ხორხე ლუის ბორხესი -  მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან


   ფილიპ გუედალა წერს: „ბომბეელი იურისტის, მირ ბაჰადურ ალის რომანი „მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან“ არის „უხერხული ნარევი ერთ-ერთისა იმ ისლამურ-ალეგორიული პოემებიდან, რომლებიც თითქმის ყოველთვის აინტრიგებს მათ მთარგმნელს და ერთ-ერთი იმ დეტექტიურ რომანთაგან, რომლებიც უდავოდ აღემატება ჯონ ჰ. უოტსონის რომანებს და სრულყოფს ცხოვრების საშინელებას ბრაიტონის ავეჯით გაწყობილ ყველაზე უმწიკვლო ოთახებში“. უფრო ადრე მისტერ სესილ რობერტსმა ბაჰადურის წიგნში აღმოაჩინა „უილკი კოლინზისა და XII საუკუნის სახელგანთქმული სპარსი პოეტის, ფარიდ ად-დინ ატარის ორმაგი - და ყოვლად შეუძლებელი - გავლენა“. არცთუ ისე ორიგინალური გუედალა იმეორებს ამ მშვიდ დაკვირვებას, თუმცა - ღვარძლიანი აქცენტირებით. არსებითად, ორი კრიტიკოსის მოსაზრება თანხვდება: ორივე აღნიშნავს ნოველის დეტექტიურ მექანიზმს და ორივე ლაპარაკობს მის მისტიკურ ქვედინებებზე. ამ ჰიბრიდულობას შეიძლება შთავეგონებინეთ კიდეც, თუ წარმოვიდგენდით მსგავსებას ჩესტერტონთან, არადა, მალე აღმოვაჩენთ, რომ არავითარი ასეთი მსგავსება არ არსებობს. პირველად „მიახლოება ალ-მუ’ტასიმთან“ გამოიცა ბომბეიში 1932 წელს. დაბეჭდილი იყო, ფაქტობრივად, გაზეთის ქაღალდზე, მისი ყდა კი მყიდველს აუწყებდა, რომ ეს იყო „დაბადებით ბომბეელის ხელით დაწერილი პირველი დეტექტიური რომანი“. რამდენიმე თვეში გაიყიდა ოთხი გამოცემა, თითოეული - ათასი ეგზემპლარის ოდენობით. „ბომბეი ქვარტერლი რევიუს“, „ბომბეი გაზეტს“, „კალკუტა რევიუს“, ალაჰაბადის „ჰინდუსტან რევიუსა“ და „კალკუტა ინგლიშმენს“ დითირამბები არ დაუშურებიათ ამ წიგნისთვის. მაშინ ბაჰადურმა გამოაქვეყნა ილუსტრირებული გამოცემა, რომელსაც უწოდა „საუბრები კაცთან სახელად ალ-მუ’ტასიმი“, ხოლო ქვესათაურად ვითომდა მორიდებულად მიაწერა „თამაში მოძრავ სარკეებთან“. სწორედ ეს გამოცემა დაბეჭდა ლონდონში ვიქტორ გოლანეცმა განმეორებით, დოროთი ლ. საიერსის წინასიტყვაობით, თუმცა ილუსტრაციების (შესაძლოა - ყოვლად ლმობიერი) გამოტოვებით. ეს წიგნი მაგიდაზე მიდევს. არ მაქვს პირველი გამოცემა, რომელიც, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესია. ამ დასკვნას მაკეთებინებს დამატება წიგნის ბოლოში, სადაც დეტალურად არის გადმოცემული ძირეული განსხვავება 1932 წელს დაბეჭდილ თავდაპირველ ვერსიასა და 1934 წლის გამოცემას შორის. სანამ თხზულებას განვიხილავ (და ვიმსჯელებ მასზე), ურიგო არ იქნება, თუ მოკლედ მოვხაზავ რომანის ძირითად ქარგას.
   მისი ხილული პროტაგონისტი, რომლის სახელსაც არასოდეს გვეუბნებიან, იურისდიქციის სტუდენტია ბომბეიში. ყველაზე მკრეხელურად, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება, მას უკუგდებული აქვს თავისი მშობლების ისლამური მრწამსი. თუმცა როდესაც მუჰარამის მთვარის მეათე ღამე ილევა, შემთხვევით აღმოჩნდება დიდ არეულობაში: ქუჩის შეტაკებაში მუსლიმებსა და ინდუსებს შორის. დოლების ბრაგუნისა და შელოცვების ღამეა. ადამიანთა მტრულ სიმრავლეში მუსლიმური პროცესიის დიდი თეთრი ბალდახინები მოემართება. ახლომახლო სახურავიდან ინდური აგური მოფრინავს, ვიღაც ვიღაცას ხანჯალს უყრის მუცელში. ვიღაც (მუსლიმი? ინდოელი?) კვდება და ფეხებქვეშ ითელება. სამი ათასი კაცი იბრძვის: ჯოხი - რევოლვერის, უხამსობა - წყევლის, განუყოფელი ღმერთი - ღმერთების წინააღმდეგ. თავისუფალი მოაზროვნე სტუდენტი-იურისტი გაოგნებისგან ერთვება საერთო მუშტი-კრივში და სასოწარკვეთილი ხელებით კლავს (ან ჰგონია, რომ კლავს) ინდოელს. სად არის და სად არა, გრიალითა და ცხენების ფლოქვების თქარათქურით შემოიჭრება სირკარის ნახევრად მძინარე პოლიცია. სტუდენტი, ფაქტობრივად, ცხენების ფლოქვებს უსხლტება და ქალაქის ყველაზე შორეული გარეუბნებისკენ მირბის. ორ ლიანდაგს გადაჭრის, ან ორგზის გადაჭრის ერთსა და იმავეს, და ძვრება გაბარდული ბაღის კედელზე, რომელსაც მოპირდაპირე ბოლოში მრგვალი კოშკი აქვს. შავი ვარდის ბუჩქებიდან გამორბის „მთვარისფერი ძაღლების მჭლე და ბოროტი ხროვა“. გადარჩენაზე ფიქრით ატანილი სტუდენტი-იურისტი კოშკში განიზრახავს დამალვას. მიძვრება რკინის კიბეზე, რომელსაც შიგადაშიგ საფეხური აკლია. იქ კი, ბრტყელ ჭერში, რომელსაც ცენტრში შავი ხვრელი აქვს, გადაეყრება წვირიან კაცს, რომელიც ჩაცუცქულა და ძლიერი ჭავლით შარდავს. უცნობი სტუდენტს გაანდობს, რომ მისი პროფესია ოქროს კბილების ამოცლაა გვამებისთვის, რომლებიც, თეთრ სუდარებში გახვეულები, პარსიებს მოაქვთ ამ კოშკთან. კიდევ რამდენიმე საზარელ რამეს ამბობს, მერე კი ამატებს, თოთხმეტი დღის წინ განვიწმინდე ხარის პატივითო. აშკარა ბრაზით ლაპარაკობს ზოგიერთ გუჯარათელ ცხენის ქურდზე, „ძაღლის და ხვლიკის ხორცის მჭამელებზე, ერთი სიტყვით - ჩემსავით და შენსავით ბილწზე“. ცა უფრო და უფრო ნათდება. ზემოდან წრიულად ეშვება სვავების გუნდი. ქანცგაწყვეტილი სტუდენტი იძინებს. გაღვიძებულს მზე მაღლა ცაში ხვდება, ქურდი - წასული. ტიჩინოპოლისში ნაყიდი ორიოდე სიგარეტიც გამქრალა და ვერცხლის რამდენიმე რუპიაც. იმ საშიშროების წინაშე, წინა ღამიდან რომ ემუქრება, სტუდენტი-იურისტი გადაწყვეტს გადაიკარგოს ინდოეთში. „კერპთაყვანისმცემლის მოკვლა შევძელი, - ფიქრობს, - ის კი ვერ გამირკვევია, მუსლიმი მეტ ჭეშმარიტებას ფლობს თუ კერპთაყვანისმცემელი“. სახელი „გუჯარატი“ ჯერაც არ დავიწყებია, ისევე, როგორც მალკა-სანსი (ქალი ქურდების კასტიდან) პალანპურში, - გვამთა მძარცველის ლანძღვითა და სიძულვილით პატივმიგებული ქალი. სტუდენტის აზრით, რისხვა და სიძულვილი ესოდენ საზიზღარი კაცის მხრიდან ხოტბის აღმვლენი ჰიმნის ტოლფასია. ამიტომაც გადაწყვეტს იმ ქალის პოვნას, თუმცა - მთლად პაწაწკინტელა იმედით. ჯერ ლოცვებს ამბობს, მერე კი ნელი, მტკიცე ნაბიჯებით მიჰყვება გრძელ ბილიკს. ასე მთავრდება წიგნის მეორე თავი.
შეუძლებელია დარჩენილ ცხრამეტ თავში მომხდარი თავგადასავლების მიდევნება. დრამატულ პიროვნებათა რიცხვი თავბრუდამხვევი სისწრაფით მატულობს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიოგრაფიაზე, რომელიც თითქოსდა აფიქსირებს ადამიანური სულის თითოეულ მოძრაობას (ბოროტებიდან დაწყებული დამთავრებული მათემატიკური სპეკულაციებით), და მომლოცველობაზე, ინდოეთის ვეებერთელა ტერიტორიას რომ მოიცავს. ამბავი იწყება ბომბეიში, გრძელდება პალანპურის დაბლობებზე, ერთ დღესა და ერთ ღამეს ყოვნდება ბიკანირის ქვის კარიბჭესთან, გვიყვება ბრმა ასტროლოგის სიკვდილს ბენარესის სანაგვე ორმოში, საიდუმლო შეთანხმებას დებს კატმანდუს მრავალსახოვან სასახლეში, ლოცულობს და სიძვობს კალკუტური ბაზრის მომწამლავ სიმყრალეში, მწერლის ტაბურეტზე შემდგარი უმზერს მზის ამოსვლას მადრასში, ტრავანკორის ერთ-ერთი აივნიდან გასცქერის ჩამავალ მზეს, წყლის სადინარ ღარებს და სვეტების საძირკვლებს ჰინდაპურში და, საბოლოოდ, წლების და მილების წრეს ამთავრებს ისევ ბომბეიში, იმ „მთვარისფერ ძაღლებიანი“ ბაღიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზე. ასეთია საკუთრივ სიუჟეტი: კაცი - ურწმუნო, გაქცეული სტუდენტი-იურისტი - ხვდება ყველაზე წამხდარ, ყველაზე დაცემულ ადამიანებში და ეგუება მათ ერთგვარ პაექრობაში უსამართლობასთან. უეცრად - შოკში ჩავარდნილი რობინზონ კრუზოსავით, ადამიანს კვალს რომ ხედავს ქვიშაზე - სტუდენტი ცოცხლად ესწრება ბოროტების კლებას - სინაზის, აღმაფრენის, სიჩუმის მომენტს - ერთ-ერთ ყველაზე გულისამარევ ადამიანში. „თითქოს უფრო რთული თანამოსაუბრე ალაპარაკდა“. სტუდენტმა იცის: ნაძირალას არ შესწევს დროებითი წესიერების უნარი და ამიტომაც, მისი ვარაუდით, ეს კაცი აირეკლავს მეგობარს, ან მეგობრის მეგობარს. როდესაც ისევ ჩაუფიქრდება ამ პრობლემას, სტუდენტი მიდის იდუმალ დასკვნამდე: „სადღაც მსოფლიოში არსებობს კაცი, რომლისგანაც ეს სიცხადე, ეს სიკაშკაშე ასხივებს. სადღაც ქვეყნიერების ზურგზე არსებობს კაცი, რომელიც უდრის ამ სიკაშკაშეს“. სტუდენტი-იურისტი გადაწყვეტს, სიცოცხლე ამ კაცის ძებნას მიუძღვნას.
ასე ვიწყებთ წიგნის ძირითადი სქემის გაგებას: დაუოკებელ ძებნას სულისა სათუთი ციმციმებისა და ანარეკლების მეშვეობით, ამ სულს რომ დაუტოვებია სხვებში; თავდაპირველად ღიმილისა თუ სიტყვის მკრთალი ნაკვალევით, ბოლოსკენ - გონიერების, წარმოსახვის, სიკეთის მრავალგვარი, მზარდი მშვენიერებებით. რაც უფრო ახლოს იცნობენ გამოკითხული ადამიანები ალ-მუ’ტასიმს, მით უფრო მეტად ფლობენ ღვთაებრიობას, თუმცა მკითხველმა იცის, რომ თვით ისინიც კი მხოლოდ სარკეები არიან. აქ გამოდგება ტექნიკურ-მათემატიკური ფორმულა: ბაჰადურის მძიმედ დაფრახტული რომანი ზეაღმავალი პროგრესიაა, რომლის საბოლოო პუნქტი - შორიდან ნაგრძნობი თუ მოსინჯული „კაცია, სახელად ალ-მუ’ტასიმი“. ამ უკანასკნელის უშუალოდ წინმსწრები პირია სპარსი წიგნითმოვაჭრე, დიდად თავაზიანი და ნეტარი კაცი, მისი წინმსწრები კი - წმინდანი... ამ წლების შემდეგ სტუდენტი მიდის დერეფანთან, რომლის ბოლოში კარია და მრავალი მძივისგან ასხმული ფარდა, ფარდის მიღმა კი - კაშკაშა სინათლე. სტუდენტი ტაშს შემოჰკრავს - ერთგზის, ორგზის... ალ-მუ’ტასიმს უხმობს. კაცის ხმა - ალ-მუ’ტასიმის განსაცვიფრებელი ხმა სტუდენტს შიგნით ეძახის. ისიც მძივების ფარდას გადასწევს და ოთახში შედის. ასე მთავრდება რომანი.
ვგონებ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ როდესაც ავტორი ასეთ სიუჟეტს უმკლავდება, მაშინ ორი ვალდებულებაც უნდა იკისროს: 1) უნდა გამოიგონოს პროფეტულ მინიშნებათა სიმრავლე და 2) არ უნდა დაუშვას, რომ ამ ნიშნებით მოსწავებული გმირი უბრალო ფანტომად ან პირობითობად იქცეს. ბაჰადური ასრულებს პირველ ვალდებულებას, მაგრამ დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რა ხარისხში უმკლავდება მეორეს. სხვა სიტყვებით: არსმენილი და უჩინარი ალ-მუ’ტასიმი ისე უნდა ზემოქმედებდეს ჩვენზე, როგორც ნამდვილად არსებული ადამიანი და არა როგორც აღმატებულებათა მტკნარი ნარევი. 1932 წლის ვერსიაში ზებუნებრივი მინიშნებები ცოტაა და კანტიკუნტი. „კაცი სახელად ალ-მუ’ტასიმი“, თავისებურად, უკვე სიმბოლურად ჟღერს, თუმცა ეს კაცი დახასიათებულია იდიოსინკრატული პიროვნული შტრიხებითაც. სამწუხაროდ, ეს სანაქებო ლიტერატურული პრაქტიკა არ გაგრძელდა მეორე გამოცემაში. 1934 წლის ვერსიაში, რომელიც ახლაც კი აქ მაქვს, რომანი ალეგორიაში იძირება: ალ-მუ’ტასიმი ღმერთის განსახიერებაა და მთავარი პერსონაჟის მიერ გავლილი გზები რაღაცნაირად სულის ზეაღსვლაა მისტიკური სისავსისაკენ. გვხვდება გულისდამწყვეტი დეტალები: კოშინელი ზანგი ებრაელი ალ-მუ’ტასიმს აღწერს, როგორც მუქკანიანს; ქრისტიანის თქმით, ის კოშკზე დგას ხელებგაშლილი; წითელკანიანი ლამა ალ-მუ’ტასიმს იხსენებს, „როგორც იმ ხატებას, რომელიც მე გამოვკვეთე იაკის ერბოში და თაყვანი ვეცი ტაშილჰუმპოს მონასტერში“. ეს განაცხადები წარმოადგენს მცდელობას, რომ მიგვანიშნონ ერთადერთ, საყოველთაო ღმერთზე, რომელიც თავის თავს კაცობრიულ მრავალსახოვნებაში ძერწავს. ჩემი აზრით, ეს გაგება არცთუ მაინცდამაინც ამაღელვებელია. მაგრამ ვერ ვიტყვი ამას სხვა იდეაზე: რომ ყოვლისშემძლეც ვიღაცას ეძებს, ეს ვიღაც კი - უფრო აღმატებულ (ან, უბრალოდ, აუცილებელ, თუნდაც თანასწორ) ვიღაცას, და ასე შემდეგ, დროთა აღსასრულამდე, ან - უფრო უკეთ - უსასრულოდ. ან, შესაძლოა, წრიულად. „ალ-მუ’ტასიმი“ (სახელი მერვე აბასიდ მეფისა, რომელმაც მოიგო რვა ომი, ჩასახა რვა ვაჟიშვილი და რვა ქალიშვილი, დატოვა რვა ათასი მონა და მეფობდა რვა წლის, რვა მთვარისა და რვა დღის განმავლობაში) ეტიმოლოგიურად ნიშნავს „იმას, ვინც დახმარების საძებნელად მიდის“. ის ფაქტი, რომ მომლოცველობის მიზანი, თვითონაც მომლოცველი იყო, გონივრულად ამართლებდა ალ-მუ’ტასიმის პოვნის სირთულეს 1932 წლის ვერსიაში. 1934 წლის გამოცემაში კი ამ ფაქტს მივყავართ ახირებული თეოლოგიისკენ, ზემოთ რომ აღვწერე. მირ ბაჰადურ ალი, როგორც დავინახეთ, ვერ ეწინააღმდეგება ხელოვნების ცდუნებათაგან უმდაბლესს: ცდუნებას, იყოს გენიოსი. გადავიკითხე, რაც ახლა დავწერე, და ვშიშობ, საკმარისად არ გამოვავლინე ამ წიგნის ღირსებები, მისთვის ნიშნეული ყოვლად კულტურული შტრიხები. მაგალითად, კამათი XIX თავში, სადაც სტუდენტი-იურისტი (და მკითხველი) გრძნობს, რომ დავის ერთ-ერთი მონაწილე ალ-მუ’ტასიმის მეგობარია. ეს კაცი არ უკუაგდებს მეორე კაცის სოფიზმს, „რათა არ გაიხაროს მისი დამარცხებით“. მთლიანობაში გასაგებია, რომ თანამედროვე წიგნი შეიძლება საპატიოდ ეყრდნობოდეს რომელიმე ძველ წიგნს, განსაკუთრებით ამჟამად, როცა არავის ეპიტნავება (დოქტორ ჯონსონის დაკვირვებით), რომ რამე მართებდეს თავისი თანამედროვეებისა. გამეორებული, თუმცა შეუსაბამო მომენტები შესატყვისობისა ჯოისის „ულისესა“ და ჰომეროსის „ოდისეას“ შორის ისევ და ისევ (მე ვერასოდეს მივხვდები, რატომ) უტევს კრიტიკოსთა აღფრთოვანებას. შესატყვისობებს ბაჰადურის რომანსა და ფარიდ ალ-დინ ატარის კლასიკურ თხზულებას „ფრინველთა საბჭოს“ შორის არანაკლებ იდუმალი ხოტბით ხვდებიან ლონდონში, თვით ალაჰაბადსა და კალკუტაში. არსებობს სხვა დავალიანებებიც. ერთმა მკვლევარმა დაადასტურა რიგი ანალოგიები ამ რომანის პირველ სურათსა და კიპლინგის ამბავს შორის („ქალაქის კედელზე“). ბაჰადური აცნობიერებს ამ ექოებს, თუმცა ამტკიცებს: ყოვლად უჩვეულო იქნებოდა, რომ მუჰარამის მეათე ღამის ორი პორტრეტი ერთმანეთს არ ეხამებოდესო... უფრო დიდი სამართლიანობით, ელიოტი იხსენებს, რომ სპენსერის დაუმთავრებელი ალეგორიის („ჯადოსნური დედოფალი“) სამოცდაათი კანტოდან არც ერთში არ ჩნდება მთავარი პერსონაჟი ქალი გლორიანა, რისთვისაც რიჩარდ უილიამ ჩარჩმა ეს თხზულება გააკრიტიკა. მე თვითონ, ყოვლად თავმდაბლურად, მივუთითებდი შორეულ, შესაძლებელ წინამორბედს: კაბალისტ ისააკ ლურიას (XIX ს.), რომელმაც იერუსალემში გაამხილა, რომ წინაპრის ან მასწავლებლის სული შეიძლება შესახლდეს უბედურ ან უიღბლო კაცში, რათა ანუგეშოს ან დამოძღვროს. ამდაგვარ მეტამფსიქოზს ეწოდება ibbûr.

ნახვა: 1559

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters