მოციქული მატათა ბეთლემში დაიბადა. საღვთო რჯული წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა შეასწავლა. როდესაც უფალმა ქადაგება დაიწყო სხვებთან ერთად მატათმაც მოუსმინა, სიყვარულით აღივსო, მიატოვა ქვეყნიური საზრუნავი და მაცხოვარს შეუდგა.
უფალმა მატათა 70 მოწაფეთა შორის აირჩია. ჯვარზე ვნების, მკვდრეთით აღდგომის და ზეცად ამაღლების შემდგომ წმიდა მატათა 12 მოციქულთა შორის იქნა შერაცხული (წილისყრით) უფლის განმცემის - იუდა ისკარიოტელის ნაცვლად.
"და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულა (საქმე მოციქ. 1, 23-26)."
50-ე დღეს აღდგომიდან ეს არჩევანი მალე თვით უფლის მიერ იქნა სასწაულებრივად დამტკიცებული სულიწმიდის მოვლინებით მოციქულებზე.
სულიწმიდის მინიჭების შემდეგ მოციქულებმა წილი ჰყარეს თუ სად, რომელ ქვეყანაში ექადაგათ სახარება. მატათას წილად იუდეა ჰხვდა.
საეკლესიო გადმოცემის თანახმად მოციქულს იუდეის გარდა კოლხეთსა და მაკედონიაშიც უქადაგია.
კოლხეთში ქრისტეს სახელისთვის წარმართებმა მოციქულს მრავალი ტანჯვა მიაყენეს: ჰგვემეს, მიწაზე ათრისეს, ბოძზე ჩამოკიდეს, ბასრი რკინებით სხეული დაუფლითეს, ცეცხლით ხორცი ამოუწვეს... მაკედონიაში კი თვალისჩინის წამრთმევი საწამლავი დაალევინეს, მაგრამ მოციქულმა ქრისტეს სახელი ახსენა და უვნებელი დარჩა. ქრისტეს სახელით მოციქულმა სასწაულებრივად განკურნა საწამლავისგან დაბმავებული 250 ადამიანი. ამ ფაქტის გამო ეშმაკი განარისხა, ყრმის სახით გამოეცხადა წარმართებს და მოციქულის მოკვლა უბრძანა.
სამი დღის მანძილზე დაეძებდნენ მოციქულს, მაგრამ ვერ იპოვეს. მდევნელ წარმართებს მოციქული თავის ფეხით ეახლა და ჩაბარდა. მათ მოციქული შეკრეს და საპყრობილესი ჩასვეს.
ღამით მოციქულს უფალი გამოეცხადა. გაამხნევა, საკრველთაგან გაათავისუფლა, საპყრობილის კარიც გაუღო და სამშვიდობოს გამოიყვანა. წმიდა მოციქული კვლავ ხალხს წარუდგა და და კიდევ უფრო მეტი სიმხნევით უქადაგა. წარმართები განრისხდნენ და მოციქულის ადგილზე მოკვლა მოინდომეს, მაგრამ ანაზდად მიწა "განიხვნა და შთანთქა ავისმდომელნი".
მაკედონიიდან მატათა მოციქული იუდეაში დაბრუნდა, სადაც მრავალი მოაქცია. იუდეაშიც ქრისტეს სახელით მრავალ სასწაულს აღასრულა: უსინათლოებს თვალისჩინი დაუბრუნა, ყრუს სმენა, მომაკვდავს სიცოცხლე. აღადგინა დავრდომილები, განკუნავა კოჭლები, კეთროვნები, განასხა ბოროტი სულები.
წმინდა მოციქულის სიკვდილთან დაკავშირებით რამდენიმე წყარო არსებობს: ერთი წყაროს მიხედვით ის იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს და შემდგომ თავი მოკვეთეს. ბერძნული წყაროს ცნობით კი წმიდა მატათა ჯვარცმით აღესრულა ისევე როგორც სხვა მოციქულები. ეს ორი ცნობა შეიძლება არც ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, რადგან იუდეველები ბოძებზე მიკრულთ ჩაქოლავდნენ ხოლმე და მატათაც შესაძლოა ჯვარზე გააკრეს და ასე ჩაქოლეს.
წმიდა ეპიფანე კვიპრელის ცნობით კი მატათა მოციქული გარდაიცვალა კოლხეთში და იქვე გონიოს ციხე – სიმაგრეში დაასაფლავეს.
ტეგები: 22 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, მოციქული, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•