უხილავი ბერები, ქველი, მონაზვნობა, ბერობა, Qwelly, berebi, uxilavi, saswauli

      1941 წელს ღირსმა პეტრე ათონელმა თავის ორ მორჩილს უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე აპირებდა წასვლას, მაგრამ კელიიდან ბერი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს – ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

      1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში ღია იყო.

      მოგვიანებით, ასევე, ვათოპედის მონასტრის კელიიდან, გაქრა ბერი ნექტარიოსი. ასევე დაიკარგა რამდენიმე ბერი და როგორც ამბობენ, ათონის მთაზე ძირითადად გამორჩეული ბერები იკარგებოდნენ. ბერების ამ გაქრობას ათონის მთის სხვა დიდ საიდუმლოსაც უკავშირებენ – ეგრეთ წოდებულ „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ, ის „უხილავმა მოსაგრეებმა“ წაიყვანესო.

უხილავი ბერები, ქველი, მონაზვნობა, ბერობა, Qwelly, berebi, uxilavi, saswauli

      ყველაზე ძველი გადმოცემის თანახმად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უცნობ „მოსაგრეებს“ თავისთან იღებდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“, ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ზოგი ვარაუდობს, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმიდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმიდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი – საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება, მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ მონაზვნებით, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც გაივსებოდა.

      „უხილავი მოსაგრეები“ შვიდნი იყვნენ. ისინი ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ, რაღაც საიდუმლო სახით, მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი, იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ“.

      1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ, მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმად მოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ „მოსაგრეთა“ საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.მეოცე საუკუნეში წმიდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმიდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. ის ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი, ანუ წმიდა სილუან ათონელი, ლოცვით წმიდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისთვის ევედრებოდა. წყაროების თანახმად, ერთ-ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა. გზაზე ვიღაც უცნობი ბერი შეხვდა, რომელიც მას ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ლიბანელმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს. წმიდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აბნევია, გამოქვაბულს მიდგომია, სადაც ვიღაც გარდაცვლილი ბერის დასვენებული სხეული უნახავს. მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ირგვლივ მიდამოები მოათვალიერა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერ-დიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმიდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს.

      უცნობი „მოსაგრე“ ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა მას უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ეფრემი მობრუნდა, რათა კიდევ ერთხელ შეეხედა მოხუცი ბერისთვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა. ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმიდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილსამყოფელს უმალავენ. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი „უხილავი მოღვაწენი“ მართლაც არსებობენ, – წერს ბერი ვლასი, მაშ, მთელი სამყარო უნდა ხარობდეს, რამეთუ მათი ლოცვით შეჩერებულია ღვთის სამართლიანი რისხვა, ჩვენი ცოდვების გამო, ადამიანთა მოდგმაზე“.

ტეგები: Qwelly, qwellyland, ბერები, ბერი, უხილავი

ნახვა: 965

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters