ცნებები და ტერმინები

"კულტურის მეცნიერებანი", "კულტუროლოგია", "გონის მეცნიერებანი", "საზოგადოებრივი მეცნიერებანი", "ადამიანის მეცნიერებანი", "კულტურის ანთროპოლოგია"

ცნებები და ტერმინები, კულტურის მეცნიერებანი, კულტუროლოგია, გონის მეცნიერებანი, საზოგადოებრივი მეცნიერებანი, ადამიანის მეცნიერებანი, კულტურის ანთროპოლოგია, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

     თანამედროვე მოაზროვნეები, ისე, როგორც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისისა, როდესაც ჩამოყალიბდა კულტურის გამააზრებელი დისციპლინები - კულტურის ფილოსოფია, კულტურის ანთროპოლოგია, კულტურის სოციოლოგია, სოციალური სინამდვილისაგან ბუნების გამოსაყოფად და მისგან დამოუკიდებლად შემეცნებისათვის მრავალ ცნებას და ტერმინს იყენებდნენ. ცნებობრივი თუ ტერმინოლოგიური პლურალიზმი დღესაც ძალაშია. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი ვილჰელმ დილთაიმ გადადგა, რომელმაც ბუნების მეცნიერების საგნობრივ სფეროს გონის მეცნიერების სფერო დაუპირისპირა, თუმცა, მეთოდოლოგიაში ფსიქოლოგიზმის პრინციპს იცავდა. დილთაის მიხედვით, გონის მეცნიერებათა საგანი უნდა ყოფილიყო ყოველივე ის, რაც ბუნებრივად არარსებობდა და ადამიანის მიერ იყო შექმნილი, რასაც ფსიქიკური სუბსტანცია ჰქონდა. დილთაის აზრით, გონის მეცნიერებათა განმსაზღვრელ დისციპლინად ფსიქიკურის თეორია, ფსიქოლოგია მოიაზრებოდა. ამ მეცნიერებისათვის მან აღწერისა და ახსნის გვერდით გაგების მეთოდის დამკვიდრება სცადა. ეს იყო ბუნებისაგან განსხვავებული სინამდვილის შემეცნების გზაზე პირველი ნაბიჯი. მე-20 საუკუნის დასაწყისის მოაზროვნეთა უმრავლესობა ამ ნაბიჯმა ვერ დააკმაყოფილა. მათ მოითხოვეს და თვითონაც სცადეს ონტოლოგიური დუალიზმისათვის მოერგოთ მეთოდოლოგიური დუალიზმი. ვინდელბანდმა, რიკერტმა, მაქს ვებერმა ბუნების მეცნიერება და მისგან განსხვავებულ მეცნიერებათა ჯგუფი გამიჯნეს არა მარტო და არა უმთავრესად ონტოლოგიურად, არამედ მეთოდოლოგიურადაც. "გონის მეცნიერებათა" ცნება "კულტურის მეცნიერებათა" და "სოციალურ მეცნიერებათა" ცნებებმა შეცვალეს. ისინი ერთმანეთს უპირისპირებენ არა ბუნებისა და გონის, არამედ ბუნებისა და კულტურის მეცნიერებებს. რიკერტი აანალიზებს მეცნიერებათა დაყოფის ფორმალურ და მატერიალურ პრინციპებს. იგი, დასაწყისში, თითქოსდა იზიარებდა საგნობრივ დაყოფას, მაგრამ შემდგომში სინამდვილის მონისტური გაგება განავითარა და მეცნიერებათა ორ ჯგუფს შორის განსხვავება თვალსაზრისთათუ განხილვის წესთა განსხვავებაზე დაიყვანა. თავიდან რიკერტი ბუნებისა და კულტურის დაპირისპირებით შესაბამის ცნებათა ანალიზს აწარმოებს. მისი მტკიცებით, ბუნება ისაა, რაც თავისთავად არსებობს ადამიანთა ჩარევის გარეშე, კულტურა კი ადამიანის მიერ შექმნილი სინამდვილეა. "ბუნება არის ყოველივე იმის ერთობლიობა, რაც თავისთავად აღმოცენდა, თვითონ იშვა და საკუთრივ ზრდას ექვემდებარება. ამ აზრით, ბუნების საპირისპიროა კულტურა როგორც ის, რაც მისი მიზნების შესაბამისად ადამიანის მიერ ან უშუალოდ შექმნილია, ან ის ადრე არსებობდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის მიერცნობიერად სათუთად მოვლილია მასთან დაკავშირებული ღირებულების გამო". კულტურაში მთავარია ღირებულება. ადამიანის მიერ აღიარებული ე.წ. საყოველთაო კულტურული ღირებულებანი. ღირებულების მქონე კულტურული მოვლენები დოვლათია. ღირებულებისაგან გაძარცული ობიექტები ბუნებაა. მასში დოვლათი არაა. კულტურის მოვლენები მოიცავს რელიგიის, იურისპრუდენციის, ისტორიის, ფილოლოგიისა და სხვა მეცნიერებათა ობიექტებს, ე.ი. გონის მეცნიერებათა ობიექტებს, ფსიქოლოგიის გამოკლებით. მეცნიერება კულტურის შესახებ ადეკვატური ცნებაა, ხოლო მეცნიერება გონის შესახებ გამოუსადეგარი და არაადეკვატურია, რადგან ის აგებულია გონის მეცნიერებათა სფეროდ ფსიქიკურის აღიარებაზე, მაშინ, როდესაც კულტურა ფიზიკურსაც მოიცავს ფსიქიკურის გვერდით.

     თავის წინამორბედებიდან რიკერტი ასახელებს პაულის მოძღვრებას, რომელმაც საფუძველი დაუდო ბუნებისა და კულტურის მეცნიერებათა განსხვავებას, მაგრამ მანფსიქიკური კულტურაში შეიტანა და ფსიქოლოგია გამოაცხადა კულტურის მეცნიერებათა ბაზად, მაშინ, როდესაც რიკერტი ფსიქოლოგიას საერთოდ არ თვლის კულტურის მეცნიერებად. დასკვნა ერთია: ღირებულების ცნების გარეშე შეუძლებელია ბუნებისა და კულტურის განსხვავება. ისიც აღსანიშნავია, რომ კულტურის მოვლენები უნდა განიხილებოდეს არა მარტო ღირებულებასთან, არამედ შემფასებელ სუბიექტთან მიმართებაშიც. საბოლოოდ, რიკერტი კულტურას განსაზღვრავს როგორც "ობიექტთა ერთობლიობას, რომელიც დაკავშირებულია ზოგადმნიშვნელად ღირებულებებით და რომელსაც სათუთად უვლიან ამ ღირებულებათა გამო”.

     რიკერტი, მატერიალურის გვერდით, განასხვავებს მეცნიერებათა ფორმალური პრინციპით დაყოფასაც. მიაჩნია, რომ მეცნიერებათა დაყოფას ფორმალური საფუძველიც აქვს. ისტორიული მეცნიერებანი კულტურის ახსნას ემსახურებიან და მათი მეთოდი ინდივიდუალიზების სახით უპირისპირდება ბუნების მეცნიერებათა მაგენერალიზებელ მეთოდს. მაინდივიდუალიზებელი ანუ იდიოგრაფიული მეთოდი მოვლენის ინდივიდუალობასა და განსაკუთრებულობას იმეცნებს. ნომოთეტური მეთოდისთვის კი ერთეული მოვლენა გვარის ეგზემპლარია და ის კი არაა შემეცნების საგანი, არამედ მოვლენათა ამ კლასისათვის საერთო ნიშნების საფუძველზე მათიგანმსაზღვრელი კანონი. მოვლენის კულტურული მნიშვნელობა იმასთან კი არაა დაკავშირებული, რა აქვს მას სხვა მოვლენებთან საერთო, "არამედ იმასთან, რითაც ისსხვა მოვლენათაგან განსხვავდება. ამიტომ სინამდვილე, რომელსაც ჩვენ კულტურული ღირებულებებისადმი მიმართების თვალსაზრისით განვიხილავთ, უნდა განიხილებოდეს ასევე განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალობის მხრივ. მაშასადამე, რამდენადაც ლაპარაკია კულტურული ღირებულებებისათვის რომელიმე კულტურული პროცესის მნიშვნელობაზე, ამ კულტურული მოვლენის ნამდვილად შესაბამისი მხოლოდ ინდივიდუალურ - ისტორიული განხილვა იქნება”.

     რიკერტი ამ საგნობრივი და მეთოდოლოგიური დუალიზმის აღიარებასთან ერთად ამტკიცებს, რომ ერთიდაიგივე სინამდვილე შეიძლება განვიხილოთ როგორც ბუნებრივი, ასევე კულტურული თვალსაზრისით. ამით ის უარყოფს საგნობრივი დაყოფის რეალურობას. მისი მტკიცებით, სინამდვილე ერთია და მისი განხილვა ორი თვალსაზრისითაა შესაძლებელი, იმის მიხედვით, რა ინტერესები გვამოძრავებს. თუ მოვლენის კულტურულ ღირებულებებთან მიმართება გვაინტერესებს, მას განვიხილავთ ინდივიდუალობაში. იგივე მოვლენა შეიძლება განვიხილოთ ღირებულებებთან მიმართების გარეშე, როგორც ბუნების ნაწილი და მაშინ მნიშვნელოვანია არა მისი ინდივიდუალობა, არამედ გვარის ეგზემპლარად ყოფნა და ის თავისთავად შეცვლადია სხვა ეგზემპლარით.

     რიკერტი სინამდვილეს და მეცნიერებას თიშავს ერთმანეთისაგან. მიაჩნია, რომ მეცნიერებას საქმე არა აქვს სინამდვილესთან, არა მარტო მაშინ, როდესაც მაგენერალიზებელი მეთოდით ხელმძღვანელობს, არამედ მაშინაც, როცა ინდივიდუალურს იმეცნებს. რიკერტი განასხვავებს ორი სახის ინდივიდუალობას: "უბრალო მრავალსახოვნობას და ინდივიდუალობას ამ სიტყვის ვიწრო მნიშვნელობით. ერთი ინდივიდუალობა თვით სინამდვილეს ემთხვევა და არც ერთ მეცნიერებაში არ შედის. მეორე ინდივიდუალობა სინამდვილის გარკვეული გაგებაა, ამიტომ ცნებებით მოიცვება". კულტურის ცნება მოვლენებში არსებითისაგან არაარსებითის გარჩევის კრიტერიუმს იძლევა და კულტურულ ღირებულებებთან კავშირით მოვლენის კულტურისთვის ღირებულებას განსაზღვრავს. ამგვარად, მეცნიერების არც ერთ დარგს არა აქვს სინამდვილესთან საქმე. მეცნიერება არ სწავლობს სინამდვილეს. რიკერტის ეს პოზიცია მიუღებელი გახდა ვებერისათვის, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხებში ვებერი რიკერტს ეთანხმება, განსაკუთრებით, ღირებულებისა დასინამდვილის დაპირისპირებაში, კულტურის მეცნიერებაში ღირებულების კრიტერიუმად აღიარებასა და მეთოდოლოგიური დუალიზმის საკითხში.

     რიკერტის მტკიცებით, კულტურის ცნების განსაზღვრებისას წამოყენებულ უნდა იქნას ღირებულების ცნება, როგორც კულტურისა და ბუნების გამმიჯვნელი. ჩვენც ამას ვეფუძნებოდით, როდესაც კულტურას განვსაზღვრავდით როგორც ღირებულებათა სფეროს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ღირებულების ცნება აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია კულტურის ყოფიერების სრულყოფილი განსაზღვრისათვის. გერმანიაში ამ საკითხის ირგვლივ ჩემს ინფორმაციასთან დაკავშირებით გამართულმა დისკუსიებმა და მაქს ვებერის მემკვიდრეობის კიდევ ერთხელ გადასინჯვამ დამარწმუნა, რომ კულტურის სფეროს დასახასიათებლად, ღირებულებათა გვერდით, აუცილებელია საზრისიც. კულტურა ღირებულებათა და საზრისის გზით უნდა განისაზღვროს. კულტურული სინამდვილე ბუნებისა და ბუნებრივისაგან არა მარტო ღირებულებით განსხვავდება, არამედ იმ საზრისითაც, რასაც ამ სფეროს მოვლენებს ანიჭებსადამიანი. კულტურა გასაზრისიანებული, ანუ საზრისმინიჭებული სინამდვილეა. რასაკვირველია, საზრისის გარეშე ღირებულება არ მოიაზრება და ღირებულებით გარკვეულწილად საზრისსაც გავიაზრებთ, მაგრამ კულტურის სფეროს მოსახაზად საზრისს დამოუკიდებელი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ კულტურა ამ ორიელემენტით - ღირებულებითა და საზრისით - უნდა განისაზღვროს. სწორედ ასეთი იყო მაქს ვებერის პოზიცია. მისი მტკიცებით, "კულტურა საზრისს მოკლებული უსასრულო სამყაროს ის სასრული ფრაგმენტია, რომელიც ადამიანის თვალსაზრისით საზრისისა და მნიშვნელობის მქონეა". დედანში ეს განსაზღვრება ასე ჟღერს: "Kultur ist ein wom Standpunkt des Menschen aus mit Sinn und Bedeutung Bedachter endlichen Ausschnitt aus der Sinnlo?en Unendlichkeit der Weltgeschehens".

     ვებერის მტკიცებით, სოციალურ მეცნიერებათა შესწავლის საგნის სფეროდან სინამდვილის გამორიცხვა შეუძლებელია, რადგან სოციალურ მეცნიერებათა მიზანია ადამიანის გარემომცველი სინამდვილის წვდომა. "სოციალური მეცნიერება სინამდვილის შესახებ მეცნიერებაა". ჩვენ ვცდილობთ გარემომცველი ნამდვილი ცხოვრებისგაგებას, მის თავისებურებასა და ურთიერთკავშირში. ასევე მის ცალკეულ მოვლენათა კულტურული მნიშვნელობის წვდომას თანამედროვეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, იმ მიზეზების დადგენას, რომელთა მიხედვითაც ისინი ისტორიულად ჩამოყალიბდნენ სწორედ ასე და არა სხვაგვარად".

     ვებერი, რიკერტის მსგავსად, სინამდვილის ღირებულებასთან მიმართებას განიხილავს და ასეთი მიმართების მქონე სინამდვილეს კულტურას უწოდებს. შესაბამისად, კულტურის მეცნიერებებად "ისეთ დისციპლინებს თვლის, რომლებიც ცდილობს ცხოვრებისეული მოვლენები შეიმეცნოს მათ კულტურულ მნიშვნელობაში. ხოლო კულტურის მოვლენების მნიშვნელობა და ამ მნიშვნელობის მიზეზი არ აიხსნება და არც საბუთდება კანონთა და ცნებათა სისტემით”. მნიშვნელობა, რომელიც მეცნიერებათა ამ ჯგუფისათვის განმსაზღვრელია, "გულისხმობს კულტურის მოვლენათა ღირებულების იდეებთან მიმართებაში მოყვანას." რიკერტის აზრით, კულტურის ცნება ღირებულებითი ცნებაა. ემპირიული სინამდვილე ჩვენთვის კულტურაა რადგან, ის მიმართებაში მოგვყავს ღირებულებით იდეებთან. კულტურა მოიცავს სინამდვილის მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომელიც ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით ჩვენთვის მნიშვნელადი ხდება. აქ აუცილებელია ინტერესები, რომლითაც სინამდვილეს მივუდგებით. ეს კი, კანონთან მიმართებაში არ არის. ინდივიდუალურის სინამდვილე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელობს როგორც კულტურის ფენომენი, მხოლოდ ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით, არის ასეთი და გამორიცხავს კანონის ეგზემპლარად ყოფნის შესაძლებლობას. თუნდაც, კანონი კულტურის მოვლენათა კვლევაში მონაწილეობდეს, ის არაა ამ კვლევის მიზანი და მხოლოდ საშუალების როლს ასრულებს. ამიტომ, კულტურის მოვლენათა კვლევა, რომელიც ემპირიულ კავშირებს კანონებზე დაიყვანს, უსაზრისოა.

     ვებერი იმათ თვალსაზრისსაც უარყოფს, ვინც კულტურას მხოლოდ დადებით ღირებულებათა სფეროდ მიიჩნევს. რიკერტმა ეს პოზიცია გააკრიტიკა, როგორც შეფასებისა და ღირებულებასთან მიმართებაში მოყვანის აღრევა. ადამიანსაქვს უფლება, შეაფასოს მოვლენა, მაგრამ ეს არაა კულტურის ფენომენის შემეცნება, ამტკიცებს რიკერტი და ამ აზრს ვებერიც ავითარებს. მისი მტკიცებით, მოვლენებს კულტურულ მნიშვნელობას ჩვენ ვანიჭებთ მათი გასაზრისიანებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საზრისი ან ღირებულება უცილობლად დადებითი უნდა იყოს: "კულტურის მოვლენებს პროსტიტუცია არანაკლებად ეკუთვნის, ვიდრე რელიგია ან ფული, ხოლო ისინი კულტურის მოვლენებია რადგან, მათი არსებობა პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩვენს კულტურულ ინტერესებს ეხება".

     უფრო დაწვრილებით, იმის გასარკვევად, თუ რა ესმით კულტურის მეცნიერებებში და რა მიმართებაშია ეს სფერო სოციალურ ურთიერთობებთან, დავუბრუნდეთმაქს ვებერის პოზიციას ამ საკითხში. იგი აანალიზებს მეცნიერული შემეცნების ძირითად მოთხოვნას შემეცნების ობიექტურობას და სვამს კითხვას როგორაა შესაძლებელი ყოფიერებისა და ჯერარსის შესახებ მეცნიერებათა სფეროში ჭეშმარიტების ობიექტურობა, ანუ "რა აზრით არის, საერთოდ, ობიექტურად მნიშვნელადი ჭეშმარიტებანი კულტურის შესახებ მეცნიერებებში?" ვებერი განიხილავს შემეცნებით და შეფასებით მსჯელობათა მიმართებას და ობიექტური ჭეშმარიტებისმნიშვნელობას მხოლოდ შემეცნებით მსჯელობებს მიაწერს. თუმცა, როგორც თვითონ აღნიშნავს, სოციალურ თუ კულტურის მეცნიერებათა სფეროში არააგამორიცხული შეფასებითი მსჯელობების არსებობა, მაგრამ ეს შემეცნებას არაფერს მატებს. ამ შემთხვევაში, ვებერი სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა ცნებებსადა ტერმინებს სინონიმური მნიშვნელობით იყენებს. მისი მტკიცებით, შემეცნების ამოცანაა, ემპირიული სინამდვილის ისე მოწესრიგება, რომ მას ემპირიულ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია შეეძლოს. ეს ნიშნავს, "რომ აზროვნების მომწესრიგებელ მოღვაწეობას კულტურის მეცნიერებათა სფეროში უმაღლესი ღირებულებანი წარმართავს... სწორია და ყოველთვის დარჩება ფაქტი, რომ თუ ადამიანს უნდა, მიაღწიოს თავის მიზანს, მეთოდურად კორექტული მეცნიერული არგუმენტაცია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში სწორად უნდა სცნოს ჩინელმაც და მნიშვნელობდეს მისთვისაც, თუმცა, ის შეიძლება, ჩვენი ეთნიკური იმპერატივებისადმი ყრუ იყოს, და მაინც, ის არ უარყოფს მეცნიერული ანალიზის ღირებულებას". ვებერი აქ სინონიმური მნიშვნელობით იყენებს სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა ტერმინებს. ეს ჩანს არა მარტო სინამდვილის შემეცნებითი მოწესრიგების ფონზე, არამედ, ამ სინამდვილის სფეროს მოაზრებაშიც. ვებერი სვამს კითხვას: რას ვუწოდებთკულტურულ პროცესებს? რომელნიც სოციალურ - ეკონომიკურ პრობლემატიკას წარმოქმნის. კულტურის პროცესებში ვებერი სამ სფეროს განასხვავებს: ეკონომიკური - მაგალითად, ბირჟის ან ბანკის მოვლენები. "ჩვენი შემეცნების ასეთ ობიექტებს, ვიწრო აზრით, შეგვიძლია "ეკონომიკური" პროცესები ან ინსტიტუტები ვუწოდოთ". მათუერთდება სხვა, მაგალითად, რელიგიური ცხოვრების ხდომილებები, რომლებიც პირველ რიგში, არაეკონომიკური თვალსაზრისით გვაინტერესებს, მაგრამ რომელიც გარკვეულ ვითარებაში ამ თვალსაზრისითაც ხდება მნიშვნელოვანი, რადგან ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის საინტერესო პროცესებზე ზემოქმედებს დაეკონომიკურად რელევანტური მოვლენებია. დაბოლოს, არაეკონომიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ისინი, რომელთა ზემოქმედებაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, ანსაერთოდ არ იგრძნობა, ან სრულიად უმნიშვნელოა. მაგალითად, გარკვეული ეპოქის მხატვრული გემოვნების მიმართულება. ეკონომიკურად განპირობებულმოვლენათა კლასში ვებერი ერთნაირად ათავსებს როგორც სახელმწიფოს ინსტიტუტს, რომელიც ადამიანთა შორის ურთიერთობათა კომპლექსად ესახება, ასევეხელოვნებასა და ეკონომიკას დაშორებულ სხვა სფეროებსაც. ვებერი თავისი ჟურნალის მიმართულებას განსაზღვრავს არამხოლოდ ეკონომიკურ მოვლენებზე, არამედ, ეკონომიკურად რელევანტურ და "ეკონომიკურად გაპირობებული მოვლენების შემეცნებაზე წარმართულად. ასეთ მოვლენათა სფეროდ ჩვენი ინტერესების შესაბამისადის მიიჩნევს "კულტურის პროცესთა" მთელ ერთობლიობას". ზომბარტთან ერთად დაარსებული მისი ჟურნალის სახელწოდებაც - "სოციალურ მეცნიერებათა არქივი" - ამ გამოცემის სოციალურ მოვლენებზე ორიენტირებას მიუთითებს, რაშიც "ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების სოციალურ - ეკონომიკური სტრუქტურის საერთო კულტურული მნიშვნელობა და მისი ორგანიზაციის ისტორიული ფორმები იგულისხმება". ამავე დროს, ვებერი ამტკიცებს, რომ სოციალურ - ეკონომიკური ასპექტი კულტურის პროცესებს მთლიანობაში არ მოიცავს და ამ ასპექტზე ინტერესის შეჩერება აღნიშნულ სფეროს ზღუდავს. მას ეჭვი არ ეპარება, რომ "კულტურული ცხოვრების სოციალურ - ეკონომიკური ასპექტის გამოყოფა თემას არსებითად ზღუდავს". მართლაც, ეკონომიკური ან კიდევ მატერიალისტური, როგორც ამას მარქსისგავლენით აღნიშნავენ, თვალსაზრისი, რომლითაც კულტურული ცხოვრება განიხილება, ცალმხრივია. ვებერიც იზიარებს ამ მოსაზრებას, ის საზოგადოებრივ მეცნიერებებს უფრო ფართო პლანით წარმოადგენს და მასთან სოციალური სფერო მის შემსწავლელ მეცნიერებებთან ერთად, კულტურისა და მის შემსწავლელკულტურის მეცნიერებათა სფეროს ემთხვევა. "თუ "კულტურის მეცნიერებებს" იმ დისციპლინებს ვუწოდებთ, რომელიც ადამიანის ცხოვრების მოვლენებს განიხილავს, მაშინ სოციალური მეცნიერება ჩვენი გაგებითასეთ მეცნიერებებს ეკუთვნის".

     ვებერი კულტურის მეცნიერებათა ცნების განსაზღვრებასა და, მასთან ერთად, კულტურის ცნებასაც მრავალგზის უბრუნდება. ის წერს: ჩვენ კულტურისმეცნიერებანი ისეთ დისციპლინებს ვუწოდეთ, რომელიც ცდილობს სიცოცხლის მოვლენები მათ კულტურულ მნიშვნელობაში შეიმეცნოს, ხოლო ეს მნიშვნელობაკულტურის მოვლენათა ღირებულებასთან მიმართებას გულისხმობს. კულტურის ცნება ღირებულებითი ცნებაა, ემპირიული სინამდვილე ჩვენთვის იმიტომაა "კულტურა", რომ ჩვენ ის ღირებულებით იდეებთან მიმართებაში მოგვყავს".

     როგორც ვხედავთ, ვებერი კულტურის მეცნიერებათა და კულტურის სფეროს ემპირიული სინამდვილის ღირებულებებთან მიმართებაში მოყვანით მოიაზრებს, ხოლო ღირებულებებთან თუ მნიშვნელობასთან მიმართებაში მოყვანილი სინამდვილე კულტურის ფენომენად ცხადდება. ვებერის აზრით, კულტურული სინამდვილის შემეცნება სპეციფიური თვალსაზრისის შედეგია, რადგან სინამდვილის იმ მონაკვეთით შემოიფარგლება, რომელიც კულტურულ ღირებულებებთანაა მიმართებაში. ღირებულებებში სუბიექტური მომენტიც იგულისხმება: "კულტურის მეცნიერებებში შემეცნება ყოველთვის სუბიექტურ წანამძღვარს გულისხმობს", მაგრამ იგი არა პრობლემის გადაწყვეტაზე, არამედ მის შერჩევაზე ვრცელდება. ჩემი ღირებულებითი ორიენტაციები კვლევის სფეროს ამომარჩევინებს, მაგრამ ამ სფეროს შემეცნებისა თუ საკითხების გადაწყვეტის პროცესში ეს ორიენტაციები არ მონაწილეობს. კულტურის მოვლენას კვლევის საგნად იმის მიხედვით ვიხდი, მნიშვნელოვნად მესახება იგი თუ არა. საერთოდ, კულტურას მნიშვნელოვანისა და უმნიშვნელოს გარჩევის კრიტერიუმით ვუდგები, მაგრამ როგორი იქნება ჩემს მიერმნიშვნელოვნად მიჩნეული მოვლენის შემეცნების შედეგები, ეს არაა დამოკიდებული ჩემს ღირებულებით ორიენტაციებზე. ის ობიექტური უნდა იყოს და ყოველგვარ სუბიექტურობას გამორიცხავს.

     ყურადსაღებია, რომ ტერმინები - "კულტურა" და "კულტურის მეცნიერებანი" - გერმანული აზროვნების "პირმშოა" და ამ ტრადიციას გერმანია დღემდე ინარჩუნებს. საინტერესოა, რომ "კულტუროლოგიაც" გერმანული წარმოშობის ტერმინია. იგი გერმანელ ქიმიკოსს ოსტვალდს ეკუთვნის, მაგრამ არც ერთ გერმანულ ნაშრომში ესტერმინი არ გამოიყენება და, საერთოდ, მისი გამოყენების მართებულობას არა მარტო გერმანელთა თეორიულ შრომებში, არამედ, უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტების დაგეგმვაშიც გამორიცხავენ. გერმანიაში ფიგურირებს კულტურის მეცნიერებანი და არა "კულტუროლოგია". იქ არსებობს "კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტები", "კულტურის სოციოლოგიის კათედრები", მაგრამ არა - "კულტუროლოგიის".

     ასეთივე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ტერმინ "პოლიტოლოგიის" მიმართ. იქ არსებობს პოლიტიკის სოციოლოგიის კათედრები, მაგრამ არა "პოლიტოლოგიის". სანიმუშოდ ბავარიის ბაიროითის უნივერსიტეტის სტრუქტურას მოვიტანთ. იქ არსებობს კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტი, რომელშიც გაერთიანებულია ზოგადი სოციოლოგიის, პოლიტიკის სოციოლოგიის, ევანგელისტური და კათოლიკური თეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ფოლკლორისტიკის, ეთნოლოგიის, პედაგოგიკისა და სხვა კათედრები. კულტურის მეცნიერებებში არაა შეტანილი სამართლისა და ეკონომიკის დარგები. მათ ცალკე ფაკულტეტი აქვთ.

     კულტურის კვლევის ისტორია ორ განასერში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ: ერთია კულტურის შესახებ შრომები, კულტურის მეცნიერებათა აუცილებლობის დასაბუთება და მეორეა კულტურათა შემსწავლელი ინსტიტუტები. უნდა აღინიშნოს, რომ პრიმატი აქაც გერმანელებს ეკუთვნით, თუმცა, ინგლისელები ცდილობენ გერმანელებს არ ჩამორჩნენ, განსაკუთრებით, თეორიაში. ეს იგრძნობოდა კულტურის ანთროპოლოგიის დარგში ინტენსიური მოღვაწეობით. რაც შეეხება ინსტიტუტებს, გერმანიაშიკულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტები შეიქმნა, მაგრამ კულტურის კვლევის პირველი ცენტრი ინგლისში ჩამოყალიბდა. როგორც ბიომე, მატუშეკი და მიულერი აღნიშნავენ, კულტურის შემსწავლელი ცენტრი ინგლისში ბირმინჰემში 1964 წელს შეიქმნა სახელწოდებით: "თანამედროვე კულტურის შემსწავლელი ცენტრი". შემდეგ კულტურის კვლევისადმი ინტერესი ამერიკაშიც გაღვივდა, სადაც, ლიტერატურის კრიტიკის საფუძველზე, ახალი ისტორიციზმის მოძღვრება შეიქმნა. შემდგომ, კულტურის კვლევა განვითარდა საფრანგეთში, სადაც "ანალების" სკოლის წარმომადგენლებმა - ლუის ლეფევრმადა მარკ ბლოკმა ისტორიის სფეროდან კვლევა კულტურის პრობლემატიკაზე წარმართეს.

     გერმანიაში, ჯერ კიდევ ფაშიზმის პერიოდში, იქმნება ფოლკლორისტიკის იდეოლოგიზებული კულტურის ემპირიული კვლევის მიმართულება და შესაბამისი ინსტიტუტი. ეს ინსტიტუტი 1971 წლიდან ტიუბინგენში გადაკეთდა "ემპირიული კულტურის მეცნიერების ინსტიტუტად", ხოლო 1974 წლიდან ფოლკლორისტიკის ფრანკფურტის ინსტიტუტი "კულტურის ანთროპოლოგიისა და ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტად" გადაკეთდა. ზემოთ აღნიშნული ბაიროითის უნივერსიტეტის (რომელსაც 2000 წელს მეოთხედი საუკუნე შეუსრულდა) მაგალითი იმის მაჩვენებელია, თუ რა გვიან გაცნობიერდა კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტის ცალკე გამოყოფა სხვა დარგებიდან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბავარიის რვა უნივერსიტეტიდან ანალოგიური ფაკულტეტები ყველაში არაა, დავრწმუნდებით, რომ კულტურის მეცნიერებათა და შესაბამისი ინსტიტუტების ჩამოყალიბება ინტენსიურ ფორმას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს.

     კულტურის მეცნიერებათა შესახებ საკითხის დაყენება თანამედროვე ლიტერატურაში უფრო ფართო განხილვის საგანია, ვიდრე - საუკუნის დასაწყისში. დღევანდელი მოაზროვნეები კულტურის მეცნიერებათა აუცილებლობის დასაბუთებას სპეციალურ მონოგრაფიებს უძღვნიან. ასეთი მონოგრაფია ბევრია. დავასახელებ რამდენიმე მათგანს: კლაუს ჰანსენი, "კულტურა და კულტურის მეცნიერება" (Klaus Hansen, Kultur und Kulturwissenschaft); დიტერ კრამერი, "კულტურის მეცნიერების აუცილებლობა" (Dieter Kramer, Won der Notwendigkeit der Kulturwissenschaft). ანალოგიურია, სამი ავტორის: ბიომეს, მატუშეკისა და მიულერისმონოგრაფია: "კულტურის მეცნიერების ორიენტირება".

     დღეს იმდენად დაწვრილებით მუშავდება ეს საკითხები, რომ, როგორც აღინიშნა, კულტურის მეცნიერების ცნება მხოლობითში უნდა მოვიაზროთ თუ მრავლობითში, ეს პრობლემაც კი, განხილვის საგანია. ვებერის ენაზე რომ ვთქვათ, საკითხი ისმის: არის თუ არა, კულტურის მეცნიერებათა გარკვეული კონსტელაცია, რომელშიც ვარსკვლავთა განლაგების მსგავსად, კულტურის თითოეულ დისციპლინას თავისი ადგილი ექნება, თუ კულტურის მეცნიერება ერთადერთი ვარსკვლავია. ერთიანი აზრი არც ამ საკითხის ირგვლივაა: ზოგისთვის კულტურის მეცნიერება არსებობს, ზოგისთვის - კულტურის მეცნიერებანი, ზოგიც ორივეს იყენებს.

     ზოგჯერ "კულტურის მეცნიერებათა" ნაცვლად, "ადამიანის მეცნიერებათა" ტერმინს იყენებენ "კულტურის ანთროპოლოგიის" სახით, იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ადამიანიერთადერთი არსებაა, რომელიც კულტურას ქმნის და კულტურის მატარებელია. არც ერთ სხვა სულიერ არსებას არა აქვს კულტურა და არც კულტურის მატარებელია. ადამიანი და მისი საქმიანობა კულტურის იგივეობრივია. ამდენად, ადამიანის შემეცნება კულტურის შემეცნებაა.

     ზოგიერთი კულტურასა და საზოგადოებას აიგივებს და საზოგადოების შესწავლას კულტურის შემეცნებად მიიჩნევს, ხოლო საზოგადოების შესახებ მეცნიერებას - კულტურის შესახებ მეცნიერებად. ასეთი თვალსაზრისი აქვს გატარებული ფრიდრიხ ტენბრუკს ორტომიან მონოგრაფიაში საზოგადოება როგორც კულტურა", (Geselschaft als Kultur), 1997 წ. ამ შრომის პირველ ტომს "კულტურის სოციოლოგია" ეწოდება.

     როგორ დგას თანამედროვე მეცნიერებაში სოციალურ და კულტურის მეცნიერებათა შინაარსის საკითხი, რა ნიშნებით მოიაზრება და განისაზღვრება როგორც ერთი, ისე მეორე ცნება? როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ცნებათა ერთმნიშვნელოვანი გაგება არ არსებობს. ზოგიერთი მეცნიერება თუ ერთ მოაზროვნესთან კულტურის მეცნიერებათა ფორმადაა მიჩნეული, სხვასთან ბუნების მეცნიერების დარგად ცხადდება (ასე, მაგალითად, მაქს ვებერი გეოგრაფიას საზოგადოებრივ და, შესაბამისად, კულტურის მეცნიერებათა რიგში ათავსებს, მაშინ, როდესაც გეოგრაფია სხვა მოაზროვნეებთან ბუნების მეცნიერების დარგადაა ცნობილი). სამართლისა და ეკონომიკის მეცნიერებანი, ჩვეულებრივ, კულტურის მეცნიერებებად იყო მიჩნეული, ვებერთან ეკონომიკური მეცნიერებანი და ეკონომიკა კულტურის მეცნიერებათა და კულტურის ცენტრალურ სფეროდ მოიაზრება, მაგრამ ბაიროითის უნივერსიტეტში ისინი კულტურის მეცნიერებათა ფაკულტეტს არ ეკუთვნის და ცალკე დარგად არის წარმოდგენილი.

     იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორაა ეს ცნებები გაგებული თანამედროვე საცნობარო ლიტერატურაში, რამდენიმე სოციოლოგიურ ლექსიკონს მოვიშველიებთ: კარლ ჰაინც ჰილმანის სოციოლოგიურ ლექსიკონში აღნიშნულია: "სოციალური მეცნიერება გამაერთიანებელი სახელდებაა ყოველი თეორიული ცდისეული მეცნიერებისათვის, რომელიც ბუნების მეცნიერებისა და სპეკულატურ დოგმატურ მოძღვრებათა საპირისპიროდ, სისტემატურად იკვლევს საზოგადოების ერთობლივი ცხოვრების რეალურ მოვლენებს. სოციალურ მეცნიერებათა ცნება გონის, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებებს მოიცავს. სოციოლოგია, როგორც სოციალურ მეცნიერებათა საფუძველი, კულტურულ ანთროპოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიასთან ერთად იკვლევს საზოგადოებას, საზოგადოების სისტემებს, სტრუქტურებსა და პროცესებს, როგორიცაა სოციალური ქცევა. სპეციალური სოციოლოგიები ცალკეულ სფეროებს იკვლევენ და ამასთან ერთად, საზოგადოებრივი ცხოვრების პრობლემათა ასპექტების შესწავლაზე სპეციალიზდებიან: ეთნოლოგია, ეკონომიკა, სამართლის მეცნიერება, პოლიტოლოგია, პედაგოგიკა, ენათმეცნიერება, (განსაკუთრებით, სოციალური ლინგვისტიკა). სოციალურ მეცნიერებათა სფეროს შემოფარგლავენ ბუნებისმეცნიერებანი და, უმთავრესად, ბუნებისმეცნიერულადორიენტირებული დარგები: ბიოლოგია, ეკოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა, გეოგრაფია, ცხოველთა და მცენარეთა სოციოლოგია, სოციალური ეკოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, სოციალური მედიცინა, სოციალური გეოგრაფია. სოციალური პრობლემების შესწავლა მრავალი დისციპლინის ერთობლივ ღონისძიებებს მოითხოვს”.

     გერმანულენოვანი სოციოლოგიური ლექსიკონის მესამე ტომი (გვ. 653) სოციალურ მეცნიერებებს ასე ახასიათებს: "სოციალურ მეცნიერებათა ცნება გამაერთიანებელისახელწოდებაა ყოველი აკადემიური დისციპლინისათვის, რომელიც ადამიანთა ერთობლივი ცხოვრების კვლევითაა დაკავებული. ფართო აზრით, ეს დისციპლინებია: სამართლისა და ისტორიის მეცნიერებანი, ენათმეცნიერება, განსაკუთრებით, სოციოლოგიის, ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებანი, მათი მომიჯნავეა სოციალურიფსიქოლოგია და კულტურის ანთროპოლოგია".

     "კულტურის მეცნიერებათა" და "სოციალურ მეცნიერებათა" გვერდით არსებობს "საზოგადოებრივ მეცნიერებათა" ცნებაც. სწავლულებს შორის არც ამ ცნების შინაარსის მიმართაა ერთმნიშვნელოვანი პოზიცია. ზოგიერთის აზრით, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნება კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა ცნებებს ემთხვევა, ზოგიერთი კი საზოგადოებრივ მეცნიერებებს უფრო ვიწრო მნიშვნელობით იყენებს კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა სფეროსთან შედარებით. საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნების ეს ორი გაგება დაფიქსირებულია რაინჰოლდის რედაქციით გამოსულ სოციოლოგიის ლექსიკონში. იქ აღნიშნულია: "საზოგადოებრივი მეცნიერებანი ზოგჯერ სოციალურ მეცნიერებათა სინონიმად გამოიყენება, ზოგჯერ კი საზოგადოებრივი მეცნიერებანი, რომელთაც ეკუთვნის სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებანი და პოლიტიკური ეკონომია, სოციალურ მეცნიერებათაგან მაკროსტრუქტურული პერსპექტივებით გამოიყოფა". ამავე ლექსიკონში კულტურის მეცნიერების ცნების დახასიათებისას ავტორები ვერ ხედავენ დიდ განსხვავებას კულტურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა შორის. მათი მტკიცებით, კულტურის მეცნიერება ყველა იმ დისციპლინის კრებითი ცნებაა, რომელთაც მეცნიერული კვლევის საგნად კულტურის მეცნიერული დამუშავებაგაიხადეს, იქნება ეს სოციოლოგია, ეთნოლოგია თუ კულტურის ანთროპოლოგია. კულტურისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სინონიმად ამ ლექსიკონისავტორები თვლიან სოციალურ მეცნიერებათა ცნებას. მათი აზრით, "სოციალური მეცნიერებანი, საზოგადოებრივი მეცნიერებანი, კრებითი სახელწოდებაა იმ მეცნიერებებისათვის, რომლებიც ადამიანსა და საზოგადოებას შორის მიმართებით არის დაკავებული. სოციალური მეცნიერებები შეიძლება დავანაწევროთ ეკონომიკისა და სამართლის მეცნიერებებად, სოციოლოგიად, პოლიტიკურ მეცნიერებებად, ანთროპოლოგიად, ეთნოლოგიად, პედაგოგიკად, ფსიქოლოგიად და ფილოსოფიად". თუმცა, ყველა ავტორი არ ეთანხმება ამ ცნებათა გაიგივებას და საზოგადოებრივ მეცნიერებათაცნებას უფრო ვიწრო მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე კულტურისა და სოციალურ მეცნიერებათა ცნებას. სახელდობრ, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ბირთვად სოციოლოგიას ასახელებენ, ხოლო მის გვერდით ეკონომიკის მეცნიერებასა და სოციალურ ფსიქოლოგიას. ასეთ დაყოფას შეიძლება გარკვეული გამართლება ჰქონდეს, რადგან კულტურა და კულტურული პროცესები, სოციუმი და სოციალური პროცესები, ისე, როგორც სოციალური ინსტიტუტები, არ ემთხვევა საზოგადოებას, რომელსაც სოციოლოგია შეისწავლის. განსახილველია, აგრეთვე, სოციალურ, კულტურულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ცნებების მიმართება ადამიანის შესახებ მეცნიერებებთან, განსაკუთრებით, კულტურის ანთროპოლოგიასთან.

     წიგნში, "კულტურის მეცნიერების" ორიენტირება, ავტორები - ბიომე, მატუშეკი და მიულერი - მართებულად ილაშქრებენ მათ წინააღმდეგ, ვინც კულტურის მეცნიერების ისტორიას ანტიკურობიდან იწყებს. მათი აზრით, "კულტურის მეცნიერების აკადემიურ დისციპლინად წარმოდგენის მისწრაფება კულტურის ცნების ისტორიიდან ამოდის, მაგრამ უაზრობა იქნებოდა, რომ მისი თითქმის ანტიკურობამდე გავრცელებული ტრადიცია წარმოგვედგინა, როგორც კულტურის მეცნიერების წინაისტორია. ეს ცნება პირველად მეცხრამეტე საუკუნეში ამოტივტივდა აკადემიურ დისციპლინათა დიფერენცირების მიზნით". კულტურის მეცნიერების ცნების შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები კულტურის ისტორიკოსის გუსტავ კლემის ნაშრომში - Grundideen zu einer allgemeinen Culturwissenschaft (1815 წ. ) - გვხვდება. ის ახალ მეცნიერებას კულტურის ისტორიიდან მიჯნავდა და, ბუნების საწინააღმდეგოდ, კაცობრიობას წარმოადგენდა მთლიანობაში, როგორც ინდივიდუმს. მისიათტომიანი შრომის - "კაცობრიობის საყოველთაო კულტურის ისტორია" - მეათე ტომის წინასიტყვაობაში, გუსტავ კლემი აღნიშნავდა: "კულტურის ისტორია კაცობრიობის მოდგმის განვითარების პროცესია და ერთიმეორის შემდგომ ფაქტებისა თუ მოვლენების ინდივიდუალური მსვლელობა ურთიერთკავშირში უნდა განვიხილოთ. ეს იყო მომავალი კულტურის მეცნიერების საფუძველი". მან კულტურის მეცნიერებას სამი ამოცანა დაუსახა: პირველი - გადმოსცეს მოვლენები, რომლებიც ბუნების საწინააღმდეგო ადამიანის ძალთა განვითარებას წარმოადგენს; მეორე - ამის მიზეზი ადამიანსა და ბუნებაში ჰპოვოს და მესამე - გვიჩვენოს კანონები, რომლის ძალითაც ეს ურთიერთქმედება ხორციელდება". ამ ავტორების აზრით, კულტურის მეცნიერებათა დაფუძნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შტაინტალმა, რომელმაც განასხვავა არაისტორიული, წინაისტორიული და ისტორიული ხალხები.

     კულტურის ისტორიის ცნების განმარტება გერმანელმა ისტორიკოსმა ლამპრეხტმა სცადა ნაშრომში "გერმანიის ისტორია" (1891 - 1895), რომლის ერთ - ერთი ქვესათაურია "რა არის კულტურის ისტორია?" მისმა თანამედროვე ბურკჰარტმა კულტურის ისტორიას ანთროპოლოგიური ხასიათი მიანიჭა. მას კულტურის ისტორია გონის ფენომენების შესწავლაზე დაჰყავს. მისთვის სახელმწიფოსა და რელიგიის ისტორიაა ძირითადი. იტალიური რენესანსის კულტურა მასთან სახელმწიფოს განხილვით იწყება, ხოლო იტალიის ხელოვნებაზე ცალკე თავიც არა აქვს. ბურკჰარტის მტკიცებით, ყველა მეცნიერებათაგან ისტორია ყველაზე არამეცნიერულია. ის ცნობათა კრებულია იმის შესახებ, რასაც ერთი ეპოქა მეორეში ღირსშესანიშნავად მიიჩნევს. ასეთი მტკიცების მიუხედავად, ბურკჰარტი იყო ის, ვინც ისტორიის გადარჩენის გზა მოხაზა, გააკრიტიკა ლამპრეხტი, რომელთანაც კულტურის ისტორია მკვდრადშობილ ბავშვად მიიჩნია.

     კულტურის პრობლემების კვლევა მე-20 საუკუნის დასაწყისში განახლდა. 1910 წელს მელისმა დააფუძნა და 1912 წლიდან რიჰარდ კრონერთან ერთად სცემდაჟურნალ "ლოგოსს", რომლის ქვესათაური იყო "კულტურის ფილოსოფიის ინტერნაციონალური ჟურნალი", რომელშიც იბეჭდებოდა საინტერესო წერილები კულტურის პრობლემებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ზიმელის, ვინდელბანდის, რიკერტის წერილები. ლოგოსის გამოცემა 1933 წელს შეწყდა. მის ნაცვლად ფაშისტურ გერმანიაში გამოდიოდა "კულტურის ფილოსოფიის ინტერნაციონალური ჟურნალი". 1944 წლიდან ამ ჟურნალის ნაცვლად შეიქმნა "კულტურის გერმანული ფილოსოფიის ჟურნალი". კულტურის ისტორიკოსები გერმანული სკოლის წარმომადგენლებიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კასირერისა დაფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელთა ნააზრევს. ეს ხაზი თანამედროვეობაში ინტენსიურად ვითარდება.

ამოსაბეჭდი ვერსია:

ცნებები და ტერმინები

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1387

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters