პიტერ ვაიდენი დაჟინებით მთხოვდა ამ წიგნის დაწერას. მარწმუნებდა, რომ ასეთ წიგნს შეეძლო მშობლების ცხოვრების შეცვლა, დაეხმარებოდა აღეზარდათ მეტი პასუხისმგებლობის მქონე შვილები, და თუ ჩემთვის ესეც არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდებოდა, პირადად გაასწორებდა ჩემს ხელნაწერს. მას რამდენიმე წიგნი ჰქონდა დაწერილი, ასეულობით – გამოცემული და მივხვდი, რომ იცოდა, რასაც მეუბნებოდა. მართალიც აღმოჩნდა. წიგნი ბესტსელერი გახდა. ის მილიონობით ადამიანს დაეხმარა ცხოვრების შეცვლაში, მშობლებისთვის ასობით სხვა წიგნის შექმნას შეუწყო ხელი და Pew Research Center-ის მიხედვით, მშობლების წვრთნის 50 ათასზე მეტი პროგრამისთვის შეასრულა მოდელის როლი შეერთებულ შტატებში და ვინ იცის, რამდენისთვის – მის ფარგლებს გარეთ.
მოდელს, რომელიც შევქმენი და ამ წიგნში აღვწერე, წლების განმავლობაში კომუნიკაციისა და კონფლიქტების გადაჭრის დროს ვიყენებდით. დღეს უკვე ყველამ იცის აქტიური მოსმენის, მე-შეტყობინებისა და კონფლიქტის გადაჭრის უდანაკარგო მეთოდის შესახებ. მივხვდი, რომ გორდონის მოდელის სახელწოდებით ცნობილ ამ მოდელს არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ყველა სახის ურთიერთობაში იყენებდნენ: ოჯახში, სამსახურში, სკოლაში და ზოგადად, ყველგან. ჩემეულ ტერმინებს შეხვდებით ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში, ბიზნეს-ლიდერებისათვის განკუთვნილ კურსებში, ზრდასრულთა სწავლების პროგრამებში. არსებითად, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და კონფლიქტის გადაჭრა ყველგან მნიშვნელოვანი საკითხებია.
წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ამ მეთოდებისა და უნარების წყალობით, ადამიანთა ურთიერთობა სულ უფრო და უფრო დემოკრატიული ხდება, რაც, თავის მხრივ, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს. როცა ადამიანებს აღიარებენ, როცა მათ თავისუფლად შეუძლიათ თვითგამოხატვა და იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომელიც მათზე ახდენს გავლენას, მათი თვითშეფასება მაღლდება, უფრო თავდაჯერებულები ხდებიან და აღარ ითრგუნებიან უმწეობის იმ გრძნობით, რომელიც მუდამ არსებობს ავტოკრატულ ოჯახში.
ეს უნარები მნიშვნელოვანია მთელ სამყაროში მშვიდობისთვისაც. დემოკრატიული ოჯახი მშვიდობიანი ოჯახია და ასეთი ოჯახების სიმრავლის პირობებში, შევქმნით საზოგადოებას, რომელიც უარყოფს ძალადობას და ომს მიუღებლად მიიჩნევს.
ამ წიგნის წერისას ცხოვრების დინებაზე არ მიფიქრია, ვერ განვსაზღვრე, რომ მომავალში PET-ის მეთოდებით აღზრდილი ბავშვები არა მხოლოდ უფრო ჯანსაღი და ბედნიერი ზრდასრულები იქნებოდნენ, არამედ თავადაც დემოკრატიულ მშობლებად ჩამოყალიბდებოდნენ და არაძალადობრივი ურთიერთობების ციკლი მომავალ თაობებშიც გაგრძელდებოდა. მადლობელი ვარ, რომ ცოცხალი ვარ და იმ ადამიანებთან საუბარიც კი შევძელი, ვისი ბებიები და პაპები PET-ის მეთოდებს იყენებდნენ ოჯახში.
ერთხელ ერთმა მეგობარმა მითხრა: "ყველა ჩვენგანს ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთი დიდი პოზიტიური მოულოდნელობა გველოდება". ჩემი ცხოვრების უდიდესი პოზიტიური სიურპრიზი ის გახლავთ, რომ პიტერ ვაიდენი მართალი აღმოჩნდა. PET არა მხოლოდ ამერიკაში გავრცელდა, არამედ ოცდაათზე მეტ ენაზე გამოიცა, დღეს წიგნის 4 მილიონზე მეტი ეგზემპლარი არსებობს და პროგრამას 43 ქვეყანაში ახორციელებენ. ეს "დიდ სიურპრიზზე" ბევრად მეტია.
გამოცდილებამ დაადასტურა, რომ PET-ის ძირითადი კონცეფციები და უნარები დღესაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დაახლოებით ორ- მოცი წლის წინათ, როდესაც პირველად ვასწავლიდი PET-ის კურსს კა- ლიფორნიის შტატში მდებარე ქალაქ პასადენის კაფეტერიაში შეკრებილ ჩვიდმეტ მშობელს. ცვლილება საჭირო იყო. ის უფრო გაფართოვდა და მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ოჯახში ძალადობა პირდაპირ უკავშირდებოდა ძალადობას საზოგადოებაში. წიგნი, რომელიც ხელში გიჭირავთ, ოჯახური ძალადობის საწინააღმდეგო წამა- ლია და მშვიდობა და დემოკრატია მოაქვს.
PET-ის პირველი ჯგუფის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა. 1975 წელს ამერიკელთა თითქმის 95% მხარს უჭერდა ოჯახში ან სკოლაში ბავშვის ფიზიკურ დასჯას. ბოლოდროინდელი გამოკითხვები ადასტურებს, რომ ფიზიკური დასჯის მომხრეთა პროცენტული მაჩვენებელი განახევრდა და თანდათან უფრო მცირდება – ამის გამო გული სიხარულით მევსება.
ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ამ წიგნის წაკითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს და გამოცდილება გაგიმდიდროთ.
დოქტორი ტომას გორდონი
სოლანა ბიჩი, კალიფორნია
წიგნის დასახელება: როგორ გავხდე კარგი მშობელი
ორიგინალი დასახელება: Parent Effectiveness Training
ავტორი: თომას გორდონი / Thomas Gordon
მთარგმნელი: ნინო ჭიაბრიშვილი
კატეგორია: ფსიქოლოგია
გვერდების რაოდენობა: 307
ფორმატი: PDF
წიგნში განხილული თემები:
იხილეთ წიგნი:
ტეგები: ელ.წიგნები, ოჯახი, სამეცნიერო, ფსიქოლოგია, ქველი
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:09pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Dark Web is a part of the web that's not obvious to plenty of people. It truly is an nameless community of websites and various on the web products and services that aren't indexed by normal search engines like google for instance Google, Bing, or Yahoo. It really is employed for a range of actions, together with promoting illegal items, internet hosting destructive program, and supplying anonymity for legal pursuits.
The Dark Web may have a substantial…
© 2023 George.
•