30 ივლისს (ძვ. სტ. 17 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა დიდმოწამე მარინეს

დიდმოწამე მარინე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმ. მარინე პისიდიის ანტიოქიაში წარმართ ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედა ადრე გარდაეცვალა. ზრდიდა ქრისტიანი ძიძა.

      იმპერატორ დიოკლეტიანე დროს დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

      მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ. შემდეგ საპყრობილეში ჩასვეს.

      საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავზე ჯვარი გაბრწყინდა, რომელსაც თეთრი მტრედი დაადგა და გაისმა ხმა: ,,აროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“

      მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.

      მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა.

      წმინდანი მრავლი გზით აწამეს. ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპაქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა.

      სასჯელის წინ დიდმოწამე დიდხანს ლოცულობდა ყველასათვის. უცებ მიწა იძრა, ხალხი შეძრწუნდა. შეშინებული ჯალათი მიწაზე დაეცა. თვით უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ზეციდან თავის მოწამესთან, თავის საუკუნო განსასვენებელში მოუხმო და ხელები გაუწოდა, რათა მიეღო მისი მშვენიერი სული.

      აღწერელი სიხარულით აღვსილმა მარინემ ჯალათი წამოაყენა, ევედრებოდა, სწრაფად დაესრულებინა სიკვდილით დასჯა და მახვილს თავი მშვიდად შეუშვირა.

      ასე დაასრულა თავისი მოწამეობრივი ღვაწლი წმინდა დიდმოწამე მარინემ. ამ დღეს 1500 ქრისტიანი ეწამა.

დამატებითი ინფორმაცია

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 30 ივლისი, Qwellyland, დიოკლეტიანე, თვენი, ივლისი, მოწამე

ნახვა: 746

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დარდი პანდემიაზე, ეკონომიკაზე, კარტოგრაფებზე და მოახლოებულ წვიმებზეც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მარხვის დაწყების წინ, პატრიარქმა მოძღვრებს ლოცვა-კურთხევა მისცა საჭიროების შემთხვევაში რძის პროდუქტების მიღებაზე კურთხევა გასცენ. ხვალიდან შეზრუდვების ამოქმედება იწყება, ამიტომ დღევანდელი პარასკევი, რომელსაც შავი პარასკევიც წამოეწია, დედაქალაქის სრული პარალიზების მიზეზი გახდა - ყველა საყიდლებს ეშურებოდა. მომავალი დღეები წვიმიანი იქნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები - 2 დეკემბრამდე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. კოვიდს რაც შეეხება - 123470 დადასტურებული,…

გაგრძელება

ირმის ნახტომი (ზღაპარი - ლეგენდა)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ნოემბერი 27, 2020.
საათი: 3:30pm 0 კომენტარი

      ცის თაღი იძროდა მისი ნაბიჯებიდან, ელვას აკვესებდა ჯიღა თვალებით, ფართოდ განტოტვილი რქებით კი თითქოს მთელ სამყაროს შესდგომოდა დედაბოძად.

      აზავერი მოდისო, დაურბენდა ეს ძახილი ცის ბინადრებს, ისინიც დიდის ამბით მოემზადებოდნენ მის დასახვედრად. ფარშევანგი მაშინვე კუდს გაშლიდა, რათა საზეიმო ელფერი მიეცა სასურველი სტუმრის მობრძანებისთვის. მგელიც უკუდგებოდა, ოღონდ აშკარად გამომწვევი ნაპერწკლები უხტოდნენ თვალებში. გველი განზე გასრიალდებოდა,…

გაგრძელება

დაწესებული შეზღუდვები და ბიუჯეტიდან დაფინანსება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 26, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      შეზღუდვები დაწესდა და აღსრულება 28 ნოემბრიდან დაიწყება. შეზღუდვები კი განსაკუთრებული სიმკაცრით არ გამოირჩევა, თუმცა ქალაქები მაინც დააშორა ერთმანეთს. დღის მთავარი თემა პრემიერის გამოსვლა და დაწესებული შეზღუდვები იყო. ოპოზიციამ, ცხადია, არც დაწესებული შეზღუდვები მოიწონა და არც პარლამენტში შესვლაზეა თანახმა - ერთადერთი რასაც თანხმდება საბიუჯეტო დაფინანსებაა. კოვიდს რაც შეეხება - მთლიანი რიცხვები - 118690 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული…

გაგრძელება

ახალი შეზღუდვების მოლოდინი და საიქიოს წასული მარადონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ნოემბერი 25, 2020.
საათი: 10:00pm 3 კომენტარი

      ყოველდღიურად ანონსდება მომავალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, პრობლემები, ჩაკეტვები და ეკონომიკურ კოლაფსსა და სიცოცხლის გადარჩენის შუა ხაზი. თავის მხრივ, პანდემიაშეშინებულზე ოპოზიციაც დაცხრა და ჯერ შიდა გარკვევაშია და შემდეგ მთავრობასთანაც დაალაგებს. საპატრიარქომაც გააკეთა განცხადება. ვირუსის რიცხვები - 114889 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 95581, გარდაცვლილი - 1085, კარანტინში - 2071. რაც შეეხება ეკონომიკის მეტრს - დოლარი - 3.3193 ლარი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters