ხორხე ლუის ბორხესი - სამხრეთი

წიგნიდან: ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები


   კაცი, რომელიც გემიდან ჩამოვიდა ბუენოს-აირესში 1871 წელს, იყო ევანგელისტური ეკლესიის მღვდელმსახური, სახელად იოჰანეს დალმანი. 1939 წლისთვის, მისი ერთ-ერთი შვილიშვილი, ხუან დალმანი - მუნიციპალური ბიბლიოთეკის მდივანი კალე კორდობაზე - თავს ღრმა არგენტინელად მიიჩნევდა. პაპამისი დედის მხრიდან, მეორე ქვეითი არმიის ჯარისკაცი ფრანჩესკო ფლორესი ბუენოს-აირესის (პროვინციის) საზღვარზე ინდიელის ხელით ნასროლმა შუბმა იმსხვერპლა. თავისი საგვარეულოს ორი სხვადასხვა ნაკადიდან, ხუან დალმანმა (იქნებ თავისი გერმანული სისხლით შეგულიანებულმაც) ამოირჩია რომანტიკული წინაპრის ანუ რომანტიკული სიკვდილის ხაზი. ამ რამდენადმე შეგნებულ, თუმცა არასოდეს მოსაჩვენებელ „გაარგენტინელებას“ ხელი შეუწყო ძველმა მახვილმა, მედალიონმა, რომელშიც იდო წვერიანი, არცთუ ექსპრესიული კაცის დაგეროტიპი, ზოგიერთი მელოდიის სიხარულმა და სიმამაცემ, ზოგიერთი ლექსის ჩვევამ „მარტინ ფიეროდან“, მიმავალმა წლებმა, ენერგიულობის ერთგვარმა ნაკლებობამ და სიმარტოვემ. თვითუარყოფის ფასად, დალმანმა მოახერხა გადაერჩინა გარდასულ დროში ფლორესის ოჯახის კუთვნილი დიდი სოფლური სახლის ჩონჩხი სამხრეთში. მისი ხსოვნის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო სურათი: ევკალიპტები და გრძელი, ვარდისფერი სახლი, ოდესღაც ალისფერი. მისმა სამუშაომ ან, შესაძლოა, სიზარმაცემ ქალაქში ჩატოვა. ზაფხულიდან ზაფხულამდე კმაყოფილდებოდა ფლობის აბსტრაქტული იდეითა და იმ გარკვეულობით, რომ დაბლობის გარკვეულ წერტილში სახლი ელოდებოდა. 1939 წლის თებერვლის მიწურულს დალმანს რაღაც შეემთხვა.
   ბედი, რომელიც ბრმაა დანაშაულის მიმართ, შეიძლება შეუბრალებელი აღმოჩნდეს ყურადღების თვით უმცირესი გაფანტვისადმი. იმ ნაშუადღევს დალმანი ქუჩაში წააწყდა ვეილის „არაბულ ღამეებს“ (შიგ რამდენიმე ფურცელი აკლდა). იმდენად დაინტრიგებული იყო ამ ნაპოვნით, რომ ლიფტს აღარ დაელოდა და ფეხით აუყვა კიბეს. სადარბაზოს ბინდბუნდში რაღაც გაეხახუნა შუბლზე: ღამურა? ჩიტი? ქალს, რომელმაც კარი გაუღო, თავზარდაცემული გამომეტყველება ჰქონდა. დალმანმა შუბლზე ხელი მოისვა და - სისხლით მოეთხვარა. შუბლი ახალშეღებილი ფანჯრის საგდულზე მიერტყა, - ვიღაცას დახურვა დავიწყებოდა. დალმანმა მოახერხა და ჩაიძინა, თუმცა დილაადრიანად გაეღვიძა და, იქიდან მოყოლებული, ყოველგვარი სუნი საშინლად ეჩვენებოდა. ციებ-ცხელებამ შეიპყრო და „არაბული ღამეების“ ილუსტრაციები ღამის კოშმარების ილუსტრაციებად იქცა. მეგობრები და ოჯახის წევრები მოდიოდნენ და გაზვიადებული ღიმილით ეუბნებოდნენ, რა კარგად გამოიყურებიო. ერთგვარ უღონოდ გაშეშებულ დალმანს ესმოდა მათი სიტყვები და უკვირდა: როგორ ვერ ხედავენ, რომ ჯოჯოხეთში ვარო. რვა დღე გავიდა, როგორც რვაასი წელი. ერთ ნაშუადღევს მისი ჩვეული ექიმი მოვიდა ახალი კაცის თანხლებით. მათ დალმანი სანატორიუმში წაიყვანეს, კალე ეკუადორზე. რენტგენის სურათი უნდა გადაეღო. იჯდა დალმანი მათ მიერ დაქირავებულ მანქანაში და ფიქრობდა: იქნებ, ბოლოს და ბოლოს, სხვა - არა ჩემს - ოთახში მაინც ჩამეძინოსო. თავი ბედნიერად იგრძნო, ლაპარაკი მოუნდა. მაგრამ როცა ადგილზე მიიყვანეს, ტანსაცმელი გახადეს, თავი გადაპარსეს და ლითონის ღვედებით მიაბეს მაგიდაზე. კაშკაშა სინათლეებმა დააბრმავა და თავბრუ დაახვია. მოუსმინეს მის გულსა და ფილტვებს, ქირურგის ნიღბიანმა კაცმა კი მკლავში ნემსი შეურჭო. სახვევებიანს, პირღებინებულს - ჭის ფსკერის მსგავს საკანში გაეღვიძა. მომდევნო დღეებსა და ღამეებში დალმანი მიხვდა, რომ აქამდე მხოლოდ ჯოჯოხეთის მისადგომებთან ყოფილა. ყინულმა მხოლოდ უმცირესი სიგრილე დაუტოვა პირში. ამ დღეებში დალმანს საკუთარი თავის თითოეული დუიმი ეზიზღებოდა; სძულა თავისი ბედი, თავისი სხეულებრივი საჭიროებები, ეს დამცირება, წვერი, რომელიც სახეს უწიწკნიდა. სტოიკურად ითმენდა მისთვის გამოწერილ, საკმაოდ მტკივნეულ სამკურნალო პროცედურებს. მაგრამ როდესაც ქირურგმა უთხრა - სეფსისი გქონდა და სიკვდილს ბეწვზე გადაურჩიო, დალმანს უეცრად თავი შეებრალა, დაეცა და ატირდა. ფიზიკურმა მისტერიებმა, ავი ღამეების დაუსრულებელმა მოლოდინმა უფლება არ მისცა, ეფიქრა ესოდენ აბსტრაქტულ საგანზე, როგორიცაა სიკვდილი. მომდევნო დღეს ქირურგმა უთხრა, მომჯობინების გზაზე ხარ და მალე შეძლებ სოფლის სახლში გადასვლას საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლადო. დაუჯერებელია, მაგრამ დაპირებული დღეც დადგა.
რეალობა მიკერძოებულად ემხრობა სიმეტრიებსა და პატარ-პატარა ანაქრონიზმებს. სანატორიუმში დალმანი ტაქსით მივიდა. ასევე ტაქსიმ მიიყვანა სადგურამდე პლაცა კონსტიტუსიონეზე. შემოდგომის პირველი გრილი მოლამუნება დამთრგუნველი ზაფხულის შემდეგ ისე აღიქმებოდა, როგორც ციებ-ცხელებიდან და სიკვდილის ზღურბლიდან დაბრუნებული მისი სიცოცხლის ბუნებრივი სიმბოლო. დილის შვიდ საათზე ამ ქალაქსაც ისეთივე ძველი, მოყანყალებული სახლის იერი ჰქონდა, საერთოდ ქალაქები რომ იღებენ ხოლმე ღამღამობით. ქუჩები გრძელ ვერანდებსა და დერეფნებს ჰგავდა, მოედნები - შიდაეზოებს. საავადმყოფოში დიდი ხნის ყოფნის შემდეგ, დალმანს ეს ყველაფერი სიამოვნებდა და მსუბუქ თავბრუს ახვევდა. რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე თვალებით დააფიქსირებდა, უკვე იხსენებდა კუთხეებს, ჩარდახებს, ბუენოს-აირესის მოკრძალებულ მრავალფეროვნებას. ახალი დღის ყვითელ სინათლეში ეს ყველაფერი ისევ დაბრუნდა. ყველამ იცის, რომ სამხრეთი იწყება ავენიდა რივადავიას მეორე ნაპირიდან. დალმანს ხშირად უთქვამს: ეს უბრალო გამონათქვამი არ არის, რივადავიაზე გადასული კაცი უფრო ძველ და მდგრად სამყაროში ხვდებაო. ტაქსიდან, ახალ შენობებს შორის, მან თვალებით მოძებნა ჭედური რკინის ცხაურიანი ფანჯარა, კარზე დასაკაკუნებელი რგოლი, შესასვლელი თაღი და დერეფანივით გრძელი შესასვლელი, თითქმის დამალული შიდაეზო.
სადგურის დიდ დარბაზში დალმანმა დაინახა, რომ მატარებლის გასვლამდე მთელი ოცდაათი წუთი რჩებოდა. უცებ გაახსენდა ერთი კაფე კალე ბრაზილზე (სულ რამდენიმე იარდზე ირიგოიენის სახლიდან). იქ იყო ვეება კატა, რომელიც ხალხს მოფერების უფლებას აძლევდა რომელიღაც ზიზღიან ღვთაებასავით. შევიდა. კატა იქ იყო და ეძინა. ყავა შეუკვეთა, ნელა ჩაუშვა შაქარი, დააგემოვნა (ეს სიამოვნება საავადმყოფოში აკრძალული ჰქონდა) და გაიფიქრა (თან კატას ეფერებოდა შავ ბეწვზე): ეს კონტაქტი ილუზორულია, მე და კატას ერთმანეთისგან მინის სივრცე გვაშორებს, რადგან ადამიანი დროში ცხოვრობს, თანმიმდევრობაში, ხოლო ეს ჯადოსნური ცხოველი - აწმყოში, წამის მარადიულობაშიო.
   ბოლოსწინა ბაქანთან მატარებელი გაჭიმულიყო და მგზავრებს ელოდა. დალმანი ვაგონიდან ვაგონში გადადიოდა მანამდე, სანამ თითქმის ცარიელში არ მოხვდა. ჩანთა ვაგონის თაროზე შემოდო. როცა მატარებელი დაიძრა, ჩანთა გახსნა და, მცირე ყოყმანის შემდეგ, „არაბული ღამეების“ პირველი ტომი ამოიღო. მგზავრობა ამ წიგნთან ერთად, ასე ახლოს რომ უკავშირდებოდა მის ტანჯვას, იყო მტკიცებულება, რომ ტანჯვამ ჩაიარა და რომ ეს იყო ბოროტების ხელმოცარული ძალების მხიარული, საიდუმლო გამოწვევა. მატარებლის ორივე მხარეს დედაქალაქი გარეუბნებად დახურდავდა. ამ ხედმა, მერე კი მდელოებმა და დიდმა სოფლურმა კარმიდამოებმა დალმანს საკითხავი გვერდზე გადაადებინა. არსებითად, ძალზე ცოტას კითხულობდა. მაგნიტის მთა და ჯინი, რომელსაც დაფიცებული ჰქონდა - მოეკლა ადამიანი, რომელიც მას ბოთლიდან ამოუშვებდა, როგორც ყველა დამეთანხმება, საკვირველი რამეებია, მაგრამ არა გაცილებით საკვირველი, ვიდრე ეს დილა და თვით არსებობის ფაქტი. ბედნიერების განცდამ დალმანი მოსწყვიტა შაჰრაზადს და მის ჭარბ სასწაულებს. წიგნი დახურა და თავს, უბრალოდ, ცხოვრების უფლება მისცა.
ლანჩი - მანათობელ ლითონის თასებში მორთმეული ბულიონი, როგორც აწ შორეული ბავშვობის ზაფხულებში ხდებოდა ხოლმე - კიდევ ერთი ნუგბარი სიამოვნება აღმოჩნდა. „ხვალ ჩემს რანჩოში გავიღვიძებ“, გაიფიქრა და თავი ერთდროულად ორ კაცად იგრძნო: იმად, ვინც ახლა შემოდგომის დღეში და თავისი სამშობლოს სანახებში მისრიალებდა, და იმ მეორედ, ვინც საავადმყოფოში დაამწყვდიეს და მეთოდურ მოვლა-პატრონობას დაუქვემდებარეს. ხედავდა შეუბათქაშებელ აგურის სახლებს, გრძელს და კუთხოვანს, დაუსრულებლად რომ შეჰყურებდნენ მატარებლების მიმოსვლას; ხედავდა ცხენიან კაცებს მიწის გზებზე; ხედავდა არხებს, ტბებსა და საძოვრებს, გრძელ, ანთებულ, თითქოსდა მარმარილოს ღრუბლებს... და ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო, როგორც გადაჭიმული ტრამალების სიზმარი. თითქოსდა ეცნო ხეები და მარცვლოვანი კულტურები, რომელთა სახელს ვერ იტყოდა, რაკი სოფლის მეურნეობის მისეული ცოდნა საგრძნობლად ჩამორჩებოდა მისსავე ნოსტალგიურ-ლიტერატურულ განსწავლას.
   დროდადრო ყვინთავდა და ამ დროს მატარებლის ქროლვა ესიზმრებოდა. შუადღის აუტანელი თეთრი მზე შეღამებისწინა ყვითელ მზედ ქცეულიყო, მალე კი მეწამულში გადავიდოდა. ახლა ვაგონიც სხვანაირი იყო, არა ისეთი, როგორიც ბუენოს-აირესიდან დაიძრა: - მინდვრებმა და საათებმა განწონეს და გადაასხვაფერეს. გარეთ მატარებლის მოძრავი ჩრდილი ჰორიზონტისკენ იწელებოდა. პირველყოფილ მიწას აქ არ აწუხებდა დაბა ან ადამიანის სხვა რამ ნიშატი. მთელ ამხელა ტერიტორიებზე ხანდახან სხვა არაფერი ჩანდა, კენტად მავალი ხარის გარდა. სიმარტოვე სრულყოფილი იყო ან, შესაძლოა, მტრულიც, და დალმარიც თითქმის ეჭვობდა - მხოლოდ სამხრეთისკენ მივემგზავრები თუ წარსულშიცო. ამ ფანტასტიკური ჰიპოთეზიდან გამცილებელმა გამოაფხიზლა. მის ბილეთს დახედა და უთხრა: ჩვეულებრივ სადგურზე კი არ ჩამოხვალთ, არამედ სხვაგან - ოდნავ უფრო ადრეო, და დაუსახელა ადგილი, რომელიც დალმანს მხოლოდ ყურმოკვრით თუ სმენოდა (გამცილებელმა განაგრძო ახსნა, რომლის გაგება დალმანს არ უცდია, არც კი უსმენდა, რადგანაც ამის მექანიკას მნიშვნელობა არ ჰქონდა).
მატარებელი ხვნეშითა და ძალისხმევით შეჩერდა, ფაქტობრივად, შუა სოფელში. ამჯერად სადგური მეორე მხარეს აღმოჩნდა და ბევრით არაფრით სხვაობდა გადაფარებული ბაქნისგან. აქ არავითარი მანქანა არ ჰქონდათ, თუმცა, სადგურის უფროსის აზრით, დალმანს შეეძლო ეპოვა რაიმე ტრანსპორტი მაღაზიასთან, რომლისკენაც გზაც მიასწავლა ათი-თორმეტი სახლის იქით. დალმანმა ფეხით გავლის იდეა პატარა თავგადასავალივით მიიღო. მზე უკვე ჰორიზონტს ჩასცდენოდა, თუმცა სინათლის ნიმბი ჯერ კიდევ დიდებით მოსავდა ცოცხალ, მდუმარე ველებს, სანამ ღამე ერთიანად წაშლიდა ყველაფერს. არა ძალების დაზოგვის მიზნით, არამედ უფრო იმიტომ, ეს ყველაფერი ჯერ არ დამთავრდესო, დალმანი ნელა მიაბიჯებდა და ნეტარებით ისუნთქავდა სამყურას სურნელს.
მაღაზია ოდესღაც ხასხასა წითელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წლებს მძაფრი შეფერილობა ჩაეცხროთ (მისთვისვე მომგებიანად). იყო რაღაც ამ სახლის საბრალო არქიტექტურაში, რამაც დალმანს რკინის გრავიურა გაახსენა, შესაძლოა, „პოლი და ვირჟინის“ ძველი გამოცემიდან. მაღაზიის წინ რამდენიმე ცხენი მიებათ მოაჯირზე. მაღაზიაში შესულ დალმანს თითქოსდა მეპატრონე ეცნო, მერე კი მიხვდა, რომ შეცდომაში შეიყვანა ამ კაცის მსგავსებამ სანატორიუმის ერთ თანამშრომელთან. როდესაც მაღაზიის მფლობელმა დალმანის ამბავი მოისმინა, ცხენიანი ეტლი მაქვსო, უთხრა. ამ დღისთვის კიდევ ერთი ამბის მისამატებლად და დროის გასაყვანად, დალმანმა გადაწყვიტა იქვე ეჭამა, სოფლის მაღაზიაში.
   ერთ მაგიდასთან ტლანქი იერსახის ახალგაზრდები ისხდნენ და ხმაურიანად ჭამდნენ და სვამდნენ. თავიდან დალმანს დიდი ყურადღება არ მიუქცევია. იატაკზე ნივთივით უძრავად იწვა დახლს მიყრდნობილი მოხუცი. ცხოვრების მრავალ წელს გაეცვითა და გაეპრიალებინა, როგორც ქვას აპრიალებს ხოლმე წყლის ნაკადი, ან ანდაზას - თაობები. ჩია იყო, შავტუხა, ქარდაკრული და თითქოსდა დროის გარეთ, ერთგვარ მარადიულობაში გასული. დალმანს გული გაუთბო ამ კაცის თავზე შემოხვეული ყაითნის სისწორემ, თივთიკის პონჩომ, გაუჩოს შარვალმა და ცხენის ფეხის ტყავისგან შეკერილმა ჩექმებმა. გაახსენდა თავისი უსარგებლო კამათი ჩრდილოეთის რეგიონების მკვიდრებთან ან ენტრერიოსელებთან და თავის თავს უთხრა: მხოლოდ სამხრეთში დარჩნენ ასეთი გაუჩოებიო.
მყუდროდ მოეწყო ფანჯარასთან. სოფელს ნელ-ნელა წყვდიადი ტბორავდა, თუმცა მინდვრების ბგერები და სურნელებები ისევ შემოდიოდა ფანჯრის მსხვილძელებიანი ცხაურიდან. მაღაზიის მეპატრონემ ჯერ სარდინი მოუტანა, მერე შემწვარი ხორცი. ამ ყველაფერს დალმანმა ერთზე მეტი ჭიქა წითელი ღვინო მიაყოლა. ნელა აჭაშნიკებდა ღვინის არომატს და მზერას მაღაზიის უკვე რამდენადმე მოდუნებულ ატმოსფეროს ავლებდა. ჭერის ერთ-ერთი კოჭიდან ნავთის ლამპა ეშვებოდა. მეორე მაგიდასთან სამი მუშტარი იჯდა. ორი მათგანი მუშას ჰგავდა, მესამეს სახე ინდიელს მიუგავდა, ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა და სვამდა. დალმანმა უეცრად იგრძნო - რაღაც მსუბუქად გაეხახუნა სახეზე. გაუმჭვირვალე ჭიქის გვერდით, მაგიდის გადასაფარებლის ერთ-ერთ ზოლზე, პურის პაწია გუნდა ეგდო. სხვა არაფერი. მაგრამ ეს ხომ ვიღაცამ ესროლა?
მეორე მაგიდასთან მჯდომ მსმელებს თითქოს არც შეემჩნიათ მისი იქ ყოფნა. საგონებელში ჩავარდნილმა დალმანმა გადაწყვიტა, არაფერი მომხდარაო, და „არაბული ღამეები“ გადაშალა, თითქოსდა რეალობის შესაკავებლად. რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე გუნდა მოხვდა. ამჯერად მუშებმა გაიცინეს. არ მეშინიაო, უთხრა დალმანმა თავის თავს, თუმცა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა მისთვის, - ავადმყოფი კაცისთვის, - რომ ახლა უცნობებს ბარის ქაოსურ ჩხუბში ჩაეთრიათ. ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა. უკვე წამოდგა კიდეც, მაგრამ ამ დროს მაღაზიის მეპატრონე მოვიდა და დაბეჯითებით მიმართა ხმაათრთოლებულმა: „მისტერ დალმან, ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ ბიჭებს, მხოლოდ ხალისობენ და ეგ არი“.
დალმანს არ ეუცხოვა, რომ ამ კაცმა უკვე იცოდა მისი სახელი, მაგრამ იგრძნო, რომ თითქოსდა შემრიგებლურმა სიტყვებმა სიტუაცია მხოლოდ გააუარესა. აქამდე კაცების პროვოკაცია მიმართული იყო შემთხვევითი სახისკენ, თითქმის არავისკენ. ამჯერად უკვე მას დაუმიზნებდნენ, მის სახელს, რომელიც იმ მაგიდასთან მიმსხდრებმა უკვე იცოდნენ. დალმანმა მაღაზიის მფლობელი განზე გასწია, მუშებთან მივიდა და ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვთო.
   ინდიელისსახიანი ბანდიტი ბორძიკით წამოდგა და, სულ ერთი ნაბიჯის მანძილიდან, ისეთი ღრიალით მოაყარა შეურაცხმყოფელი სიტყვები (ან ლანძღვა-გინება), თითქოს სადღაც ძალიან შორს იდგა. ის თვალთმაქცობდა, აზვიადებდა თავის სიმთვრალეს და ეს გაზვიადება ორმაგ - აგრესიულ და დამცინავ - შთაბეჭდილებას ახდენდა. შუა ლანძღვასა და უხამსობების ფრქვევაში გრძელი დანაც აიქნია ჰაერში. მაღაზიის მეპატრონემ გაბზარული ხმით გააპტროტესტა, დალმანს იარაღი არა აქვსო. ამ დროს გაუთვალისწინებელი რამ მოხდა.
იმ კუთხიდან, სადაც იწვა, მოხუცმა გაუჩომ, რომელშიც დალმანმა სამხრეთის განსახიერება დაინახა (სამხრეთის, რომელიც მას ეკუთვნოდა), გაშიშვლებული ხანჯალი გადაუგდო. ხანჯალი მის ფეხებთან შეჩერდა. თითქოს სამხრეთმა თვითონ გადაწყვიტა, რომ დალმანს უნდა მიეღო ეს გამოწვევა. ხანჯლის ასაღებად დაიხარა და ამ დროს ორი რამ იგრძნო. პირველი: არსებითად ინსტინქტურ ამ მოქმედებას ის უკვე ორთაბრძოლაში შეჰყავდა; მეორე: მის მოუქნელ ხელში იარაღი იმდენად არ დაიცავდა თვითონ, რამდენადაც გაამართლებდა იმ კაცის ხელით მის მოკვლას. ხანდახან კი უთამაშია დანით, მაგრამ დანებით ჩხუბის მისეული ცოდნა იმ ბუნდოვან მოგონებაზე შორს არ მიდიოდა, რომ დარტყმები უნდა უმიზნებდეს ქვემოდან ზემოთ შიგნით მიმართული დანის ფხით. ასეთი რამეების უფლებას არასოდეს იძლეოდნენ სანატორიუმშიო, გაიფიქრა.
- გვეყოფა დგომა, - უთხრა იმ კაცმა, - გარეთ გავიდეთ.
გავიდნენ კიდეც. და სანამ დალმანს არაფრის იმედი არ ჰქონდა, არც შიშს განიცდიდა. ზღურბლს რომ გადააბიჯა, იგივე იგრძნო, რაც იგრძნო სანატორიუმში ყოფნის პირველ ღამეს, როდესაც ნემსი შეურჭვეს: სიკვდილი დანებით ბრძოლაში, ღია ცის ქვეშ, მეტოქის ჩაბღაუჭებისას, იქნებოდა განთავისუფლება, სიხარული და დღესასწაული. იგრძნო: რომ შეეძლოს, საკუთარი ნებით ამოირჩიოს ან დაისიზმროს თავისი სიკვდილი ამ ღამეს, მაშინ სწორედ ამნაირ სიკვდილის ირჩევს ან ისიზმრებს.
დალმანი მტკიცედ ბღუჯავს დანას, რომლის გამოყენებაზე იქნებ წარმოდგენაც არ აქვს, და მინდვრებზე გადის.

ნახვა: 814

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters