შეუძლებელია გადაფასდეს რაიმონდ კეტელის სამოცდაათწლიანი მეცნიერული მოღვაწეობის მნიშვნელობა და მისი თეორიის როლი პიროვნების ფსიქოლოგიის განვითარებასა და, საერთოდ, ფსიქოლოგიის ისტორიაში. თუმცა კეტელი თვლის, რომ "ბევრი თეთრი ლაქაა დარჩენილი და მათი შევსება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად არიან ფსიქოლოგები ხელი მოჰკიდონ და გადაწყვიტონ ეს ურთულესი პრობლემები". თვითონ კი ეჭვი არ ეპარება თავისი თეორიის სიმტკიცესა და მიმართულების სისწორეში, რადგან, მისი სიტყვებით, "ის ემყარება პიროვნების სტრუქტურებისა და პროცესების გაზომვის საფუძველზე მიღებულ შედეგებს"

       კეტელის თეორია წმინდა ინდუქციურ მეთოდოლოგიას ეფუძნება, განსხვავებით ოლპორტის დედუქციური და აიზენკის ჰიპოთეტურ-დედუქციური მეთოდოლოგიისგან. მკვლევარს, რომელიც ეყრდნობა ჰიპოთეტურ-დედუქციურ მეთოდს (მაგ. აიზენკი), წინასწარ, მანამ სანამ მონაცემთა შეგროვებას დაიწყებდეს, უკვე აქვს ჰიპოთეზა ან თეორიის წინასწარი მონახაზი. კეტელის ინდუქციური მეთოდი კი იმაში მდგომარეობს, რომ მკვლევარი, რომელსაც არ აქვს წინასწარ არავითარი ჰიპოთეზა, აგროვებს მონაცემთა დიდ რაოდენობას, იყენებს ამ მასალის მიმართ ფაქტორულ ანალიზს, შემდეგ ამ დამუშავების შედეგების საფუძველზე აგებს ჰიპოთეზებს და მხოლოდ მერე იწყებს მათ შემოწმებას.
       ფაქტორული ანალიზი. როგორც უკვე ითქვა, კეტელის თეორიის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ფაქტორულმა ანალიზმა შეასრულა, რომლის ძირითადი პრინციპები მისმა მასწავლებელმა სპირმენმა ჯერ კიდევ 1905 წელს ჩამოაყალიბა. ფაქტორული ანალიზი შესაძლებლობას იძლევა ცვლადების დიდი რაოდენობა დაყვანილ იქნას ფუნდამენტური სიდიდეების უფრო მცირე რაოდენობაზე. პიროვნების ფსიქოლოგიაში ამ ფუნდამენტურ სიდიდეებს პიროვნული ნიშნები წარმოადგენენ. ანუ ეს არის ფაქტორები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ ცვლადებს აერთიანებენ. მაგალითად, დავუშვათ, ჩვენ დავადგინეთ მაღალი დადებითი ინტერკორელაცია ალგებრის, გეომეტრიის, ტრიგონომეტრიისა და არითმეტიკის მონაცემებს შორის. ამით ჩვენ გამოვავლინეთ სიდიდეების ჯგუფი, რომელსაც შეიძლება M ფაქტორი – მათემატიკური უნარი ვუწოდოათ. ასევე შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე სხვა ფაქტორი, ანუ პიროვნული ნიშანი. ბუნებრივია, ფაქტორების რაოდენობა ნაკლები იქნება, ვიდრე თავდაპირველი მონაცემები.
Dდამუშავების შემდეგი ნაბიჯი იქნება თითოეული სიდიდის ფაქტორული წონის განსაზღვრა, სხვა სიტყვებით, სიდიდეების ფაქტორთან კორელაციის განსაზღვრა. მაგალითად, თუ ალგებრის, გაომეტრიის, ტრიგონომეტრიის და არითმეტიკის ცოდნის შეფასებებს უფრო მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ M და არა სხვა რომელიმე ფაქტორის ჩამოყალიბებაში , შეიძლება ვთქვათ, რომ ამ სიდიდეებს M ტიპის დიდი ფაქტორული წონა აქვთ. ფაქტორული წონა სხვადასხვა ფაქტორების სისუფთავის ინდიკატორს წარმოადგენს.
ფაქტორული ანალიზით გამოყოფილი პიროვნული ნიშნები შეიძლება იყოს უნიპოლარული ან ბიპოლარული. უნიპოლარული ნიშნები იცვლება ნულიდან გარკვეული დადებითი მნიშვნელობების დიაპაზონში. ბიპოლარული ნიშნებს კი ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსამდე ცვლილების დიაპაზონი აქვთ, ნული კი საშუალო მნიშვნელობაზე მიუთითებს. ბიპოლარული ნიშნებია მაგალითად, ინტროვერსია-ექსტრავერსია, ლიბერალიზმი-კონსერვატიზმი, დომინანტობა-დაქვემდებარებულობა და სხვ.

პიროვნული ნიშანი


კეტელის მიხედვით „პიროვნული ნიშანი არის ის, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანის ქცევა მოცემულ სიტუაციაში". როგორ შეიძლება ზუსტი წინასწარმეტყველების მიღწევა? კეტელის მიხედვით  ძირითადი ნიშნების (სოურცე ტრაიტს) აღწერითა და გაზომვით. სწორედ ეს ნიშნები განსაზღვრავენ ქცევას. ძირითადი ნიშნები განსხვავდება ზედაპირული ნიშნებისგან. კეტელის მიხედვით, ეს უკანასკნელნი პიროვნების სტრუქტურაში არც თუ ისეთი მნიშვნელოვანნი არიან. ისინი უფრო ამოსავალი პუნქტის როლს თამაშობენ. კვლევა მათი აღწერით იწყება და ისინი ძირითადი ნიშნების ინდიკატორებს წარმოადგენენ.
      1936 წელს ოლპორტმა და ოდბენტმა ინგლისური ენის განმარტებითი ლექსიკონიდან ამოიწერეს 18 ათასი პიროვნილი ნიშნის აღმნიშვნელი სიტყვა, შედეგ მოახდინეს მათი გადარჩევა-გაცხრილვა და ეს რაოდენობა 4500-დე დაიყვანეს. ამ სიტყვების უდიდესი ნაწილი ზედაპირულ ნიშნებს წარმოადგენდა. კეტელმა ეს სიტყვები პიროვნული ნიშნების ფაქტორული ანალიზის ამოსავალ წერტილად გამოიყენა. ამ 4500 სიტყვაში შემავალი ნიშნებიდან ბევრი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ხშირად ერთად, ჯგუფ-ჯგუფად გვხვდება. კეტელის მიხედვით, თუ რამდენიმე ზედაპირული ნიშანი აშკარად არის ერთმანეთთან დაკავშირებული, უნდა ვიფიქროთ, რომ მათ უკან უნდა იდგეს რომელიღაც ძირითადი ნიშანი, რომელიც მათ ურთიერთკავშირს განსაზღვრავს.
კეტელი პიროვნული ნიშნების რამდენიმე კლასიფიკაციას იყენებს:


1.ძირითადი (ღრმა) და
ზედაპირული ნიშნები

2.ზოგადი ნიშნები (ბევრ ადამიანს ახასიათებს)
უნიკალური (კონკრეტულ ადამიანს ახასიათებს)

3. ტემპერამენტის ნიშნები
მოტივაციური (დინამიკური) ნიშნები
უნარები

ძირითადი (ღრმა) ნიშანი კეტელმა უწოდა ფაქტორს, რომელიც გამოხატავს ზედაპირულ ნიშნებს შორის მაღალ კორელაციას. ძირითადი ფაქტორები (ნიშნები) უფრო ცოტაა, ვიდრე ზედაპირული, მაგრამ მათზე დაყრდნობით უკეთ ხდება ქცევის წინასწარმეტყველება.

მაგ.: კონტაქტურობა, იუმორის გრძნობა და ალტრუიზმი ერთიანდება ერთ ჯგუფში, რადგან მათ შორის მაღალი კორელაცია არსებობს. რა „აიძულებს" ამ სამ ნიშანს ერთად ვლინდებოდეს ხოლმე? რაკი რამდენიმე ზედაპირული ნიშანი ყოველთვის ერთად ჩნდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ უკან რაღაც საერთო ნიშანი არსებობს. ამ შემთხვევაში ეს ნიშანი „კეთილგანწყობაა." ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც კეთილგანწყობით ხასიათდება, ,უმრავლეს შემთხვევაში არის კონტაქტური, ალტრუისტი და აქვს იუმორის გრძნობა.

 სამი ზედაპირული ნიშანი ერთიანდება ერთ ძირითად კეთილგანწყობის ნიშანში

კეტელი ძირითადი პიროვნული ნიშნების დასადგენად L, Q და OT მონაცემებს იყენებდა. L მონაცემები რეალურ, ცსოვრებისეულ სიტუაციებს უკავშირდება. Q Q მონაცემები ეყრდნობა თვითანგარიშს და პიროვნების კითხვარებზე პასუხებს, ხოლო Oთ მონაცემები კი მოიცავენ პატარ-პატარა ობიექტურ სიტუაციებს, რომელთა შესრულების დროს უნდა გამოვლინდეს პიროვნების ესა თუ ის თვისება, თუმცა თვით ამ ტესტში მონაწილე სუბიექტი ვერ უნდა ხვდებოდეს პირდაპირ კავშირს რეაქციასა და გასაზომ პიროვნულ ნიშანს შორის. Kკეტელის მიხედვით, იმისათვის, რომ მულტივარიანტული, ფაქტორულ-ანალიზური მიდგომა ბოლომდე ჩაწვდეს პიროვნების ბაზისურ სტრუქტურას, მაშინ ერთი და იგივე პიროვნული ნიშნები, ანუ ფაქტორები უნდა ეყრდნობოდეს სამივე სახის მონაცემებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ლოგიკური და აუცილებელი მოთხოვნაა. (Первин).
თავდაპირველად კეტელმა L მონაცემები დაამუშავა ფაქტორული ანალიზით და ტემპერამენტის 35 პირველადი ნიშნები დაადგინა, (ე.წ. პირველი რიგის ნიშნები), რომელთაგან 23 ნიშანი ნორმალური ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, ხოლო 12 - პათოლოგიური გადახრის მქონეთათვის. შემდეგ მას აინტერესებდა, გამოვლინდებოდა თუ არა მსგავსი პიროვნული ნიშნები (ფაქტორები) კითხვარების საშუალებით. ათასობით კითხვები იქნა გამოყენებული და მიწოდებული უზარმაზარი რაოდენობა ჯანმრთელი ცდის პირებისთვის. ფაქტორული ანალიზის შედეგად ეს უზარმაზარი შრომა დასრულდა პიროვნების 16 ფაქტორიანი ტესტის (16 F.P.) შექმნით. Aამ ნიშნებში ყველაზე მეტი ტემპერამენტის ნიშნებია(ემოციონალობის ფაქტორი); ერთი ფაქტორი-B გამოხატავს უნარს-იტელექტს და ამ ჩამონათვალში გვხვდება აგრეთვე ატიტუდები (მაგალითად, კონსერვატიზმი). იმისათვის, რომ გამოერიცხა ასოციაციები ყოველდღიურ, ჩვეულებრივ სიტყვებთან, კეტელმა ფაქტორებს უცნაური დასახელება მისცა. (იხ. შემდგომ). როგორც კეტელი აღნიშნავდა, რადგანაც თვითონ პიროვნული ნიშნების კვლევა ყოველგვარი წინასწარი მოლოდინებისა და ჰიპოთეზების გარეშე დაიწყო, უნდოდა, რომ სხვებსაც ეს ნიშნები წინასწარი განწყობის გარეშე აღექვათ.
კეტელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა OT მონაცემებს (ობიექტურ ტესტებს). მან დიდი ძალისხმევა ჩადო ობიოექტური ტესტების შექმნაში. თუმცა ისეთი შედეგი. როგორსაც ელოდა, ანუ მაღალი ინტერკორელაცია L, Q და Oთ ტესტებს შორის ვერ მიიღო. მისი პიროვნების 16 ფაქტორიანი კითხვარი ძირითადად L და QQ მონაცემების საფუძველზეა შექმნილი. მართალია, ძირითადი (ღრმა) ნიშნები არ ამოწურავენ პიროვნების სტრუქტურას, მაგრამ კარგად წარმოადგენენ პიროვნების ზოგადი სტრუქტურის კეტელისეულ ხედვას. სხვა სიტყვებით, სახეზეა პიროვნების სტრუქტურული ელემენტების კლასიფიკაციის ერთგვარი სქემა-ფსიქოლოგიური ელემენტების მატრიცა.

პიროვნების დინამიური ნიშნები

ტემპერამენტის ფაქტორები განაპირობებენ, თუ როგორ მოქ მედებს ადამიანი. (განსაზღვრავენ ქცევის როგორობას.)

ტემპერამენტის ნიშნების გარდა კეტელმა გამოჰყო აგრეთვე მოტივაციური, დინამიური ნიშნები, რომლებიც პიროვნების დინამიკას აყალიბებენ.პიროვნების დინამიკის-მოტივაციის აღსაწერად კეტელი სამ ცნებას გამოჰყოფს:


ატიტუდი


ერგი


სემი

ატიტუდები

ატიტუდი, კეტელის მიხედვით, არის მოქმედების სპეციფიკური სახე, რომელსაც ადამიანი ახორციელებს ან უნდა რომ განახორციელოს კონკრეტულ სიტუაციაში. Mმაგალითისათვის განვიხილოთ ახალგაზრდა კაცის-ალექსანდრეს შემთხვევა, რომელსაც უნდა იაროს ფრანგული ენის კურსებზე, რომელზეც მისი თანაკლასელი გოგონა ჩაეწერა. Mმისი ეს განზრახვა ატიტუდს წარმოადგენს. როგორც ყველა ატიტუდი, ისიც მოიცავს
სტიმულს, ანუ სიტუაციას,
ინტერესს (ინტენსიურ სურვილს)
რეაქციას და
ობიექტს.
ჩვენს შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მართლაც ივლის თუ არა ალექსანდრე ფრანგული ენის კურსებზე თავის თანაკლასელთან ერთად. ატიტუდი ყველა შემთხვევაში მაინც არსებობს და ქცევის მოტივაციას ემსახურება. თითქმის ყველა ატიტუდში შედის მოტივთა მთელი კომპლექსი, რომელთაგან ყველა შეიძლება არც იყოს ცნობიერი. ალექსანდრეს შემთხვევაში მისი განზრახვა შეიძლება ნაკარნახევი იყოს (1) ფრანგული ენის ცოდნის სურვილით, რაც განუმტკიცებს მას ინტელექტუალის რეპუტაციას. (2) შეიძლება მას აინტერესებდეს შესაძლო სექსუალურ პარტნიორთან ერთად ყოფნა ან (3) შეიძლება, უბრალოდ, მარტო გრძნობს თავს და საინტერესო საზოგადოებაში უნდა ყოფნა.
კეტელი მოტივაციის იერარქიულ სტრუქტურაზე მიუთითებს; ზოგიერთი მოტივი მეორისთვის დამხმარე მოტივს ანუ შუალედურ საფეხურს წარმოადგენს შემდგომი მიზნის მისაღწევად. ასეთ სტრუქტურას "დამხმარე ჯაჭვს" უწოდებენ. დავუშვათ, ყველა მოტივი გაცნობიერებულია (რაც ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს), მაშინ დამხმარე ჯაჭვი შეიძლება აღმოვაჩინოთ თუ თანმიმდევრობით დავუსვამთ კითხვას ადამიანს „რატომ?" მის მიერ დასახელებულ თავის ყოველ მიზანზე. მაგალითად; ალექსანდრეს ვეკითხებით:


რატომ გინდა ფრანგული ენის კურსებზე სიარული?
პასუხი: მინდა ჩავაბარო გამოცდა ფრანგულ ენაში.

რატომ?
რომ მივიღო ფრანგული ენის დიპლომი

რატომ? (რად გინდა დიპლომი?)
რომ ვიშოვო სამსახური

რატომ? (რად გინდა სამსახური?)
რომ საჭმლის ფული მქონდეს.

ამ საფეხურზე თავს იჩენს თავდაპირველი ბიოლოგიური სიცოცხლის და შიმშილის მოთხოვნილება და კითხვების დასმაც საჭირო აღარაა.

ერგი

ერგი კეტელის მიხედვით, "არის თანდაყოლილი ფსიქოფიზიკური დისპოზიცია, რომელიც თავის მატარებელს შესაძლებლობას აძლევს ობიექტთა გარკვეული კლასების მიმართ, გამოავლინოს უფრო მაღალი რეაქტიულობა (ყურადღება, ამოცნობა), მათ მიმართ გაუჩნდეს სპეციფიკური ემოციური რეაქცია, დაიწყოს მოქმედება, რომელსაც მიზნამდე მიყვანის მეტი გარანტია აქვს, ვიდრე არა ერგებზე დაფუძნებულ სხვა მოქმედებებს."
სიტყვა ერგი უკავშირდება ენერგიაას, რომელიც მოდის პირველადი ან ბუნებრივი მოთხოვნილებებიდან, როგორიცაა, სექსუალური მოთხოვნილება, შიმშილი, ცნობისმოყვარეობა და სხვ. კეტელმა დინამიური ნიშნების კვლევა პირველადი ძირითადი ლტოლვებისა და ინსტინქტების ბუნებისა და რაოდენობის შესახებ, განსხვავებით სხვა მკვლევარებისგან, (მაგალითად, ფროიდი) ჰიპოთეზების გარეშე დაიწყო. მის ნაცვლად მან გამოიყენა მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ობიექტური ტესტი, რომელიც ჩაატარა სხვადასხვა კულტურის ბავშვებსა და მოზრდილებზე, შემდეგ ტესტირების საფუძველზე მიღებული შედეგების ფაქტორული ანალიზით (მათემატიკური და არა ლოგიკური გზით) მივიდა ადამიანის მოტივაციამდე.
კეტელი ხაზს უსვამს, რომ ერგები თანდაყოლილი და არა შეძენილი ნიშნებია

ერგს წარმოადგენს:

  • საჭმლის ძიება შიმშილი
  • საწინააღმდეგო სქესის ძიება. პარტნიორის ძიება
  • ურთიერთობა. მარტოობა
  • მშობლის ზრუნვა შვილზე შეცოდება
  • გარემოს გამოკვლევა ცნობისმოყვარეობა
  • უსაფრთხოებისკენ სწრაფვა შიში
  • თვითგანმტკიცება სიამაყე
  • აგრესიული მოქმედებები რისხვა


სემი (სენტიმენტი)

გარდა თანდაყოლილი დინამიური ნიშნებისა ყოველ ადამიანს გააჩნია კულტურულ გარემოში შეძენილ ნიშანთა საკმაოდ დიდი რაოდენობა. კეტელის მოტივაციის თეორიის მესამე ელემენტი სემი არის დასწავლილი, შეძენილი დინამიური ნიშანი -. სემი ენერგიას ერგიდან იღებს და ატიტუდებს ორგანიზებულობას და სტაბილურობას ანიჭებს. როგორც გახსოვთ, ატიტუდი არის კონკრეტულ სიტუაციაში გარკვეული სახით მოქმედება ან მოქმედების სურვილი. ატიტუდის მიზეზს შეიძლება ბოლომდე ჩავეძიოთ და მივიდეთ პირველად, ბუნებრივ მოთხოვნილებამდეე - ერგამდე. შუალედური მიზნები, რომლების ატიტუდებს ერგებთან აკავშირებს, არის სემები. ალექსანდრეს შემთხვევაში, რომელსაც უნდა თავის თანაკლასელ გოგონასთან ერთად ფრანგულზე სიარული, ვნახეთ, რომ აქტიური სურვილი მისი იყო ატიტუდი, ხოლო თავდაპირველი მიზანი გამოსაკვებად, საარსებოდ ფულის მოპოვება, ანუ ერგი.
შუალედური მიზნების კომპლექსი, რომელიც ატიტუდს ერგთან აკავშირებს სხვადასვხვა სახის სემი შეიძლება იყოს. მაგალითად, ოჯახის და სახლის სემი შეიძლება იყოს როგორც საწინააღმდეგო სქესის, ისე მარტოობის ერგის გამომხატველი.


დინამიური ბადე

პიროვნების დინამიურ ნიშნებს შორის კავშირი შეიძლება "დინამიური ბადის " სახით წარმოვიდგინოთ. ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული ერგების, სემებისა და აყიტუდების კომპლექსი, რომელიც პიროვნების მოტივაციურ სტრუქტურას ქმნის. ამ ბადეზე ერგები, პირობითად, მარჯვენა მხარეს არის განლაგებული. ყოველი ერგი გავლენას ახდენს ერთ ან რამდენიმე სემზე (ბადის ცენტრში არსებული დიდი წრეები). გავიხსენოთ, რომ სემი არის ნასწავლი დინამიური ნიშნები, რომელთაც შეუძლიათ ერთი ან რამდენიმე ერგის დაკმაყოფილება. მაგალითად, პროფესიის სემი არის ორი ერგის –შიმშილის და სიხარბის დამხმარე. იგი მათგან იღებს ენერგიას. ბადის მარცხნივ არსებული პატარა წრეები გამოხატავენ ატიტუდებს, ანუ ადამიანის სურვილს-მიდრეკილებას იმოქმედოს გარკვეული მიმართულებით გარკვეულ სიტუაციაში. ალექსანდრეს ატიტუდი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად იაროს ფრანგულის კურსებზე, ენერგიას უშუალოდ იღებს სიამოვნების ერგიდან, გაშუალებულად კი პროფესიის, შიმშილის და ასევე თვითგანმტკიცების – სიამაყის ერგისგან.


მდგომარეობა და როლი.

კეტელი პიროვნებას არ განიხილავს როგორც სტატიკურ მთლიანობას ან სისტემას, რომელიც ყველა სიტუაციაში ერთნაირად მოქმედებს. ის, თუ როგორ მოიქცევა ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში, დამოკიდებულია სიტუაციის შესატყვის პიროვნულ და მოტივაციურ ცვლადებზე. ქცევის ცვალებადობის ასახსნელად კეტელს შემოაქვს დამატებით კიდევ ორი ცნება–მდგომარეობა და როლი. ეს ცნებები ჰგავს ოლპორტის მიერ მითითებულ განსხვავებას მდგომარეობასა და პიროვნულ ნიშანს შორის. მდგომარეობის ცნებას ის იყენებს სპეციფიკური სიტუაციით პროვოცირებული გუნებგანწყობისა და ემოციის ცვლილებების მიმართ. მდგომარეობის მაგალითებია შფოთვა, დეპრესია, დაღლილობა, აგზნებულობა და სხვ. კეტელი ხაზს უსვამს, რომ რამდენადაც პიროვნული ნიშანი ქცევის სტაბილური და განზოგადებული პატერნია, მოცემულ მომენტში ინდივიდის ქცევის ზუსტი აღწერისთვის აუცილებელია როგორც ნიშნების, ისე მდგომარეობების გაზომვა. მხოლოდ პიროვნული ნიშნის საფუძველზე შეუძლებელია გარკვეულ სიტუაციაში ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველება იმის გათვალისწინების გარეშე, დაღლილია იგი, გაჯავრებულია, შეშინებულია თუ სხვ. პიროვნებაზე მოქმედი მეორე არასტაბილური ფაქტორი როლის ცნებას უკავშირდება. კეტელის მიხედვით, გარკვეული მოქმედებები გარემო ფაქტორებთან არის უფრო დაკავშირებული, ვიდრე პიროვნულ ფაქტორებთან. მაგალითად, ტრადიციებს და მორალურ ნორმებს შეუძლიათ ზემოქმედება მოახდინონ პიროვნულ ნიშანზე: „ ადამიანი შეიძლება ხმამაღლა ყვიროდეს ფეხბურთის მატჩზე, ნაკლები აზარტით სადილობისას და ჩუმად იყოს ეკლესიაში." გარდა ამისა, როლის ცნება იმაზეც მიუთითებს, რომ ერთი და იგივე ზემოქმედებას ინდივიდი განსხვავებულად აღიქვამს იმის მიხედვით, თუ რა როლი აქვს მას ამ სიტუაციაში. მაგალითად, მასწავლებლის რეაქცია შეიძლება განსხვავდებოდეს მოსწავლის ქცევაზე კლასში, (მასწავლებლის როლში ყოფნისას) იმ რეაქციიდან, რომელსაც იგი მასთან სტუმრად მოსულ იგივე ბავშვის მიმართ იჩენს (უკვე დიასახლისის როლში). კეტელის მიერ გამოყოფილი პიროვნული ნიშნები ალფავიტის მ იხედვით არის დალაგებული და, ამავე დროს, მათი სიძლიერის ზრდას შეესაბამება. ასე მაგალითად, A ფაქტორი ყველაზე მძლავრი ფაქტორია, ანუ ყველაზე ნათლად და ადვილად ხდება მისი იდენტიფიცირება და ქცევის ვარიაციების ყველაზე მეტ რაოდენობას შეესაბამება. ამ ფაქტორის სიძლიერე, რომელიც კეტელის და მისი კოლეგების მიერ არის დადგენილი სხვადასხვა მათემატიკური ოპერაციებით, შეესაბამება კლინიკური პრაქტიკის და ყოველდღიურ დაკვირვებების მონაცემებს, რომელთა მიხედვითაც, ყველაზე აშკარა და კარგად გამოხატული თავისებურება მისი გარემოსადმი გახსნილობა (აფექტოთიმია) –დახშულობაა (სიზოთიმია). ასევე ადვილია BB ფაქტორის (ინტელექტის) იდენტიფიცირება რომელიც AA ფაქტორს მოსდევს რიგში. Dდანარჩენი ფაქტორები, ძირითადად, ტემპერამენტის ფაქტორებია. რამდენადაც ყოველი მომდევნო ფაქტორის სიმკვეთრე კლებულობს და სულ უფრო და უფრო ძნელია D მათი DD იდენტიფიცირება, მწკრივის ბოლოს განლაგებული N-დან Q7-დეQ ფაქტორები უკვე პირობით ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს, რომლებიც "პასუხს აგებენ" ქცევის ძალიან მცირე ვარიაციაზე. ეს ფაქტორები D წინა ფაქტორებზე უფრო სუსტია და მათი გამოვლენა ფაქტორული ანალიზით შედარებით უფრო რთულია.

რის საფუძველზე ამტკიცებს კეტელი ამ პიროვნული ნიშნების არსებობას? ესენია:

1. განსხვავებული წყაროებიდან მიღებული მონაცემების ფაქტორული ანალიზის შედეგები

2. სხვადასხვა კულტურაში მიღებული შედეგების მსგავსება

3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე მიღებული შედეგების მსგავსება

4.პიროვნული ნიშნების, როგორც ქცევის წინასწარმეტყველების საშუალების სარგებლიანობის დადასტურება ბუნებრივ პირობებში

5. ბევრ პიროვმულ ნიშანში მნიშვნელოვანი გენეტიკკური გავლენის დადასტურება ხდება.

შესაბამისობა ორი განსხვავებული წყაროდან (L-გარეშე დამკვირვებელი) და Q კითხვარებიდან Q მიღებულ მონაცემებს შორის.

ნახვა: 4516

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters