ანტონ ჩეხოვი - ქამელეონი

      ბაზრის მოედანზე მოაბიჯებს პოლიციის ზედამხედველი ოჩუმელოვი, ახალი შინელი აცვია და ხელში პატარა ბოხჩა უჭირავს. მას უკან მოჰყვება წითური გოროდოვოი ხელში ცხავით, რომელიც პირთამდეა სავსე კონფისკაციაქმნილი ხურტკმელით. ირგვლივ სიჩუმეა... მოედანზე სულიერი არ ჭაჭანებს... სავაჭრო დახლებისა და დუქნების ღია კარებები ამ ნათელ ქვეყანას უხალისოდ, მშივრებივით პირდაბჩენილნი, გამოჰყურებენ. მათ სიახლოვეს ღარიბებიც კი არ ჩანან.

- მაშ, კბენა გადაგიწყვეტია, წყეულო? - ესმის საიდანღაც ოჩუმელოვს. - ხალხნო, დაიჭით, არ დააკბენინოთ! როგორ შეიძლება! არ გაუშვათ! აჰ... აჰ..! ისმის ძაღლის წკმუტუნი. ოჩუმელოვი გვერდზე იყურება და ხედავს: ვაჭარ პიჩუგინის შეშის საწყობიდან გამორბის ძაღლი, თვალების ცეცებით და სამ ფეხზე ხტუნვით. ძაღლს მოსდევს კაცი, რომელსაც ჩითის გახამებული პერანგი და გადაღეღილი ჟილეტი აცვია, მორბის მთელი ტანით წინგადახრილი, მიწაზე ეცემა და ძაღლს უკანა თათებით იჭერს. განმეორებით ისმის ძაღლის წკმუტუნი და ვიღაცის ყვირილი: „არ გაუშვათ!“ ამ ხმაურზე დახლებიდან ჩნდებიან ნამძინარევი სიფათები და მალე, შეშის საწყობთან, თითქოს მიწიდან ამოიზარდაო, ბრბო იყრის თავს.

- არავითარი უწესრიგობა, თქვენო კეთილშობილებავ!... - ამბობს გოროდოვოი.

       ოჩუმელოვი ნახევარ ბრუნს აკეთებს მარცხნივ და ხალხისკენ მიემართება. ხედავს, საწყობის კართან დგას ზემოაღწერილი კაცი გაღეღილი ჟილეტით, მარჯვენა ხელი ზემოთ აღუმართავს და ხალხს გასისხლიანებულ თითს აჩვენებს. მას ნაბახუსევ სახეს თითქოს აწერია: „ტყავს გაგაძრობ, შე არამზადა“, თითიც კი ისე ჩანს, თითქოს გამარჯვების დროშა ყოფილიყოს. ამ კაცში ოჩუმელოვმა ოქროს ნაკეთობათა ოსტატი ხრიუკინი შეიცნო. ბრბოს შუაგულში წინაფეხებგაფარჩხული და აცახცახებული ძაღლი ზის - მთელი ამ აურზაურის მთავარი დამნაშავე - თეთრი ლეკვი, წაწვეტებული სახითა და ყვითელი ლაქებით ზურგზე. აცრემლებულ თვალებში შიში და სასოწარკვეთა ჩასდგომია.

- ეს რა ხდება აქ? - კითხულობს ოჩუმელოვი და ბრბოს ცენტრისკენ მიიწევს. - რა მოხდა? ასე რატომ გიჭირავს თითი?.. ვინ ყვიროდა?

- ჩემთვის მოვდიოდი, თქვენო კეთილშობილებავ, არაფერი დამიშავებია... - იწყებს ხრიუკინი და მუჭში ახველებს, - შეშის ამბავი უნდა გამერკვია მიტრი მიტრიჩთან და უცებ ეს ნაძირალა, სულ არაფრის გამო, თითზე მეცა... ბოდიში მომითხოვია, მე მშრომელი ადამიანი ვარ, ფაქიზი სამუშაოა... წვრილ-წვრილ საგნებთან მაქვს საქმე. ადგნენ და გადამიხადონ. ეი, ასე არ არის... მე ხელებით ვმუშაობ, ამ თითის გამო კი შეიძლება მთელი კვირა ხელი ვერ გავანძრიო. თქვენო კეთილშობილებავ, არც კანონში წერია სადმე, რომ ძაღლის კბენა უნდა მოითმინო... ყველამ რომ გიკბინოს, სად წახვალ? რაღად გინდა სიცოცხლე..

- აჰა, კარგი... - ამბობს ოჩუმელოვი მკაცრად, ახველებს და თან წარბებს ათამაშებს. - კარგი, ბატონო... ვისი ძაღლია? მე ამას ასე არ დავტოვებ. გაჩვენებთ, როგორ უნდა ძაღლების უმეთვალყურეოდ დატოვება! დროა, მივხედოთ ისეთ პატრონებს, რომლებსაც არ ნებავთ, დადგენილ წესებს დაემორჩილონ. რომ დააჯარიმებენ იმ ნაძირალას, მაშინ მიხვდება, რას ნიშნავს მაწანწალა ძაღლი და სხვა მისნაირი უპატრონოები. - დედას ვუტირებ!

- ელდირინ! - მიმართავს ზედამხედველი გოროდოვოის, - გაარკვიე, ვისია ეს ძაღლი და შეადგინე ოქმი! ძაღლი კი უნდა მოვსპოთ! დაუყოვნებლივ! ნამდვილად ცოფიანი იქნება... ვისია ძაღლი, გეკითხებით მე თქვენ?

- მგონი, გენერალ ჟიგალოვისაა. - გაისმა ხმა ბრბოდან.

- გენერალ ჟიგალოვის? ჰმ! - გამხადე პალტო, ელდირინ, თუ შეიძლება. უჰ, როგორ ჩამოცხა, ასე იცის გაწვიმების წინ... - ერთი რამ არ მესმის, მხოლოდ, როგორ შეეძლო ამ პატარა ძაღლს შენთვის ეკბინა, - მიუბრუნდა ხრიუკინს, - დავიჯერო, თითებამდე მოგწვდა? ნახე რა პატარაა, შენ კი ამოდენა ხარ! - ალბათ, თითში ლურსმანი შეგერჭო და მაშინ მოგივიდა აზრად, რომ გაგეცურებინეთ. შენ ხომ... ვიცით, ვიცნობთ შენისთანებს, არამზადავ!..

- ის, თქვენო კეთილშობილებავ, გახვეულ პაპიროსს ჩრიდა სიფათში და ხალხს აცინებდა... ძაღლმა თავი არ გაასულელებინა და თითი გაუგლიჯა... ახირებული კაცია, თქვენო კეთილშობილებავ!

- იტყუები, დაბრეცილო! არ გინახია და რატომ იტყუები? მისი კეთილშობილება ჭკვიანი კაცია და თვითონ მიხვდება, ვინ ტყუის და ვინ მართალია თავისი სინდისის წინაშეც და ღვთის წინაშეც. თუ ვიტყუებოდე, დაე ღმერთმა გამასამართლოს! იმის კანონებში წერია... ყველა ადამიანი თანასწორიაო... მე თვითონ ძმა მყავს ჟანდარმერიაში... თუ მაგაზეა...

- ბევრს ლაპარაკობ!

- არა, ეს გენერლის ძაღლი არ არის... - მრავალმნიშვნელოვნად აცხადებს გოროდოვოი, - გენერალს ასეთები არ ჰყავს. იმისი ძაღლების უმრავლესობამ ჩაწიხვლა იცის...

- ნამდვილად იცი?

- ნამდვილად, თქვენო კეთილშობილებავ...

- მე თვითონაც ვიცი. გენერალს სულ ძვირფასი, ჯიშიანი ძაღლები ჰყავს, ეს კი, ეშმაკმა უწყის, რა ჯიშისაა! არც ბეწვი აქვს, არც შესახედაობა... საზიზღრობაა პირდაპირ... ასეთ ძაღლს შეინახავს გენერალი? ეს არ უნდა გეფიქრათ? ასეთი ძაღლი მოსკოვში ან პეტერბურგში რომ მოხვდეს, იცით, რას უზამენ? კანონს ზედაც არ შეხედავდნენ, მაშინვე მოსპობდნენ! ხრიუკინ, შენ დაზარალებული ხარ და ასე არ დატოვო ეს საქმე... ჭკუა უნდა ასწავლო! დროა...

- რავიცი, შეიძლება გენერლისაც იყოს... - ხმამაღლა ფიქრობს გოროდოვოი, - სახეზე ხომ არ აწერია... ამასწინათ მის ეზოში ვნახე ასეთი ძაღლი...

- ცნობა მოვიდა, რომ გენერლისაა, - ისმის ხმა ბრბოდან.

- ჰმ!.. კაცურად, პალტო ჩამაცვი, ელდირინ, თითქოს დამიბერა... მაციებს... შენ ახლა ძაღლი გენერალთან წაიყვანე და იქ გაარკვიე. უთხარი, რომ მე ვიპოვე და გამოგატანე... და უთხარი, გარეთ არ გამოუშვან... იქნებ, მართლაც ძვირფასი ძაღლია და ყველა მოცლილმა რომ სიგარა ატაკოს ცხვირში, ცოდოა, გაფუჭდება. ძაღლი ხომ ფაქიზი ქმნილებაა... შენ კი, ბრიყვო, ხელი ჩამოუშვი! გაგიშვერია ეგ უბადრუკი თითი და ქვეყანა ზედ გიყურებს! შენ ყოფილხარ დამნაშავე!..

- აი, გენერლის მზარეული მოდის და იმას ვკითხოთ... ეი, შენ, პროხორ, მოდი აქ, გეთაყვა! ამ ძაღლს შეხედე, აბა... თქვენია?

- საიდან მოიტანეთ! ასეთი ძაღლი არასდროს გვყოლია!

- საკითხავიც აღარაფერია, - ამბობს ოჩუმელოვი, - მაწანწალა ძაღლი ყოფილა, მორჩა და გათავდა... რადგან ვამბობ, მაწანწალაა-მეთქი, ესე იგი, მაწანწალაა...მოვსპოთ, ეგ არის და ეგ!

- ეს ძაღლი ჩვენი არ არის, - აგრძელებს პროხორი, - გენერლის ძმისაა, ამ დღეებში გვესტუმრა. გენერალი არ ნადირობს, მწევარი საიდან გვეყოლება? მისი ძმა არის მონადირ...

- როგორ, გენერლის ძმა აქ არის? ვლადიმერ ივანიჩი? - ეკითხება ოჩუმელოვი და სახეს მოწიწების ღიმილი უცისკროვნებს. - ღმერთმანი! არც კი ვიცოდი! სტუმრად ჩამოვიდნენ?

- დიაღ, სტუმრად...

- ოჰ, ღმერთო ჩემო... უყურე შენ, ძმა მონატრებია... მე კი არ ვიცოდი! ეს მათი ძაღლია, არა? ძალიან მიხარია... წაუყვანე... არაუშავს ძაღლია... რა სწრაფი კი ყოფილა... თვალისდახამხამებაში ეცა თითზე და!.. ჰა-ჰა-ჰა!.. აბა, რა გაკანკალებს?...რას იღრინები... გაბრაზებულია ეს არამზადა, ეს ტაკიმასხარა...

        პროხორი ძაღლს ეძახის და მასთან ერთად სცილდება შეშის საწყობს... ბრბო ხრიუკინს დასცინის. შენთვისაც მოვიცლი! - ემუქრება ოჩუმელოვი ოსტატს და, შინელში გახვეული, ბაზრის მოედანზე გზას აგრძელებს.

1884წ.


იხილეთ ანტონ ჩეხოვის სხვა მოთხრობები: ანტონ ჩეხოვი - მოთხრობები

ნახვა: 1590

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters