...როცა სიჩუმეში ნაპირს მომწყდარი ტალღა წკარუნით იმსხვრევა ქვებზე და მერე შიშინით, უხალისოდ დაიხევს უკან, სილაზე კი თეთრი ქაფი ტალღას ჩაბღაუჭებული თითებივით რჩება და როცა გრიშასავით შეეჭვდები, სინამდვილეა თუ არა, რომ ახლა სილიან ნაპირზე ზიხარ, უკან გადახრილი და ხელისგულებზე დაბჯენილი, მკერდზე კი ლამაზი ქალის სუნთქვას გრძნობ, მართლა დაეჭვდები, სინამდვილეა თუ არა ყოველივე ეს, რადგან ძალიან ბნელა... მაგრამ თითქოსდა შენი ეჭვების გასაფანტად უეცრად აბდღვრიალებული პროჟექტორი წამით თუ ცას მიებჯინება, მერე კი ნაპირს მოავლებს თვალს და შემკრთალი ქალი უნებურად მუხლებზე თუ გადაიჭიმავს კაბას, გაგეხარდება და მერე, სიჩუმეში, გახარებულმა, გრიშასავით უმიზეზოდ შეგიძლია წარმოთქვა წინადადება, რომელიც ასე თავდება: "...ხმა აღწევდა".

-ისინი ნაფერები დალალებისთვის იბრძოდნენ, — თქვა გრიშამ, — სილამაზეში, მთვარის შუქზე ალესილი დანებით იბრძოდნენ, შორიდან კი გიტარის ნაღვლიანი ხმა აღწევდა.

— რა ველურობაა, — თქვა ოდნავ შემკრთალმა ქალმა, — მაგრამ რაღაცით მაინც კარგია.

— სიყვარული ურევია და იმიტომ, — აუხსნა გრიშამ, — იქ, სადაც სიყვარული ურევია, ყოველივე ლამაზდება.

— სიყვარული ორგვარია, — დაიწყო ქალმა, მაგრამ გრიშამ გააწყვეტინა.

— ვიცი, ვიცი — ორგვარი კი არა, შვიდასგვარია, მაგრამ ისინი ნამდვილი სიყვარულისათვის იბრძოდნენ.

— აა... და რომელი მოერია?

— რა მნიშვნელობა აქვს — ერთ-ერთი.

— საწყალი მეორე, — წაიჩურჩულა ქალმა, — მე ის მეორე შემიყვარდებოდა.

— რა იცი, ეგება ის მეორე იყო ერთ-ერთი...

— რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი.

— მიყვარხარ და იმიტომ.

— მართლა?

— აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა.

— რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი.

— ლამაზი ხარ და იმიტომ.

— და სხვა... სხვა არაფერი?

ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა... მაგრამ გრიშასათვის — არასოდეს. მაშინვე ჩურჩულით ალაპარაკდა, შესაბამის ატმოსფეროს ჰქმნიდა:

— ამის პასუხი ერთადერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში ორჯერ მოცემული: ადამიანისთვის ადამიანი. და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?

— რა არის... ახლობელია...

— და სხვა არაფერი?

— რა ვიცი... არ ვიცი.

— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.

— და უცებ მაკოცებ, არა?

— არა.

— აბა?!

— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა...

— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?

— ჰო.

— ერთი, ორი, სამი... — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი... ათი! მითხარი ახლა... გრიშა, სადა ხარ?

ზღვა შრიალებდა მხოლოდ.

— გრიშა! — წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?

ძალიან ბნელოდა.

— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.

— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიგოლ!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.

გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.

"ამ ქალაქგარეთ... ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა..." — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. 

ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:

— ეს მე ვარ, მე.

— გრიშა! — წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!

— სად წავიდოდი... შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?

— ჰო, — ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, — რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!

— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე... გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.

— რა ესაა... რას ამბობ?

— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?

— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.

ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ."

გურამ დოჩანაშვილი

იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი ანუ გრიშა და მთავარი

ტეგები: Qwelly, ადამიანი, ამონარიდები, დოჩანაშვილი, ლიტერატურა, მოთხრობა

ნახვა: 1740

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters