ზეახალი ვარსკვლავი — ვარსკვლავი, რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება დაახლოებით 20 ვარსკვლავიერი სიდიდით, შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარეფერი აქვს. ზეახალი ვარსკვლავის ანთება ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე ახალი ვარსკვლავის ანთება. ანთების მაქსიმუმში ზეახალი ვარსკვლავის ბრწყინვალება თითქმის უტოლდება იმ გალაქტიკის ბრწყინვალებას, რომელსაც ეს ვარსკვლავი ეკუთვნის. ამ დროს სპქეტრში ჩანს ძალიან განიერი ხაზები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვარსკვლავიდან ნივთიერება გამოიტყორცნება 20000 კმ/წმ–მდე სიჩქარით. ზეახალი ვარსკვლავის ანთება იშვიათი მოვლენაა; ცალკეულ გალაქტიკაში იგი საშუალოდ ას წელიწადში ერთხელ ხდება. ჩვენს გალაქტიკაში ტელესკოპის გამოგონების შემდეგ (XVII საუკუნის დასაწყისი) ზეახალი ვარსკვლავის ანთება შენიშნული არ ყოფილა. იმ ადგილებში, სადაც, მატიანეების მიხედვით, ზეახალი ვარსკვლავი აინთო, ამჟამად შეიმჩნევა თავისებური მნათი ნისლეულები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის ანთების შედეგადაა წარმოქმნილი. მათგან ყველაზე კარგად შესწავლილია კიბორჩხალისებრი ნისლეული, რომელიც 1054 წელს ანთებული ზეახალი ვარსკვლავის ადგილზე მოჩანს. ამ ზეახალი ვარსკვლავის ნაშთია გამოკვეთილი პულსარი კიბორჩხალისებრ ნისლეულში. ნისლეულის ცენტრალური ნაწილი და პულსარი სპექტრის ვრცელ დიაპაზონში (რადიოდიაპაზონი, რენტგენული დიაპაზონი და სხვა) ასხივებენ. გაფართოების სიჩქარე ამჟამად დაახლოებით 1500 კმ/წმ–ია.

ზეახალი ვარსკვლავი

ზეახალი ვარსკვლავი

ზეახალი ვარსკვლავი

ტეგები: Qwelly, დედამიწა, ვარსკვლავი, ზეცა, კოსმოსი

ნახვა: 523

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მხარდამჭერი რეზოლუცია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2022.
საათი: 11:10pm 0 კომენტარი

      ასეთ არეული იანვარში ყველაფერია მოსალოდნელი და ნალექი ისედაც არ გვაკლდა, მაგრამ 29 იანვარს, ტემპერატურა შესაძლოა -11 გრადუსამდეც დაეცესო. რაც შეეხება დღის მთავარ თემას, ერთმნიშვნელოვნად რეზოლუციის თემა იყო, რომელზეც პოზიცია და ოპოზიცია ერთად მუშაობდა თუმცა საბოლოოდ მაინც არაფერი გამოუვიდათ და მხოლოდ ქართული ოცნების ტექსტი გავრცელდა. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0720 ლარია.…

გაგრძელება

რუხი ფერი ფეხსაცმელზე

გამოაქვეყნა W Y_მ.
თარიღი: იანვარი 26, 2022.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

New Jordan 2020, Although historically the Air Jordan 1 Low has favored a more edgy silhouette than its taller sibling, it continues to revisit classic colorways. For example, consider the new "smoky toes" option. Similar to the original Air Jordan 1 "Shadow," the upcoming sneaker features a lighter shade of gray at the toe. The toe and tongue are wrapped in overlays for a striking "black" contrast that extends to the nylon tongue, leather silhouette and embroidered "wings" logo on the lower…

გაგრძელება

კოვიდის ანტირეკორდი, ძალადობა პოლიციელისგან და კვლავ უკრაინა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 25, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როცა საქმე ძალადობას ეხება, განსაკუთრებით ბავშვებზე და კიდევ უფრო განსაკუთრებით შშმ პირებზე, მაშინ საზოგადოება ერთიანდება. დღეს აქციები მოეწყო და ერთი დიდი პროტესტი დღე გამოვიდა გუშინდელი კადრების გამო, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. დღის თემა სწორედ ეს იყო. ამასთანავე კორონა ვირუსი, რომელმაც 15k-ს გადააჭარბა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისიაო. ნაცები პარლამენტში ბრუნდებიან და უკრაინასთან ომის საფრთხე კლავ არის. ლარის ამბავი -…

გაგრძელება

ომის ხმაური უკრაინასთან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: იანვარი 24, 2022.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      უკრაინა და უკრაინა. ესაა ერთადერთი მნიშველოვანი საკითხი რომელიც დღეს ქართულ მედიაში ისმოდა. ცხადია, საკითხის საერთაშორისო მნიშვნელობიდან გამომდინარე ეს არცაა გასაკვირი. სხვა ამბები იყო ჩანაწერილი პოლიციელის შესაძლო ძალადობის შესახებ, მიშას საქმე, კოვიდი და ინსეპქტორის სამსახური. ლარის ამბავი - დოლარის ღირებულება - 3.0763 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 იანვარი,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters