ერნესტ კრეჩმერის თეორია

ფსიქოლოგიის თეორიები

     მე-20 საუკუნეში ფიზიონომიკის პრინციპი საფუძვლად დაედო უფრო სერიოზული ხასიათის და მეცნიერულ მეთოდოლოგიაზე დამყარებულ ტიპოლოგიებს, რომლებიც კონსტიტუციური თეორიების სახელით არის ცნობილი და რომლის წარმომადგენლებიც არიან გერმანელი ერნსტ კრეჩმერი და ამერიკელი უილიამ ჰერბერტ შელდონი.

კრეჩმერი იყო გერმანელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა მარბურგის ფსიქიატრიულ კლინიკაში და თავისი დაკვირვებები და ექსპერიმენტული გამოკვლევები განაზოგადა თეორიაში, რომელიც ყველაზე სრულად წარმოდგენილია მის წიგნში " "სხეულის აგებულება და ხასიათი" (1929).

     ყოველდღიურ ცხოვრებაში და წინამეცნიერულ ფსიქოლოგიურ გამოკვლევებში ხშირად ვხვდებით მითითებებს პიროვნულ და სხეულებრივ ნიშნებს შორის კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე. მაგალითად, ხალხის წარმოდგენაში ეშმაკი გამხდარი, წელში მოხრილია და გრძელი წვეტიანი ცხვირი აქვს. კრეჩმერს თავის წიგნის ეპიგრაფად არჩეული აქვს ნაწყვეტი შექსპირის ტრაგედიიდან "იულიუს კეისრი":

კეისარი:იმას ეცადე გვერდით სრული ხალხი მეხვიოს,გუილით სადანი და ღამით ძილ-გაუტეხელნი.ეს კასიოს კი პირხმელია, სულ მშიერსა ჰგავს

და ბევრსაც ფიქრობს, მაგისთანებს უნდა ერიდო.

ანტონიოს: ნუ გეშინია, კეისარო, შენ კასიოსი

ეგ ღირსეული, ნიჭით სავსე რომაელია".

კრეჩმერმა ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობიის დროს ყურადღება მიაქცია იმას, რომ სულიერი დაავადების ცალკეული ფორმით დაავადებული ავადამყოფები არა მხოლოდ დაავადების სიმპტომებით, არამედ გარეგნული ნიშნებითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ჩვეულებრივ, გარეგნული, სხეულებრივი ნიშნები _ სახის ფორმა, ზომები, მოქნილობა და სხვ. სტაბილური ნიშნებია, რომელიც დამკვირვებლის მიერ უშუალოდ აღიქმება. ეს ნიშნები სიტუაციურად ინვარიანტულნი არიან და სოციალურ გარემოცვაზე უშუალოდ ახდენენ გავლენას. კრეჩმერმა ავადმყოფებზე თავისი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად ივარაუდა (ჰიპოთეზა), რომ უნდა არსებობდეს სისტემური კავშირი დაავადების სიმპტომებსა და სხეულის აგებულებას შორის. 

     კრეჩმერის მიხედვით ადამიანის კონსტიტუცია პიროვნების როგორც შინაგანი, ისე გარეგანი ქცევის საფუძველია. კონსტიტუცია მას ესმის, როგორც ფსიქო-ფიზიკური მთლიანობა. კონსტიტუციის ცნებაში იგულისხმება ფსიქიკურიც. კრეჩმერი განმარტავს: "კონსტიტუციის ქვეშ ჩვენ გვესმის ყველა ინდივიდუალურ სისტემათა ჯამი, რომელიც ემყარება მემკვიდრეობას, ე. ი. მოცემულია გენოტიპურად".

qwelly | psiqologia | fsiqologia | ernest kremcheri | uiliam sheldoni | ernest kremcheris teoria | pirovnebis fsiqologia | shesavali pirovnebis fsiqologiashi | fsiqologia mecniereba | pirovneba psiqologia | ერნესტ კრემჩერის თეორია | უილიამ შელდონი | ფსიქოლოგია | ფსიქოლოგიური თეორიები | მეცნიერება ფსიქოლოგია

ლეპტოსომური (ასთენიკური), პიკნიკური და ათლეტური აგებულება კრეჩმერის მიხედვით

     კრეჩმერის მოღვაწეობის დროს ფსიქიატრიაში ფსიქოზების კლასიფიკაცია ორ განსხვავებულ კატეგორიას ცნობდა_ შიზოფრენიასა და მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს, რომლებსაც მკვეთრად დამახასიათებელი და ერთმანეთისგან განმასხვავებელი სიმპტომები გააჩნდათ. კრეჩმერს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ემპირიული დაკვირვების საფუძველზე დაეფიქსირებინა სხეულებრივი განსხვავებები ამ ორი ტიპის დაავადებულებში. მას უნდონდა სერიოზული ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული და სარწმუნო შედეგები მიეღო. კრეჩმერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანის კონსტიტუციის მორფოლოგიურ თავისებურებებს  სხეულის უჯრედების, ცალკეული ორგანოების, ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის, სქესობრივი სისტემის, სისხლძარღვების და სხვ. ურთიერთობის თავისებურებებს. მისი აზრით, განსხვავებულად აგებული სხეული განსხვავებულ რეაქციებს იძლევა. ამიტომ მან გამოჰყო 70-ამდე მორფოლოგიური და კონსტიტუციური მახასიათებლები, რომელთა აღიცხვასაც ახდენდა. მოკლედ, კრეჩმერმა თავის კოლეგებთან ერთად შეიმუშავა მშვენიერი სისტემა _ ჰქონდა ბლანკი ამ ნიშნებით და ყოველი ავადმყოფი ამ სიაში არსებული პუნქტების მიხედვით გადიოდა შემოწმებას. ასე რომ, ადვილი იყო ორი ტიპის ავადმყოფთა შორის განსხვავების აღმოჩენა. ამ გაზომვების შედეგად კრეჩმერმა დაავადებულ პაციენტებში კონსტიტუციის მიხედვით შემდეგი ტიპები გამოჰყო:

1. ასთენიკური, 2. პიკნიკური, 3. ათლეტური.

ასთენიკური (ლეპტოსომური) აგებულების ადამიანის სახე, რომელიც კვერცხის ფორმის შთაბეჭდილებას სტოვებს, გამხდარი და ფერმკრთალია, მოგრძო, ვიწრო და მკვეთრად მოხაზული. წაგრძელებული, წვეტიანი ცხვირი, რომელიც შევარდნილ ნიკაპთან ერთად სამკუთხა პროფილს ქმნის. წვრილი კისერი. მისი სხეული წვრილია, გამხდარი, სისხლნაკლული კანით. გულმკერდი ჩავარდნილი აქვს, მუცელი შეწეული, მხარ-ბეჭი ვიწრო, კიდურები წვრილი, სუსტად განვითარებული კუნთები.

პიკნიკური აგებულების (კონსტიტუციის, ჰაბიტუსის) ადამიანისთვის დამახასიათებელია ფართო, რბილი, მსხვილი სახე, რომელიც თავის ფორმის მოყვანილობას ეხამება. კისერი მოკლე და მუცელი საკმაოდ დიდი. სხეულს მიდრეკილება აქვს სიმსუქნისადმი. მძლავრად განვითარებულია სხეულის ღრუები. ასეთი ადამიანი უფრო დაბალია. აქვს სიმელოტისკენ მიდრეკილება.

ათლეტური აგებულების ადამიანის ჩონჩხი და კუნთები მძლავრად განვითარებულია. ათლეტის თავი ძვლოვანი რელიეფით და გამოხატული სახით ეყრდნობა მაღალსა და მაგარ კისერს, გულ-მკერდი და მხრები ფართოა. მთელ ტანზე, განსაკუთრებით კიდურებზე აქვს მძლავრად განვითარებული კუნთები

კრეჩმერმა დაადგინა გარკვეული დადებითი კორელაცია კონსტიტუციის ამ ტიპებსა და დაავადების სახეებს შორის. იხ, ცხრ.

qwelly | psiqologia | fsiqologia | ernest kremcheri | uiliam sheldoni | ernest kremcheris teoria | pirovnebis fsiqologia | shesavali pirovnebis fsiqologiashi | fsiqologia mecniereba | pirovneba psiqologia | ერნესტ კრემჩერის თეორია | უილიამ შელდონი | ფსიქოლოგია | ფსიქოლოგიური თეორიები | მეცნიერება ფსიქოლოგია

კრეჩმერის თეორია ფსიქოლოგებისთვის იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც მან თავისი კონსტიტუციურუი თეორია ჯანმრთელ ადამიანებზეც გაავრცელა, ოღონდ ამ შემთხვევაში დაავადების ნაცვლად ხასათი გამოჰყო. კრეჩმერისთვის პათოლოგია და ნორმა ერთი კონტინიუმიის ორი პოლუსია.

კრეჩმერმა ხასიათის ორი ტიპი გამოჰყო: შიზოთიმიკური და ციკლოთიმიკური და სცადა დაედგინა კავშირი ჯანმრთელი ადამიანის ხასიათსა და კონსტიტუციას შორის. როგორც აღმოჩნდა, შიზოთიმიკის სხეულის აგებულება ასთენიკურია, ხოლო ციკლოთიმიკისა კი – პიკნიკური.

მიუხედავად იმისა, რომ კრეჩმერის წიგნის სახელწოდებაში ხასიათის ცნება ფიგურირებს, როგორც ოლპორტი მიუთითებს თავის შრომაში, კრეჩმერი უფრო ტემპერამენტს უნდა გულისხმობდეს, რადგან ის ბიოგენეტიკური ძირები, რომელზეც აგებს კრეჩმერი თავის თეორიას კონსტიტუციას და ტემპერამენტს უფრო მეტად აქვს საერთო, ვიდრე კონსტიტუციასა და ხასიათს.

ციკლოთიმიკური ხასიათის ადამიანი არის: 1. გულღია, გულკეთილი, გულწრფელი, ალერსიანი. 2. მხიარული, იუმორის გრძნობით, მოძრავი, ცოცხალი, მგზნებარე. 3.ჩუმი, რბილი, მშვიდი, შტაბეჭდილებიანი. ეს ნიშნები ხშირად ცვლიან ერთმანეთს. წამყვანია პირველი რიგის ნიშნები. ისინი უფრო გულღია, გულკეთილი ადამიანები არიან, რომლებთანაც ადვილია ურთიერთობა, ადვილად უგებენ ადამიანებს, ესმით ხუმრობა, ღებულობენ ცხოვრებას ისე, როგორც იგი ნამდვილად არის. მათი ქცევა მუდამ ბუნებრივია, დაუძაბავი. ისინი დვილად ახერხებენ მეგობრების პოვნას. ,მათ არსში არის ერთგვარო სირბილე და სითბო.

თუ ციკლოთიმიკში ამ სამი რიგი ნიშნებიდან ჭარბობს აგზნებული, ჭარბად მხიარული, ოპტიმისტური განცდები, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ იგი ჰიპომანიაკალური მდგომარეობისკენ იხრება. ხოლო როდესაც უფრო დამახასიათებელია დაწეული გუნებგანწყობილება, ჭარბი შტაბეჭდილებიანობა, მოწყენილობა, მაშინ ასეთი ციკლოთიმიკი დეპრესიისა და მელანქოლიისკენ იხრება. ციკლოთიმიკში ჰიპომანიაკალური და მელანქოლიური ნიშნები ხშირად გადაჯაჭვულნი არიან ერთმანეთზე და ხშირად ცვლიან ერთმანეთს. ამ ორი თვისების – აგზნებულის და დეპრესიულის ერთმანეთში შეჭრას, ერთგვარ ამბივალენტურ მდგომარეობას კრეჩმერი დიათეტურ პროპორციას უწოდებს.

ციკლოთიმიკის ტემპერამენტი ირხევა მოწყენილობისა და სიხარულის ტალღებს შორის. ეს რხევა ზოგში უფრო სწრაფია და სწრაფწარმავალი, ზოგში უფრო ნელი და ხანგრძლივი და ამ რხევის პროცესში ერთი მიმართულია ჰიპომანიაკალური, მეორე კი დეპრესიული პოლუსისაკენ. თუკი აგზნებულ და დეპრესიულ მდგომარეობას შორის რხევა ძალიან ძლიერია, მაშინ ადამიანი ფსიქოპათურ მდგომარეობაში იმყოფება (ციკლოიდური ფსიქოპათია). მაგრამ თუ დეპრესიის ან აგზნების სიმწვავე აღწევს უკიდურეს წერტილს, გამოთიშავს ადამიანს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან, ფსიქოპატური მდგომარეობა გადადის სრულ ფსიქიკურ დაავადებაში ცირკულარულ ფსიქოზში.

ციკლოიდური ფსიქოპათია

---------------------|----------------------|-----------------

უკიდურესი დეპრესია

აგზნება

ასთენიკურ აგებულებას ნორმაში შეესაბამება შიზოთიმიკური ტემპერამენტი

კრეჩმერი გამოყოფს შიზოთიმიკის ნიშნების სამ ჯგუფს, რომელნიც თავს იჩენენ მის ქცევაში:

1. ჰიპერესტეტური -ზედმეტად მგრძნობიარე, ტაქტიანი, დელიკატური, სენტიმენტალური, ესთეტი, ბუნების და წიგნის მეგობარი, მორცხვი.

2. შიზოთიმიური საშუალო- ცივი, გულდახურული, ენერგიული, თანმიმდევარი, სერიოზული, სისტემატური, იუმორს მოკლებული.

3. ანესტეტური –ინდიფერენტული. პედანტი, ადამიანების მიმართ უგრძნობი-გულგრილი, ზოგჯერ тупой-ც კი.

სამივე ჯგუფის ნიშანი დამახასიათებელია შიზოთიმიკისთვის, მაგრამ უფრო ხშირად ჭარბობს რომელიმე მათგანი. თუმცა. ასევე გვხვდება შიზოთიმიკები, რომლებთანაც ყველა ეს ნიშანი ერთმანეთშია გადახლართული. ეს უკანასკნელნი მუდამ იხრებიან აგზნებულ, მგრძნობიარე, სენტიმენტალურ მდგომარეობასა და შინაგან სიცევასა და სიჩლუნგეს შორის. ამ ორ მდგომარეობას შორის მერყეობას კრეჩმერი ფსიქესთეტურ პროპორციას უწოდებს.

     შიზოთიმიკისთვის დამახასიათებელია აგზნებულად მგრძნობიარე, სენტიმენტალურ განცდებსა და ცივ, ინდიფერენტულ მდგომარეობათა ურთიერთში გადახლართვა, მათ შორის გადასვლები, გულდახურულობა, თავის თავში ჩაკეტილობა (აუტიზმი), სოციალური კონტაქტის სიძნელე.

როდესაც შიზოთიმიკის ნიშნები სუსტადაა მოცემული, მაშინ შიზოთიმიკურ, ნორმალურ ადამიანთან გვაქვს საქმე, მაგრამ თუ ეს ნიშნები გამწვავდა მივიღებთ შიზოიდურ ფსიქოპატს, ხოლო უკიდურესი გამწვავების შემთხვევაში კი დაავადებასთან შიზოფრენიასთან. კრეჩმერი გამოჰყოფს შიზოიდის ორ ტიპს: ჰიპერესთეტურსა და ცივ, ჩლუნგ ტემპერამენტებს. პირველი ტიპი შემდეგ ქვეტიპებს გულისხმობს: აფექტებს მოკლებული ადამიანი; მგრძნობიარე, ცივი არისტოკრატი; პათეტური იდეალისტი; ცივი, ჩლუნგი ხასიათის ადამიანი გულისხმობს სამ ქვეტიპს: გულცივი დესპოტი; ბრაზიანი, ჩლუნგი ტიპი; არაფრისმაქნისი, უსაქმური ადამიანი.

ნორმა--------------------------- შიზოიდი-----------------------შიზოფრენია

ათლეტური აგებულების ადამიანს კრეჩმერის მიხედვით ნორმაში შეესაბამება ვისკოზური ტემპერამენტი. მერყეობს ექსპლოზიური *(ფეთქებადი) და ფლეგმატური ტემპერამენტის გამოვლინებებს შორის. თუ მერყეობა გამწვავდა, საქმე გვაქვს ეპილეპტოიდთან . უკიდურესი გამწვავების შემთხვევაში მივიღებთ ეპილეპტიკს. ნორმაში გვაქვს ბარიკინეტური ტემპერამენტი - ენტოტონური პროპირცია. ასეთ ადამიანს სავსებით ადექვატური რეაქციები აქვს გამღიზიანებლის მიმართ, თანმიმდევარია, ნელი,, მოუქნელი, მაგრამ ღონიერი.

     კრეჩმერის თეორიის შეფასება. ავტორის დამსახურებაა, რომ მან სცადა სისტემური სახე მიეცა ორ განსხვავებულ განზომილებას შორის დამოკიდებულებისათვის. ამასთან, მან გვერდი აუარა ინტუიტურ მსჯელობებს და მეთოდებს და გამოიყენა ფსიქომეტრული, გაზომვადი მეთოდები., მაგრამ მიუხედავად თავისი პოპულარობისა დღეს მას აკრიტიკებენ. მის მიმართ შენიშვნები გამოთქმული აქვთ ოლპორტს, აიზენკს, შტრომერს.

  1. აიზენკის მიხედვით კრეჩმერის თეორიისთვის არსებითი კავშირი დიაგნოზსა და სხეულის აგებულებას შორის მეთოდოლოგიური არტეფაქტია: რადგან ენდოგენური ფსიქოზების გამოვლენის ასაკი განსხვავებულია შიზოფრენიკებთან და დეპრესიის მქონე პაციენტებთან. პირველებთან დაავადება უფრო ადრეულ ასაკში ვლინდება (30 წლისთვის), ხოლო დეპრესიის შემთხვევები 50 წლისთვის. გარდა ამისა, აიზენკის აზრით, სხეულის აგებულება ასაკზეც არის დამოკიდებული: ახალგაზრდულ ასაკში ადამიანის აგებულება უფრო მეტად ასთენიკურს ემსგავსება, ხოლო ხანშიშესულობისკენ, ცხიმის დაგროვებასთან ერთად პიკნიკური აგებულების ელემენტები ჭარბობს. ყოველივე ამის გამო კი მოჩვენებით კორელაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
  2. კრეჩმერის თეორია გენეტიკურ ფაქტორებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს და ფაქტიურად სხვა ფაქტორების როლს უარყოფს.
  3. არ იძლევა ქცევის წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. არ მოიცავს და არ გვაწვდის ქცევის შეცვლის მეთოდებს და საშუალებებს
  4. ოლპორტის მიხედვით, არ არის სწორი ის პირდაპირი დამოკიდებულება ნორმასა და დაავადებას შორის, რასაც კრეჩმერი თავის თეორიაში ამტკიცებს, სახელდობრ, რომ თუ პიკნიკური აგებულების (ციკლოთიმიკებ) ადამიანებს თავისი ცხოვრების მანძილზე ფსიქიური დაავადება უწერიათ, ისინი აუცილებლად მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით დაავადდებიან, ხოლო ასთენიკები (შიზოთიმიკები) კი - შიზოფრენიით.
  5. დღეისთვის ეს თეორია მიუხედავად პრობლემის მიმზიდველობისა, ისტორიის კუთვნილებაა.

ნახვა: 362

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters