XVIII
***
ო, საყვარელო, მოისმინე
სატრფოს ნამღერი, მეგობრები რომ გულს ატკენენ, იპყრობს ნაღველი.
მეგობრებისგან ღალატს იგი
რომ შეიტყობდა, განქარდებოდა, როგორც ფერფლი
მათი სიტყვები.
მაგრამ ერთ-ერთი მასთან მივა
ნელი ნაბიჯით, მიუალერსებს უხმოდ, შვებას
ის მიანიჭებს.
მისი ხელები ქალის მკერდზე
დაივანებენ.
მწარე ფიქრები სიმყუდროვეს
აღარ არევენ.
XIX
***
ნუ დამწუხრდები, თუ ბრბოს სამიზნე
ყალბი ყვირილის დროსაც შენა ხარ: მშვიდად, ძვირფასო, - განა შეძლებენ
შენი სახელის რამით შელახვას?
მათგან არავინ არ ღირს ცრემლებად; მათი სიცოცხლე ოხვრაში გავა.
ამაყად დახვდი მათ შემოტევას: როგორც უარგყვეს, უარყავ თავად.
XX
***
მინდა დაბურულ
ფიჭვნარში ვიწვეთ, შუადღის ხვატი
ვერ სწვავდეს მიწას.
ტკბილია წოლა, ტკბილია კოცნა, ფიჭვების ჩრდილი
გადგია როცა!
შენი კოცნისას
თითქოს ნიშანზე
შენი თმაც დაბლა
ჩამოიშალოს.
შუადღეც მოვა, დროს ნუღარ ვკარგავთ, ფიჭვნარში ერთად
წავიდეთ, კარგო.
XXI
***
ძველი დიდება ვისაც დასცილდა
და ვერსად ჰპოვა ვერც მეგობარი, გარშემორტყმული მტრების დაცინვით
ვით ძველი დროის დიდგვაროვანი, მარტოსულია ღამით თუ დღისით -
მისი ტრფობაა მეწყვილე მისი.
XXII
***
საამურია ეს პატიმრობა, ჩემო სიცოცხლევ, რაღა სჯობს ამას -
მოაქვს სიმშვიდე, საამო თრობა
ნაზი მკლავები ტყვედ როცა მაბამს.
აჰ, სამუდამოდ მის ტყვედ დავრჩები, ნეტავ, ასეთი მერგოს სასჯელი!
ძვირფასო, როცა გადახლართული
მკლავები თრთიან ტრფობით, მაშინვე
ქრება შფოთი და ღამის ფარული
საშიშროებაც აღარ მაშინებს.
მძინარეს ძილი რას დაუშავებს, სადაც სულია სულის გუშაგი.
XXIII
***
ჩემს გულთან ახლოს ძგერს შენი გული
ჩემი იმედი და განძი ჩემი, ვმწუხარებ, როცა ვარ მარტოსული
ბედნიერი ვარ, თუ ჩემთან რჩები; ჩემი იმედი, განძი - ასეა! -
ბედნიერებით გული სავსეა.
როგორც ნიბლია ხავსიან ბუდეს
თავისი განძით გულდაგულ ავსებს, ვიდრე ცრემლები გაარღვევს ზღუდეს, მეც ჩემს საგანძურს ვინახავ ასე.
თუმცა სიყვარულს დღე არ აქვს გრძელი, ნიბლიებივით არ ვიყოთ ბრძენი?
XXIV
***
უხმოდ ივარცხნის იგი
გრძელ თმას, გადიყრის მაღლა, მოხდენილად და უხმოდ
თმას ჰაეროვნად ტალღავს.
ტირიფის ფოთლებს, ბალახს
მზის ათინათი უხმობს.
ის კი სარკის წინ ზის და
გრძელ თმას ივარცხნის უხმოდ.
გემუდარები, გრძელ თმას
ნუღარ ივარცხნი, კმარა, მომაჯადოვა ამან
და მოხიბლული ვდგავარ.
ესეც აყოვნებს სატრფოს
ვიდრე თავის გზით წავა, ეგ მშვენიერი თმა და
შენი მშვენება თავად.
XXV
***
უდარდელობა შეგეტყოს მუდამ: თუმცა შენს გულში წუხილი ბუდობს, სულში ღივღივებს მზე ორიოდე, შენი სიცილის ხმას ორეადა
მთისკენ გაფანტავს, ქარი კი უცბად
გაგიშლის თმას და დატალღავს ურცხვად.
უდარდელად და ლაღად - აბა რა: თუმცა ღრუბლებმა ზეცა დაფარა, როცა ზეცაზე მწუხრის ვარსკვლავი
გაანათებს და ტოვებს ნაკვალევს; მღერით ამოთქვი ტრფობაც, სიცილიც
გულში სიმძიმეს რომ ვერ იცილებ.
XXVI
***
მიაყურადებ ღამის ნიჟარას, ძვირფასო, რაღაც გაშფოთებს ამ დღეს.
ფიქრები შიშით ვინ აგიშალა, ქოროს გალობას ვისი ხმა არღვევს?
რუხი უდაბნოს მდინარის ნაკადს
საზარელი ხმა თუ მოაქვს აქაც?
ეს ყოველივე მონაგონია
მოჩვენებათა გამოშლის ჟამის, ნუ ფორიაქობ და ნუ გგონია, მართალი იყოს მთხრობელი ამბის -
რაც კი უცხო რამ მოგესმა ახლა, ჰოლინშედთან ან პარკესთან ნახა.
XXVII
***
შენს მითრიდატედ თავს ვთვლიდი ოდეს
ვუძლებდი შენგან შხამიან ისრებს, მაგრამ შენს გულს რომ კვლავ უხაროდეს, დაუზოგავად დამლახვრე ისევ.
კვლავაც ატყვია მახვილს ალესილს
შხამის წვეთები შენი ალერსის.
ჩემმა ბაგენმა უცხო ფრაზებით, ძვირფასო, ბევრი სიბრძნე ამოთქვეს; ტრფობას მგოსნები ალამაზებენ, უმღერენ, როგორც ტურფა სამოთხეს, არსად არ არის ტრფობა მარადი, რომ არ ერიოს წვეთი ღალატის.
XXVIII
***
არ მასმინო ნამღერი
სევდით, წარსულ ტრფობაზე; შორს ნაღველი, იმღერე
სიყვარულით თრობაზე.
იმღერე, რომ ღრმა ძილით
მიჯნურთ სძინავთ ისევე: ქვის ქვეშ, ახლო მანძილით
სიყვარული ისვენებს.
XXIX
***
ძვირფასო, რატომ მეპყრობი აგრე?
უხმოდ მკიცხავენ შენი თვალები, მშვენიერი ხარ კვლავაც - ო, მაგრამ
მშვენების მიღმა რა იმალება?
შენი თვალების სუფთა სარკიდან, კოცნათა შორის შუალედებში, შემოიქროლებს ცივი ქარი და
ზუზუნებს ტრფობის დამჭკნარ ედემში.
მალე სიყვარულს ქარი განთესავს
ჩვენ გარშემო რომ მძვინვარედ დაქრის -
მაგრამ შენ, ჩემო უძვირფასესო, ავაი! რატომ მეპყრობი აგრე?
XXX
***
როდის გვეწვია ტრფობა, ხომ გახსოვს -
თამაშობდი და თავს მორცხვად ხრიდი, მე კი ვიდექი შემკრთალი ახლოს -
ტრფობა იწყება კრძალვით და რიდით.
თავდავიწყებულ მიჯნურებს გზნებით
გვიყვარდა უწინ - მაგრამ რა ვუყოთ.
უკანასკნელად ვხვდებით, სხვა გზები
მიდის, რომელსაც უნდა გავუყვეთ.
XXXI
***
ეს დონიკარნის მახლობლად იყო, ხიდან ხეზე რომ ფრენდა ღამურა, ვხეტიალობდი სატრფოსთან ერთად; ო, საუბრობდა რა საამურად.
ჩვენ ირგვლივ ქროდა ზაფხულის ქარი
- ო, ბედნიერნო! - თითქოს ამბობდა, მაგრამ ზაფხულის სუნთქვაზე უფრო
მსუბუქი იყო სატრფოს ამბორი.
XXXII
***
მთელი დღე წვიმდა გადაუღებლად.
მოდი, თავდახრილ ხეებთან მოვალ: ხსოვნის გზა ყვითლად გადაუღებავს
ფოთლების გროვას.
დაშორებამდე შევყოვნდეთ უნდა, წარსულს ვტოვებთ და უშენოდ ვერ ვძლებ.
მოდი, ძვირფასო, სადაც შენს გულთან
ლაპარაკს შევძლებ.
XXXIII
***
დედამიწაზე, კვლავ რომ ტრიალებს, თუმც სიყვარულის ჰანგი აღარ ჟღერს, ხელი ჩავკიდოთ, ვიხეტიალოთ, რომ მეგობრობა მაინც გადარჩეს, ნუ მივატოვებთ ხალისს წარსულთან, თუმც სიყვარული უკვე დასრულდა.
მასხარა წითელ-ყვითელი ჩაჩით
ხეს უკაკუნებს, მისი ხმა ისმის; მარტოობაში, სადაც ჩვენ ჩავრჩით, მხოლოდ ქარი სტვენს ახლა ხალისით.
ფოთლები - დარდით სულ არ ჩივიან, წლის ბოლოს ძირს რომ ჩამოცვივიან.
ახლა, ო, ახლა კიდევ და კიდევ
ვილანელას ხმას ვეღარ გავიგებთ!
ვაკოცოთ, ჩემო ძვირფასო, ვიდრე
გაგვყრის დღის ბოლოს არსთა გამრიგე.
ნურაფრის გამო ნუ დაღონდები -
ბოლოს ყოველი ერთად გროვდება.
XXXIV
***
იძინე, იძინე, ნუ შფოთავს გული!
„იძინე“, ქვითინით
მეძახის გული.
კარს მიღმა ზამთრი
ჩამოდგა უკვე.
იძინე ზამთარში, რომ გახდე უკეთ.
კოცნით დაგამშვიდებ
დაწყნარდი სრულად -
იძინე, დამშვიდდი, მშფოთვარე გულო!
XXXV
***
ზღვის ხმა ჩამესმის მთელი დღეა, მესმის გოდება, როგორც ზღვის ფრინველს, როცა მარტო
ნაპირს შორდება, ქარის ხმა ესმის, ერთფეროვნად
რომ მეორდება.
ცივი ქარები ქრიან, სადაც
მივდივარ ახლა.
მესმის, შორს დაბლა ტალღას როგორ
ეხლება ტალღა.
მიედინება დღე და ღამე
აღმა და დაღმა.
XXXVI
***
მესმის, არმია ხმელეთისკენ იწყებს იერიშს, და თქარათქურით აქაფებენ ნაპირს ცხენები: აბჯარასხმულნი, მედიდური, მკაცრი იერით, მეეტლეები შოლტის ქნევით მიაჭენებენ.
წყვდიადში ისმის საომარი ყიჟინა მათი: შესაზარელი ხარხარისგან მძინარე ვკვნესი.
ფანტავენ სიზმრებს, ცეცხლის ალი მაბრმავებს მნათი, გული გრდემლივით ხმიანობს და ნაპერწკლებს კვესავს.
შეძახილები ეფინება მთელ სანაპიროს: მწვანე თმებს ქარი უფრიალებს ტრიუმფატორებს.
სასოწარკვეთას სძლიო, გულო, აღარ აპირებ?
მითხარი, ჩემო სიყვარულო, რად მიმატოვე?
ტეგები: 2, Qwelly, poetry, კამერული, ლექსი, მეორე, მუსიკა, ნაწილი, პოეზია, ჯეიმზ, მეტი...ჯოისი
Welcome to
Qwelly
ოქტომბერი 30, 2024 6pm_დან ნოემბერი 10, 2024 7pm_მდე – USA
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Response to Community Feedback
The relaunch of the video series as Discovering Aeternum is a direct response to feedback from the New World community. Amazon Games acknowledged the value of player input, leading to significant adjustments and expansions from the original Touring Aeternum series. The aim of this revamped series is to help new players “hit the ground running” when the Aeternum update arrives in October. By offering a structured and phased approach, the series promises…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 31, 2024.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
One of the most interesting things you can farm in RuneScape could be Rune Essence. It is the most basic kind of Runes available in the game, and allows players to make use of Runecrafting to make simple Runes to cast a large portion of Magic spells to Due to the massive need of Runes for casting spells, Runes are among the most frequently traded items between players. When players reach the level of Mining 30. tapping into Rune Essence mining could be one of the highest-paying source…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 30, 2024.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Thrive phase will likely delve into the complexities of territory control, a key feature of New World that allows players to own and manage settlements. Controlling territory in Aeternum is not just about power but also about resource management, diplomacy, and strategic planning. Episodes in this phase will provide players with the knowledge needed to effectively lead their factions, engage in large-scale wars, and secure their place in the world of Aeternum.
Additionally, the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 29, 2024.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
2. Survive: Navigating the Challenges
Once players have arrived in Aeternum and familiarized themselves with the basics, the Survive phase will kick in. This phase is designed to help players navigate the many challenges that Aeternum presents. From deadly creatures to hostile players, the world of New World is unforgiving, and survival often depends on preparation and knowledge.
While specific episodes in the Survive phase have yet to be released, players can anticipate content…
გაგრძელება© 2024 George. •