ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის (ბრიტანული თეატრი 1850-1960) მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა . სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.
   ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში.

მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყიო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ჩარლი სცენაზე პირველად 1894 წელს, 5 წლის ასაკში ავიდა , როცა დედამისს მოულოდნელად ხმა წაერთვა სიმღერის დროს. პატარა ჩარლის გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა და იხსნა წარმოდგენა ჩავარდნისაგან. 1898 წელს ჩარლი ხვდება ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში The Eight Lancashire Lads. 1903 წელს ჩარლიმ უკვე “მუდმივი” სამსახურიც იშოვნა(ჩარლი ადრეულ ასაკშივე მუშაობდა ბევრ ადგილას: გაზეთების გამყიდველად, მხერხავებთან,ექიმის დამხმარედ, დამლაგებლად-თუმცა ასაკის გამო ყველგან დროებით)-თეატრში დაიწყო მსახიობად მუშაობას და მიიღო როლი სპექტაკლში “შერლოკ ჰოლმსი”. ჩარლის არ ჰქონდა არავითარი განათლება და ეშინოდა, ეს სამსახურიც არ დაეკარგა , რადგან გამართულად კითხვაც კი არ შეეძლო. როლის სწავლაში მას თავისი ძმა დაეხმარა. 16 წლის ასაკში ჩარლი ვიოლინომ გაიტაცა და რეგულარულ მეცადინეობას მოჰკიდა ხელი, ხანდახან დღეში 16 საათის განმავლობაშიც კი. დამხმარე გაკვეთილებს ის ნაცნობებისგან იღებდა.

1908 წლიდან იწყება ჩარლის სამსახიობო კარიერა-იგი მსახიობის როლს იღებს ფრედ კარნოს-ს სამსახიობო დასში, რომელთან ერთადაც 1910-12 წლებში მიემგზავრება ამერიკის ტურნეში, შტატებში. ჩარლით ინტერესდება მაკ სენეტი. ამ უკანასკნელმა 1913 წლის 23 სექტემბერს გააფორმა კონტრაქტი ჩარლისთან და მიიწვია თავის სტუდიაში, "კისტოუნში" გადასაღებად. ჩარლის პირველი ფილმი იყო "ცხოვრების სახსარი" 1914 წლის 2 თებერვალი. მალევე ჩარლი თავს ანებებს "კისტოუნს" და გადადის "ესენეის სტუდიაში".

1921წელს აწყობს ევროტურს. მეორე ტურს ევროპაში 1931 წელს აწყობს პრემიერით “City Lights” (”დიდი ქალაქის ჩირაღდნები”). ხოლო მესამედ ევროპაში იყო 1936 წელს ფილმით “Modern Times”

1922 წელს ჩაპლინმა აიშენა ბინა ბევერლი ჰილსში, ვინაიდან რადგანაც აქამდე ის მებობრებთან, ნაცნობებთან ცხოვრობდა… პირველი ხმოვანი ფილმი ჩაპლინისა არის “The Great Dictator” რომლის პრემიერაც იყო 1940 წლის 15 ოქტომბერს… ეს ფილმი ჩაპლინის უკანასკნელი ფილმია სადაც ის მონაწილეობას იღებს როგორც ღატაკი და მაწანწალა …

1952 წელს ჩაპლინი ქმნის ფილმს “Limelight” … ფილმი ხელოვან ადამიანზე და საერთოდ ხელოვნებაზე… ჩარლი მიემგზავრება შვეიცარიაში ვევე-ში(Vevey) სადაც ის წერდა მუსიკას და გაახმოვანა თავისი ფილმი (სიცოცხლის ბოლო პერიოდი მან ამ ქალაქში გაატარა) “The Gold Rush” რომელიც 1925 წელს გადაიღო

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928) 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში "საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის". მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჟელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე. 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.

2009 წელს ჩარლი ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნა დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: ემიგრანტი (1917), ოქროს ციებცხელება (1925), დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931), ახალი დროება (1936), და დიდი დიქტატორის (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი აჩვენე ხალხს (1928). ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამოშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.

1964 წელს ჩაპლინმა გამოსცა თავისი მემუარები რომლის საფუძველზეც შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმე “Chaplin” (გადაღებული 1992 წელს)

ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში

 

ტეგები: Qwelly, grani, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, ეს_საინტერესოა, შემოქმედება

ნახვა: 1571

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters