საკითხავი ცხორებისათჳს და საკჳრველმოქმედისა წმიდისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია-კაბადუკიელისაჲ, თქუმული ამფილოქე მთავარეპისკოპოსისა იკონიელისაჲ“ არის ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწისა და საეკლესიო მწერლობის უდიდესი მემკვიდრეობის შემქმნელის შესახებ, მისი მოწაფის მიერ დაწერილი თხზულება.

A1. 277r
ბასილი დაიბადა 330 წელს კესარიაში, კაპადუკიის ადმინისტრაციულ ცენტრში, გავლენიან ქრისტიანულ, რიტორიკის ცნობილი მასწავლებლის ბასილის ოჯახში, სადაც 10 ბავშვი იზრდებოდა – 5 ვაჟი და 5 ქალი. მათგან 3 ვაჟი და ორი ქალი ქრისტიანული ეკლესიის წმინდანები გახდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ ნოსელი, ქრისტ. ეკლესიის მამა. მათი დედა – ემილია ქრისტიანობისათვის წამებულის ქალიშვილი იყო. სასწავლებელში ბასილიმ გაიცნო გრიგოლი, შემდეგში ღვთისმეტყველად წოდებული და მათი მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა (ბასილი 373 წ. გარდაიცვალა). ბასილიმ პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგში კესარიის სასწავლებელში სწავლობდა. გააგრძელა სწავლა ჯერ კონსტანტინეპოლში გამოჩენილ ორატორებთან და ფილოსოფოსებთან, შემდეგ ათენში, სადაც 4-5 წლის განმავლობაში მიიღო დიდი ცოდნა მეცნიერების უამრავ დარგში. „ეს იყო ხომალდი, იმდენად დამძიმებული მეცნიერებით, რამდენადაც ძალუძს ადამიანის ბუნებას“ – (გრიგოლ ღვთისმეტყველი). 367 წ. ბასილი დაბრუნდა კესარიაში. ცოტა ხანს რიტორიკას ასწავლიდა, ხოლო მალე დაიწყო ასკეტური ცხოვრება. მან იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში სახელგანთქმული მონაზვნების ცხოვრების გასაცნობად. კესარიაში დაბრუნების შემდეგ მდინარე ირისის ნაპირზე, თავისივე მამულში დააარსა მამათა მონასტერი და შემოიკრიბა ძმათა კრებული. მდინარის მეორე ნაპირზე უფრო ადრე დაარსებულ დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ მისი დედა და უფროსი და – მაკრინე. ბასილიმ თავისთან მოიწვია თავისი მეგობარი გრიგოლი ღვთისმეტყველი. მეგობრებმა მონასტერი 362 წელს დატოვეს, რათა აქტიურად ებრძოლად იმპერატორ კონსტანტის (337-361 წ.წ.) მიერ მხარდაჭერილი არიანული მწვალებლობის წინააღმდეგ. ბასილი კესარიაში ჯერ დიაკვნად (361 წ.), შემდეგ (364 წ.) ხუცესად აკურთხეს, ხოლო 372 წ. კესარია-კაბადუკიის (მთავარეპისკოპოსი გახდა, რომელსაც 11 პროვინციის 50 ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. ბასილის უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობიდან დავასახელებთ მხოლოდ უმთავრესს, რაც თარგმნილია ქართულად. ლიტურგიკული განჩინება (ბასილის ჟამის წირვა), ქადაგებები ეგზეგეტიკურ თემაზე – შესაქმის „ექუსთა დღეთა“ შესახებ, სამონაზვნო ცხოვრების წესები, სამი წიგნი არიანელთა (ევნომიანეს) მწვალებლობის წინააღმდეგ, ფსალმუნთა განმარტება, ესაიას 16 თავის განმარტება, „სულიწმიდის შესახებ“, ნომოკანონში შეტანილი 85 კანონი, უამრავი ეპისტოლე, ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებზე. ბასილი დიდს უამრავი „შესხმა“ მიუძღვნეს მისმა მეგობრებმა, მოწაფეებმა და მისმა თანამედროვე და გაცილებით გვიანდელმა საეკლესიო მოღვაწეებმა. გარდაიცვალა ბასილი 49 წლის ასაკში 373 წ., ხსენება 1 იანვარს.
საეკლესიო ისტორიოგრაფიაში არსებობს აზრი, რომ ბასილი დიდი, მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მათი მეგობარი გრიგოლ ღვთისმეტყველი წარმოშობით ქართველები იყვნენ.
ბასილი დიდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საეკლესიო მოღვაწეა ქართული ეკლესიის ისტორიაში. ქართულად თარგმნილია ბასილის მრავალდარგოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი.
ამფილოქე იკონიელის ბასილი დიდის „ცხოვრება“ კიმენური რედაქცია. უძველეს ქართულ ხელნაწერებს შემოუნახავს ბასილი დიდის ცალკეული სასწაულები, რომელიც აღუწერია ელადიოს კესარია-კაბადუკიელს, ბასილის მემკვიდრეს ამ კათედრაზე.
არსებობს ბასილი დიდის „ცხოვრება“ მეტაფრასული რედაქციის ქართული თარგმანიც და სვინაქსარული საკითხავი – „დიდ სვინაქსარში“, 1 იანვარს.

ტეგები: qwelly, ბიოგრაფია, ეკლესია, ეკლესიის_ისტორია, ისტორია, კრებები, მსოფლიო_კრება, ცხოვრება

ნახვა: 505

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters