კანონი 1

ჩვენი კრების გადაწყვეტილების შესახებ არც ისინი უნდა დარჩნენ უმეცრებაში, რომლებიც ამ წმინდა კრებას არ ესწრებიან და თავიანთ სოფელში ან ქალაქში რჩებიან რაიმე საეკლესიო ან პირადი მიზეზის გამო. ამიტომ, თქვენს სიწმინდესა და სიყვარულს ვაცნობებთ: სამთავროს მიტროპოლიტს, რომელიც განუდგა წმინდა მსოფლიო კრებას, მიემხრო განდგომილთა თავყრილობას ან შემდგომში მიემხრობა, ან კელესტის სწავლება გაიზიარა, ან შემდგომში გაიზიარებს, ეკრძალება რაიმე მოიმოქმედოს თავისი სამთავროს ეპისკოპოსების წინააღმდეგ, რადგან ამიერიდან კრების მიერ ყოველგვარი საეკლესიო ერთობიდან განკვეთილია და მსახურებაც აკრძალული აქვს. მაგრამ, ამასთან, საეპისკოპოსო ხარისხიდან დამხობა ერთობლივად უნდა დაგადწყვიტონ რწმუნებული სამთავროს იმ ეპისკოპოსებმა და ახლომდებარე სამთავროების იმ მიტროპოლიტებმა, რომლებიც მართლმადიდებლურად აზროვნებენ.

კანონი 2

იმ ეპარქიულ ეპისკოპოსებს, რომლებიც წმინდა კრებას არ ესწრებოდნენ და განდგომილებს მიემხრნენ, ან აპირებენ მათთან შეერთებას, ანდა ხელი მოაწერეს ნესტორის განკვეთას, შემდეგ კი განდგომილთა თავყრილობას შეუერთდნენ, წმინდა კრების განჩინებით უნდა აეკრძალოთ ღვთისმსახურება და აეყაროთ სასულიერო ხარისხი.

კანონი 3

ქალაქის ან სოფლის სამღვდელო დასის წევრებს, რომლებსაც მართლმადიდებლური განსწავლულობის გამო, ნესტორისა და მისი თანამზრახველების მიერ მღვდელმსახურება ჰქონდათ აკრძალული, თავის ხარისხში აღვადგენთ. ამასთან, ვბრძანებთ, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო კრების თანამოაზრე სასულიერო პირები არ დაემორჩილონ განდგომილ და მართლმადიდებლობის უარმყოფელ ეპისკოპოსებს.

კანონი 4

წმინდა კრება სამართლიანად მიიჩნევს იმ პირის სასულიერო ხარისხიდან განკვეთას, რომელიც სასულიერო დასიდან განდგება და ცალკე ან საჯაროდ, ნესტორის ან კელესტის მოძღვრების გაზიარებას გაბედავს.

კანონი 5

ნესტორმა, თავის თანამზრახველებთან ერთად გაბედა კანონსაწინააღმდეგოდ შეეწყნარებინა, თვითნებურად ეკლესიაში დაებრუნებინა და სასულიერო ხარისხში აღედგინა ზოგიერთი სასულიერო პირი, რომლებიც უკეთური საქციელის გამო განკვეთილები არიან წმინდა კრების, ან თავისი ეპისკოპოსების მიერ; მაგრამ ეს მათთვის ყოვლად უსარგებლოა, რადგან ჩვენი სამართლიანი განაჩენით ისინი მაინც განკვეთილებად რჩებიან.

კანონი 6

თუ ზოგიერთები მოინდომებენ რაიმე სახით შეარყიონ ის განჩინება, რომელიც თითოეული მათგანის მიმართ წმინდა კრებამ ეფესოში გამოიტანა, ასეთ შემთხვევაში წმინდა კრება ადგენს: აღნიშნული ქმედების ჩამდენ პირებს, თუ ისინი ეპისკოპოსები ან სასულიერო დასის სხვა წევრები არიან, პატივი სრულიად აეყაროთ, ხოლო თუ ერისკაცები - უზიარებლობით დაისაჯონ.

კანონი 7

წარმოდგენილი წერილის წაკითხვის შემდეგ წმინდა კრებამ განაჩინა: არავის მიეცეს უფლება, წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დადგინეს; ხოლო ვინც გაბედავს სხვა მრწამსის შედგენას, წარმოდგენას ან შეთავაზებას ჭეშმარიტების შემეცნების მსურველთათვის, ანდა წარმართობის, იუდეველობისა ან სხვა რომელიმე მწვალებლობისაგან მოქცეულთათვის, ასეთ პირთა მიმართ განვაჩინებთ: თუ ეპისკოპოსები არიან ან სასულიერო დასის სხვა წევრები, შეირაცხონ უცხოებად: ეპისკოპოსები - ეპისკოპოსობისაგან, კლერიკოსები - დასის წევრობისაგან; ხოლო თუ ერისკაცები: შეჩვენებულ იქნენ. ზუსტად ასევე, თუ ეპისკოპოსები, კლერიკოსები ან ერისკაცები იმხილებიან ღვთის მხოლოდშობილი ძის შესახებ ისეთი ბილწი და გამხრწნელი სწავლების ქადაგებასა და გამზიარებლობაში, როგორიც ეს ნესტორის დოგმატებშია გადმოცემული და ხარსი ხუცესის მიერ კრებისადმი წარმოდგენილი, მაშინ ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინებით ისინი შემდეგ სასჯელს დაექვემდებარონ: ეპისკოპოსები ეპისკოპოსობისაგან უცხოებად უნდა შეირაცხონ და ხარისხი აეყაროთ, კლერიკოსები კი დასიდან განიკვეთონ; ხოლო ერისკაცები, როგორც ნათქვამი იყო, შეჩვენებულ იქნენ.

(II მსოფ. 1; ტრულ. 1; კართ. 2).

კანონი 8

საეკლესიო წესებისა და წმინდა მოციქულთა კანონების საწინააღმდეგო, სიახლე და თავისუფლების ხელმყოფია ქმედება, რომლის შესახებაც გვაცნობეს ღვთისსათნომყოფელმა თანაეპისკოპოსმა რიგინოსმა და მასთან ერთად კვიპროსის სამთავროს კეთილკრძალულმა ეპისკოპოსებმა - ზენონმა და ევაგრემ. ვინაიდან იგი საზოგადო ვნების მატარებელია, ამიტომ ძლიერ მკურნალობას საჭიროებს, როგორც დიდი ზიანის მომტანი; მით უფრო, რომ არასდროს ყოფილა ჩვეულება, ანტიოქიის ეპისკოპოსს კვიპროსში ხელთდასხმა მოეხდინოს, როგორც ეს წერილობით და სიტყვიერად გვაცნობეს წმინდა კრებაზე მობრძანებულმა კეთილკრძალულმა კაცებმა. ამიტომ კვიპროსის ეკლესიის მღვდელმთავრებს, ყოველგვარი შევიწროების გარეშე უნდა შეუნარჩუნდეს წმინდა მამათაკანონებისამებრ და ძველი ჩვეულების თანახმად იმის უფლება, რომ თავად აწარმოონ კეთილკრძალულ ეპისკოპოსთა ხელთდასხმა. იგივე წესი უნდა იყოს დაცული ყველა სხვა სამთავროსა და ეპარქიაში. ამდენად, ღვთისსათნომყოფელ ეპისკოპოსთაგან არავინ გაავრცელოს თავისი ხელისუფლება იმ ეპარქიაზე, რომელიც მანამდე არც მას და არც მის წინამორბედ ეპისკოპოსს არ ექვემდებარებოდა; ვინც გაავრცელა თავისი ძალაუფლება უკანონოდ და ძალად დაიმორჩილა რომელიმე ეპარქია, ხელი უნდა აიღოს მასზე; ნურავინ გადავა მამათა მიერ დაწესებულ კანონებს, რათა არ შემოიპაროს თითქოსდა ღვთისმოსაობის სახით, საერო ქედმაღლობის ქედმაღლობა; ნუ დავკარგავთ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად იმ თავისუფლებას, რომელიც თავისი სისხლით ყოველი კაცის მხსნელმა უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ მოგვმადლა. ამგვარად, წმინდა და მსოფლიო კრებამ სათნოდ მიიჩნია, რომ თითოეულმა ეპარქიამ, ყოველგვარი შევიწროების გარეშე, წმინდად შეინარჩუნოს თავიდანვე მისთვის მინიჭებული და ძველთაგანვე დამტკიცებული უფლება. ჩვეულებისამებრ, თითოეულ მიტროპოლიტს, თავისი უფლებამოსილების დასადასტურებლად, შეუძლია ამ დადგენილების ასლი გადაიღოს. აქვე ვადგენთ: ამ წმინდა და მსოფლიო კრების განჩინების საწინააღმდეგოს თუ ვინმე შემოიღებს, უკანონოდ იქნეს შერაცხული.

(მოც. 34,35; I მსოფ. 6,7; II მსოფ. 2; ტრულ. 20,36,39; ანტიოქ. 9,13,22; სარდიკ. 3,11).

ეფესოს წმინდა III მსოფლიო კრების ეპისტოლე პამფილიის საღვთო კრების მიმართ მათი ყოფილი მიტროპოლიტის, ევსტათის შესახებ

რადგან, ღვთივსულიერი წერილი ღაღადებს: "ყველა საქმე ბჭობით აღასრულეთ" (შდრ. იგავ. 15,22), ამიტომ ღვთისმსახურად წილხვდომილს, უფრო მეტად ევალება მთელი სიზუსტით განიხილოს მასზე დაკისრებული საქმე. ვისაც ცხოვრებაში ამ გზით სიარული სურს, მხოლოდ ამგვარად მიაღწევს ღვთის სასოებაში განმტკიცებას და, მაშინ, თითქოს ზურგის ქარი მიაქანებსო, ისე წავა თავისი საწადელისაკენ მიმავალ გზაზე. ეს სიტყვა ფრიად სამართლიანია, მაგრამ ზოგჯერ ხდება, რომ მწარე და გაუსაძლისი მწუხარება გონებას აწვება და ძლიერ აღელვებს მას, რაც დასახული მიზნიდან გადახვევას იწვევს და გონებას განაწყობს ისე შეხედოს თავისი არსით მიუღებელ საქმეს, როგორც - რაღაც სასარგებლოს. ამის მსგავსი ჩვენ აღმოვაჩინეთ იმაში, რაც კეთილკრძალულ და ღვთისმოსავ ეპისკოპოს ევსტათის შეემთხვა. დამოწმებულია, რომ ის კანონიერადაა ხელთდასხმული. ევსტათი, ზოგიერთი პირისაგან შეშფოთებული, როგორც თვითონ ამბობს, გაუთვალისწინებელ გარემოებაში აღმოჩნდა. შემდეგ კი, მეტადრე გამოუცდელობის გამო, მოზღვავებული საზრუნავისაგან ქანცგამოლეულმა, ვეღარ შეძლო თავის მოწინააღმდეგეთა საყვედურები მოეგერიებინა და ჩვენთვის აუხსნელი მიზეზებით, ეპარქიის მმართველობიდან წერილობით მოითხოვა გადადგომა. თუმცა, ერთხელ უკვე აიღო რა საკუთარ თავზე მღვდელმთავრისათვის დაწესებული საზრუნავი, ვალდებული იყო სულიერი სიმტკიცით აღესრულებინა თავისი მოვალეობა, ერთგვარად იარაღი აესხა და შრომისათვის მომზადებულიყო, საზღაურის საწინდარი ოფლი სიამოვნებით გაეღო. რადგანაც მან ერთხელ უკვე გამოავლინა საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს გამოუცდელობით მოუვიდა და არა დაუდევრობითა და მცონარობით, ამიტომ, თქვენმა კეთილმსახურებამ აუცილებლობის გამო მოახდინა ეკლესიის მმართველად ხელთდასხმა კეთილკრძალულისა და უკეთილმსახურესი ძმისა ჩვენისა და თანაეპისკოპოსისა თეოდორესი, რამეთუ არ ეგების ეპარქიას დაქვრივება და მაცხოვრის სამწყსოს - წინამძღვრის გარეშე დარჩენა. მაგრამ რადგან იგი თვალცრემლიანი მოვიდა და, ამასთან, არც ქალაქის ეკლესიას ეცილება ზემოთ მოხსენიებულ უკეთილმსახურეს ეპისკოპოს თეოდორეს, არამედ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელსა და პატივს ითხოვს, ამიტომ, ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით განვისმჭვალეთ ამ ბერის მიმართ, და მისი ცრემლები ჩვენს საერთო ცრემლებად ჩავთვალეთ; მაშინვე შევეცადეთ გაგვეგო, კანონიერი იყო მისი დამხობა, თუ მხოლოდ რაიმე შეუფერებელ საქციელში იყო მხილებული იმათ მხრიდან, რომელთაც მისი კეთილი სახელის განქიქება სურდათ. როგორც შევიტყვეთ, მას ისეთი არაფერი ჩაუდენია და ბრალი მხოლოდ ეპარქიის კათედრის დატოვებაში მიუძღვის. ამის გამო, ჩვენ არ ვსაყვედურობთ თქვენს კეთილმსახურებას, რომელმაც მის ადგილზე სათანადოდ დაადგინა ზემოთ დასახელებული უკეთილმსახურესი ეპისკოპოსი თეოდორე; მაგრამ, რადგანაც უმართებულოა ამ კაცის გამოუცდელობის მრავალჯერ გაკიცხვა, - ნუ იყოფინ! ამიტომ, უფრო მართებულად მიგვაჩნია ამ მოხუცი ბერის შეწყალება. იგი უკვე დიდი ხანია იმ ქალაქის გარეთ ცხოვრობს, სადაც დაიბადა და თავის მშობლიურ საცხოვრებელს მოშორებულია. ჩვენ სამართლიანად განვსაჯეთ და დავადგინეთ: ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრუნდეს მას სახელი, ეპისკოპოსის პატივი და თანაზიარება, ოღონდ იმ პირობით, რომ მას არ ექნება ხელთდასხმის უფლება; ეკლესიას არ დაიკავებს და თვითნებურად ღვთისმსახურებას არ ჩაატარებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას თავისთან მიიწვევენ, ანდა - ისე მოხდება, რომ მას ნებას დართავს ძმა და თანაეპისკოპოსი კეთილგანწყობითა და ქრისტესმიერი სიყვარულით; ხოლო თუ მის მიმართ რაიმე უფრო მწყალობლურ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ამჟამად ან შემდეგში, ისიც სათნო იქნება წმინდა კრებისათვის.

ტეგები: qwelly, ეკლესია, ეკლესიის_ისტორია, ისტორია, კანონმდებლობა, კრებები, მსოფლიო_კრება

ნახვა: 385

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters