ნიკეის კრებამ, მართალია, სასტიკი განაჩენი გამოუტანა არიანულ მწვალებლობას, მაგრამ არიანობა მაინც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. ის საფუძველი გახდა ისეთი ახალი მწვალებლობათა წარმოშობისათვის, როგორიც იყო: მაკედონიანიზმი, ანუ ნახევარარიანიზმი, საბელიანიზმი, მარკელიანიზმი, ევნომიანიზმი, აპოლინარიზმი, ფოტიანიზმი და სხვ., რომელთაც გავრცელება მოიპოვეს აღმოსავლეთის სხვადასხვა ეკლესიაში. არიანობისა და მისი მონათესავე მწვალებლობების გავრცელებას ხელი შეუწყო კონსტანტინე დიდის მემკვიდრის, ბიზანტიის იმპერატორის სიმპათიამ ამ ერესის მიმართ. განსაკუთრებით საშიში იყო მაკედონიანიზმი, რადგან იგი ემყარებოდა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, მაკედონიოსის (342-346 წწ.) ავტორიტეტს.
ამ მწვალებლობათა წინააღმდეგ ბრძოლის საჭიროება მიზეზი გახდა მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობისა. თუმცა კრების მოწვევის საჭიროებაში არანაკლები როლი შეასრულა გადაუდებელმა საორგანიზაციო საკითხებმა, რომლებიც ძირითადად კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრას ეხებოდა. საქმე ისაა, რომ 379 წ. გრიგოლ ნაზიანზელმა (+390 წ.) კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრა დაიკავა. მანამდე ის ფორმალურად სასიმის ეპისკოპოსად ითვლებოდა. გრიგოლთან დაახლოებულმა პირმა მაქსიმემ, წარმოშობით ალექსანდრიელმა, პეტრე ალექსანდრიელი ეპისკოპოსის დახმარებით, რომელსაც უნდოდა, რომ კონსტანტინოპოლის კათედრაზე თავისი ერთგული ეპისკოპოსი ჰყოლოდა, მოინდომა კონსტანტინოპოლის კათედრის დაჭერა. ეს ფარული კურთხევა პეტრე ალექსანდრიელის მიერ საგანგებოდ გამოგზავნილმა ორმა ეგვიპტელმა ეპისკოპოსმა შეასრულა. ამ ინციდენტმა საეკლესიო წრეებში და მრევლში დიდი აღშფოთება გამოიწვია და მაქსიმე გააძევეს. 381 წელს თეოდოსი იმპერატორის ბრძანებით მოწვეულმა კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრებამ, რომელიც ზემოჩამოთვლილ მწვალებლობების აღმოფხვრის მიზნით იყო მოწვეული, ზემოხსენებული ინციდენტის შესახებაც იმსჯელა. კრებამ, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა და რომელსაც მელეტი ანტიოქიელი თავმჯდომარეობდა, წამოჭრა რიგი საკითხებისა, რომელთაგან ზოგიერთი ზემოხსენებულ ინციდენტთან იყო დაკავშირებული: 1) კრებამ მაქსიმეს ხელდასხმა უკანონოდ სცნო, რაც აისახა ამ კრების მეოთხე კანონში აისახა; 2) აკრძალა რამდენიმე პროვინციის ეპისკოპოსის ჩარევა სხვა პროვინციის საეკლესიო საკითხებში (უნდა იგულისხმებოდეს პეტრე ალექსანდრიელის საქციელიც) (მე-2 კანონი); 3) კანონიერად ფლობს თუ არა კონსტანტინოპოლის კათედრას გრიგოლ ნაზიანზელი, რადგან ნიკეის კრების მე-15 კანონი კრძალავს ეპისკოპოსის ერთი კათედრიდან მეორეზე გადასვლას. ეს საკითხი კრების მონაწილეთა აზრთა სხვადასხვაობის საბაბი გახდა. კრებამ დაამტკიცა გრიგოლის კანდიდატურა კონსტანტინოპოლის კათედრაზე. ამ დროს გარდაიცვალა კრების თავმჯდომარე მელეტი ანტიოქელი და ეს პოსტი გრიგოლმა დაიკავა. დადგა საკითხი მელეტის მემკვიდრის არჩევისა. აქ კრებაზე განხეთქილება დაიწყო. კრების მონაწილეთა უმრავლესობა მოითხოვდა, რომ ანტიოქიის კათედრაზე არ ასულიყო პავლე, დასავლეთის ეკლესიის წარმომადგენელი, რადგან აღმოსავლეთის ეკლესიის ამ უპირველეს კათედრაზე აღმოსავლეთის ეკლესიის კანდიდატი მოიაზრებოდა. გრიგოლი, როგორც კრების თავმჯდომარე, მხარს დასავლეთის ეკლესიის კანდიდატს უჭერდა, ე.ი. დასავლეთის წინაშე იგი დათმობაზე მიდიოდა. ამ ფაქტმა გრიგოლის ავტორიტეტი საგრძნობლად შეარყია. გრიგოლმა გადაწყვიტა დაეტოვებინა კრებაც და კონსტანტინოპოლიც, მაგრამ კრების ავტორიტეტულ წევრთა და ხალხის მხარდაჭერამ ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. ახალი განხეთქილება დაიწყო კრებაზე ტიმოთე ალექსანდრიელის მეთაურობით ეგვიპტელი ეპისკოპოსების ჩამოსვლის შემდეგ. მათ მაკედონელი ეპისკოპოსების მხარდაჭერით გააღვივეს ძველი ინტრიგა და ნიკეის კრების მე-15 კანონის საფუძველზე გააპროტესტეს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრაზე გრიგოლის არჩევის გადაწყვეტილება. საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე გრიგოლი გამოვიდა კრებაზე და მტკიცე უარი თქვა კათედრაზე, წარმოთქვა თავისი ცნობილი გამოსამშვიდობებელი სიტყვა და დატოვა კონსტანტინოპოლი. კათედრაზე ხელი დაასხეს სამოქალაქო პირს - კონსტანტინოპოლის პრეტორის მოვალეობის შემსრულებელ ნექტარს, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის კანდიდატურა იყო. ნექტარი გახდა ამ კრების მესამე თავმჯდომარე.
კონსტანტინოპოლის II მსოფლიო კრების კანონმდებლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა: კანონიკური კოდექსის ბოლო რედაქციაში და მის ქართულ თარგმანში წარმოდგენილი 7 კანონიდან ყველა ერთი დროის არ უნდა იყოს. არც _ ერთი ისტორიკოსი, რომელიც ამ კრებას შეხებია, არ ასახელებს კანონთა რიცხვს, ხოლო თუ ლაპარაკია კანონთა შინაარსზე, მსჯელობა მხოლოდ პირველ ოთხ მათგანს გულისხმობს. ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებაზე წაიკითხეს სათაურით „συνοδικον της δεύτερας συνόδου“ კანონებად დაყოფის გარეშე და არა ისე, როგორც ნიკეისა და ანტიოქიის კრებათა კანონების წაკითხვის დროს. ამ ფაქტის გამო ფიქრობენ, რომ ამ კრების კანონებად დაყოფა გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს. იოანე სქოლასტიკოსის 50-ტიტლოვან ნომოკანონში ამ კრების ექვსი კანონია წარმოდგენილი და მეექვსე კანონის შესახებ ეჭვია გამოთქმული, რადგან ეპისკოპოსთა ხელმოწერები მე-5 კანონს მოსდევს, ხოლო მეექვსე ხელმოწერების შემდეგაა მოთავსებული. ამ კრების ლათინურ თარგმანში, რომელიც 500 წ. არის შესრულებული, II მსოფლიო კრება ოთხი კანონითაა წარმოდგენილი, რაც შესატყვის ბერძნულ დედანს გულისხმობს. საფიქრებელია, რომ მე-5 და მე-6 კანონები კონსტანტინოპოლის 382 წ. ადგილობრივ კრებაზე უნდა შეედგინათ და შემდეგ უნდა დაემატებინათ II მსოფლიო კრების კანონებისათვის. ეს ადგილობრივი კრება თითქმის II მსოფლიო კრების გაგრძელებას წარმოადგენს. უფრო გვიანდელი უნდა იყოს მე-7 კანონი. 14-ტიტლოვან ნომოკანონამდე (VII ს.) ეს კანონი არ გვხვდება არც- ერთ ძველ კანონიკურ კრებულში. დასახელებული კანონი ზუსტად მეორდება ტრულის კრების 95-ე კანონში, II მსოფლიო კრების მე-7 კანონზე მიუთითებლად. ასევე, ეს კანონი ზუსტად იმეორებს 14-ტიტლოვანი ნომოკანონის ზოგიერთ ნუსხაში (აგრეთვე „დიდ სჯულისკანონში“) შეტანილ ანტიოქიის ეპისკოპოსის მარტვირისადმი კონსტანტინოპოლიდან (დაახლ. 459 წ.) გაგზავნილ ეპისტოლეს. როგორც ფიქრობენ, II მსოფლიო კრების მე-7 კანონი დასახელებული ეპისტოლის შემოკლებული ვარიანტია (ეპისტოლეში მეტია შესავალი. ეს ეპისტოლე გენადი კონსტანტინოპოლის პატრიარქის უნდა იყოს). მეორე მსოფლიო კრების კანონებიდან მნიშვნელოანია მე-3 კანონი, რომელშიც პირველად არის დასმული კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრის უპირატესობის საკითხი აღმოსავლეთის სხვა კათედრებთან შედარებით და რომის ეკლესიასთან გათანაბრების ცდა, რაც მომდევნო საუკუნეებში უფრო გაღრმავდა.ეს ტენდენცია, გამოწვეული კონსტანტინოპოლის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილის დედაქალაქად გადაქცევის გამო, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე საუკუნეებით განმტკიცებული საეკლესიო ტრადიციები საეკლესიო იერარქიის საკითხში.
ტეგები: qwelly, ეკლესია, ეკლესიის_ისტორია, ისტორია, კრებები, მსოფლიო_კრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•