ადრე ყორღანული ლითონ - მქანდაკებლობა

      მარტყოფი, ბედენი, იორ-ალაზნის ორმდინარეთი ადრე ბრინჯაოს ხანაში სამხრეთკავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა. მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველი აღმოსავლეთის სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღისა და სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ- არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნასახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში. ასევე მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო).

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის ნიმუშებს ვხვდებით მარტყოფის, ბედენისა და იორ-ალაზნის ორმდინარეთის არქეოლოგიურ ძეგლებზე. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ანანაურის (კახეთი) ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი, რომლიც ცენტრალური ნაწილი ჭვურულია, ხოლო მის აქეთ-იქით კი ვოლუტების ფორმის საკიდებია. ყელსაბამის ცენტრალური ნაწილი უდაოდ ოქრომჭედლობის შედევრია მას პარალელი არ მოეპოვება. ამავე პერიოდის ნიმუშებია აღმოჩენილი ბედენის ყორღანში. მათ შორის შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა ოქროს ვოლუტებიანი საკინძი (ქინძისთავი), რომელიც ოქრომჭედლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია საქართველოში.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ამ ფორმის საკინძები დამახასიათებელია ადრებრინჯაოს ხანისთვის (ბრინჯაოს საკინძები), თუმცა მისი ბრტყელი თავის ზედაპირზე მოცემული ორნამენტული მოტივები: ერთ მხარეზე მეანდრი, ხოლო წრეები მოერეზე, განსაკუთრებით პოპულარული ხდება შუა ბრინჯაოს ხანაში. საკინძის დასამზადებლად გამოყენებულია საოქრომჭედლო ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკები: ჩამოსხმა, კვერვა,თეგვა, რჩილვა. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის კიდევ ერთ შედევრს წარმოადგენს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ლომის მინიატურულ ქანდაკებას ზუსტი ანალოგია არ ეძებნება. ღრუტანიანი ლომის ფიგურა, ცვილის დაკარგვის ტექნიკითაა შესრულებული. ლომის სტილიზებული ფაფარი, რომელიც გავარსისა და გრეხილურის იმიტაციას წარმოადგენს, ასევე ჩამოსხმის ტექნიკითაა შესრულებული. ბედენისა და ალაზნის ველის გორასამარხებში (ძვ.წ. 2300-2000წწ.) აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობანი დამზადებულია ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით. ადრეყორღანულ კულტურაში განვითარებულმა მეტალურგიულმა ტრადიციებმა დიდი როლი ითამაშა შუაბრინჯაოს ხანაში თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბებაში. საქართველოში აღმოჩენილი ოქროს ეს უნიკალური ნივთები, რომლებიც ქრისტეშობამდე III ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, მხატვრულ-ტექნიკური თვალსაზრისით ისევე სრულყოფილია, როგორც შუამდინარეთის, ეგვიპტისა და ტროას თანადროული ნაწარმი.

თრიალეთის ყორღანული კულტურა

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      საქართველოში ოქრომჭედლობის აღმავლობის რამდენიმე პერიოდია ცნობილი. პირველი დიდი აღმავლობა ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს ემთხვევა. ამ ხანის სამკაულთა უბრწყინვალესი ნიმუშების დიდი რაოდენობა აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ყორღანებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეულია შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. აღნიშნული კულტურის აყვავება ემთხვევა ტომთა დიდი გაერთიანებების წარმოქმნის პერიოდს, შესაბამისად, თრიალეთის ყორღანებშიც სწორედ ამ გაერთიანებათა ბელადები დაკრძალულია.აქვე დასტურდება მიცვალებულის ეტლით დაკრძალვის ძველაღმოსავლური წესი. მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთის კულტურაში აშკარად იგრძნობა ძველ აღმოსავლურ კულტრებთან ურთიერთობის კვალი, მას არც მახლობელ აღმოსავლეთში და არც კავკასიის თანადროულ კულტურებში პირდაპირი ანალოგები არ მოეძებნება.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      თრიალეთის კულტურაში საიუველირო ხელოვნების თავისებური მხატვრული სტილი ჩამოყალიბდა. აქ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ისეთმა ტექნიკებმა როგორიცაა: ოქროს ნივთების ფერადი თვლებით შემკობა ინკრუსტაციისა, ასევე გავარსის ფართო გამოყენება. იქმნება ახალი, ფერადოვანი პოლიქრომიული მხატვრული სტილი. ამზადებენ ღრუტანიან ნივთებს. თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ მასალაში გვერდიგვერდ არსებობს მარტივი და რთული ტექნოლოგიური სქემით დამზადებული ნივთები. იგივე ითქმის მათ მხატვრულ მხარეზეც ერთი და იმავე სამარხებში გვხვდება სტილისტურად მკვეთრად განსხვავებული ნაწარმი: ერთი მხრივ სადა ოქროს თხელკედლიანი საკიდები და მეორე მხრივ პოლიქრომული სტილის ნიმუშები. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მაღალმხატვრული, რთული და ფაქიზად დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ნაკეთობანი. ძვირფასი ლითონის სამკაულიდან უფრო ხშირად გვხვდება სფეროსებრი მოყვანილობის მსხვილი მძივები, წვრილი მარცვლებით, ტეხილი ხაზებით, ან ფერადი ქვებით შემკული საკინძების ბირთვისებრ თავებს ასეთივე ინკრუსტაცია ამშვენებს. ოქროს ინკრუსტირებულ ნაკეთობათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდებული ყელსაბამი, რომელიც შედგენილია ოქროს სფეროსებრი მძივებისა და ოქროს ბუდეში ჩასმული აქატის კულონისაგან. მის შემკულობაში გამოყენებულია ცვარა, ფილიგრანი და ინკრუსტაცია. გარდა სამკაულისა, გვხვდება,აგრეთვე, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ჭურჭელი: თასები,სასმისები, სარწყული და სხვ. ოქროს ერთი ფურცლისაგან დამზადებულ თასს ორმაგი კედელი და ღრუ ფეხი აქვს.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ოქროს ბუდეებში ჩასმულია სარდიონი, ლაჟვარდი, წითელი იასპი, გიშერი, მინისებრი პასტა სადაზედაპირიანი ოქროსა და ვერცხლის სასმისები გამოირჩევა ფორმათა სინატიფითა და ტექნიკური დამუშავების სისრულით. აღსანიშნავია თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში ნაპოვნი ოქროს სასმისი, რომელიც დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისგან. სასმისს ორმაგი კედელი აქვს, რომელიც თანდათანობით ვიწროვდება ძირისკენ და დაბალ ქუსლში გადადის. მისი გარეთა კედელი შემკულია წვრილი, გრეხილი ოქროს მავთულისგან ნაკეთები სპირალებით, რომლებშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი რიგი შემოუყვება სასმისის პირს, ორი კი - ქუსლს. ძველ სამყაროში მას ანალოგი ყელსაბამი. XIX-X სს. ძვ.წ. წალკა, თრიალეთი. ოქროში ჩასმულია თხელფირფიტოვანი აქატი და სარდიონები არ მოეპოვება და სპირალების მსგავსება თრიალეთის ერთ-ერთ თიხის ჭურჭლის დეკორთან ამ სასმისის ადგილობრივი წარმომავლობის მანიშნებლად უნდა მივიჩნიოთ. თრიალეთის ყორღანული კულტურის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია ჭედური ვერცხლის თასი, რომელმაც საყოველთაო აღტაცება და დიდი მეცნიერული ინტერესი გამოიწვია როგორც ხელოსნობის უმაღლესი დონით, ასევე მასზე ასახული კომპოზიციის სიუჟეტით. თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის თემას უკავშირდება და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო მინიშნებებს შეიცავს. ბტყელძირა და მუცელფართო სასამისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურ-ირემია გამოსახული, რომელნიც ერთი მიმართულებით მიემართება. მათ ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია წარმოდგენილი, რომლებიც ხელში აპყრობილი მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისაკენ მიემართებიან. ნიღბიან მამაკაცებს აცვიათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელები, რომლებიც ახლოს დგას ხეთურ ნიმუშებზე ასახული ფიგურების ჩაცმულობასთან. უფროსი ღვთაება ტახტზე ზის და მასაც ხელში უჭირავს მაღალი თასი. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია(ან საკურთხეველია), ხოლო ჭურჭლის იქეთ და აქით ცხოველები.ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა გამოხატული,რომელიც ყველა დროისა და ხალხის უნივერსალურ სიმბოლოს წარმოადგენს.თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული. გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმლის შეწირვის რიტუალთან. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რიტუალი დაკავშირებულია თრიალეთის ვერცხლის თასი, ძვ. წელთაღრიცხვით XVIII-XVII სს. ღვინის კულტურასთან, რაც სავსებით ბუნებრივია ღვინის წარმოების უძველესი ქვეყნისათვის – საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ თრიალეთური კულტურის წარმოშობამდე გაცილებით ადრე, მეშვიდე ათასწლეული ბოლოს, ქართველთა წინაპრებს უკვე შეთვისებული ჰქონდათ ღვინის წარმოება. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითად ღვთაებას მიართმევენ ლუდს. აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს აღნიშნული სცენის საქართველოს მთიანეთში ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებული საწესო-სარიტუალო დღესასწაულებთან მსგავსება. კერძოდ, ამ კუთხით შესაძლოა პარალელი გაევლოს თრიალეთის თასის რელიგიურ მისტერიასა და ხევსურულ რიტუალს შორის, როდესაც ხევისბერი საბეროში ზის ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, ხოლო მისკენ მიემართებიან ღვთისშვილები და მორიგეობით ილოცებიან წმინდა სასმელით. აქვეა შესაწირავი, სამსხვერპლო ცხოველები, რომლის სისხლითაც ინათლება ხევისბერიცა და ლუდიც და წმინდა ხე, როგორც ხევსურულ ღვთაებათა სადგომი. თრიალეთის ვერცხლის თასს უახლოესი პარალელი მოეპოვება დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყარაშამბის თასის სახით, რომელის თრიალეთის თასისგან განსხვავებით, სამ რეგისტრადაა დაყოფილი და სარიტუალო პროცესიასთან ერთად ბატალური სცენასაც ასახავს. თრიალეთის ყორღანებში აღმოჩნდა ვერცხლის სარწყულიც, რომელიც ფრაგმენტული სახითაა ჩვენამდე მოღწეული. ვერცხლის ერთიან ფირფიტაზე, მოცემულია ცხოველების გამოსახულებები, მათ შორის არის ირმები, რომლებიც საკმაოდ ახლოა თრიალეთის ვერცხლის თასის ქვედა ეგისტრის ირმების გამოსახულებასთან. სარწყულში ვერცხლის გარდა ცალკეული აქცენტებად ნახმარია ოქროც. თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ნივთების ტექნიკური თავისებურებები და მხატვრული ხერხების მრავალფეროვება ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის დამუშავების განვითარებაზე მიუთითებს.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

კოლხური ცული

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ძვ. წ. II_I ათასწლეულის მიჯნაზე ბრინჯაოს მეტალურგია ამიერკავკასიაში განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს. შესაბამისად, ათასწლეულის პირველ საუკუნეებში მხატვრულად დამუშავებული ლითონის ნაწარმის არსებობა საყოველთაო ხასიათს ღებულობს, შესრულების მაღალი დონე კი ოსტატებით დაკომპლექტებული სახელოსნოების არსებობაზე მიუთითებს. კოლხური ბრინჯაოს კულტურის სახეს ძირითადად განსაზღვრავს ლითონის იარაღი - შუბისპირები, ცულები, თოხები, ბალთები, ხოლო მის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კოლხური ცული. სწორედ ამ უკანასკნელის, კერძოდ კი, გრავირებული ნახატით შემკული ცულების სახით, საქმე გვაქვს თვისებრივად განსხვავებულ მოვლენასთან, რომლის მნიშვნელობა სცილდება ქრონოლოგიურ საზღვრებს და ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი) აღმოჩნდა. მას აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცული, ხოლო ესაბამის კულტურას - ყობანური კულტურა. თუმცა შემდგომში, როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეული იქნა კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მათ შორის ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც, რასაც დაემატა კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა დადასტურებული (თაგილონის განძი, თელოვნის განძი) ამ ტიპის ცულებს "კოლხური ცულები" ეწოდა. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე რამოდენიმე ასეული ამ ტიპის იარაღია აღმოჩენილი. მათი გავრცელების არეალი თითქმის მთლიანად ფარავს დღევანდელ საქართველოს ტერიტორიას. აღმოსავლეთით მისი გავრცელების უკანასკნელი პუნქტი ფასანაურია. ჩრდილო-დასავლეთით ქ.სოჭი. სამხრეთი საზღვარი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე - ორდუსა და ართვინშია დაფიქსირებული. ჩრდილოეთით კი, მისი გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ცნობილ ყობანურ კულტურაში ექცევა. კოლხური ცულის არსებობა განისაზღვრება ძვ.წ. XV-VII_VI სს_ით. ძვ.წ.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      XI საუკუნისთვისთვის დასრულდა მის ვარიანტებად ჩამოყალიბება. ამის შემდგომ კოლხური ცულის ფორმას არსებითი ცვლილება არ განუცდია. გვხვდება კოლხური ცულის სამი ტიპი: 1.შვეტილტანიანი, მახვილყუიანი, 2. სწორტანიანი დაწახნაგებული ტანით და ყუით და 3.ტანში ორგზის მოხრილი. ცალკე აღნიშვნის ღირია ცულები, რომელთა ყუა მორთულია სკულპტურული გამოსახულებებით მაგალითად სოფელ ყულანურხვასთან აღმოჩენილი ცული და სოფელ სულორში ნაპოვნი ბრინჯაოს ცული, რომლიც ყუა მორთულია მხედრების სკულპტურული გამოსახულებებით. მათ ფრიგიულის მსგავსი მუზარადები აქვთ, ხელში კვერთხი უკავიათ. არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს მხედრები ღვთაება „დიდი დედის" მეომრები არიან. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, შეგვიძლია დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი ცულები ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ, უფრო ადრინდელ ჯუფს ახასიათებს ფორმის სიტლანქე და სიმძმე, მწირი ორნამენტული შემკულობა. ძირითადად ესაა ტალღისებური პარალელური ხაზები, სპირალები. ცხოველთა გამოსახულებებში ჭარბობს გარეული ცხოველების - რმების,თევზების გამოსახულებები. ადრეულ ეტაპზე შემკულობა იმდენად ღარიბია, რომ სავარაუდოდ მათი დანიშნულება წმინდა პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მეორე, გვიან ეტაპს, აქ ცულის ფორმა ბევრად უფრო დახვეწილია, ორნამენტი მრავალფეროვანი. ცულს გაზნექილი, მოგრძო პირი აქვს, ყუა კი მომრგვალებული ან წაკვეთილი. ცულის მთელი ზედაპირი დაფარულია მრავალფეროვანი გეომეტრიული და ანტროპომორფული ორნამენტით. ორნამენტი თან გასდევს ცულის ფორმას, ერწყმის მას. გვხვდება სპირალური წყვეტილები, გადაბმული ოთხკუთხედები და რთული წნულები, გრეხილები. ცხოველთა გამოსახულებაში გვხვდება როგორც გარეული (ირემი,ფრინველი, გველი,თევზი), ასევე შინაური ცხოველები - ხარი, ცხენი, ძაღლი ან ვერძი. ცხოველის გამოსახულება ძირითადად ფეხებმოკეცილია, თავი ზურგისკენ აქვს მობრუნებული, მუცელი ძალიან ვიწროა, ზურგი კი ამოწეული. ასეთი პოზა ძალიან დინამიკურია. გამოსახულება ან მთლიანად იკავებს ცულის ყუას, ან ორანემნტშია ჩასმული. გარდა ზემოთ მოხსენიებული ცხოველებისა, გავრცელებულია ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულება. მისი ძირითადი ნიშნებია წაგრძელებული კისერი, ხახადაღებული მომცრო თავი, დიდი თვალები, გრძელი სხეული და ბოლოში დახვეული კუდი. მის გვერდზე ხშირია ასტრალური ნიშანის - მზის, მთვარის, ვარსკვლავების გამოსახულებები, ამ ფიგურასთან დაკავშირებით რამდენიმე აზრი არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფანტასტიკური ცხოველი ძაღლის სტილიზებული გამოსახულებაა. ფართოდ დაღებული ხახა ნიშნავს ყეფას, მოკეცილი ფეხები კი სირბილს, რაც თავის მხრივ უკავშირდება ნადირობის თემას. მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ფანტასტიკური ცხოველი მგელია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტოტემია. ტოტემურ ცხოველს თან ახლავს ფანტასტიკური ატრიბუტები, რაც მას მაგიურ-რელიგიურ დატვირთვას ანიჭებს. სხვა ცხოველების გამოსახულებებსაც სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ფრინველი ზეცას ეკუთვნის და მისი სიმბოლოა, ცხოველები დედამიწაზე ბინადრობენ, თევზი წყალს აღნიშნავს. ამას ადასტურებს გრაფიკული გამოსახულებებიც: წლის აღმნიშვნელი ტალღისებური ხაზები, სპირალები. გამოთქმულია ვარაუდი (ო. ლორთქიფანიძე), რომ გარკვეულ ეტაპზე ცული თანდათან კარგავს სამეურნეო, შესაძლებელია, საბრძოლო დანიშნულებასაც და მას საკულტო- რიტუალურ ფუნქცია ენიჭება. ახალმა ფუნქციამ განაპირობა მისი ვიზუალური ცვლილება, რაც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით (ტანში ორგზის მოხრილი ცულების გაჩენა, გრაფიკული დეკორი, სკულპტურული ელემენტის შეტანა შემკულობაში). შესაბამისად, მთავარი მნიშვნელობა სწორედ მის სიმბოლიკას მიენიჭა. ცულის ფართო გავრცელებას, სამარხებსა და "განძებში" მათი დიდი რაოდენობით აღმოჩენის ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ცულის სიმბოლიკა უთუოდ მითოსურ-კოსმოგონიური სამყაროდან არის აღებული და ფართო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის იდეას ასახავს. მითოსურად მოაზროვნე ადამიანისთვის სამყაროს ცენტრი, კოსმიური ღერძი, უდიდესი მნიშვნელობის ადგილი იყო. სწორედ აქ არის მიღწეული ყველაზე მჭიდრო კავშირი ზეციერსა და მიწიერ სფეროებს შორის. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ცენტრალური იდეის - კოსმიური ღერძის სიმბოლოდ მოიაზრებოდა საკულტო ცული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცულებზე მოცემული გრაფიკული ნახატი, სადაც ძირითადად წარმოდგენილია ძაღლი და ირემი. კომპოზიციის აგების თვალსაზრისით მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ყველა ეგზემპლარი ძაღლის გამოსახულებით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაკვეთილია დეკორატიული სარტყელით და, პირიქით, ირმის გამოსახულებიანი ნიმუშები,ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა მოკლებულია ამ სარტყელს. ასეთი განსხვავება შესაძლებელია ემყარებოდეს ირ.სურგულაძის ვარაუდს, რომ საკულტო დანიშნულების ცულის ნაწილები კოსმოსის ელემენტებთან შესაბამისობაშია გააზრებული, რაზეც ავტორის აზრით მიუთითებს ზედ გამოსახული ფიგურების სემანტიკაც. ამ შემთხვევაში სარტყელს საკმაოდ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება, როგორც ზესკნელის და მიწიერი სამყაროს ზღვარს. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ლ.ფანცხავას მოსაზრებას, რომ კოლხურ ცულებზე გამოსახული ირმის რქები ხშირ შემთხვევაში უტრირებულია და მოაზრებულია სიცოცხლის ხედ. ამ შემთხვევაში სარტყელი, როგორც ზღვარი სამყაროს ორ სფეროს შორის, ფუნქციას კარგავს. ამგვარად, თუ რეალურია ვარაუდი, რომ დეკორატიული სარტყელი გააზრებულია როგორც ზღვარი ზესკნელსა და მიწიერ სამყაროს შორის, მისი აუცილებლობა, იხსნება ირმის გამოსახულებასთან მიმართებაში, რადგან მისი რქები სიცოცხლის ხის ექვივალენტად მოიაზრება და თავად წარმოადგენს ცასთან კავშირის საშუალებას. მნიშვნელოვნია ისიც, რომ ცულზე გამოსახული ცხოველის თათები ზოგიერთ შემთხვევაში, სამკუთხა ფარფლების სახითაა გამოსახული. მკვლევართა ნაწილი ამ ფაქტს სტილიზაციის შედეგად მიიჩნევს; ზოგიერთი მათ წყლის სამყაროს აკუთვნებს, ზოგი კი ფანტასტიკურ ცხოველს ხედავს. როგორც ჩანს ცული გრაფიკულ ნახატზე წარმოდგენილი გამოსახულებები ორი ტიპისაა: პირველი, როდესაც ცულის ცალკეული ნაწილი შემკულია კონკრეტული სკნელის შესაფერისი ზოომორფული ფიგურით, მეორე კი პოლიმორფული არსებაა, რომელიც ავლენს კავშირს სამივე სკნელთან. ამგვარად სავარაუდოა, რომ კულხური ცულების გრაფიკული დეკორის ზოომორფული და ასტრალური სიმბოლოების საშუალებით გადმოცემულია იმ პერიოდის ადამიანის მსოფლმხედველობა და სამყაროს მოდელი. ამ ზოგადი, უნივერსალური ხასიათის იდეის წინა პლანზე წამოწევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა დროის დიდი მონაკვეთით ერთმანეთისგან დაცილებულ ძეგლებზე მითოლოგიური კომპლექსის განმეორებითი გადმოცემა, რაზეც არა მხოლოდ სხვადასხვა დროს შექმნილი ცულების მსგავსი დეკორი, არამედ მათი ბრინჯაოს სარტყლებისა და ბალთების მორთულებასთან მჭიდრო კავშირიც მიუთითებს.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

ბრინჯაოს სარტყლები

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ძვ. წ. IX- VII საუკუნეები ამიერკავკასიაში რკინის ფართო ათვისების ხანაა. რკინის იარაღი გაბატონებულია მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო ბრინჯაო გამოიყენება ძირითადად სამკაულებისა და საკულტო დანიშნულების დასამზადებლად. ამ პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან დამზადებული ისეთი საყურადღებო ნიმუშები, როგორიცაა გრავირებული სარტყლები. სარტყელი კეთდებოდა 1,5-2 მმ სისქის ბრინჯაოს ფურცლისაგან, სიგრძით 80 – 85 სმ, ხოლო სიგანით 16-22 სმ. სარტყლის ბოლოები მომრგვალებულია, ნაპირებზე კი მას პატარა ნახვრეტები ჰქონდა, შიგნითა პირზე ტყავის ან ქსოვილის ამოსაკერებლად. სარტყლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია სხვადასხვა გამოსახულებებით. გვხვდება გეომეტრიული სახეები, სპირალები, ცხოველთა გამოსახულებანი, ნადირობის სცენები, ღვთაების თაყვანისცემის რიტუალური სცენები და სხვა. ამიტომაც ითვლება, რომ სარტყელს ჰქონდა არა მარტო ჯავშნის ფუნქცია, არამედ საკულტო მნიშვნელობაც. ბრინჯაოს სარტყლების გამოსახულებანი მიეკუთვნება ე.წ. „ცხოველურ სტილს". კომპოზიცია აქ დეკორატიულია, ფიგურები კი ძლიერ სტილიზებული. ფორმის მოდელირება სარტყელზე პირობითია,ხაზოვანი და გრაფიკული. ნაკვთების კონტურების შიგნით გრავირებით დასმულია წერტილები ან ხაზები.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ამ ხერხის წყალობით სილუეტი უფრო მკვეთრად გამოიყოფა გლუვ ფონზე და ნაკვთებს მეტყველებასა და ხატოვნებას მატებს. საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ ადრებრინჯაოს ხანის გრავირებულ სარტყლებზე (ძვ.წ.IX-VII საუკუნეები, რომლებიც, ასევე, გვხვდება დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე), როგორც ვიზუალურ მასალაზე, რომელიც წერილობით წყაროებთან და ზეპირსიტყვიერ მასალასთან ერთად მითების შესწავლის უნიშვნელოვანესი წყაროა. სარტყლებზე ჩვენს წინაშე იშლება ნარატიული სცენები ადამიანთა სტილიზებული გამოსახულებებით; ასევე ორნამენტები, რომლებიც გეომეტრიული სტილისთვისაა დამახასიათებელი.ბრინჯაოს ბალთებზე ძირითადად ვხვდებით ნადირობის პურობის, ბრძოლის სცენებს, რიტუალურ პროცესიას.სარტყლების ზოოორფული გამოსახულებების სტილი ენათესავება კოლხური ცულების მორთულობაში გამოყენებულ გრაფიკულ გამოსახულებებს. ასევე გვხვდება ასტრალური სიმბოლოები, სიცოცხლის ხის თემა და სხვა.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ბრინჯაოს სარტყლებმა აღმოჩენისთანავე მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. მეცნიერთა ნაწილი ბრინჯაოს სარტყლების გაფორმებას ნაყოფიერების კულტს უკავშირებს, ნაწილი მეურნეობას ნაწილი კი _ ამირანის ეპოსს. მაგ.; ჯვარედინად გრავირებულ რომბისებურ ფორმებს ან კვადრატებს, რომელიც ბრინჯაოს სარტყლებზე ცხოველთა ფიგურებს ფარავს კულტივირებულ ყანებად მიიჩნევენ, გრავირებული შტრიხებს წვიმასთან აიგივებენ. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ირმისა და ხარის, გამოსახულებები და ზოგადად რქის თემა, რომელიც როგორც დასტურდება, ნაყოფიერების თემასთან, სამიწათმოქმედო კალენდართან და შესაბამისად, პირველი კვალის გაყვანასთან, თესვასთან და მოსავლის აღებასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. ბოლო დროს გამოითქვა აზრი ბრინჯაოს სარტყლების საკრალურ ნადირობასთან და პურობასთან კავშირზეც. არსებობს მოსაზრება, რომ გრავირებული სარტყელი მონადირის სამოსის ატრიბუტი და შესაბამისად, მისი სტატუსის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ბრინჯაოს სარტყლების გრავირებული ნახატი ერთი მხრივ, უდავოდ ასახავს იმ პერიოდის ადამიანის რწმენა-წარმოდგენებს, ხოლო მისი სტილისტური და იკონოგრაფიული მახასიათებლები თვალსაჩინოს ხდის იმ ადგილობრივ თავისებურებებს, რომელიც ჯერ კიდევ კოლხური ცულებში ჩაისახა, ხოლო ბრინჯაოს სარტყლების შემდგომ კი ბრინჯაოს ჭვირული ბალთების მორთულობაში განვითარდა.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

" ოქრომრავალი კოლხეთი "

ვანისა და საირხის აღმოჩენები

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      კოლხეთის სამეფო ტერიტორიულად მთელ დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთი საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდა. ძველ ბერძნები, კოლხეთს ოქრომრავალს უწოდებდნენ და ის იმ მითიური აიას ქვეყნის მემკვიდრედ მიაჩნდათ, საიდანაც არგონავტებმა ოდესღაც ოქროს საწმისი და გრძნეული მედეა გაიტაცეს. ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ არსებული მითის მატერიალურ დასტურს წარმოდგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სამარხეული ინვენტარი, რომელიც იმერეთში, ვანისა და საირხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მდ. სულორის პირას დაბა ვანის ტერიოტორიაზე გათხრების შედეგად გამოვლინდა ერთ-ერთი ქალაქის (ძვ.წ. VIII - ახ.წ. I სს.) ნაშთები: ქალაქის თლილი ქვით ნაგები კარიბჭე და გალავანი, ტაძრები, საგანგებოდ მოწყობილი საკურთხევლები, მდიდრული სამარხები. აქვე არქეოლოგებმა საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაშთებსაც მიაკვლიეს.ადრეანტიკური ხანის ოქროს სამკაულები უაღრესად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია.სამკაულის საუკეთესო ნიმუშები უხვად არის შემკული უწვრილესი გავარსით. ძვ.წ. V საუკუნის თავსამკაულთაგან განსაკუთრებით გავრცელებულია ოქროსა და ვერცხლის დიადემები, რომელთა გრეხილი რკალი ჭედური გამოსახულებებით მორთული რომბისებური ფირფიტებითაა დაგვირგვინებული. ასეთი დიადემები ძვ.წ. V-IV სს-ში მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი. ისინი, როგორც ჩანს, საგანგებოდ დაკრძალვის რიტუალისთვის იყო განკუთვნილი. დიადემების სიდიდიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ისინი თავსაბურავზე მაგრდებოდა და არა შიშველ თავზე. ვანში აღმოჩენილ ყველაზე ცნობილ დიადემაზე (წარჩინებული კოლხი ქალის სამარხი N 11. ძვ.წ. V ს-ის შუა ხანები) წარმოდგენილია ძველი აღმოსავლეთისა და არქაული საბერძნეთის ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტი ცხოველთა ბრძოლისა: ერთ ფირფიტაზე - ორი ლომი გლეჯს ზურგზე წაქცეულ ხარს, ხოლო მეორეზე - ქურციკს. ვანის ეს ოქროს დიადემა ძველი ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია და იგი ნამდვილად გამოჩენილი ოსტატის მიერაა შესრულებული. ამას მოწმობს ოსტატურად აგებული ჯგუფური კომპოზიცია, ცხოველთა დამახასიათებელი ნიშნების ხაზგასმა, ნათელი და მკვეთრი ნახატი. უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი ანალოგი ვანის დიადემის გამოსახულებებს ვერ ეძებნება. როგორც ჩანს, ოსტატ-დეკორატორმა უბრალოდ კი არ გაიმეორა, რომელიმე ცნობილი ნაწარმოები, არამედ თავისებურად და მაღალი მხატვრული ოსტატობით დაამუშავა იმ დროს მახლობელ აღმოსავლეთსა და ანტიკურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტები. გამოსახულების შესრულების მანერა სრულიად განსხვავებულია ბერძნულისაგან და ახლოს დგას აღმოსავლურთან, ე.წ. აქემენიდურთან, თუმცა არც მის კანონიკურ ნორმებს ემორჩილება. თავსამკაულის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, აგრეთვე, საყურეები და სასაფეთქლეები, რომლებიც კოლხეთში ძვ.წ. VI-IV სს- ებში რამდენიმე ნაირსახეობითაა წარმოდგენილი.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      განსაკუთრებით დამახასიათებელია ე.წ. სხივანა საყურეები, რომლებიც ამ დროს მთელს კოლხეთშია გავრცელებული და, როგორც, წესი, არ გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომაც ისინი, ისევე როგორც დიადემები, ტიპურ კოლხურ სამკაულებადაა მიჩნეული. კოლხეთის სხვადასხვა ცენტრში ნაპოვნი ოქროს, ელექტრუმისა და ვერცხლის სხივანა საყურეები ერთმანეთისაგან შემკულობის ცალკეული დეტალებითა და უფრო მეტად კი სხივების რაოდენობით განსხვავდებიან. ამ ტიპის სამკაულის საუკეთესო ნიმუშები ისევ ვანშია ნაპოვნი. აქაური სხივანა საყურეები რთული წესითაა დამზადებული: საყურე-რგოლის საფასადო მხარე მეტწილად ვარდულითაა მორთული, ხოლო სხივები კი ცვარას (გრანულაცია, გავარსი) ტექნიკით შედგენილი პირამიდებით ბოლოვდება. განსაკუთრებით მდიდრულია წარჩინებული კოლხი ქალის N11 სამარხში (ძვ.წ. V ს.) აღმოჩენილი სხივანა საყურეები, რომლებიც, ამავე დროს, კოლხ ოქრომჭედელთა ფილიგრანული ტექნიკის ნიმუშს წარმოადგენს. ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხეთში გავრცელებულია, აგრეთვე, ე.წ. ჭვირულ და სფერულ ბურთულიანი ოქროს საყურეები და სასაფეთქლეები.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ისინი ნაპოვნია ვანში, როგორც ძვ.წ. V ს-ის სამარხებში, ასევე ძვ.წ. IV ს-ის სამარხებშიც. ზემოაღწერილი ტიპის საყურეები თუ სასაფეთქლე რგოლები მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი და არ გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. წარჩინებული კოლხი ქალის N 11 სამარხი გამორჩევა, ასევე, მძივების სიმრავლით. სწორედ აქ არის აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუში - კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი. ყელსაბამებს შორის ასევე გამოირჩევა სხვა რამდენიმეც: ერთი მინიატურული ფრინველის გამოსახულებიანი საკიდებითა და წვრილი ტანდაღარული მძივებითაა შედგენილი, მეორე - ვერძის თავის გამოსახულებიანი საკიდებით, მესამე - სიმინდის ტაროსებური გამოსახულებებისგანაა შემდგარი. მეოთხე ყელსაბამი შედგენილია აგრეთვე ოქროს დოლისებ ური საკიდებისაგან, რომლებზეც ოქროს წვრილი მარცვლებისაგან შედგენილი სვასტიკებია გამოსახული. ამავე სამარხშია აღმოჩენილი ოქროსა და სარდიონის გლუვი ბურთულებისგან შედგენილი სამაჯურები, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. საინტერესოა,ასევე, ბეჭდები, რომლებიც ოთხი ხვეულით არიან მორთული და იმდენად თანამედროვედ გამოიყურებიან, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ახლაც სიამოვნებით ატარებდა მათ. კოლხურ ოქრომჭედლობაში ცალკე ჯგუფს ქმნიან სამაჯურები, რომლებიც დაგვირგვინებულია ლომის, ხბოს, ვერძისა და თუ სხვა ცხოველთა თავების სკულპტურული გამოსახულებებით. სტილისტურად ისინი არ განსხვავდებიან აქემენიდურ სამყაროსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული სამაჯურებისაგან. საგანგებოდ აღსანიშნავია ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V ს-ის ოქროს სამაჯური, რომელიც ტახის სკულპტურული გამოსახულებითაა დამშვენებული. სტილისტური თვალსაზრისით ვანის სამაჯურის ტახის გამოსახულებანი რამდენადმე უახლოვდებიან ირანისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე ცნობილ ბრინჯაოს ტახის გამოსახულებებს, მაგრამ მათგან განსხვავდებიან ზოგიერთი დეტალის გადმოცემით და, რაც მთავარია, უფრო გრაფიკულ-დეკორატიული სტილითა და რამდენადმე სკულპტურულობით.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      საინტერესოა აღინიშნოს, რომ ვანში იმავე სამარხში, სადაც ოქროს ტახიანი სამაჯურია, ნაპოვნია ვერცხლის საკიდებიც, რომელნიც ზედმიწევნით იმეორებენ სამაჯურზე გამოსახულ ტახის ფიგურას. ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს მიეკუთვნება ვანში აღმოჩენილი ოქროს ჭვირული თავსამკაული ირმის გამოსახულებით, რომელიც კოლხური ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ძეგლს წარმოადგენს. ის ანტიკური ხანის საიუველირო ხელოვნებაში ფურცლოვან ოქროზე ჭვირული ტექნიკით გამოსახულების ამოჭრის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია. სამკაულზე გამოსახულია ირემი დატოტვილი რქებით, ხოლო მის ქვემოთ და გვერდებზე, სავარაუდოდ, შველებია წარმოდგენილი. სამკაულს სამი მხრიდან ოქროს მცირე ზომის სფეროსებური მძივები აქვს შემოვლებული, ხოლო ზემოდან ლომებისა და ჩიტების (ან ვერძების) გამოსახულებებია წარმოდგენილი. საინტერესოა, ასევე, კოლხეთის მეორე უმნიშვნელოვანესი ცენტრის - საირხის სამარხეული ინვენტარიც. მაგალითად, საირხის N13 სამარხში (რომელიც უძველესია ვანსა და საირხეში აღმოჩენილ სამარხებს შორის) აღმოჩენილია კოლხი წარჩინებულის ოქროს სამკაულის სრული კომპლექტი: დიადემა, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამი, საბჭდავი-ბეჭედი და საკერებელი ფირფიტები. დიადემის ფირფიტებზე, წარჩინებული კოლხი ქალის N 11 სამარხში აღმოჩენილი ცნობილი დიადემისგან განსხვავებით,მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტია წარმოდგენილი, სხვა მხრივ კი მას ანალოგიური ფორმა აქვს. აღსანიშნავია, ასევე, საირხის N 5 სამარხში აღმოჩენილი ოქროს სასაფეთქლე, რომელიც ეროვნული მუზეუმის საგანძურშია დაცული. ეს არის წვრილი ბურთულებით შემკული ოქროს გრძელი და ვიწრო ფირფიტებისგან შემდგარი ჭვირული ბურთი, რომელსაც გარს აკრავს ჰორიზონტალური სარტყელი პატარა ვერძების ფიგურებით, ხოლო სარტყლიდან ჩამოშვებულ წვრილ ჯაჭვებზე ქვემოთკენ წაწვეტებული ოქროს კულონები კიდია. თავად სფეროს ჩამოსაკიდი წარმოადგენს ვიწრო ზოლს, რომელიც ორმაგი ფოთლისებური ორნამენტითაა შემკული. ამგვარად, გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ. V-IV სს-ის ახლო აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცნობილი ცენტრების (აქემენიდური ირანი, ეგვიპტე,კვიპროსი, ლიდია, არმენია, მიდია, ბაქტრიანა) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ, მითუმეტეს, რომ, როგორც ცნობილია, კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენ-ლათინი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას ოქრომრავალ ქვეყანას უწოდებენ.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

ახალგორის განძი

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      1908 წელს, ქსნის ხეობაში, დღევანდელი ახალგორის რაიონის სოფელ საძეგურთან გაზაფხულის წვიმამ ძველი სამარხი გამორეცხა. აქ აღმოჩენილი ასზე მეტი დასახელების ათასამდე ნივთი ცხენის აღკაზმულობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაწილები, ვერცხლის და ბრინჯაოს ჭურჭელი, ცხოველთა და ადამიანის ქანდაკებებით შემკული ზარაკებშეკიდული სარიტუალო შტანდარტები, ოქროს და ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდები, ოქროს ყელსაბამები, საყურეები, სარტყელი, ტანსაცმელზე დასაკერებელი სახიანი ფირფიტები და ღილაკები, მინის, ქვის და ოქროს მძივები და ა.შ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოხვდა მუზეუმში და ახლა "ახალგორის განძის" სახელით არის ცნობილი. ახალგორის განძიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სასაფეთქლე საკიდების წყვილი, რომელიც წარმოადგენს დარახტული ცხენის გამოსახულებას. მისი ოვალური მოყვანილობის საკიდი რგოლის წინა მხარეს დარჩილულია ლოტოსის ვარდული და გავარსის სამკუთხედებით დაფარული ფართო ორნამენტული ფირფიტა, რომელიც მოგვაგონებს კოლხურ კულტურაში გავრცელებული სხივებიანი საყურეების ვარდულებს. ეტლში შებმული ცხენის ფიგურის გამოყენება საკიდებად ქართული ოქრომჭედლობისათვს ნაცნობი თემაა (ვანის საგანძური), ისევე, როგორც ოქროს ნივთების ცვარათი გაფორმება. საკიდების ადგილობრივ წარმოშობაზე მიუთითებს ისიც, რომ სასაფეთქლის ცხენის აღკაზმულობა მინიატურული მოდელია აქვე აღმოჩენილი ცხენების აღკაზმულობისა.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოქროს ფურცლისგან დამზადებული დისკო, რომელზეც კონცენტრული წრეებს შორის მოცემულია ერთი მიმართულებით განლაგებული ფრინველების რიგი, გარეთა მხარეს კბილანებზე კი – სტილიზებული პალმეტების მოტივი. ახალგორისთვის განძისთვის განსაკუთრებით სახასიათოა ოქროს და ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდების ანუ ფარაკიანი ბეჭდების სიმრავლე. ახალგორის განძის ნაწილია სწორკუთხა ბალთები, რომელიცა ასვე ოქრის თხელი ფირფიტებისგანაა დამზადებული. ბალთებზე ერთი ტვიფრით (მატრიცითაა) დატანილი გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სავარაუდოა, რომ აღნიშნიშნული ბალთები წარმოადგენდა ადამიანის სარტყლის, ან ცხენის აღკაზმულობის ნაწილს. მათ პარალელები მოეპოვება აქემენიდურუი ირანის ხელოვნებაში. ახალგორში აღმოჩენილი მასალის ანალიზი მეტყველებს, რომ სამარხი ეკუთვნოდა წარჩინებულ ქალს, რომელიც ექვსი შეკაზმული ცხენის და რამდენიმე მსახურის თანხლებით დაუმარხავთ ქრისტეშობამდე IV ს-ის დასასრულს, თუმცა საფლავში ჩატანებული ზოგიერთი ნივთი გაცილებით უფრო ძველია - ისინი, ალბათ, 100-150 წლის განმავლობაში ინახებოდა. ახალგორის განძის შემადგენელი ოქროს ნივთები ადგილობრივი ნაწარმია და ისინი (განსაკუთრებით ეს ითქმის საბეჭდავ-ბეჭდებზე და გავარსიან სამკაულზე) სტილისტურად ახლოს დგას იმავე ძველ კოლხურ საოქრომჭედლო სკოლასთან, რომლის შედევრები დასავლეთ საქართველოშია (ვანი, საირხე და სხვ.) აღმოჩენილი. ამავროულად, ახალგორის განძის ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტურის გავლენის კვალი ემჩნევა, რასაც ვერ ვიყვით ბრინჯაოს ნივთეზე. განძი ძვ. წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება და ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებისთვის საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიკურ და სოციალურ დიფერენციაციაზე მიუთითებს

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

დიდი მცხეთა და მისი აღმოჩენები

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ახ.წ. I საუკუნიდან ლითონმქანდაკებლობი ძალზე განვითარებული ცენტრი იყო იბერიის დედაქალაქი მცხეთა. ამ პერიოდში იბერიის სახელმწიფო ერთი მხრივ რომის, ხოლო მეორე მხრივ, სასანური ირანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც თავის მხრივ აისახა ამ პერიოდის ხელოვნებაზეც. 1937-1938 წლებში განსაკუთრებით საინტერესო ძეგლები აღმოჩნდა არმაზში, პიტიახშების ნეკროპოლისზე. მდიდრული სამარხებში იყო ოქროსა და ვერცხლის უმარავი ნივთი. ნაპოვნია სხვადასხვა სამკაული, საბეჭდავი-ბეჭდები, სატევრები. ვერცხლის ნაკეთობებიდან აღსანიშნავია თასები და მიცვალებულების სარეცელის მოჩუქურთმებული გარსაკრავები. ამ დროისთვის ოქრომჭედლობაში დომინირებს პოლიქრომული სტილი; წამყვანი ხდება ნაკეთობათა ინკრუსტაცია ძოწისა და სარდიონის ქვებით, აგრეთვე მოცისფრო პასტით, რომელიც ეგვიპტიდანაა იმპორტირებული. ოსტატები კარგად დაეუფლნენ დაზგაზე ჭრის ტექნიკას, ამიტომ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო რთული ფორმის ნაკეთობები დაემზადებინათ: ოქროს დიადემები, ბალთები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები და ყელსაკიდები, სამგლოვიარო გვირგვინის ფურცლები, საკიდები, აბზინდები და სხვა.იბერიის სამეფოს ტერიტორიაზე ნაპოვნი რომაული კულტურის ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა არმაზისხევის ერისთავთა სამარხებში ნაპოვნი ვერცხლის სამი ფიალა, რომელთაგან ერთი ანტინოეს გამოსახულებიანი მედალიონითაა შემკული, მეორე წვეროსანი მამაკაცის ბიუსტით (ადრიანე კეისარი ან მარკუს ავრელიუსი), ხოლო მესამე სიუხვის რქიანი ქალღვთაების ჰორელიეფით. ყანწიდან ყურძნის მტევნები, პურის თავთავები და ვაშლებია გადმოფენილი, რაც ნაყოფიერების კულტთან კავშირზე უნდა მიუთითებდეს. თავისი იკონოგრაფიით ის მოგვაგონებს ტიხე- ფორტუნას ქალაქის მფარველ ქალღმერთს, რომელიც ანტუკრი სამყაროს გარდა გავრცელებული იყო კოლხეთშიც.სამივე ფიალა მაღალმხატვრული ნაწარმოებია. ფიქრობენ, რომ ქართლის სამეფოს დიდგვაროვანთა სამარხებში წარმოდგენილი ეს ფიალები აქ დიპლომატიური არხებით უნდა იყოს მოხვედრილი.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ადგილობრივი ნაწარმიდან აღსანიშნავია არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი მრავალფეროვანი სამკაული. ოქროს საყურეები სხვადასხვა ფორმისაა და ძვირფასი თვლებითაა ინკრუსტირებული. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთია II ს-ის ჭვირული ყელსაბამი, რომელიც შემკულია გავარსით და ინკრუსტურებულია ფირუზისა და ალმანდინის თვლებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყელსაბამი ალმანდინებიანი სანელსაცხებლით, ამეთვისტოს კამეითა და ტიხრული ინკრუსტაციით შემკული მედალიონით.ოქროს სამკაული და ვერცხლის ჭურჭელი განსაკუთრები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა იბერიის დედაქალაქ მცხეთაში სამეფო ოჯახისა და პიტიახშთა სამარხებში. არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი ალმანდინის თვლებიანი დიადემები პიტიახშთა ოჯახის წევრი ქალების თავსამკაული იყო. ამავე სამარხებში აღმოჩენილ სამკაულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნივთია გავარსით შემკული აბზინდა, რომელიც ფირუზისა და ალმანდინის ქვებითაა მორთული. სამკაულს ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგომი მომრგვალებულკუთხეებიანი E-ს ფორმა აქვს და ეს ორი ნაწილი ერთმანეთის იდენტურია. ნივთის ექვსივე ბოლო ორ-ორი გავარსის რგოლით ბოლოვდება შუაში ფირუზის მცირე ზომის თვლით.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ძვ.წ. I ს-დან იბერიაში პოპულარული ხდება გლიპტიკა – ძვირფას ქვაზე ჭრის ტექნიკა,რომელიც ფართოდ ვრცელდება გემებისა და ინტალიოების სახით (გემა - რელიეფური გამოსახულება, ინტალიო – ფონში ჩაჭრილი გამოსახულება), რომლებიც ბეჭდებსა თუ სხვა სამკაულში იყო ჩასმული.მათი უმრავლესობა ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ცენტრიდანაა შემოტანილი ასეთებია ბერძნულ-რომაული იტალიკური,რომაული, ბოსფორული,მცირეაზიული, პართული, სასანური და სხვა გემები. უკვე ახ.წ. I ს-დან იბერიაში ივარაუდება ადგილობრივი სახელოსნოები, სადაც მოწვეულ უცხო ოსტატებთან ერთად ადგილობრივი ხელოსნებიც მუშაობდნენ. ადგილობრივ დამზადებულ ჭრილა ქვებს შორის გვხვდება არაერთი მაღალმხატვრული ნახელავი, რომელთაგან არმაზისხევის ერისთავათა სამარხებში მოპოვებული პორტრეტული გემები გამოირჩევა. ამ ნიმუშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ოქროს ბეჭედში ჩასმული სარდიონის ინტალიო, რომელზეც გამოსახულია წვეროსანი მამაკაცის პორტრეტი და თან ახლავს მისი სახელისა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერა:ასპავრუკ პიტიახში. მისივე სარტყლის ოქროს ბალთაში ჩასმულია მუქი ფერის პიროპის (გრანატის) ინტალიო, რომელზეც გამოსახულია ერთმანეთის მომზირალი წვერიანი მამაკაცისა და ქალის ბიუსტები რომაულ სამოსში გამოწყობილნი და რომაული წესითთმადავარცხნილნი. გამოსახულების ირგვლივ ბერძნული წარწერაა, რომელიც ასე ითარგმნება: ზევახ - სიცოცხლე ჩემი - კარპაკი. ფიქრობენ, რომ კარპაკი მამაკაცის სახელია, ზევახი კი მისი მეუღლისა და სავარაუდოდ ისინი ასპავრუკის მშობლები უნდა ყოფილიყვნენ. ამ სამკაულებთან ერთად სამარხებში გვხვდება, ასევე, ოქროს მონოქორმული სამაჯურები, სამკლავურები და საწვივე რგოლები, რომლებიც შედარებით სისადავით, თუმცა საოცარი ესთეტურობით გამოირჩევიან (გვხვდება ინკრუსტირებული ნიმუშებიც). ახ.წ. III-IV სს-ებიდან ფართოდ ვრცელდება პოლიქრომული სამაჯურები.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      მთელი ზედაპირი ინკრუსტირებულია ფერადი თვლებით, ოქრო კი მხოლოდ ტიხრის ფუნქციას ასრულებს, რაც თავის მხრივ, წარმოშობს ვარაუდს, რომ ქართული ტიხრული მინანქრის სათავეები სწორედ ამ ტექნიკაში შეიძლება ვეძიოთ. საინტერესოა არამზისხევის N40 და N43 სამარხში აღმოჩენილი სამაჯურები. ისინი ერთნაირი ფორმისაა და ალმანდინით, ლაჟვარდითა და მალაქიტითაა ინკრუსტირებული. სამაჯურები შედგება ორი ჰორიზონტალური რიგისგან, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება ორი კომპოზიცია _ ალმანდინის მართკუთხა ფორმის ორი ვერტიკალურად განლაგებული თვალი, რომელთა შორისაც მალაქიტითა და ლაჟვარდით შესრულებული უფრო მცირე დეკორატიული ზოლია მოოთავსებული და ჭვირული კომპოზიცია, რომელშიც ჯვრის ფორმითაა განლაგებული სამყურას ფორმის მალაქიტები და გულის ფორმის ლაჟვარდები. ამ ორ კომპოზიციას ერთმანეთისგან გამოყოფს ოქროს მცირე ბურთულებისგან შექმნილი ვერტიკალური რიგი. კიდევ ერთი გამორჩეული სამაჯურია აღმოჩენილი სამთვაროს სამაროვანში. ერთმანეთზე გადამჯდარ ორ ოქროს წრეში ჩასმულია ალმანდინის მრგვალი ფორმის ქვა, რომელიც ოქროს უწვრილესი ბურთულებითაა შემოსაზღვრული და კომპოზიცია ხუთჯერ მეორდება. სამაჯური ძალიან ნაზი, სადა და ლამაზია. ახ.წ. III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისს მიეკუთვნება სვეტიცხოვლის ეზოში (სამარხი N 14) აღმოჩენილი საწერი ეს მოწყობილობა. კალმები მოთავსებული იყო კოლოფში, რომელსაც კრავდა ოქროს ჭვირული ფირფიტა ბერძნული წარწერით. კოლოფის ზურგზე ცხრა მუზაა გამოსახული. სახურავზე დამაგრებული იყო ბუდე, რომელშიც ოქროს სამელნე იდგა. არმაზისხევში აღმოჩენილი ოქრომქანდაკებლობის ძეგლები ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ეს საგანძური მეტყველებს ქართლის სამეფოს მაღალ ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე ახ.წ. I საუკუნეებში. სტეფანწმინდის (ყაზბეგის) განძი 1871-1877 წლებში სტეფანწმინდაშიაღმოჩნდა განძი (ძვ.წ. I ათასწ. I ნახევარი), დაახლოებით 200 ნივთი. განძის შემადგენლობაში იყო როგორც იმპორტირებული აქმენიდური ხელოვნების ნიმუშები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფიბულები, ისე ადგილობრივი მცირე პლასტიკის ნიმუშები, კერძოდ კი ანტროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაყოფიერების კულტთან იყო დაკავშირებული. განძის დიდი ნაწილი ინახება მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მცირე ნაწილი კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმსა და ქუთაისის მუზეუმში. ყაზბეგის განძის მცირე პლასტიკის ყველაზე გამორჩეულ ნიმუშებს მიეკუთვნება ხარის სამ წყებად განლაგებლ რქებზე აღმართული ითიფალური ფიგურები, რომლებსაც კვერთხი ან სასმისი უჭირავთ. სავსებით რეალისტურად გადმოცემული რქების ქვეშ კარგად ირჩევა ხარის თავი ჰორიზონტა ლურად გაშლილი ყურებით. რქები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰორიზონტალური ღერძით, რომელზეც ჩამოკიდებულია წაგრძელებული ფორმის ზარები.

art, national, post, qwelly, განძი, ეროვნული, თასი, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, qwelly, ყორღანი, ხელოვნება

      ამ ფიგურას, სავარაუდოდ, საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა და კავშირში უნდა ნაყოფიერების (რქა) და ხარის კულტთან, რომელიც ძალზე გავცელებული იყო და დღესაც გვხვდება საქართველოს მთიანეთში. სტეფანწმინდაში აღმოჩენილ სხვა ითიფალურ ფიგურებს თავზე მუზარადი ახურავთ, წელზე სარტყელი აქვთ შემოვლებული, ფეხზე მაღალი ფეხსაცმელი აცვიათ. აქ გვხვდება მხედრების ფიგურები, რომლებიც მოთავსებულია ცხენის რახტის სფერული ფორმის სამკაულზე, ასევე ცხენის აღვირის სამკაულზე. აქ დასტურდება ბრძოლის სცენებიც: ერთ შემთხვევაში მხედარი მოხრილი დაშნით ჰკვეთს თავს მეორე მხედარს. მეორე კომპოზიცია წარმოადგენს ადამიანს, რომელიც თოკით ეწევა ხელებშეკრულ მოხუცს და ა.შ. ყველა ეს კომპოზიცია ეძღვნება ნაყოფიერების ბრძოლისა და გამარჯვების თემას. სტეფანწმინდის განძში ყურადღებას იქცევს მამაკაცის მცირე ზომის ხუთი ფიგურა, რომელთაც, როგორც ჩანს, ერთი და იგივე დანიშნულება ჰქონდათ და ერთ მხატვრულ წრეს ეკუთვნოდა. ამ ფიგურებს აქვთ რგოლები, რომელთა საშუალებითაც ისინი შეერთებული არიან ბრინჯაოს ჯაჭვით. თითოეული ფიგურა ცალკეა ჩამოსხმული, ყალიბი არ მეორდება. ორივე სტეფანწმინდის განძში გარდა განხილული ძეგლებისა, აღმოჩენილია ირმის, ვერძის, ხარის, ცხენისა და აღლის ბრინჯაოს ქანდაკებები. რჩეულ მოტივს შეადგენს ირმის გამოსახულება სტილიზებული რქებით და აგრეთვე ძაღლის სტილიზებული გამოსახულება. ჩამოთვლილი ცხოველების გარდა, დეკორის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს გველის გამოსახულებას. სტეფანწმინდის განძი მდიდარ ინფორმაციას გვაძლევს ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრის მცირე პლასტიკის შესახებ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძველი საქრთველოს მხატვრული კულტურის შესწავლისათვის. ყაზბეგის განძის მცირე პლასტიკაში ხედავენ მეცნიერები პირველი თეატრალური სანახაობების, ასევე მუსიკის ჩანასახებს. ამ მიმართულებით საინტერესო ინფორმაციის მატარებელია აქ აღმოჩენილი ფიგურების კოსტუმები და ლარისებრი სიმებიანი მუსიკალური საკრავი, რომელიც ბრინჯაოს შტანდარტის ბუნიკის ერთ-ერთ ითიფალურ უჭირავს. არსებობს მოსაზრება, რომ ყაზბეგის განძის მცირე პლასტკის ნიმუშები ქართული ეპოსის უძველესი ნიმუშის - «ამირანიანის» გამოძახილია. თითოეული ფიგურა გარკვეული დრამატურგიული ფუნქციის მატარებელია და «ამირანიანის» სიუჟეტური განვითარების ლოგიკას შეესატყვისება.

ტეგები: qwelly, თრიალეთი, კულტურა, მცხეთა, საგანძური, ქველი, ყორღანი, ხელოვნება

ნახვა: 11380

გამოხმაურებები!

მადლობა პოსტის ავტორს :)  ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ნახოთ...

Gio რომელი ქვეყანა გებლატავება?? :D  მე რასაც ვუყურებ ყველა ქედს იხრის პატარა "დარუბანდის წინაშე" :D :D

Giorgi Chekurishvili_მ თქვა:

ხო და ამის მერე რო გვებლატავება ზოგიერთი ქვეყანა..სულ თავში უნდა ურტყა ბრინჯაოს ხანის კოლხური ცული :დდ

თრიალეთური ყელსაბამის ტარება სასჯელი უფროა ვიდრე სამშვენი :D 

არამარტო უნდა ნახოს არამედ უნდა ჩაიწეროს კიდეც ბლოკნოტში!!

pati shavadze_მ თქვა:

მადლობა პოსტის ავტორს :)  ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა ნახოთ...

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონასგან ჩაკეტილი სვანეთი და კანდიდატების ჭიდილი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 10, 2020.
საათი: 10:49pm 0 კომენტარი

      წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ…

გაგრძელება

მელომანი დიასახლისის ალბომები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 9, 2020.
საათი: 11:38pm 2 კომენტარი

      კორონას ეპოქის შემოქმედება არ მგონია მსოფლიო კულტურის ისტორიასი ახალ რენესანსად შევიდეს, მაგრამ ეპიდემიების ისტორიაში ყველაზე არტისტულ ხანად ნამდვილად შევა. რამდენიმე კვირის წინ ალბომებზე დისტანციის დაცვა უკვე შევეხეთ - სოციალური დისტანცია ალბომებზე, ახლა კი ერთ საკარანტინე სასტუმროს ფოტოგრაფია უნდა შემოგთავაზოთ. ლონდონის ერთ გარეუბანში არის პატარა სასტუმრო, სიდმარ…

გაგრძელება

ქუჩების გამოცოცხლება - მთელი მსოფლიო ერთი სცენაა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2020.
საათი: 7:46pm 3 კომენტარი

      მთელი დედამიწა სცენაა - ასეთი სლოგანი გაეშურა ანა ულმანი (Anna Ulman) ესპანეთის ქუჩებში და მარბელას სანაპიროებზე მოცეკვვავეების გადასაღებად. ცხადია, მოცეკვავეებიც თან გაიყოლა, მაგრამ სანახაობა შთამბეჭდავი გამოვიდა. ცეკვა როგორც სულის გამოძახილი, ანდა სულის მოძრაობა, ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახასიათო და გამომსახველობითი ხელოვნებაა, სწორედ ამიტომ ცეკვამ ქალაქები გამოაცოცხლა. ანას ობიექტივი ძირითადად ბალერინებსა და ბალერონებს დაეთმო,…

გაგრძელება

მეთორმეტე წელი აგვისტოს ომიდან

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 7, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ტრადიციულად აგვისტოში ხდება - დღევანდელი დღე სრულად მიეძღვნა 2008 წლის ომს, გახსენებებს, ურთიერთ ბრალდებებს, ოკუპანტის ლანძღვას, მუქარას და თითის ქნევას, ევროპელების შეგულიანებასა და სიტყვიერ მხარდაჭერას.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 7 აგვისტო, 2020

      საკორონე ამბები - საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. მარინა ეზუგბაიას…

გაგრძელება

Qwelly World

free counters