თითქმის ყველა გოგონას აქვს სააბაზანო ოთახის კარადაში შენახული რამდენიმე ჯადოსნური საიდუმლო: მაგალითად ისეთი სასარგებლო პროდუქცია როგორებიცაა ზეითუნის, ქოქოსის, აბუსალათინის ზეთი, ვაშლისს ძმარი და სხვა... ეს პროდუქცია არა მხოლოდ მდიდარი საკვები ღირებულებების მქონენი არიან არამედ სახლის პირობებში თავის მოსავლელ არაჩვეულებრივ საშუალებას წარმოადგენენ!

ზეითუნის ზეთი

      გამოიყენება სახის დამატენიანებელი, მკვებავი და დამამშვიდებელი ნიღაბების დასამზადებლად. ასევე არაჩვეულებრივი საშუალებაა თმის ცვენის შესაჩერებლად! (ზეითუნის ზეთის ნიღბები იოლი დასამზადებელია სახლის პირობებში, მაგრამ თუ ამისათვის დრო არ გაქვთ უბრალოდ შეათბეთ ის და თავის კანზე და თმებზე წაისვით. შეიხვიეთ თავი პირსახოცით და 20 წუთი გაიჩერეთ).

ქოქოსის ზეთი

      ქოქოსის ზეთი არის გასაოცარი გზა იმისათვის, რომ თმა და კანი იყოს რბილი და ჯანმრთელი. გადაყარეთ კონდინციონერები, სახის კრემები და ლოსიონები-თქვენ ისინი აღარ დაგჭირდებათ! ერთი ქილა ქოქოსის ზეთი არის უნივერსალური საშუალება!

აბუსალათინის ზეთი

      ხელზე დაისხით აბუსალათინის ზეთი შეიზილეთ თმაში და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ (სასურველია თმის შეფუთვა) და თქვენი თმა აუცილებლად გახდება ბზინვარე, ჰაეროვანი. ამისთვის მხოლოდ სულ ცოტა მონდომება იქნება საჭირო არც თქვენი საფულეები დაცარიელდება ისე საგრძნობლად როგორც ეს ძვირადღირებული ნიღბების ყიდვისას ემართება.

ვაშლის ძმარი

      გსურთ თავი დააღწიოთ ქერტლს? დაატენიანოთ მშრალი კანი და გაუკეთოთ დეზინფექცია ფუნჯს მაკიაჟის გაკეთებამდე? ეს ინსტრუმენტი არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებაა, რადგან იგი საუკეთესო საშუალებაა სოკოვანი ინფექციების ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგოდ! ვაშლის ძმარი თმის გასაძლიერებელ უებარ საშუალებასაც წარმოადგენს! დაბანილ თმებზე გადაივლეთ 1/3 ჭიქა ვაშლის ძმრისა და 3 ჭიქა თბილი წყლის ნაზავი და აღარ ჩამოიბანოთ სუფთა წყლით. ასეთი ნაზავი სასწაულს ახდენს გამომშრალი, მტვრევადი, ჯანსაღი ბზინვარება დაკარგული თმის შემთხვევაში, ხელს უშლის თმის ცვენას და კურნავს ქერტლისგან.

ტეგები: apple, castor, chatter, coconut, hair, oil, olive, vinegar, აბუსალათინი, ბუნება, მეტი...ვაშლის, ზეთი, ზეითუნი, ძმარი, ჭორიკანა

ნახვა: 651

გამოხმაურებები!

დიდ აღმოჩენებს გილოცავთ გოგოებს! :DD

მე ვიტყოდი რომ გასათვალისწინებელი რჩევებია :D 

ძმარი განსაკუთრებით. :D 

თათია_მ თქვა:

მე ვიტყოდი რომ გასათვალისწინებელი რჩევებია :D 

რას დასცინი ძმარს მაგრად არბილებს თმას :D
აბუსალათინის ზეთის ექსპერიმენტმა გაამართლა! :D :D
კიუ მეც ბევრჯერ მიცდია ძალიან არბილებს და აბზინვარებს :D
რამდენი ხანი ვეძებდი და მივაგენი ქოქოსის ზეთს :D გამოვცდი და გეტყვით როგორია :D

მეც ვაპირებ ცდას. იმ შემთხვევაში თუ წარმატებული გამოდგა რათქმაუნდა :D

BrOliKa_მ თქვა:

რამდენი ხანი ვეძებდი და მივაგენი ქოქოსის ზეთს :D გამოვცდი და გეტყვით როგორია :D


Maiko_მ თქვა:

მეც ვაპირებ ცდას. იმ შემთხვევაში თუ წარმატებული გამოდგა რათქმაუნდა :D

BrOliKa_მ თქვა:

რამდენი ხანი ვეძებდი და მივაგენი ქოქოსის ზეთს :D გამოვცდი და გეტყვით როგორია :D
თუ გინდა გეტყვი სად მოიპოვება :D ხშირი არაა და ბევ აფთიაქშიც არ აქვთ :((

RSS

ღონისძიებები

Qwelly World

free counters