როდესაც მათ იქორწინეს, ეს დათქვეს პირველივე დღეს

      ახლად დაქორწინებულმა ცოლმა და ქმარმა გადაწყვიტა, რომ არავისთვის კარი არ გაეღოთ, ვინც მათთან მოვიდოდა სახლში. პირველივე დღესვე ახალ წყვილთან მოსანახულებლად ბიჭის მშობლები მივიდნენ. როდესაც მშობლები კარის გაღებას ელოდებოდნენ, წყვილი კარებთან იდგა. ერთმანეთს გადახედეს, ქმარს ძალიან უნდოდა გაეღო კარი, მაგრამ როგორც დათქმული ჰქონდათ, სიტყვა არ გატეხეს, ისე მოიქცნენ და კარი არ გააღეს. მშობლები წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იმავე დღეს, წყვილის მოსანახულებლად გოგონას მშობლები მოვიდნენ. წყვილი ისევ კართან იდგა, გადახედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ. ამ დროს გოგონას ხმამაღალი ტირილი წასცდა "მე არ შემიძლია ეს გავუკეთო ჩემს მშობლებს" და კარი გააღო. ქმარმა არაფერი არ თქვა. გავიდა წლები, მათ 4 ვაჟიშვილი ეყოლათ და ბოლოს მეხუთე გოგონა შეეძინათ. დაბადების დღეს მამამ ძალიან დიდი წვეულება მოაწყო და შეეცადა ყველა დაეპატიჟებინათ მათი სანაცნობოდან. ღონისძიებამ მართლაც შთამბეჭდავად ჩაიარა და ნამდვილი დღესასწაული მოაწყო. როდესაც დღე დამთავრდა, საღამო ჟამს, მეუღლემ ჰკითხა ქმარს თუ რა იყო მიზეზი ასეთი გრანდიოზული წვეულებისა, რომ ამდენი ცნობილი პიროვნება დაპატიჟა, ყველა ნათესავს გააგებინა, არავინ არ გამორჩენია, რატომ ადრე ასე არ მოქცეულა არცერთ შვილზე. მეუღლემ ძალიან მარტივად უპასიხა: "ის ერთადერთია, რომელიც, როცა დავაკაკუნებ, კარს გამიღებს".

      გოგონები ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული სითბოთი და მზრუნველობით, რაც, ალბათ, საგულისხმოა, როგორც გოგონებისათვის, ისე ვაჟებისათვის, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ მშობლებს.

სიყვარულით ცხოვრებას გისურვებთ...

ტეგები: Qwelly, ამბავი, მოვლენა, საინტერესოა, უცნაური, ქორწილი

ნახვა: 263

გამოხმაურებები!

Ciis, es albaT igavebshi iyo dasadebi ! :)

მშვენიერი დათქმაა. 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:43pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

კანონით შეზღუდვის ხმაური, ბანკების სამი თვე და დახმარება-კომპენსაციები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 21, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      შეზღუდვები იხსნება, მაგრამ შეზღუდვები რჩება. მოკლედ, ნაწილობრივი შეზღუდვების კანონი წარადგინა დღეს დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პარლამენტმა ხმაურიანად, დაპირისპირებულად და ურთიერტკრიტიკით მოუსმინა მაგრამ საბოლოოდ მაინც დაამტკიცა. ეს ნაწილობრივი შეზღუდვები არავინ იცის როდემდე გაგრძელდება, ახლა უკვე კანონით ვიქნებით შეზღუდულები და არა დროებითი რეგულაციებით. ეს იყო დღის მეინსტრიმი. ასევე ბანკების დამატებითი 3 თვე პროცენტების გადასავადებლად და…

გაგრძელება

კორონას შემოდგომის რეინკარნაცია და ოპოზიციის სამთავრობო დაბრუნების გეგმები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 20, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      ვთავისუფლდებით კორონასგან და იზრდება რისკები და შესაბამისად რეკომენდაციები, დარიგებები, მოლოდინები და დაბრუნების საფრთხეები. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს იყო. მნიშვნელოვანი გახლდათ ასევე კალაძის ინიციატივები და მერიის საქმიანობა, და ასევე ოპოზიიის სამოქმედო გეგმები, შესაძლო პრემიერებზე და მისთანები. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 713 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 475, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული…

გაგრძელება

Qwelly World

free counters