qwelly | hypnosis | psychlogy | ფსიქოლოგია | ჰიპნოზი | ფსიქოანალიზი | ჰიპნოზი და ფსიქოანალიზი

       ჰიპნოზით დაინტერესებულ ადამიანთა შორის ყველაზე გამორჩეული იყო ავსტრიელი ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი, იგი აქტიურად აწარმოებდა დაკვირვებებს პაციენტებზე და ქონდა კიდეც წარმატებები მაგრამ იმ დროისათვის ჰიპნოზის მეთოდი ჯერ კიდევ არ იყო დახვეწილი და ის მოტოვებული იქნა.

       ჰიპნოზი ფართო გზას უხსნის ადამიანზე ზემოქმედების შესაძლებლობებს. ეს ზემოქმედება ხდება არა მხოლოდ მის ფსიქიკაზე, არამედ ადამიანის ღრმა სულიერ სტრუქტურებზეც. მედიცინის თვალსაზრისით, ჰიპნოზი - შუალედური მდგომარეობაა ადამიანის ორ ძირითად მდგომარეობას - ძილსა და სიფხიზლეს შორის. ეს თითქოსდა მსუბუქი თვლემაა, ჩვენი ცნობიერებისა და ნების ძილღვიძილია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თავის ტვინის ქერქის პროცესების ნაწილობრივი დამუხრუჭება. ადამიანის ჰიპნოზურ ტრანსში ჩაგდების მეშვეობით, როდესაც აძინებს მის ნებასა და ცნობიერებას, ჰიპნოზიორს შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის ქვეცნობიერ სამყაროზე. ამასთან ხდება ან ინფორმაციის მიღება მისგან, ან საკუთარი ინფორმაციის შეყვანა მის ქვეცნობიერ სამყაროში. ტრანსის მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ამ ინფორმაციას ადამიანზე, მისი ნების მიუხედავად, გარკვეული დროის მანძილზე ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში აქვს ზემოქმედება.

       სამედიცინო და ფსიქოლოგიური გამოკვლვები ცხადყოფს, რომ ადამიანს, რომელიც თუნდაც ერთხელ დასწრებულა ჰიპნოზისტის სეანსს, ნებელობითი თავდაცვა შესაძლოა უკვე დაზიანებული ჰქონდეს. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ადამიანებს, რომლებიც ჰიპნოზისტის ხელში ჩავარდნენ, ხშირად სძლევთ რეგრესირებადი ნებელობა, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა, ზოგჯერ ვითარდება მუდმივი შთაგონების მიღების მოთხოვნილება - თავისებური ჰიპნომანია, ეცემა იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა. ისინი თითქოსდა ნელნელა შორდებიან ცხოვრებას, კარგავენ სასიცოცხლო ენერგიას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს შთაგონებამ სასიცოცხლო ძალებში ხვრელი წარმოქმნა, საიდანაც ენერგია ნელნელა უჩინარდება, ხოლო თუ ადამიანი აგრძელებს ჰიპნოზურ სეანსებში მონაწილეობას, ეს ხვრელი ფართოვდება.

       მრავალი ექიმიფსიქოთერაპევტი წერს იმის შესახებ, რომ ჰიპნოზის რაიმე განსაკუთრებული ეფექტები არ არსებობს. შეიმჩნევა მხოლოდ თვითშეგრძნების სიმპტომატური გაუმჯობესება, ცალკეული ნევროზული დარღვევებისა და ისტერიული სტიგმების რედუქცია. ფსიქოანალიზური თეორიებისთვის არაცნობიერის ცნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი ზნეობრივი დილემა წარმოიქმნა იმის შედაგად, რომ ეს ცნება გაგებული იქნა სერიუზულად. არაცნობიერის რამდენიმე ფსიქოანალიზური თეორია განვითარდა. ფროიდი იყო პირველი, ვინც მიაქცია ყურადღება არაცნობიერის მნიშვნელობას, ის იყო პირველი, ვინც მისი შესწავლა დაიწყო. არაცნობიერის არსი ისაა, რომ ჩვენი ფსიქიკის ზოგ ფენას (არეს) ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ. გარდა ამისა, ფსიქოანალიზური თეორიის მიხედვით, ჩვენი მოქმედების დიდი ნაწილი იმართება არაცნობიერი ძალებით და ჩვენი ფსიქიკური ენერგიის უდიდესი ნაწილი მიდის იმის ძიებაში, თუ როგორ გამოხატოს არაცნობერი სურვილები, ან იმაში, როგორ განდევნოს ისინი ცნობიერებიდან.  ფროიდმა ფსიქიკა აისბერგს შეადარა, რომლის მხოლოდ მცირედი ნაწილი მოჩანს ზღვის ზედაპირზე, დანარჩენი კი წყლის ქვეშაა დამალული. არაცნობიერის ამ დიდ სივრცეში შედის: ლტოლვები, მისწრაფებები, განდევნილი აზრები და გრძნონები, რომლებიც მართავენ ინდივიდის ცნობიერ აზრებსა და ქცევებს. ფროიდის აღმოჩენებმა დიდი გავლენა მოახდინა მაშინდელ ფსიქოლოგიაზე. მის მიერ შემუშავებული მკურნალობის ახალი მეთოდები ბევრ ტრამვირებულ ადამიანს დაეხმარა.

       ფროიდი გვაფრთხილებს, რომ ფსიქოანალიზის შესწავლას აუცილებლად თან სდევს არასრულფასოვნების განცდის გაცნობიერება და ასევე საკუთარი აზროვნების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება მისდამი. ფსიქოანალიზი სიტყვით განკურნების საშუალებაა, მაგრამ იგი გულისხმობს ძალზე ინტიმურ გარემოს აუცილებლად ორ ადამიანს შორის. ფსიქოანალიზი ინტელექტს სერიოზულ დარტყმას აყენებს რადგან იგი გვარწმუნებს, რომ ინტელექტი ემყარება არაცნობიერი მოტივების წაქეზებას და არა ე.წ. თავისუფალ არჩევანს აზროვნებაში; ხოლო მორალურ-ესთეტიკურ შეხედულებებს ცვლის ახალი შეხედულებით მათდამი, რომელიც გულისხმობს მათში სექსუალური ლტოლვების(ამ ცნების არამარტო ვიწრო მნიშვნელობით) უმნიშვნელოვანეს როლს, როგორც ეს ნერვული აშლილობებისას ხდება. ჩვენი ქმედებების დიდი ნაწილი მოტივირებულია არაცნობიერის გავლენით. ბევრი ჩვენი ფიქრი, აზრი თუ გრძნობა იმყოფება არაცნობიერში. ეს იმიტომ, რომ თუ ეს აზრები ცნობიერში ამოვა, ადამიანს დაურღვევს მრავალ ცნობიერ წარმოდგენას და ფსიქოლოგიურ წონასწორობას, რაც ხშირად უაღრესად მტკივნეულია. და სწორედ იმის გამო, რომ თავი დავიცვათ ამისგან, ჩვენ ვცდილობთ, ასეთი აზრები არაცნობიერში გადავიტანოთ (ჩავახშოთ, განვდევნოთ). არაცნობიერი გონება ახდენს კონტროლს მთელს ორგანიზმზე ნერვული სისტემის მეშვეობით. ჰიპნოზის დროს მას შეუძლია შეცვალოს  ადამიანის სხეულის ტემპერატურა,პულსი ,უნარები და ა.შ. წარმოსახვით და შთაგონებით იმ ადამინის გამოუვლენელი,ფარული შესაძლებლობების რეზერვებს ააქტიურებს.

       ისტერიით დაინტერესებული ზ. ფროიდი ჰიპნოზს  სალპეტრიერისა და ნანსის კლინიკებში  დაეუფლა, რადგან იმ დროისთვის ჰიპნოზი იყო ნევროზების მკურნალობის გავრცელებული მეთოდი. მოგვიანებით ფროიდმა ნევროზების მკურნალობის საკუთარი სისტემა შექმნა და მისი მეთოდის წინამორბედი - ჰიპნოზი კატეგორიულად უარჰყო. ამერიკაში წაკითხულ ლექციებზე 1910 წელს იგი ამბობდა: “ ...ჰიპნოზი გახდა ჩემთვის უსიამოვნო, ჭირვეული და, ასე ვთქვათ, მისტიკური საშუალება”. ამ სიტყვებში მკაფიოდ გამოსჭვივის ჰიპნოზის მიმართ ფროიდის მძაფრი უარყოფითი ემოციური დამოკიდებულება, რისი რეალური მიზეზები დღემდე კამათის საგანია. ფსიქოანალიზის დიდ პოპულარობასთან ერთად მისი ფუძემდებლის განწყობილება გადაედო მსოფლიოს მეცნიერებს და მეოცე საუკუნის 50–იან წლებამდე აკადემიურ წრეებში ჰიპნოზი დავიწყებას მიეცა. მხოლოდ საბჭოთა კავშირში, ფსიქოანალიზის იდეოლოგიურად მიუღებლობის გამო, ძირითად ფსიქოთერაპიულ მეთოდად ისევ ჰიპნოსუგესტია რჩებოდა.  ჰიპნოზმა და ნანსის სკოლაში მის თაობაზე წამოყენებულმა კონცეფციამ მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ყურადღება გადაიტანა შთაგონებასა და მის ეფექტებზე. შთაგონების ქვეშ იგულისხმება ადამიანზე ვერბალური და არავერბალური ინფორმაციით ზემოქმედება, რომლის გაზიარებას ლოგიკური აუცილებლობით მოსდევს გარკვეული ცვლილებები ამ ადამიანის ფსიქიკაში, კერძოდ - მისი კოგნიციის, მოტივაციის, ემოციური მდგომარეობის ან ქცევის შეცვლა. შთაგონებით შეიძლება გამოვიწვიოთ სხვადასხვა შეგრძნებები, წარმოდგენები, ემოციური მდგომარეობები, ნება-სურვილი, ორგანიზმის სომატოვეგეტატიური ფუნქციების შეცვლა. შთაგონების სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ შთამაგონებელი ინფორმაცია აღიქმება კრიტიკის გარეშე.

       შთაგონების ლათინური სახელია სუგესტია. მას, ვინც ატარებს შთაგონებას, ეწოდება სუგესტორი. მას ვინც იღებს შთაგონებას   სუგერენდი. განასხვავებენ ჰეტეროსუგესტიას - როცა ადამიანი შთაგონებას იღებს სხვა პირისგან, და აუტოსუგესტიას (თვითშთაგონებას) - როცა ადამიანი თავის თავს თვითონ შთააგონებს. ადამიანისთვის შთამაგონებელი ინფორმაციის მეტყველებით მიწოდებას ჰქვია ვერბალური შთაგონება. თუ შთაგონება გამოიწვია მოვლენის ხილვამ, მას რეალობით შთაგონება უწოდებენ ხოლმე. პრაქტიკაში ფართედ არის გავრცელებული პირდაპირი და ირიბი შთაგონება, განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი, რადგან იგი უფრო ეფექტურია. დავუშვათ, თუ ექიმმა პაციენტს უთხრა, ანუ შთააგონა “შენ განიკურნები”, ეს პირდაპირი შთაგონება იქნება. თუ ექიმმა გამოიყენა პლაცებო - პაციენტს მიაწოდა ბიოლოგიურად ნეიტრალური აბების ყუთი სიტყვებით “ეს უახლესი ეფექტური საშუალებაა, რომლის სრულმა კურსმა ყველა განკურნა”, ეს ირიბი შთაგონებაა, რომლის მიზანი ისევ პაციენტის განკურნებაა. ჰიპნოზის ფენომენები ორ ჯგუფად იყოფა - სპონტანურ და შთაგონებულ ფენომენებად. სპონტანურია ფენომენები, რომლებიც ჰიპნოზში თავისთავადაც აღმოცენდება, შთაგონების გარეშე. შთაგონებული ფენომენები მხოლოდ მაშინ აღმოცენდება, როცა ამას შთააგონებენ დაძინებულს. ეს ფენომენები, უმეტესწილად, მიღებულია ექსპერიმენტული ჰიპნოზის პირობებში. ჰიპნოზის სპონტანურ ფენომენებს, უპირველეს ყოვლისა, განეკუთვნება დასვენების და ენერგიის მომატების განცდა. ამიტომ, ჰიპნოტიზიორის შთაგონების გარეშედაც  პაციენტის მდგომარეობა ჰიპნოზის შემდეგ გარკვეული ხარისხით გაუმჯობესებულია. ჰიპნოზს სპონტანურად ახლავს ცნობიერების შევიწროვება. რომც ჰიპნოტიზიორმა არ შთააგონოს ცდის პირს, საბოლოოდ დაძინებული მაინც ვეღარ შეიგრძნობს სხვა გამღიზიანებლებს და კავშირს მხოლოდ ჰიპნოტიზიორთან შეინარჩუნებს, რასაც რაპორტს უწოდებენ. სპონტანურად ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო ფენომენი - ჰიპნოზის გაღრმავებასთან ერთად მატულობს ჰიპნოტიზირებულის ტენდენცია, რომ იდენტიფიკაცია მოახდინოს მასთან, ვისთანაც აქვს რაპორტი. ეს გამოიხატება რამოდენიმე მოვლენაში: დაძინებული ჰიპნოტიზიორის ნათქვამს საკუთარ ფიქრად განიცდის (ვეღარ არკვევს ცნობიერებაში გაჩენილი შინაარსის ავტორს); ამავე დროს, მძინარე ჰიპნოტიზიორის ტკივილს ან მოძრაობას განიცდის საკუთარ ტკივილად ან მოძრაობად (მან შეიძლება გაიმეოროს კიდეც ჰიპნოტიზიორის მოძრაობა); სივრცეში ჰიპნოტიზიორისგან ფიზიკური დაშორება დაძინებულის მიერ განიცდება საკუთარი სხეულის გახლეჩად.  იდენტიფიკაციის ტენდენციასთან  დაკავშირებულია ჰიპნოზის კიდევ ერთი ცნობილი სპონტანური ფენომენი. გაღვიძების შემდეგ ხშირია მძაფრი ემოციური დამოკიდებულება ჰიპნოტიზიორის მიმართ. მამაკაც პაციენტებს კაცი ჰიპნოტიზიორის მიმართ ხანდახან აგრესია უჩნდებათ. ქალებთან მკაფიოდ არის გამოვლენილი სიმპათია, ხშირად ეროტიკული სწრაფვა კაცი ჰიპნოთერაპევტის მიმართ. ამ შედეგისგან საკმაოდ სერიოზულად იცავენ ხოლმე თავს ფსიქოთერაპევტები (ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ სწორედ ამგვარი თავდაცვისთვის შექმნა ზ.ფროიდმა ფსიქოანალიზი). ყველაზე ცნობილი სპონტანური ფენომენია პოსტჰიპნოტური ამნეზია. მას შემდეგ, რაც ცნობიერება მაქსიმალურად შევიწროვდება, შევიწროვებულ ცნობიერებაში გაჩენილი შინაარსები ადამიანს აღარ ახსოვს. ამ კანონზომიერებამ, ჰიპნოზის სხვა ფენომენებთან ერთად, გავლენა მოახდინა ფსიქოანალიზის თეორიის შექმნაზე.

       შთაგონების საშუალებით შეიძლება ადამიანს გავუჩინოთ დადებითი და უარყოფითი ჰალუცინაციები და ილუზიები. დადებით ჰალუცინაციას არქმევენ შემთხვევას, როცა ადამიანი იმას ხედავს, რაც არ არსებობს. უარყოფითი ჰალუცინაციის დროს ადამიანი ვერ ხედავს იმას, რაც არსებობს. ეს “ხედვა-ვერ ხედვა” გარკვეულ პარადოქსს შეიცავს. პირველივე ექსპერიმენტებში ყურადღება მიიქცია პოსტჰიპნოტური შთაგონების ფენომენმა. ფენომენის არსი შემდეგშია: თუ ღრმა ძილში გაკეთებული შთაგონების რეალიზაცია ჰიპნოტიზირებულს ევალება გაღვიძების შემდეგ, შთაგონება რეალიზდება გაღვიძების შემდეგ, ოღონდ ადამიანს არ ახსოვს, რომ ეს შთაგონების ბრალია. თუ იგი ვერ იხსენებს ჰიპნოზის ეტაპს, მას შთაგონების შესრულების დაუძლეველი სურვილი უჩნდება. თუ იგი მოახერხებს ჰიპნოზში მომხდარის გახსენებას, შთაგონება იმპერატიულ ძალას კარგავს. ერთ–ერთ ადრეულ ექსპერიმენტში ცდის პირს შთააგონებდნენ, რომ გაღვიძების შემდეგ იგი დადგება შუა ოთახში და გაშლის ქოლგას. გაღვიძების შემდეგ ცდისპირების დიდი ნაწილი შლიდა ქოლგას შუა ოთახში. როცა მათ თხოვდნენ აეხსნათ თავის უცნაური საქციელი, ზოგი ამბობდა, რომ ქოლგის საკეტს ამოწმებს, ზოგი ოთახში წვიმის ჩამოსვლას იმიზეზებდა და ა.შ. მათ არ ახსოვდათ რეალური მიზეზი, მაგარამ თხზავდნენ “მიზეზს”. ვერბალური შთაგონება ფსიქიკური ფაქტია (შთაგონების ტექსტის გაგება, ანუ მეორე სასიგნალო სისტემის გამოყენება მიუთითებს ამაზე), მისი შენახვა სიფხიზლის დათქმულ მომენტამდე ისევ ფსიქიკაში უნდა მოხდეს და შთაგონებული ქცევაც ფსიქიკამ უნდა შეასრულოს. ამავე დროს, ამ ქცევის რეალური მოტივი გაუცნობიერებელი რჩება. ამ ლოგიკის გამო პოსტჰიპნოტური შთაგონება გახდა, ზოგადად, არაცნობიერი ფსიქიკურის და, განსაკუთრებით - არაცნობიერი მოტივის არსებობის ემპირიული დასაბუთება.

ნახვა: 3158

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters