Самые удивительные библиотеки мира

Abbey Library of St. Gall, შვეიცარია

წმ. გალლის ბიბლიოთეკა უძველესია შვეიცარიის ბიბლიოთეკებს შორის. ის დაფუძნდა VIII საუკუნეში წმ. ოთმარის მიერ. ამ ბიბლიოთეკაში ინახება ძალიან იშვიათი წიგნებისა და მონუსკრიპტების კოლექცია. ასევე ინახება 2100 ხელნაწერი და 1650 უიშვიათესი წიგნი, რომლებიც გამოიცა ევროპაში ტირაჟით 100 ეგზემპლარი.

ბიბლიოთეკის როკოკოს სტილშია აგებული, დააპროექტეს თვითონ ბერებმა. 1983 წელს ბიბლიოთეკა შეიტანეს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

Geisel Library, აშშ

Geisel Library მდებარეობს კალიფორნიაში, ის არის კალიფორნიის უნივერსიტეტის მთავარი შენობა. ბიბლიოთეკას ოდრი და თეოდორ სიუზ გეიზელების საპატივცემლოდ შეარქვეს, მათ მიერ ბიბლიოთეკის კოლექციის გამდიდრების გამო. Geisel Library 1970 წელს ააშენეს და თავიდან ცენტრალურად იწოდებოდა, პირველი რეკონსტრუქცია განიცადა 1993 წელს.

არ შეიძლება თვითონ შენობამაც არ გაგაოგნოს თავისი კონსტრუქციებით, ასევე თვალშისაცემია სამკითხველო დარბაზის შესასვლელი, რომელსაც ამშვენებს ჯონ ბალდესარის არტინსტალაცია წარწერით "კითხვა/ჩანაწერი/აზრი/ოცნება". შესასვლელი კარები ფერადი მინისგანაა დამზადებული, ფოიეში კი მინაზეა აღბეჭდილი პალმის ხეები და სტუდენტები, რამაც არ შეიძლება არ გააოგნოს პირველად მისული ადამიანი.

Stockholm Public Library, შვედეთი

Stockholm Public Library-სტოკჰოლმის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა. შენობა დაპროექტებულია არქიტექტორ გუნარ ასპლუნდის მიერ. მშენებლობა დაიწყო 1924 წელს, ხოლო 1928 წელს კი დასრულდა. ბიბლიოთეკა გახდა ქალაქის ახალი ღირსშესანიშნაობა.

იმის მიუხედავად, რომ ამ მეცნიერების ტაძარში 2 მილიონზე მეტი ძვირფასი წიგნი ინახება და დაახლოებით 2,5 მილიონი აუდიოკასეტა და აუდიოწიგნებია, მათი თაროდან ჩამოღება მკითხველს ბიბლიოთეკის თანამშრომლების დახმარების გარეშე შეუძლია. შენობა მდებარეობს შვედი არქიტექტორის, გუნარ ასპლუნდის მიერ დაპროექტებული პარკის ტერიტორიაზე.

Bibliotheca Alexandrina, ეგვიპტე

ალექსანდრინას ბიბლიოთეკა-ეს არა მარტო ლამაზი და საოცარი ბიბლიოთეკაა, არამედ კულტურული ცენტრიც ხმელთაშუა ზღვის პირეთზე. ადრე ამ ადგილას მდებარეობდა ცნობილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც სამწუხაროდ დარჩა ძველ დროში. ბიბლიოთეკის აღდგენის იდეა ეკუთვნის UNESCO-ს პრეზიდენტსა და ალექსანდრიის უნივერსიტეტის პროფესორებს.

შენობის დიზაინზე მუშაობდნენ ნორვეგიული არქიტექტურული ბიურო Snøhetta და ავსტრიელი არქიტექტორი ქრისტოფ კაპელლე. ბიბლიოთეკა გაიხსნა 2002 წელს, ის გათვლილია 8 მილიონი წიგნის შესანახად. სამკითხველო დარბაზი 70 000მ²_ია. აგრეთვე კომპლექსში შედის მხედველობა დაქვეითებულთათვის სამკითხველო დარბაზი, 4 ხელოვნების გალერეა, 3 მუზეუმი, კონფერენც-ცენტრი და პლანეტარიუმი ხელნაწერთა რესტავრაციის რაბორატორიით.

Seattle Public Library, აშშ

შტატ ვაშინგტონის, ქალაქ სიეტლის საზოგადო ბიბლიოთეკა ოფიციალურად გაიხსნა 1890 წელს.

მთავარი შენობა, რომელიც დაპროექტებულია ჯოშუა პრინც-რამუსის და რემომ კოლხასომის მიერ, შედგება მინისა და ფოლადის 11 სართულისაგან. 2011 წელს ბიბლიოთეკაში 1,45 მლნ წიგნი ინახებოდა. წიგნების გარდა აქ ინახება სახელმწიფოებრივი დოკუმენტები და გენეოლოგიური ჩანაწერები.

Yale University’s Beinecke Rare Book and Manuscript Library, აშშ

ეს საიცარი დიზაინის მქონე ბიბლიოთეკა მდებარეობს იელის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე და აქ არის შემონახულლი იშვიათი ხელნაწერებისა და წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია. მშენებლობა დაიწყო 1960 წელს. ბიბლიოთეკა იგებოდა გორდონ ბუნშაფტის პროექტის თანახმად. მას თანხა გადაუხადა ბეინეკენების ოჯახმა. ბიბლიოთეკაში დაახლოებით 500 ათასი და რამოდენიმე მილიონი ხელნაწი ინახება.

Admont Abbey Library, ავსტრია

Admont Abbey Library დაარსდა 1776 წელს იოსებ ხიუბერის პროექტის მიხედვით.

სამკითხველო დარბაზის ჭერი დაფარულია ბართოლომეო ალტომონტეს ფრესკებით, რომლებზეც აღბეჭდილია ადამიანის ცოდნის ხველა ეტაპი. ბიბლიოთეკაში ინახება 1400 ხელნაწერი, რომელთა შორის ყველაზე ძვირფასია წმ. პეტრეს ხელნაწერი ზალცბურგში.

Library at El Real Monasterio de El Escorial, ესპანეთი

ბიბლიოთეკა მდებარეობს მადრიდში, ესკორიალის მონასტერში, რომელიც არა მარტო სასახლეა, არამედ ესპანეთის მეფის რეზიდენციაც. აქ არის არაბული მონუსკრიპტების ყველაზე დიდი კოლექცია, ჰიმნების ილუსტრირებული კრებულები და ა.შ. ამ ბიბლიოთეკას აქვს ერთი თავისებურება, წიგნები თაროებზე შემოტრიალებულად დებენ, ისე რომ ყდა არ ჩანს. თითქმის ყველა წიგნი, რომლის პოვნაც აქ შეიძლება - ასლია, ორიგინალები კი არქივში ინახება იმავე შენობაში.

ჭერი მოხატულია ტიბალდისა და მისი ქალიშვილის მიერ, ნახატები კი სიმბოლურად აღნიშნავენ ისეთ მეცნიერებებს როგორიცაა რიტორიკა, გრამატიკა, დიალექტიკა, მუსიკა, არითმეტიკა, გეომეტრია და ასტრონომია.

José Vasconcelos Library, მექსიკა

José Vasconcelos Library გაიხსნა 2006 წლის 6 მაისს. ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შენობა, თუმცა 2007 წელს შენობაში აღმოაჩინეს დარღვევები და ის დახურეს. ბიბლიოთეკა გაიხსნა 2008 წელს.

შენობის ღირებულება შეადგენს 98 მილიონ დოლარს და უკავია 38 ათასი კვადრატული კმ. ამითომაც ამ ბიბლიოთეკას პრესაში უწოდებენ Megabiblioteca ან Megalibrary-ს. შიგნით მორთულია მექსიკელი მხატვრების სკულპტურებით, რომელთა შორის არის Gabriel Orozco’s Ballena («Кит»), შენობის სიმბოლო.

Thomas Fisher Rare Book Library at University of Toronto, კანადა

Thomas Fisher Rare Book Library -ბიბლიოთეკა, სადაც ინახება იშვიათი და სპეციალური კოლექციები წიგნებისა. ოფიციალურად შენობა გაიხსნა 1973 წელს, სახელწოდება კი ტომას ფიშერის საპატივცემლოდ შეირჩა, რომელიც 1821 წელს კანადაში ჩავიდა. ბიბლიოთეკაში არის 600 ათასი წიგნი, 2500 ხელნაწერი. არანაკლებ საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად ბიბლიოთეკაში შემოდის უნივერსიტეტების თანამშრომლების ნაშრომებიც.

მსგავსი პოსტები:

სამკითხველო

კითხვა შინ და კითხვა გარეთ

წიგნის სახლი ფოტოგრაფიაში

ბიბლიოთეკა

ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, ბიბლიოთეკა, დიზაინი, საინტერესო, ფაქტები

ნახვა: 2591

გამოხმაურებები!

odesgac rom gamogitacebs mere wignebze gadadi :D

Tamila Moshiashvili_მ თქვა:

აქ რომ შევალ, წიგნის კითხვა კი არა ჯერ ინტერიერი გამიტაცებს და გამიტაცებს და გამიტაცებს :D :D :D 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters