ზოგჯერ ისეთ რამეს გადააწყდები კაცი, დაწერა მოგინდება.
98_ში სკოლაში რომ შევედი, ვერ გეტყვით მაინცდამაინც გარემონტებული ანდა გასარემონტებელი დამხვდათქო, მაგრამ ცოტა ხელის შევლებას მაშინ საჭიროებდა.
2010_ში რომ გამოვედი, გაცილებით გაზრდილ-გამშვენებული, მაგრამ ხელის შევლებას კვლავ რომ საჭიროებდა ისეთი სკოლა დავტოვე. ამის გარდა, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან შეხება არ მქონია თუ არ ჩავთვლით ისევ 2010_ში, გეპეის (GTU_ს) მეექვსე კორპუსს, რომელსაც ხელის შევლებაც არ კმაროდა, კაარგი სარემონტო იყო და პირველად მაშინ "გადამინდა" სტუდენტობა.
მერე იყო რეგისტრაცია ილიაუნიში.
მე და ჩემი კლასელი, ერთად წავედით რეგისტრაციებზე. ის გეპეიში მოეწყო, ჯერ ის დავარეგისტრირეთ იმ დანჯღრეულ მეექვსე კორპუსში და მერე ჩემს გასასტუდენტებლადაც გავემართეთ ილიაუნიში.
შევედით, ავედით, მომივხედეთ, ხალხი სადაც ტრიალებდა ჩვენც იქ დავდექით. შეძლებისდაგვარად თეთრი კედლები, ნათურებიც ინთება და კარებიც არ ჭრიალებს. შევდივარ, ვწერ ინგლისურში ტესტს (რეგისტრაციის დღესვე) და ერთი-ორად ამაყი ვბრუნდებით მშობლიურ მცხეთაში.
- ეეჰ, შენი უნი ჯობს!
- კი ჯუგლიკ! :P
აქვე უნდა ვთქვა რომ ყველა სხვა უნივერსიტეტისგან განსხვავებით, ილიაუნიში მხოლოდ ციფრ-რიცხვებით როდი ითვლიან, კორპუსებს და აუდიტორიებს აქ A, B, C, D, E, F, G, H, I ჰქვია და თუ გავმრავლდით "ჲ" (იოტა) კორპუსიც გვექნება...
ზესიამაყე ასეც გაგრძელდებოდა რომ არ არსებულიყო აკადემიური წერის ლექცია.
ჰო, აკადემიური წერა სავალდებულო იყო და ისიც სავალდებულო იყო რომ C კორპუსში დასწრებოდი ლექციას (სხვაგან არ ტარდებოდა). A კორპუსი კარგი, მოვლილი შესანიშნავი, B_საც არაუშავს - მაინც გადასასვლელი კორპუსია და იყოს ასეთი როგორიც არის. აი C კორპუსში რომ გადიხარ და პირველივე ამოცვენილ პარკეტზე, დილის 11_საათზე ფეხს რომ წამოკრავ, და ვიღაც არცისელამაზ გოგოს ჩახუტები, რომელიც თურმე ლექტორია, და კიდევ კარგი რომ შენი არა, მაშინ უკვე ხვდები რომ დიდი განსხვავება არ არის გეპეის მეექვსე კორპუსსა და შენს C კორპუსს შორის. არც აქაა შუქი და კარებები ისეა მიჯირყვნული (თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ), ვერ გაიგებ შიგნით იღება თუ გარეთ.
აი, ასე დაიწყო ჩემი სტუდენტობა. მთელს ილიაუნიში ილია ჭავჭავაძის ფოტოს ვერ იპოვიდით, მაგრამ ამავე დალოცვილი C კორპუსის ბოლოს პუშკინის დიიიიდი ბარელიები შეგეგებებოდათ.
ეს პოსტი კი ამისთვის როდი დავწერე ილიაუნის ცუდ-კარგი გამომევლინა, საქმე ისაა რომ წავაწყდი სამომავლო გეგმებს...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლის სექტემბრიდან სხვა უნივერსიტეტი იქნება;
ფაკულტეტები დაიყოფა ცალკე სკოლებათ, ბიზნეს სკოლა, სამართლის სკოლა და ა.შ , ფაკულტეებს მიენიჭა თავიანთი ფერები, რომლებიც იფიგურირებს შესაბამისად ხოლმე.... ასევე ფაკულტეტებს აქვთ თავიანთი ლოგოებიც;
საიჯინრო ფაკულტეტი გადმოვა ნუცუბიძედან, ეგ უკვე სავარაუდოთ მარტიდან H კორპუსში, სადაც მოეწყობა ლაბორატორიები;
სრულიად გარემონტდება A, B , C, D კორპუსები;
ყველა კორპუსი აღიჭურვება ახალი ინვენტარით (ტელევიზორები, მერხები, სკამები და ა.შ) ...
უნივერსიტეტებს შორის გვექნება ყველაზე კარგი , სწრაფი Wi-Fi , ყველა კორპუსში;
უნიფუდი გადმოდის A101-შიც და გარეთ ლიგამუსის მსგავსი მეორე აივანი გვემატება;
ასევე შენობებს ემატება ლიფტები;
რეორგანიზაციაა უნიფუდში, მოგეხსენებათ , რეორგანიზაცია შეეხება ყველაფერს მათ შორის მენიუს და ფასებს;
მიმდინარეობს მუშაობა უნივერსიტეტის ახალ ვებ გვერდზე, რომელიც მეტად მორგებული იქნება ინფორმაციის მულტიმედიური გზებით მიღებაზე და ექნება რამდენიმე ახალი ფუნქცია;
არგუსს დაემატება კიდევ ბევრი ახალი ფუნქცია, მათ შორის ანდროიდ აპლიკაცია, უფრო დაიხვეწება და გაუმჯობესდება;
ასევე გამკაცრდება ლექტორების გაცდენისა და ქულების ადრე დადების რეგულირებაც;
და ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდებათ )))
კეთდება ყველაფერი ერთად... ასეთი რეორგანიზაცია და რემონტი ჯერ არ ჩატარებულა 70 იანი წლების მერე, და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 30 სექტემბერს.
...და გული დამეწვა!
მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. რა ჯობდა ხის სურნელს C კორპუსში, ანდა შემწვარი კარტოფილით/ქათმით მადის აღძვრას უნივერსიტეტის შესასვლელში, არც მაინცდამაინც სინესტე გვაწუხებდა D კორპუსის ბინადრებს კომპიუტერის შესწავლისას სარდაფში რომ ჩავდიოდით, სახალისოდ მოგვაგონდება ნერვების მოშლები არგუსის გაუმართაობისას და გაურკვეველი კრედიტების დათვლის რიგები, მოკლედ, რემონტის გარეშეც ტკბილმოსაგონარი იყო და ახლა ხომ საერთოდ დატკბება და დაშაქრდება იქაურობა.
P.S. ფოტოზე რომ ლიგამუსია, ეგეც ჩემი სტუდენტების ჟამს დალიგამუსდა, თვარა, მახსოვს ზემოხსენებული ინგლისურის გამოცდა მაგ ოთახში ვწერე.
ერთი სემესტრი კიდევ დამრჩა და დანარჩენი მოგონებები მერესთვის გადავდოთ.
ტეგები: Iliauni, Memories, Qwelly, University, ილიაუნი, მოგონებები, რემონტო, უნივერსიტეტი
ლაშიკო ^^ შენზე ითქმის "საყვარელი ბოროტიაო" :))) :****
ბალუკა საყვარლობაში შენ ვერ შეგეცილები და ბოროტობაში კიდევ - რატომ? :'( :'( :'( :D :* :* :*
salome_მ თქვა:
ლაშიკო ^^ შენზე ითქმის "საყვარელი ბოროტიაო" :))) :****
ზატო მასხარობაში შემეცილები :D :**
ლაშა_მ თქვა:
ბალუკა საყვარლობაში შენ ვერ შეგეცილები და ბოროტობაში კიდევ - რატომ? :'( :'( :'( :D :* :* :*
salome_მ თქვა:ლაშიკო ^^ შენზე ითქმის "საყვარელი ბოროტიაო" :))) :****
ჩეეეემი ზე მასხარა და ზე საყვარელი saluka-ბალუკა :)
salome_მ თქვა:
ზატო მასხარობაში შემეცილები :D :**
salome ისე შენ რატომ არ გიცნობდი? :( შენ სულ "დ" და "ე" გარემოში იყავი პირველ კურსზე?
ყველაზე მეტად ლიფტის შემშურდება :D :D :D რაც მე მე6 სართულზე ავსულვარ და ჩამოვსულვარ, რაც მე იქ ზეთები და დაფები ამიზიდია :D
მოიცა, A, B, C კორპუსებს ლიფტები რად უნდა? :(
თა _ მო_მ თქვა:
ყველაზე მეტად ლიფტის შემშურდება :D :D :D რაც მე მე6 სართულზე ავსულვარ და ჩამოვსულვარ, რაც მე იქ ზეთები და დაფები ამიზიდია :D
D-ს რო უნდა მაგას რა ვუყოთ, მთელს დღეებს სწორედ მაგ კორპუსში ვატარებ :(
ლაშა_მ თქვა:
მოიცა, A, B, C კორპუსებს ლიფტები რად უნდა? :(
თა _ მო_მ თქვა:ყველაზე მეტად ლიფტის შემშურდება :D :D :D რაც მე მე6 სართულზე ავსულვარ და ჩამოვსულვარ, რაც მე იქ ზეთები და დაფები ამიზიდია :D
და ბარემ რომ მანდ გადაცხოვრდე თამო? :D რამე სარდაფივით მოგცენ და ფიროსმანი თუ არა, რამე მასეთი მაინც იქნები :D უნივერსიტეტის ფიროსმანი :D
თა _ მო_მ თქვა:
D-ს რო უნდა მაგას რა ვუყოთ, მთელს დღეებს სწორედ მაგ კორპუსში ვატარებ :(
მე და გვანცა ფაქტიურად იქ ვცხოვრობთ :) ლექცია როცა არ გვაქ მაინც მანდ ვართ :D ერთ კარგ ჩამოსასხდომ–წამოსაწოლ საშუალებას თიხისგან დავამზადებთ და ეგაა :D დანარჩენი ისედაც გამოვზიდეთ სახლიდან და ილიაში ინახება :D :D
ლაშა_მ თქვა:
და ბარემ რომ მანდ გადაცხოვრდე თამო? :D რამე სარდაფივით მოგცენ და ფიროსმანი თუ არა, რამე მასეთი მაინც იქნები :D უნივერსიტეტის ფიროსმანი :D
თა _ მო_მ თქვა:D-ს რო უნდა მაგას რა ვუყოთ, მთელს დღეებს სწორედ მაგ კორპუსში ვატარებ :(
ოთახს ხომ არ გააქირავებდით რამე რო იყოს? :D
თა _ მო_მ თქვა:
მე და გვანცა ფაქტიურად იქ ვცხოვრობთ :) ლექცია როცა არ გვაქ მაინც მანდ ვართ :D ერთ კარგ ჩამოსასხდომ–წამოსაწოლ საშუალებას თიხისგან დავამზადებთ და ეგაა :D დანარჩენი ისედაც გამოვზიდეთ სახლიდან და ილიაში ინახება :D :D
ვუყურებ ვუყურებ და თვალებს ვერ ვუჯერებ :O :D :D
შემოდგომისფერი სექტემბრიდან გვეშველება ლიფტი გვექნება :D :D :D
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 11:49pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ახალი კვირა ახალი მინისტრით უნდა დაიწყოო ჩვენს წინაპარ პოლიტიკოსებს უთქვამთ რიტორიკაში. განათლების მინისტრი შეიცვალა და ამიერიდან ჩხენკელის ნაცვლად ამილახვარი გვიმინისტრებს. მიშას ჯანმრთელობის აქციებიც დაბრუნდა და სხვა აქციებიც დაანონსდა - 9 აპრილს. პროკურატურაც მეინსრიმობდა დღეს და ოცნებიდან წასული დეპუტატებიც. ჯანდაცვა და ტრადიციულად პოლიტიკური საკინკლაო ამბებიც მრავლად არის. ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. დღეს 1 აშშ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Dark Web is a part of the web that's not obvious to plenty of people. It truly is an nameless community of websites and various on the web products and services that aren't indexed by normal search engines like google for instance Google, Bing, or Yahoo. It really is employed for a range of actions, together with promoting illegal items, internet hosting destructive program, and supplying anonymity for legal pursuits.
The Dark Web may have a substantial…
გამოაქვეყნა Nfkjasfas_მ.
თარიღი: მარტი 20, 2023.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The process of rummaging through the old diaries became an exploration into my private RuneScape documents; I recorded successes on stage OSRS gold, adventures and discoveries, like my first go to in Varrock. Conscient of my weak fight stage, and fearful of loss of life on the hands of monsters a considerably more effective than myself, I decided to stick to the path and keep me from the monsters lurking within the uncharted lands.
It turned out to be an in fact, a decision that went…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 18, 2023.
საათი: 7:49pm
0 კომენტარი
2 მოწონება
წლის მთავარ კინომოვლენა-კინოდაჯილდოება, ოსკარი 2023, გასულ კვირას შედგა. არაფრით გამორჩეული, დასამახსორებელი და აჟიოტაჟგამომწვევი არ გამოდგა. მეტნაკლებად წინასწარგანსაზღვრული შედეგებით დასრულდა ნომინანტებს შორის გამარჯვებულების გამოვლენა, თუმცა რაც არ კარგავს აქტუალობას, ვარსკვლავთა ტანზე მორგებული კაბები - ტრადიციულად, ლუის ვიტონი, არმანი, დოლჩე გაბანა, ელი სააბი, დიორი, ვალენტინო და ა.შ. და ა.შ. ტრადიციულად ვიწყებთ ნიკო კიდმანით:…
© 2023 George.
•