კაბადოკიაში უნიკალური ბუნერივი ლანდშაფტი და დიდი კულტურული მემკვიდრეობაა. მისი ისტორიული არსებობის განმავლობაში აქ სხვადასხვა კულტურა ვითარდებოდა, ამიტომ ეს ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ფეხით მოგზაურობის თვალსაზრისით.

      კაბადოკია ცნობილია "პერი ბაჯალარების" წყალობით, რაც თარგმანში ფერიების საკვამურს ნიშნავს. ისინი ფერს იცვლიან დღის განმავლობაში, მათი ბილიკები ჰორიზონტში იკარგება და + სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

      მნახველები იხიბლებიან კლდეში ნაკვეთი სოფლებით საოცარი ხედებით. მოგზაურებს დაუსრულებლად შეუძლიათ იარონ კლდოვანი წარმონაქმნებით სავსე ველებზე და ოდესღაც დასახლებულ, დღეს უკვე გაუკაცრიელებულ, ადგილებში.

      შევჩერდეთ გუვერჯინლიქის (სამტრედე) ველზე, რათა უფრო ახლოს შევიგრძნოთ ბუნების მთელი ხიბლი.

როგორ წარმოიშვა ეს გასაოცარი ხედები?

      მათი არსებობა 60 მლნ. წელიწადს ითვლის და მესამეულ გეოლოგიურ ეპოქაში აქ აღიმართა ტოროსის მთები, ანატოლიის პლატო კი ჩრდილოეთით შეიკუმშა და დაიწყო ვულკანური აქტივობა. ამ დროს ერჯიესისა და ხასანდაღის ვულკანები და მათ შორის მდებარე მომცრო ვულკანი, გოლუდაღი, ლავას აფრქვევდა. პლატოზე დაგროვილი ფერფლისაგან წარმოიშვა რბილი ტუფის ფენა, რომელიც დროთა განმავლობაში ალაგ-ალაგ ბაზალტის თხელი და მაგარი ფენით იქნა დაფარული. ბაზალტი იბზარებოდა და ნადგურდებოდა, წვიმის წყლები ნაპრალებში აღწევდა და რეცხავდა ტუფს. გავლენას ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა/ზრდა და ქარიც ახდენდა.

      ამგვარად ჩამოყალიბდა კონუსური ქუდიანი წარმონაქმნები მყარი ბაზალტისაგან.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

      მოგვიანებით ხალხმა მათ "პერი ბაჯალარი" დაარქვა. ტუფის ფენა, რომელიც ბაზალტით იყო დაფარული, ეროზიის შედეგად ველებად გარდაიქმნა და აწარმოა უცნაური კანიონები. მოგვიანებით ადამიანის ხელიც დაეტყო ამ ადგილს,9-10 ათასი წლის წინ აქ პირველი ქრისტიანები დასახლდნენ, რომელთაც ააგეს ეკლესიები, დიდი და უსაფრთხო გამოქვაბულებიანი ქალაქები, განვითარდა კულტურა. რატომ არის კაბადოკია ქრისტიანებისათვის ასე მნიშვნელოვანი პირველი ქრისტიანები, რომელთაც ვერ გაუძლეს რომაელი იმპერატორების დევნასა და სისასტიკეს, დასახლდნენ კაბადოკიის მიწისქვეშა ქალაქებში, რომლებიც ბუნებრივად წარმოიშვა რბილი ქვიშისაგან, იგი იოლად მუშავდებოდა. ისინი ქრისტეს მოსვლამდე გაცილებით ადრე წარმოიშვა. სიმშვიდეს და დაცულობას მონატრებული ხალხი მოთმინებით და სიყვარულით ამუშავებდნენ ამ მიწისქვეშა ლაბირინთებს და მათ ეკლესია-მონასტრებისა და საცხოვრებლების იერსახეს აძლევდნენ.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

      ამ მიწისქვეშა ქალაქებს ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნიათ და ბრწყინვალე სამშენებლო ტექნოლოგიის შედეგს წარმოადგენენ. ისინი დღემდე აღაფრთოვანებენ სავენტილაციო სისტემით, საჰაერო გვირაბებით, დაცვის სისტემითა და უსაფრთხოებით, შესასვლელ-გამოსასვლელების უჩვეულო ტექნოლოგიებით, ჭებით და ნაგავსაყრელის მექანიზმით.

      კაბადოკიის რაიონში ათასობით ეკლესიაა-უჩხისარი, ელ ნაზარი, ბერ-მონაზონთა მონასტერი, ელმალი, კარანლიკი, თოქალი, ჩავუშინი, ფანჯარლი, იილანლი, წმ.გიორგის ეკლესია, ალა, კიზილი, წმ.იოანეს ტაძარი. მათი შიდა წესრიგი, არქიტექტურული თავისებურებები, სანაქებო დეკორაციები გაოცებას იწვევს სილამაზითა და ჰარმონიულობით.

      ეს ეკლესიები ერთმანეთისაგან განსხვავდება, ისინი აგებულია ნავის, ბაზილიკის, ჯვრის, დარბაზის, კოლონების, თაღებისა და გუმბათოვან სტილში. ღესდღეობით აქ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები და ყველაფერი გათვალისწინებულია მნახველთა დიდი რაოდენობისათვისაც კი.

      ნევშეჰირადან 10 კმ-ში მდებარე გორემე ღია მუზეუმია. მან დიდი როლი ითამაშა ქრისტიანობის განვითარებაში. აქ წმ. ბასილ ბიუიუქმა თავის მოწაფეებთან ერთად შეიმუშავა "ქრისტიანული მოძღვრების გაერთიანებაზე დაფუძნებული სწავლების სისტემა". აქ გაცილებით ადვილია წარსულში ჩახედვა, როცა ხედავ ტოკალის ძველ ეკლესიას, რაჰიბელერ ვე რაქიპლერ მანასტირის მონასტერს, აზიზ ბასილ შაპელის სამლოცველოს, ელმალის, ილანლის, კარანლიკის და ჩარიკლის ეკლესიებს, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს თავისი არქიტექტურული თავისებურებებითა და ფრესკებით.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

      ჩავუშინი გორემედან 2 კმ-ში მდებარეობს და ითვლება უძველეს დასახლებად. აქაური ეკლესია კილისესი აგებულ იქნა 964-965 წლებში და მის კედლებზე დახატული ფრესკები ბიბლიურ სცენებს და ქრისტეს ცხოვრებას ასახავს. ზელვე ცენტრალურ კაბადოკიაში მდებარეობს და მისი ეკლესია ფაშაბაღლარი და წმ. სიმონის კელია გვხიბლავს ესტეთიური არქიტექტურით. ნევშეჰირიდან 20 კმ-ში მდებარეობს იურგიუპი, სადაც აგებულია წმ.თევდორეს და პანჯარლიკ კილისესის ტაძრები.

      ურგუპიდან 6 კმ-ში პატარა ქალაქ ორთახისარში მდებარეობს ციხესიმაგრე "ორთახისარ კალესი", რომელსაც ოდესღაც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. კაბადოკიისათვის დამახასიათებელი სამოქალაქო არქიტექტურის ნიმუშების ხილვა შესაძლებელია ციხის ძირში, ორთახისარის დასავლეთ ნაწილში, სადაც უზუმლუ კილისესის ეკლესია მდებარეობს. ურგუპიდან 6 კმ-ში დასავლეთით მდებარეობს მუსტაფაფაშა, სადაც მე-20 საუკუნემდე თურქები ბერძნებს ემეზობლებოდნენ. აქ კიდევაა შემორჩენილი ნატიფად დამუშავებული ქვისგან ნაგები ბერძნული ტიპის სახლები, რაც მნახველთა ინტერესს იწვევს.

      ბუნებრივი საოცრებების ესთეტიურ დახვეწილობასთან სინთეზის გამო კაბადოკია, იუნესკოს გადაწყვეტილებით, შეტანილ იქნა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მნახველებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ სელჩუკთა და ოსმალოთა არქიტექტურულ ნიმუშებს.

      ზემოთ ჩამოთვლილი მშვენიერების ხილვა საჰაერო ბურთიდანაცაა შესაძლებელი. მასზე გასეირნება იმდენად პოპულარულია, რომ 1997 წელს აქ შეჯიბრიც კი ჩატარდა. ყველა საჰაერო ბუშტს აქვს დისტანციური მართვის მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც რეგულირდება სიმაღლე, გამოცდილი მფრინავები ხან 1000 მ-მდე აიწევიან, ხან დაეშვებიან ხეების კენწეროების სიმაღლეზე, რაც საოცარ შეგრძნებას იწვევს.

      ეს ექსკურსია დილით ადრე იწყება და ფრინველის საფრენ სიმაღლეზე მოლივლივე საჰაერო ბურთიდან შეგიძლიათ იხილოთ მთელი ეს მხარე გერემე ვადისის ველებიდან დაწყებული, "პერი ბაჯალარი", უძველესი დასახლების ადგილები-ურგიპი, ავანოსი, ჩავუშინი, ზელვე, გერემე, და უჩხისარი; დატკბებით აისით და მიიღებთ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ამ სანახაობიდან.

ატლი ტურის ექსკურსია (საფარი)

      კაბადოკია "ლამაზი ცხენების ქვეყანას" ნიშნავს და აქ შეიძლება ცხენითაც გაისეირნოთ ხელუხლებელ ზღვის უბეებში, ველებზე, სადაც დღემდეა შემონახული ძველი კულტურა. ამგვარი ექსკურსია ჯგუფებისათვის ტარდება და მას პროფესიონალი გიდი უძღვება, რომელმაც კარგად იცის ეს ადგილები.ექსკურსიის ხანგრძლივობაა 2-3 საათი, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია კარვების გაშლაც ან რომელიმე სასტუმროში დასვენებაც.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

კერამიკული რეწვა

      კერამიკული რეწვა კაბადოკიაში ღრმა წარსულიდან მომდინარეობს და მას საფუძველი ჰიტიტამებმა ჩაუყარეს. ანატოლიაში კერამიკული რეწვა ნეოლითურ ხანაში დაიწყო (7000 წელი ძვ.წ.-ით) ქალაქ ჩათალ ჰუიუქში (კონია), 2000-იან წლებში ძვ.წ-ით აქ მესოპოტამიიდან ასურელები ჩამოდიოდნენ და მათ შეასწავლეს ჰიტიტებს ეს საქმე. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეც მოაღწია. კაბადოკიაში თიხის ნაკეთობებით ყველაზე ცნობილი ადგილია ავანოსი. ეს ადგილი ვულკანურ ნიადაგზე მდებარეობს და მდინარე კიზილირმაკი ჩამორეცხავს დიდი ოდენობით თიხას, სწორედ ამ თიხიანი ნიადაგის წყალობითაა ეს ადგილი ხელსაყრელი თიხის რეწვისათვის. თიხა რთულად მუშავდება და წითელი მასიდან ნატიფ კერამიკულ ნაკეთობად იქცევა. ერთი შეხედვით უბრალო სახელოსნოებში გაწაფული ოსტატები თიხას სხვადასხვაგვარ ფორმას სძენენ.

ფარდაგებისა და ხალიჩების ქსოვა

      ამ დარგმა განვითარება ბიზანტიურ ეპოქაში დაიწყო და დღემდე ვითარდება. ყველაზე დახელოვნებული რაიონები ამ მხრივ არიან ურგუპი და ავანოსი, სადაც ზოლიან ხალიჩებსაც ქსოვენ და ჩამონაჭერ ფარდაგებსაც. აქ იყენებენ ალიზარინის საღებავებს და ძველ ხალიჩებზე სელჩუკთა მოტივებს წააწყდებით. თანამედროვე ორნამენტებში ადგილობრივი ხასიათი აისახება. აქ არა მხოლოდ ადგილობრივი ნაწარმი, არამედ სრულიად თურქეთში ნაქსოვი ხალიჩებიც იყიდება.

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

ონიქსის ქვის დამუშავება

      კაბადოკიაში კვებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მათ აქ მშენებლობაში, თაყვანისცემის რიტუალებსა და სამკაულების წარმოებაში იყენებდნენ. ხაჯიბექთაშის რაიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ნაირფერი ონიქსი: ყვითელი, ვარდისფერი, წითელი, თეთრი. არსებობს დამარლის სახეობა, რაც ნიშნავს "ძარღვიანს" და ეს ძარღვები სხვადასხვა ფერისაა. სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით ონიქსზე ამოკვეთენ სხვადასხვა ლამაზ ორნამენტებს და მას იყენებენ სამკაულად და აქსესუარებად.

საცხოვრებლები

      აქ საკმოდ ბევრი სასტუმრო და პანსიონია და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაბანაკდეთ სტანდარტული სასტუმროსაგან ბევრად განსხვავებულ ადგილას, სადაც ყველა ოთახი ერთმანეთისაგან განსხვავებულადაა გაფორმებული-"პერი ბაჯასი"-ში, ან კლდეში ნაკვეთი სასტუმროს მშვენიერ ოთახებში დაბინავდეთ.

შენაძენი

      თქვენ გაგაოცებთ ადგილობრივი წარმოების ნაირფერი ორნამენტებიანი ხელნაკეთი საქონელი, რომელიც ბაზარზე ან დახლებზე იყიდება. ვიდრე გასაყიდად დახლზე გაიტანენ, ონიქსი მრავალნაირად მუშავდება. ნაჭრებისაგან შექმნილი

კაბადოკია, თეთრი ცხენების ქვეყანა, Qwelly, ეს საინტერესოა, კაბადოკია, კაპადოკია, interesting, kabadokia, kapadokia

      "ბეზ ბებექლერის" თოჯინები ნებისმიერ კოლექციას დაამშვენებდა თავისი ფერადი სამოსით. არ დაგავიწყდეთ თიხის, ფაიანსის, ვულკანური ტუფისა და ქვებისაგან დამზადებული სუვენირის, ასევე ხელით ნაქსოვი ხალიჩებისა და ღვინის შეძენა.

არ დაბრუნდეთ, ვიდრე...

      არ ეწვევით ახი ევრან ჯამისა და ჩაგათაი მედრესეს მეჩეთს და არ გაისეირნებთ გუზელიურთის პატარა ქალაქში, ნიგდეს მუზეუმში, არ მოაწყობთ ტრეკინგს ალადაღლარის მთებში, რომელიც ალპინიზმის მთავარი ადგილია, არ გაერთობით რაფტინგით ზამანტი ირმაგის მდინარეში, არ იხილავთ კლდეში ნაკვეთ ეკლესიებს, ბიზანტიურ ფრესკებს, არ გადახედავთ კაბადოკიას საჰაერო ბურთიდან, არ შეიძენთ თიხის, ბრინჯაოს სუვენირსა და ონიქსის სამკაულებს, ტყავის სუვენირულ ნივთებს და არ დააგემოვნებთ ადგილობრივ ღვინოს.

კაბადოკიას ძველ სპარსულ ენაზე კატპატუკა - თეთრი ცხენების ქვეყანა წმ .ნინოს და წმ გიორგის სამშობლო

ტეგები: Qwelly, blog, post, დღიური, ეს_საინტერესოა, თეთრი_ცხენები, კაბადოკია, კატპატუკა, ქვეყანა, ჩანაწერი, მეტი...ცხენების_ქვეყანა, წასაკითხი

ნახვა: 1287

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters