მომსახურების სფერო

      ინტერპერსონალურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში. კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ფუნქციონირება, მისი პროფესიული თუ ყოველდღიური საქმიანობა. კომუნიკაცია იმდენადაა ჩვენი არსებობის ნაწილი, რომ ძნელია მის შესახებ რაიმე ახალი დაწერო. მკითხველს ყოველთვის უჩნდება განცდა, რომ მისთვის ძალიან ნაცნობ და მარტივ საკითხებზე ესაუბრებიან. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეფექტური კომუნიკაცია ყოველთვის იოლი არ არის და ხშირად კონფლიქტს, გაუგებრობასა თუ აგრესიას სწორედ არასწორი კომუნიკაცია იწვევს.

      ეს სახელმძღვანელო ძირითადად მომსახურების სფეროს მუშაკებისთვის არის განკუთვნილი; კონკრეტულად კი, ისეთი პროფესიების წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა გამყიდველ-კონსულტანტი, მოლარე-ოპერატორი, მიმტანი, ბარმენი, სტილისტი და ა.შ. თუმცა, სახელმძღვანელოს გამოყენება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ განსხვავებული ინტერესების, კულტურის, ასაკისა თუ ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობა. ეს დიდ ძალისხმევასა და მოქნილობას მოითხოვს და ცხადია, კომუნიკაციის უნარების ფლობას მათთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

      წიგნის მიზანია მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს კომუნიკაციის შესახებ, დაეხმაროს გააცნობიერონ კომუნიკაცის საკუთარი სტილის ძლიერი და სუსტი მხარეები და რაც მთავარია, გააუმჯობესონ კომუნიკაციის უნარები.

      სახელმძღვანელო 5 თავისგან შედგება: კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა მომსახურების სფეროს პროფესიებისთვის, ვერბალური კომუნიკაცია, არავერბალური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა და საქმიანი ურთიერთობების წარმართვა.

      თითოეულ თავში მოცემულია საკითხის მოკლე თეორიული მიმოხილვა, ტერმინთა განმარტება, სხვადასხვა სფეროდან ამოკრეფილი მაგალითები და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისთვის საჭირო კონკრეტული რჩევები თუ რეკომენდაციები.

      სახელმძღვანელოს თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია და ტერმინთა ლექსიკონი, სადაც თავმოყრილია სახელმძღვანელოში გამოყენებულ ტერმინთა მოკლე განმარტებები.

      ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესებული პირები წარმატებით გამოიყენებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინფორმაციას და რჩევებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ასევე პირად ურთიერთობებში.

ავტორები:

  1. ნანა სუმბაძე (თავი 13)
  2. თამარ მახარაძე (თავი 45)

პასუხისმგებელი რედაქტორი: ანასტასია ქიტიაშვილი;

სამეცნიერო რედაქტორი: თამარ აბაშიძე;

ილუსტრაცია: მაია სუმბაძე;

რედაქტორი-სტილისტი: მანანა მიქელაძე

დამკაბადონებელი: ქეთევან გოგავა

იხ წიგნი:

• ინტერპერსონალური კომუნიკაცია •

ტეგები: Interpersonal, Qwelly, communication, psychology, ელექტრონული ლიტერატურა ფსიქოლოგიაში, ინტერპერსონალური, კომუნიკაცია, მომსახურება, ფსიქოლოგია

ნახვა: 2930

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters