ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მიერ განკვეთილი ევტიქის მწვალებლური მოძღვრება მონოფიზიტობის შესახებ წყარო გახდა ახალი მწვალებლობის - მონოთელიტობის წარმოშობისათვის. ეს მოძღვრება იყო მცდელობა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგებისა. მონოთელიტობა მონოფიზიტების საწინააღმდეგოდ და დიოფიზიტების მსგავსად ქრისტეში განხორციელების შემდეგ ორი ბუნების არსებობას აღიარებდა, ხოლო მონოფიზიტების მსგავსად და დიოფიზიტების საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქრისტეში ერთი ნებისა და ენერგიის არსებობას ქადაგებდა. ეს მოძღვრება საეკლესიო განხეთქილების აღმოფხვრასთან ერთად სახელმწიფოს ერთიანობის და სიმტკიცის მიზნებსაც ეყრდნობოდა. ბიზანტიის იმპერატორთა ერთი წყება (დაწყებული ჰერაკლეთი კონსტანტინე პოგონატის მეფობის დაწყებამდე - 622-680 წწ.) ამ მოძღვრებას უჭერდა მხარს.
ქალკედონის კრებამ მიზანს ვერ მიაღწია. ევტიქის მწვალებლური მოძღვრება - მონოფიზიტობა ვერ აღმოფხვრა. პირიქით, ქრისიტანული სამყარო ორ უზარმაზარ ბანაკად გაიყო და მათ ერთმანეთში გააფთრებული ბრძოლა გააჩაღეს. მონოფიზიტობამ მტკიცედ მოიკდა ფეხი ეგვიპტეში, სირიაში, სომხეთში და ბიზანტიის იმპერიის სხვა აღმოსავლურ პროვინციებში და სრულებით არ ჰგავდა სასიკვდილოდ განწირულ მოძღვრებას. საჭირო გახდა იმპერიაში უნიონალური პოლიტიკის გატარება როგორც რელიგიური, ასევე პოლიტიკური კუთხით.
ჰერაკლე იმპერატორმა მონოთელიტური მოძღვრების ერთ-ერთი მედროშე, ფაზისის მიტროპოლიტი კიროსი (ქართულში კვიროსი) ალექსანდრიის პატრიარქად და ეგვიპტის პოლიტიკურ განმგებლად დანიშნა. მონოთელიტური მოძღვრების მამამთავრად თეოდორე ფარანელი - მონოფიზიტი ეპისკოპოსი ითვლება, ხოლო მის აქტიურ მხარდამჭერებად კი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი სერგი, იაკობიტთა წრეში აღზრდილი სირიელი და კიროს ალექსანდრიის პატრიარქი - ფაზისელყოფილი (რომელსაც ეკუთვნის 9 პუნქტისაგან შედგენილი ანათემა სარწმუნოების საკითხებზე). მათ ებრძოდა სოფრონი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის ბერი იყო, მან ეპისტოლეებით მიმართა სერგი კონსტანტინოპოლელს და კიროს ალექსანდრიელს, ხოლო როდესაც იგი იერუსალიმის პატრიარქი გახდა, მოიწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელმაც გამოააშკარავა მონოთელიტობის არსი და შეაჩვენა ეს მოძღვრება და მისი მქადაგებლები. სერგი პატრიარქმა იჩივლა რომის პაპ ჰონორიუსთან და სოფრონ იერუსალიმელს ახალი ერეტიკული მოძღვრების ქადაგება დააბრალა, რაც ქრისტეში ორი ნებისა და ორი მოქმედებების არსებობაში გამოიხატებოდა. პაპის გულგრილმა პასუხმა, რომ შეეწყვიტათ კამათი ამ საკითხებზე, მონოფიზიტები შეაგულიანა, რომ ჰონორიუსი მათი მოძღვრების დამცველად მიეჩნიათ. სერგის მემკვიდრეები კონსტანტინოპოლის კათედრაზე - პიროსი, პავლე, პეტრე ისევე, როგორც ჰერაკლეს მემკვიდრეები - შვილი კონსტანტინე და შემდეგ შვილიშვილი კონსტანტი მონოთელიტობის ერთგულნი დარჩნენ. მიუხედავად იმისა, რომ რომის პაპმა მარტინემ და მოწვეულმა ლატერნის კრებამ ერეტიკოსებად გამოაცხადა უკვე გარდაცვლილები: თეოდორე ფარანელი, კიროს ალექსანდრიელი, სერგი და პიროს კონსტანტინოპოლელები, აგრეთვე ცოცხალი პავლე კონსტანტინოპოლელი და აღიარა ქრისტეში ორი ნება და ორი მოქმედება. კონსტანტი იმპერატორი სასტიკად გაუსწორდა მონოთელიტობის წინააღმდეგ ბრძოლაში პაპის მოკავშირეს და დამხმარეს მაქსიმე აღმსარებელს და მის მოწაფეებს, ხოლო პაპი დააპატიმრა და გადაასახლა ხერსონში, სადაც ის ხანგრძლივ და შევიწროებულ ცხოვრებაში გარდაიცვალა.
კონსტანტის მოკვლის შემდეგ ტახტზე ასულმა კონსტანტინე პაგონატი თავისი წინაპრების საწინააღმდეგო მოქმედებას შეუდგა: ჯერ პაპ დომინთან, ხოლო შემდეგ მის მემკვიდრესთან - აგათონთან დაიწყო მოლაპარაკება მონოთელიტთა გასანადგურებლად მსოფლიო კრების მოწვევის საკითხებზე.
ტეგები: qwelly, ეკლესია, ისტორია, მსოფლიო_კრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•