განათლების ფსიქოლოგიის საკითხები

education, education psychology, educational psychology, pedagogy, psychology, qwelly, ავთანდილ ასათიანი, აზროვნება, აღზრდა, განათლება, განათლების ფსიქოლოგია, გენერალიზაცია, ინტელექტი, კრეატულობა, ლატენტური სწავლა, მეტაკოგნიცია, მოთხოვნილება, მოტივი, პედაგოგიკა, უმაღლესი სკოლის პედაგოგიკა, ქველი, შინაგანი მოტივი, შფოთვა, ჰეტეროგენული მოტივები, ჰომოგენური მოტივები

     პედაგოგიკის მეცნიერებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი ფსიქოლოგიას განეკუთვნება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ფსიქოლოგია ძირეულად ინტერესდება ადამიანის აღზრდა-განვითარებით. თუმცა, მარტო ამით არ ამოიწურება საგანმანათლებლო პროცესებისადმი ფსიქოლოგიის ინტრესები. სწორედ ამის დასტურია განათლების ფსიქოლოგიის, როგორც ცალკე მიმართულების ჩამოყალიბება, რომელიც აღზრდა_განათლებისა და სწავლების ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს სწავლობს.

     უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის კავშირებს ფსიქოლოგიასთან ისეთივე თავისებურებები ახასიათებს, როგორც ზოგადი პედაგოგიკის ურთიერთობას ამ საგანთან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულად უნდა გავიზიაროთ დიდი ქართველი მეცნიერის დ. უზნაძის მოსაზრება, რომელიც წერდა: "ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ურთიერთობა ორი დამოუკიდებელი მეცნიერების ურთიერთობაა: ფსიქოლოგია მხოლოდ ფსიქოლოგიურ კვლევას აწარმოებს და პედაგოგიკა _ პედაგოგიკურს. დახმარება, რომელსაც ფსიქოლოგია უწევს პედაგოგს, პრინციპულად შეიძლება მხოლოდ იმაში მდგომარეობდეს, რომ ჯერ ერთი, (ფსიქოლოგია) სწორ ფსიქოლოგიურ ცნობებს აწვდის პედაგოგს, რომელსაც საზოგადოდ, ფსიქიკასთან აქვს საქმე, და რომლისთვისაც ასეთი ცნობები ყოველთვის აუცილებელია, და მეორე, იმ საკითხების ფსიქოლოგიურ მასალას ამზადებს, რომელიც სწორედ პედაგოგიკის უშუალო ინტერესებს ეხება, მაგრამ მეორის მხრივ პედაგოგიკაც უწევს დახმარებას ფსიქოლოგიას: პედაგოგიური ზეგავლენის წარმატებითი პრაქტიკა და მისი სწორი თეორია ადამიანის ფსიქიკური განვითარების საფუძვლებს გვაცნობენ და ამით ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობენ. ფსიქოლოგია და პედაგოგიკა ორი დამოუკიდებელი მეცნიერებაა, მაგრამ ისინი მოწყვეტილი როდი არიან ურთიერთს: ისინი ეხმარებიან და ავსებენ ერთმანეთს".

     ფსიქოლოგია დამოუკიდებლად იკვლევს ზოგადად ფსიქიკასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს, როგორიცა: შეგრძნება, აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, ნებისყოფა, ჩვევა, აზროვნება, მეტყველება და სხვა, მაგრამ განათლების ფსიქოლოგიას ეს საკითხები აინტერესებს მხოლოდ სწავლა_განათლებასთან მიმართებაში.

     განათლების ფსიქოლოგია საგანმანათლებლო პროცესებში მონაწილეთა ფსიქიკური პროცესების შემსწავლელი მეცნიერებაა, რომელიც ფსიქოლოგიური და პედაგოგიური კვლევის მეთოდების გამოყენებით აყალიბებს შესაბამის რეკომენდაციებს ამ პროცესების განვითარების მიზნით.

     განათლების ფსიქოლოგია კონცენტრირებულია განათლების თეორიის ძირითად ცნებებზე: სწავლებაზე და სწავლაზე.

     სწავლება რთული პედაგოგიური პროცესია და მის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, თუ როგორი პიროვნება და სპეციალისტი ჩამოყალიბდება. სწავლების პროცესში წარმატება დიდადაა დამოკიდებული, პირველ რიგში, მისი არსის მართებულ გააზრებასთან. ხშირად სწავლების პროცესის არსებული განსაზღვრებები მიუთითებენ სწავლის პროცესის ზოგიერთ თავისებურებაზე, მის შედეგებზე, მაგრამ არ იძლევიან საფუძვლიან წარმოდგენას იმ ცოდნაზე, რაც თანამედროვე მეცნიერებამ დააგროვა სწავლებისა და სწავლის შესახებ. ქართველი ფსიქოლოგი ა. ფრანგიშვილი გამოყოფდა სწავლების პროცესის საფეხურებს: "სწავლა პირველ და ძირითად საფეხურზე უჩვეულოს, გაუგებარის, უცხოს მიმართ გაკვირვებით, განცვიფრებით იწყება, ე. ი. სწავლა იწყება სწავლის ამოცანის (საკითხის ) წამოჭრით. აქედან გამოდინარეობს სიტუაციის გარკვევის და ამოცანის გადაჭრის განზრახვის წარმოშობის საფეხური. სწავლის შემდგომ საფეხურად მიჩნეულია სწავლის მიზნის, სწავლის ამოცანის განხორციელების შესრულება. საგანმანათლებლო სწავლის მკვლევარები სწავლის დამამთავრებელ და დამასრულებელ საფეხურად თვლიან მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და დამახსოვრების ეტაპს", _ აღნიშნავდა პროფესორი ა. ფრანგიშვილი. მკვლევარის მიერ გამოყენებული ტერმინი "საგანმანათლებლო სწავლა" იგივეა, რაც დღევანდელი გაგებით "განათლების ფსიქოლოგია".

     გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, ასეთივე მიდგომები შეიძლება გავავრცელოთ უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაზე. სწავლება შემოქმედებითი საქმიანობაა, იგი საგანგებოდ ორგანიზებული ისეთი პედაგოგიურ_ ფსიქოლოგიური პროცესია, რომელიც სტუდენტთა ცოდნა_ჩვევების განვითარებას ემსახურება. სტუდენტის უნარ_თვისებათა განვითარება და ცოდნა-ჩვევებით გამდიდრება უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა სასწავლო თანამშრომლობით ხორციელდება. ასეთი თანამშრომლობის წარმმართველი მისია უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა შეასრულოს. სწორედ მან უნდა უზრუნველყოს სასწავლო მენეჯმენტის ეფექტურად განხორციელება, რომელშიც არანაკლები ადგილი სტუდენტის მოტივაციას, ინტერესს, განწყობას, მეხსიერებას და სხვა ფაქტორებს უჭირავს.

     განათლების ფსიქოლოგიაში წამყვანი ადგილი პროფესორისა და სტუდენტის ფსიქოლოგიის შესწავლას განეკუთვნება. როგორც ითქვა, სტუდენტის შემეცნებითი ინტერესების გააქტიურებაში უმთავრესია საგანმანათლებლო პროცესის ორივე მონაწილის _ პროფესორისა და სტუდენტის თანამშრომლობა. განათლების ფსიქოლოგია იკვლევს სწავლების სხვადასხვა საფეხურებზე სწავლის მოტივაციას და ინტერესს. დადგენილია, რომ სტუდენტის შეგნებული დამოკიდებულება და აქტივობა სწავლისადმი იზრდება მაღალ კურსებზე, მაგრამ უკუპროცესებიც არ არის გამორიცხული. ასეთი რამ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ სათანადო დონეზე არ დგას აკადემიური პერსონალი, ანუ სწავლების ხარისხი იმდენად დაბალია, რომ სტუდენტი მის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს. შესაძლებელია წარუმატებლობის მიზეზი პროფესორთა და სტუდენტთა პიროვნული შეუთავსებლობა გახდეს. ამდენად, საკითხის დასმა მარტო იმის შესახებ, რომ სტუდენტის წარუმატებლობა სწავლის მოტივაციის უქონლობის ან უბრალოდ სიზარმაცის ბრალი იყოს, ყოველთვის არ არის გამართლებული. სასწავლო ქცევა ინტელექტუალური საქმიანობის სფეროა და მასზე მრავალი ფსიქიკური გარემოება ახდენს გავლენას.

     როგორც ითქვა, სწავლაში უმთავრესი მოტივაციაა, თუმცა განათლების ფსიქოლოგიაში მარტო ამ ჭეშმარიტების დეკლარირებით არ შემოიფარგლებიან და შეუძლიათ განსაზღვრონ ის ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მოტივაციურ პროცესებზე. ამასთან ერთად, შესაძლებელია დავეუფლოთ მოტივაციის გაძლიერების სტრატეგიებს. აქ უმთავრესია, პროფესორის სამუშაო არსენალში კარგად იყოს გაცნობიერებული ისეთი ცნებების მნიშვნელობა, როგორიცაა: მოტივი, მოთხოვნილება, შინაგანი მოტივი, ჰეტეროგენული და ჰომოგენური მოტივები, ლატენტური სწავლა, შფოთვა და სხვა.

     განათლების ფსიქოლოგია იკვლევს უნარ_ჩვევების და პრობლემათა გადაჭრის სტრატეგიების ფსიქოლოგიურ ასპექტებს. ამ თვალსზრისით, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს ის, რომ პროფესორმა გააცნობიეროს სწავლისადმი შემოქმედებითი მიდგომის პრინციპების მნიშვნელობა. ამის კვალდაკვალ ყალიბდება შემოქმედებითი ატმოსფერო, რაც სტუდენტთა აქტივობაში გამოიხატება. გათვალისწინებული უნდა იყოს აგრეთვე სტუდენტთა ინდივიდუალური თავისებურებები შემოქმედებითი აზროვნების განვითარების პირობებში. როგორც მოტივაციის შემთხვევაში ითქვა, აქაც დაგვჭირდება ისეთი ცნებების არსში წვდომა, როგორიაცაა: ინტელექტი, კრეატულობა, აზროვნება, მეტაკოგნიცია, გენერალიზაცია.

     ზოგადად, საგანმანათლებლო საქმიანობა ყველაზე ახლოსაა კვლევით საქმიანობასთან. ხოლო უმაღლესი სკოლის პედაგოგიკაში კვლევითი უნარების ფორმირება ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანადაა მიჩნეული. ამ სფეროში ნებისმიერი წარმატება წარმოუდგენელია "მასწავლებელ_მკვლევარის" როლის გაცნობიერების გარეშე. გარდა ამისა, კვლევით საქმიანობაში აუცილებელია ვიცოდეთ და აქტიურად ვიყენებდეთ მაფორმირებელ ექსპერიმენტს, საკონტროლო და ექსპერიმენტულ ჯგუფებს, ვალიდობას, კორელაციურ კვლევას და სხვა ფსიქოლოგიურ კომპონენტებს, რომელთა გამოყენება მასწავლებელ_მკვლევარისთვის, რომელ საგანსაც არ უნდა ასწავლიდეს იგი, მაინც უმნიშვნელოვანესია.

     უმაღლესი სასწავლებლის კონტინგენტი მნიშნელოვნად განსხვავდება უფროსკლასელთა აზროვნებისგან, რაც ძირითადად განაპირობებს უმაღლესი სასწავლებლის მუშაობის მიმართულებას. სტუდენტის აზროვნება დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს ატარებს. მათი აზროვნება განზოგადებისა და აბსტრაქციის მაღალი დონით გამოირჩევა. მიზეზ_შედეგობრივი კავშირების აღმოჩენისა და ლოგიკური დასაბუთების უნარი აშკარდ გამოხატულია. სკოლაში მიღებულ ცოდნას აქტიური საბაზისო დატვირთვა ეძლევა უმაღლესი განათლების საწყის ეტაპზე. სტუდენტს უჩნდება პრობლემური აზროვნების ინტერესი, რაც მეცნიერული აზროვნების განვითარებისთვის კარგი სასტარტო პირობა შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მას სწორად წარვმართავთ. სტუდენტობის ასაკში მთლიანად იშლება განსხვავება შემეცნებითი ინტერესების თვალსაზრისით სქესთა შორის. როგორც ცნობილია, უფროს სასკოლო ასაკში გოგონები გაცილებით ბეჯითები არიან, ვიდრე ვაჟები. აღნიშნული გარემოებები სასწავლო პროცესის წარმატებით გაძღოლის საფუძველს იძლევა, თუმცა ამისთვის სხვა ფაქტორებთან ერთად სტუდენტის ფსიქოლოგიის ცოდნაცაა საჭირო.

ა. ასათიანი

ტეგები: Qwelly, აზროვნება, აღზრდა, განათლება, ფსიქოლოგია, ქველი, ქცევა, შფოთვა

ნახვა: 3344

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters