ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები

        ერთ მშვენიერ საღამოს, არანაკლებ მშვენიერი ეგზეკუტორი ივან დმიტრიჩ ჩერვიაკოვი იჯდა თეატრში, სავარძლების მეორე რიგში და ბინოკლით უცქერდა სპექტაკლს „კორნევილის ზარები“. ის უყურებდა წარმოდგენას და თავს ნეტარების უმაღლეს მწვერვალზე გრძნობდა, მაგრამ უეცრად... ეს „უეცრად“ ხშირად გვხვდება მოთხრობებში. ავტორები მართალნი არიან, ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით! უცებ ჩერვიაკოვს სახე დაემანჭა, თვალები დაუელამდა, სუნთქვა შეეკრა, ბინოკლი ხელიდან გაუვარდა, მოიკუნტა და „ცხიკ“ - როგორც მიხვდით, დააცემინა. დაცემინება არსად არავის არ ეკრძალება. აცემინებს ყველა: მამაკაცი, პოლიციელი და ხანდახან საიდუმლო მრჩეველიც კი. ყველა აცემინებს. დაცემინების გამო ჩერვიაკოვი სულაც არ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. სახე ცხვირსახოცით მოიწმინდა და როგორც ზრდილობიანი ადამიანის წესია, გარშემო მიმოიხედა, რომ დარწმუნებულიყო, ხომ არავინ შეაწუხა თავისი დაცემინებით. მაგრამ აქ კი ნამდვილად ჩავარდა უხერხულ მდგომარეობაში. დაინახა, რომ მოხუცი კაცი, რომელიც მის პირდაპირ, სავარძლების პირველ რიგში იჯდა, მონდომებით იწმენდდა ხელთათმანით მელოტ თავსა და კისერს და თან რაღაცას ბუტბუტებდა. ჩერვიაკოვმა ამ მოხუცში შეიცნო სტატსკი გენერალი ბრიზჟალოვი, რომელიც ცნობათა გავრცელების უწყებაში მუშაობდა.

- „მე ის დავდორბლე - გაიფიქრა ჩერვიაკოვმა. მართალია, ჩემი უფროსი არ არის, სხვისია, მაგრამ მაინც უხერხულია. ბოდიში უნდა მოვუხადო“. ჩერვიაკოვმა ჩაახველა, მთელი ტანით წამოიმართა და ყურში ჩასჩურჩულა გენერალს: - მაპატიეთ, თქვენო უმაღლესობავ, მე თქვენ დაგდორბლეთ... რა თქმა უნდა, უნებლიეთ...

- არაუშავს, არაუშავს...

- თუ ღმერთი გწამთ, მაპატიეთ! მე ხომ... არ მინდოდა!

- არაუშავს, დაჯექით და მომასმენინეთ, თუ შეიძლება! ჩერვიაკოვს შერცხვა, უაზროდ გაიღიმა და სცენას მიაშტერდა. უყურებდა, მაგრამ ნეტარებას ვეღარ გრძნობდა. მოუსვენრობამ შეიპყრო. ანტრაქტის დროს მიუახლოვდა გენერალს, დასძლია სიმხდალე და ჩაიბურტყუნა: - მე თქვენ დაგდორბლეთ, თქვენო უმაღლესობავ... მაპატიეთ, მე ხომ არ მინდოდა.

- აჰ, საკმარისია. მე დამავიწყდა კიდეც, თქვენ კი იმავეს იმეორებთ! - თქვა გენერალმა, რომელსაც მოუთმენლობისგან ქვედა ტუჩი აუთრთოლდა. „დაავიწყდა, თვალები კი გესლით აქვს სავსე“ – გაიფიქრა ჩერვიაკოვმა და ეჭვიანი მზერა ესროლა გენერალს. - ლაპარაკიც კი არ უნდა. მინდოდა ამეხსნა, რომ შემთხვევით მომივიდა... ეს ხომ ბუნებრივი მოვლენაა. შეიძლება იფიქროს, რომ მისთვის შეფურთხება მინდოდა. შეიძლება ეხლა არ ფიქრობს, მაგრამ მერე იფიქროს!“ სახლში რომ მივიდა, ჩერვიაკოვმა ცოლს უამბო თავის ბრიყვულ საქციელზე. ცოლმა, როგორც ჩერვიაკოვს მოეჩვენა, არაფრად ჩააგდო მომხდარი. მას მხოლოდ შეეშინდა, მაგრამ როცა გაიგო, რომ ბრიზჟალოვი ქმრის უფროსი არ იყო, დამშვიდდა.

- მაინც წადი და ბოდიში მოუხადე, - უთხრა ცოლმა. არ იფიქროს, რომ საზოგადოებაში ქცევის წესები არ იცი.

- მეც ასე ვფიქრობდი. მოვუბოდიშე, მაგრამ მან რაღაც უცნაურად მიიღო... ერთი სიტყვაც არ უთქვამს სასიკეთო. თან ლაპარაკის დროც აღარ იყო.  მეორე დღეს ჩერვიაკოვმა ახალი ვიცმუნდირი ჩაიცვა, თმა შეიჭრა და ბრიზჟალოვთან გაემართა ახსნა-განმარტების მისაცემად. მისაღებში შესულმა ნახა, რომ იქ მრავალ მთხოვნელს მოეყარა თავი. მთხოვნელებს შორის მოკრა თვალი თვით გენერალსაც, რომელსაც უკვე დაეწყო თხოვნების მოსმენა. რამდენიმე მთხოვნელის შემდეგ ჩერვიაკოვის ჯერიც დადგა. გენერალმა მზერა მას მიაპყრო.

- გუშინ „არკადიაში“, ალბათ, გახსოვთ, თქვენო უმაღლესობავ, - დაიწყო მოხსენება ეგზეკუტორმა. - მე დამაცემინა და უნებლიეთ დაგდორბლეთ... პატიება მინდოდა...

- მერედა, ასეთ წვრილმანზე? ღმერთო, რას ნიშნავს ეს! თქვენ რაღამ შეგაწუხათ? - მიუბრუნდა გენერალი მომდევნო მთხოვნელს. „ჩემთან ლაპარაკიც კი არ ისურვა, - გაიფიქრა ჩერვიაკოვმა და გაფითრდა. ესე იგი, გაბრაზებულია.. არა, ამის ასე დატოვება არ შეიძლება...მე მას ავუხსნი...“ როცა გენერალმა საუბარი დაასრულა უკანასკნელ მთხოვნელთან და შიდა აპარტამენტისკენ აიღო გეზი, ჩერვიაკოვი უკან გაჰყვა ბუტბუტით: - თქვენო უმაღლესობავ! თუკი ვბედავ თქვენს შეწუხებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სინანულს განვიცდი... მე ხომ უნებლიეთ... თვითონ ნახეთ! გენერალმა შეწუხებული გამომეტყველება მიიღო და ხელი აიქნია.

- თქვენ, ალბათ, დამცინით, თქვენო მოწყალებავ! - ჩაილაპარაკა და კარს უკან გაუჩინარდა.

„რას ჰქვია, დავცინი? – გაიფიქრა ჩერვიაკოვმა. - რა შუაშია აქ დაცინვა! გენერალმა ვერაფერიც ვერ გაიგო. რადგან ასეა, ამ ბაქიბუქას პატიების თხოვნას აღარ დავუწყებ! ეშმაკსაც წაუღია! წერილს მივწერ, მისვლით კი აღარ მივალ, ღვთის გულისათვის, აღარ მივალ და ეგ არის! “ ასე ფიქრობდა სახლში მიმავალი ჩერვიაკოვი... და მაინც წერილი არ მიუწერია. იფიქრა, იფიქრა და ვერაფრით ვერ მოიფიქრა, რა უნდა დაეწერა. მეორე დღეს ისევ თვითონ მოუხდა წასვლა ახსნა-განმარტების მისაცემად.

- მე გუშინ ვიყავი და შეგაწუხეთ, - წაიბუტბუტა ჩერვიაკოვმა, როცა გენერალმა კითხვით აღსავსე თვალები მიაპყრო. - მე დასაცინად არ მოვსულვარ, როგორც თქვენ ბრძანეთ. მე პატიებას გთხოვდით იმის გამო, რომ დაცემინებისას უნებლიეთ დაგდორბლეთ... დაცინვა კი არც მიფიქრია. როგორ გავბედავდი დაცინვას? თუ დაცინვას დავიწყებთ, მაშინ, ეს ნიშნავს, რომ არავითარი პატივისცემა არ გვქონია... პიროვნების მიმართ...

- გაეთრიეთ!!! – დაიღრიალა უცებ სიბრაზისგან გალურჯებულმა და აცახცახებულმა გენერალმა.

- რაო? – იკითხა ჩურჩულით ჩერვიაკოვმა, რომელსაც შიშისაგან გული ძლივსღა უცემდა.

- გაეთრიეთ! – გაიმეორა გენერალმა და ფეხი დაჰკრა იატაკს. ჩერვიაკოვს გულ-მუცელში რაღაც ჩაწყდა, თითქოს დაბრმავდა და დაყრუვდაო, უკან დაიხია კარისკენ, ქუჩაში გავიდა და წალასლასდა... სახლამდე ინერციით მივიდა, ვიცმუნდირის გაუხდელად მიწვა დივანზე და... მიიცვალა.

1883

ნახვა: 1180

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters