საუნივერსიტეტო სილაბუსებში, ალბათ არ ისწავლება ბატონ მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია, ვინაიდან ის მსოფლიოს მასშტაბით არც იმდენად აღიარებული ფილოსოფოსი იყო რომ დღეს ისწავლებოდეს მისი "ფილოსოფია" თუმცა ის ლექციებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კჳთხულობდა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. საქართველოს, რუსეთი და ზოგადად კავკასიის ფარგლებში მართლაც თავისი დროის უდიდესი ფილოსოფისია...

------------------------------------------------

ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე განთავსებული სტატიიდან:

 

 

მერაბ მამარდაშვილი

"ლანდები მოითხოვენ გაცილებით მეტ სისხლს, ვიდრე ყველაზე ბოროტი სახელმწიფო ან ხელისუფლება."

მერაბ მამარდაშვილი

 

       "მერაბ მამარდაშვილი გულადი კაცი იყო. სახალხო ფრონტის ყრილობაზე, როცა ფილარმონიის დარბაზი ჰგავდა გლადიატორთა ბრძოლას, მერაბმა გაბედა და თქვა: – უპირველესი არის ჭეშმარიტება! საპასუხოდ უყვირეს: სამშობლო! და მაშინვე მთელი დარბაზი ისევ ლანდებში გადააგდეს. დაიმსხვრა სოციალისტური ლანდები და შეიქმნა ეროვნული ლანდები“ – ელდარ შენგელაია.

       მერაბი გორში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ოთხი წლის იყო, როდესაც ლენინგრადში გადავიდნენ, რადგან მამა სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. სკოლაში კი ვინიცაში შევიდა. ომი რომ დაიწყო, მამა ფრონტზე წავიდა, ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და მერაბმა თბილისის მე-14 სკოლაში გააგრძელა სწავლა. 1949 წელს ოქროსმედალოსანი მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1957 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ჟურნალში «Вопросы философии». პირველი სტატია 1958 წელს გამოაქვეყნა. 1961- 66 წლებში პრაღაში მუშაობდა ჟურნალ «Проблемы мира и социализма» რედაქციაში. 1962 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1970-ში სადოქტორო დისერტაცია, 1972 -ში პროფესორობა მიენიჭა. 1975-80 წლებში ლექციებს კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე. მოსკოვში მას „ქართველ სოკრატეს“ ეძახდნენ. ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებდა, მისთვის მამარდაშვილი დისიდენტი იყო. მართლაც, საბჭოთა ხელისუფლებისთვის სახიფათო აზრებს ავრცელებდა იმპერიის ცენტრში, კრემლის მახლობლად.

       თავისუფალი აზროვნების გამო მერაბ მამარდაშვილი მოსკოვის ყველა სამსახურიდან მოიცილეს. 1980 წელს თავშესაფარი საქართველოში ჰპოვა, ფილოსოფოსების მფარველის ნიკო ჭავჭავაძის წყალობით. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. განიცდიდა გერმანული ფილოსოფიის, განსაკუთრებით, ემანუილ კანტის გავლენას. მუშაობდა აღქმის რაციონალისტურ თეორიაზე. მნიშვნელოვანია მისი წვლილი მეცნიერების ფილოსოფიაშიც. გამოქვეყნებული აქვს მარსელ პრუსტის შემოქმედების კვლევები.

       უნივერსიტეტში მისი წაკითხული ფილოსოფიის კურსი საჯარო ლექციებად იქცა, თვითონ კი ახალგაზრდების საყვარელი ფილოსოფოსი გახდა. ლექციაზე შესულს არა მხოლოდ ფეხზე ადგომით, ტაშით ეგებებოდნენ. მსმენელებით გადაჭედილი აუდიტორიის მაგიდაზე უამრავი დიქტოფონი იდო. ამ ჩანაწერებს ლექციის შემდეგ უსმენდნენ, შიფრავდნენ, აკონსპექტებდნენ. „იმის გამო, რაც იმ კასეტებზე იყო ჩაწერილი, მარქსიზმ-ლენინიზმის ორი მთავარი იდეოლოგი – ლენინი და სტალინი – სიმწრისგან საფლავში ამოტრიალდებოდნენ, რადგანაც ეს ყველაფერი მატერიალისტურისა და მარქსისტულის საწინააღმდეგო იყო“ – იგონებს მწერალი გივი მარგველაშვილი.

       მისი ლექციები არ იყო ტრადიციული საუნივერსიტეტო კურსის „კითხვა“, ეს იყო ფილოსოფიური იმპროვიზაცია ან ფილოსოფიურად იმპროვიზებული ძებნა იმისა, რაც უნდა ითქვას და როგორ მოხდეს ფორმულირება, აზრი ყალიბდებოდა მსმენელის აქტიური მონაწილეობით, თემა კი იყო დეკარტე, კანტი, პრუსტი. ფილოსოფოსები აღნიშნავენ, რომ მამარდაშვილის მთავარი თემაა – ცნობიერების ფენომენი, სულიერ შესაძლებლობათა გახსნა: ადამიანი უნდა განხორციელდეს, მან უნდა იპოვოს ჭეშმარიტი ყოფიერება.

       80-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოურმა „პერესტროიკამ“ ეროვნული მოძრაობა გააღვიძა, სახალხო ფრონტის ერთ-ერთ შეხვედრაზე მამარდაშვილმა განაცხადა: „მე მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო გამათავისუფლებელ მოძრაობაში, რადგან მესმის, რომ ვიდრე დამოუკიდებლობას არ მივაღწევთ, ვერ დავინახავთ, ვერ გავიგებთ ჩვენს თავს. არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული იდეალი, თუ მასში ჩადებული არ არის ადამიანის თავისუფლება.“

       მამარდაშვილი მოუწოდებდა ოპონენტებს, რომ საჭიროა გავთავისუფლდეთ რადიკალური სტერეოტიპებისაგან, ინერციისაგან, ცრურწმენისაგან, საჭიროა ანალიზი, საჭიროა ობიექტურობა. ნაციონალური ფსიქოზითა და სხვაგვარად მოაზროვნეთა სიძულვილით შეპყრობილ საზოგადოებას არ ესმოდა მისი ნათქვამი. მამარდაშვილს ჯერ მეტისმეტ სიფრთხილეში დასდეს ბრალი, მერე არაპატრიოტობაში. ამ ბრალდებას ასე უპასუხა: „ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე, ძლიერნი ამა სოფლისანი – სახელმწიფოს, ნაციისა და საზოგადოების სახელით – როგორ თრგუნავენ აზროვნებას. სომხების, ოსებისა და აფხაზების ღირსების დაცვა – შენი, ქართველის ღირსების დაცვაა. მე მათთან ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, არავის აქვს უფლება ამით ჩემში ქართველობის გრადუსი გაზომოს.“

       მამარდაშვილს სურდა გონიერი საწყისი შეეტანა ეროვნულ მოძრაობაში. მას ჰქონდა სათქმელი ქართველი ხალხისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. ადამიანს, რომელიც ლონდონსა თუ ვენაში, რომსა თუ ნიუ-იორკში, ერის ღირსებას იცავდა, სამშობლოში ხმის ამოღების საშუალება არ მისცეს. 1989 ზაფხულში, სახალხო ფრონტის ყრილობაზე, რადიკალებს განსაკუთრებით არ მოეწონათ მამარდაშვილის შეფარული ბრალდება: ფრონტი კომუნისტური პარტიის კი არა, „სხვა ძალების“ სათამაშო ხდებაო. „სხვა ძალებში“ ზვიად გამსახურდიას მომხრეები იგულისხმებოდნენ. ამავე ყრილობაზე წარმოთქვა მერაბ მამარდაშვილმა ფრაზა – ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა დგას! დისიდენტსა და ფილოსოფოსს, მერაბ მამარდაშვილს მაშინ არ მოუსმინეს. ის აღშფოთებით და გაშმაგებით ყოველთვის იმეორებდა, რომ „თავისუფლება – ესაა, როდესაც ერთის თავისუფლება არ ეღობება მეორის თავისუფლებას და ეს უკანასკნელი აქვს პირობად აღებული”.

       საქართველოში ჩათვალეს, რომ მათი ეროვნული თავისუფლება, უფრო მნიშვნელოვანია სხვების უფლებებსა და თავისუფლებებზე. მამარდაშვილის ბოლო მცედლობა, ხმა მიეწვდინა უმრავლესობისთვის, განწირული იყო: “თუკი ჩემი ხალხი აირჩევს ზვიად გამსახურდიას, მე წავალ ჩემი ხალხის წინააღმდეგ”. მამარდაშვილს პროტესტის ნიშნად ხმაური აუტეხეს, ისიც იძულებული გახდა დარბაზიდან გასულიყო. ამ გამოსვლის გამო ფილოსოფოსი „პატრიოტული“ უმრავლესობის რისხვის ობიექტად იქცა, ინტელიგენციამ კი ინტელექტუალური უპირატესობის დამადასტურებელ დროშად გაიხადა.

       "… შეგიძლია ისე მოკვდე, რომ არასოდეს აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა. ეს შენი გრძნობა იყო, შენი, მაგრამ ის ვერ იგრძენი; ფიქრი შენი იყო, მაგრამ შენ ის ვერ იფიქრე; გამოცდილება შენი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებიდან აზრი ვერ გამოიტანე. ასე და ამგვარად გამოცდილება მეორდება, თითქოს შენი ცხოვრება მარადიულად ღეჭავს ერთი და იგივე ნაჭერს, ისე, რომ ვერც ერთხელ ვერ გადაყლაპა იგი”

       აღმოჩნდა, რომ სამყაროს იმ ნაწილში, რომლის გარეშეც თავი ვერ წარმოედგინა, მისთვის მიწიერი სადგური არ არსებობდა. თბილისში მომავალი 60 წლის მერაბ მამარდაშვილი გზაში, მოსკოვის აეროპორტში გარდაიცვალა.

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, მამარდაშვილი, ფილოსოფია, ქველი

ნახვა: 1032

გამოხმაურებები!

სადაა დაკრძალული ბატონი მერაბი?

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters