთ 56 წთ). ამ მონაცემებზე დაყრდნობით რებერმა დაასკვნა, რომ რადიოგამოსხივების წყაროა ირმის ნახტომი და არა მზე, როგორც მანამდე ეგონათ.

      მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ვიტალი გინზბურგმა (Виталий Гинзбург, 1916-2009) შეიმუშავა სინქროტრონული გამოსხივების თეორია, რომელმაც აღწერა კოსმოსური რადიაციის სპექტრი. სინქროტრონული გამოსხივება ჩნდება მაგნიტური ველის ზემოქმედებით ელექტრონების გამრუდებულ ტრაექტორიაზე მოძრაობის შედეგად. ჩვენს გალაქტიკაში უხვადაა მაგნიტური ველები და მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკები, მათ შორის – ელექტრონები. სწორედ ელექტრონების სინქროტრონულ გამოსხივებას ზომავდნენ იანსკი და რებერი.

      აღმოჩნდა, რომ დედამიწის ატმოსფერო ძლიერ ამახინჯებს კოსმოსიდან მოსულ რადიოსიგნალებს. 20 სმ-ზე მეტი ტალღის სიგრძის მქონე რადიოსიგნალი "ციმციმებს", 1 სმ-ზე ნაკლები და 10 მ-ზე მეტი ტალღის სიგრძეებისთვის კი ატმოსფერო პრაქტიკულად გაუმჭვირვალეა. ასე რომ დედამიწის ზედაპირზე განლაგებული რადიოტელესკოპები ციური სხეულების რადიოგამოსხივების შესასწავლად მხოლოდ ძალიან მცირე, დაახლოებით 10 სმ-დან 20 სმ-მდე დიაპაზონში შეიძლება იქნას გამოყენებული. ამ არეში გამოსახულების ხარისხი დამოკიდებულია მხოლოდ რადიოტელესკოპის ზომაზე, ანუ მარტივად, გამოსხივების მიმღები თეფშის დიამეტრზე. შესაბამისად, თანამედროვე რადიოტელესკოპები გიგანტური ზომებით გამოირჩევა (იხ. "რენტგენული ასტრონომია").

      რადიოასტრონომიის განვითარების შედეგად მეცნიერებს გაუჩნდათ ახალი "თვალები", მათ წინაშე წარსდგა რადიო-სამყარო, რომელიც ხილულთან შედარებით არანაკლებ მრავალფეროვანი გამოდგა. ასე მაგალითად, აღმოჩენილი იქნა კოსმოსური ობიექტების ახალი კლასი – რადიოგალაქტიკები.

      ახლა გვინდა შევეხოთ რადიოასტრონომიის კიდევ ორ შთამბეჭდავ აღმოჩენას.

      Bell Telefon Laboratories კიდევ ორმა თანამშრომელმა, 1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებმა არნო პენზიასმა (Arno Allan Penzias, 1933) და რობერტ უილსონმა (Robert Woodrow Wilson, 1936), 1964 წელს აღმოაჩინეს იზოტროპული მიკროტალღური გამოსხივება ტემპერატურით 2.7 კელვინი. ასეთი გამოსხივება, რომელსაც უწოდეს რელიქტური მიკროტალღური ფონი, ნაწინასწარმეტყველები იყო გიორგი გამოვის (Георгий Гамов, 1904-1968) მიერ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, გაფართოებადი ცხელი სამყაროს მოდელის ფარგლებში. იმის შესახებ, თუ რელიქტური ფონის შესწავლით რა ფუნდამენტური დასკვნების გამოტანა შეიძლება სამყაროს ევოლუციისა და მისი თვისებების შესახებ, მოთხრობილია სტატიაში "რას და როგორ სწავლობენ კოსმოლოგები".

      რადიოასტრონომიას ეკუთვნის კიდევ ერთი ფუნდამენტური აღმოჩენა. 1967 წელს ენტონი ჰიუიშის (Antony Hewish, 1924) მოწაფემ, Cavendish Laboratory-ის ასპირანტმა ჯოსელინ ბელმა (Jocelyn Bell, 1943) დააფიქსირა კოსმოსიდან მოღწეული პერიოდული რადიოსიგნალი. ამ სიგნალების წყარო – პულსარი, წარმოადგენს სწრაფად მბრუნავ ნეიტრონულ ვარსკვლავს, რომელსაც აქვს ძლიერი მაგნიტური ველი და ამიტომ ელექტრომაგნიტურ ტალღებს ასხივებს მხოლოდ პოლუსების მახლობელი არეებიდან. ამის გამო გამოსხივების ნაკადი დედამიწაზე რეგისტრირდება თანაბარ დროით ინტერვალში, რომელიც ემთხვევა პულსარის ბრუნვის პერიოდს. 1974 წელს პირველი პულსარის აღმოჩენისთვის ენტონი ჰიუიშს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეისთვის კი ცნობილია ორ ათასამდე რადიოპულსარი. უახლოესი მათგანი ჩვენგან დაახლოებით 390 სინათლის წლითაა დაშორებული. აღსანიშნავია, რომ არსებობს სხვა ტიპის პულსარებიც, რომელთა ციმციმი გამოწვეულია იმით, რომ ისინი შედიან ვარსკვლავთა ორჯერად სისტემებში, სადაც ერთ-ერთი ვარსკვლავი პერიოდულად ჩრდილავს თავის პარტნიორს მის გარშემო ბრუნვისას.

      მითითება: სამყაროში განვითარებული მრავალი მოვლენა უკავშირდება ნეიტრონულ ვარსკვლავებს. ამ პარაგრაფში უკვე ვახსენეთ მათი ერთ-ერთი ნაირსახეობა – პულსარები. შემდგომში ამ ობიექტებს ხშირად მივუბრუნდებით. ნეიტრონული ვარსკვლავი წარმოადგენს მასიური ვარსკვლავის ევოლუციის შესაძლო პროდუქტს, ნეიტრონებისგან შემდგარი ბირთვითა და მძიმე ატომებისგან შემდგარი თხელი ზედაპირული შრით. ნეიტრონულ ვარსკვლავს კოლოსალური სიმკვრივე ახასიათებს, მისი მასა მზის მასას მცირედ აღემატება, თუმცა რადიუსი მხოლოდ 10 კმ რიგისაა. პოსტში "ვარსკვლავების ევოლუცია" აღწერილია თუ რა პირობებში ჩნდება ნეიტრონული ვარსკვლავი.

ლიტერატურა: "ასტრონომიის, ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის კვლევის საგანი და მეთოდები"
მ. გიგოლაშვილი, მ. გოგბერაშვილი, ნ. როინიშვილი
თბილისი, 2015

იხილეთ ასევე:

ოპტიკური ასტრონომია

ინფრაწითელი და ულტრაიისფერი ასტრონომია

ტეგები: Qwelly, astronomy, ასტრონომია, გრავიტაცია, ეს_საინტერესოა, კოსმოსი, რადიო, რადიოსიგნალი, ქველი

ნახვა: 953

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters