პიროვნება და მე (სელფ)

       ინდივიდები ერთიდაიმავე სიციალურ სიტუაციაში განსხვავებულად რეაგირებენ. ინდივიდებს შორის ასეთი განსხვავება შეიძლება იყოს განსხვავებული ფაქტორების გავლენების შედეგი. ამ ფაქტორებიდან ზოგიერთი თანდაყოლილია, ზოგიც ინდივიდუალური გამოცდილებითაა  შეძენილი. ადამიანებზე გავლენას ახდენს ოჯახი, მეგობრები, სპეციფიქური კულტურა, სოციალური კლასი, რასა, რელიგია და ა.შ.  ამ გავლენების შედეგია ის, რომ ყოველი ჩვენთაგანი დამახასიათებლად რეაგირებს გარკვეულ სიტუაციაზე.მიუხედავად იმ დიდი როლისა,  რომელსაც  სოციალური ფაქტორები თამაშობენ ქცევის დეტერმინაციაში, ინდივიდებს შორის განსხვავება ხშირად დეტერმინირებულია შედარებით მყარი დისპოზიციებით, რომელიც პიროვნული ნიშნების, თრეიტების სახელწოდებითაა ცნობილი.

პიროვნული ნიშნები (თრეიტები)

       სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის ინდივიდის ქცევას სოციალურ სიტუაციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური ფსიქოლოგია შეისწავლის სტიმულების სპეციფიკურ კლასს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე. პიროვნების ფსიქოლოგია კი ფოკუსირებულია იმაზე, თუ განსხვავებული პიროვნული ნიშნების მქონე ადამიანები როგორ რეაგირებენ მოცემულ სოციალურ სტიმულებზე. ინდივიდის თვალსაზრისიდან პიროვნებას განსაზღვრავენ როგორც პიროვნული ნიშნების შედარებით მყარ სისტემას, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე ცვალებად სოციალურ სიტუაციაში. ასეთი პიროვნული ნიშნები მიუთითებენ იმაზე, თუ რა შემოაქვს ინდივიდს სიტუაციაში. სოციალურ სტიმულებს კი თვით სიტუაცია შეიცავს. ეს ორი სფერო არ უნდა იყვნენ ერთმანეთთან კონფლიქტში. სოციალური და პიროვნების ფსიქოლოგია ორივე ცდილობს იწინასწარმეტყველოს ადამიანის ქცევა. ისინი ამ მიზნის მიღწევაში გვთავაზობენ განსხვავებულ მიდგომას. ამ კონფლიქტში პიროვნული ცვლადების მნიშვნელობა  ხშირად დავის ობიექტს წარმოადგენდა. საქმე იმაშია, რომ პიროვნების ადრინდელი გაგება ემყარებოდა დაშვებას, რომ ადამიანები სიტუაციიდან და სიტუაციამდე და წლიდან წლამდე არ იცვლებიან. აგრესიული ბიჭი რომ გაიზრდება აგრესიული კაცი იქნება ე.ი. ვარაუდობდნენ, რომ ადამიანის პიროვნება არ იცვლება. ამ ზოგადმა მიდგომამ ბიძგი მისცა მრავალი პიროვნების საკვლევი ტესტების შექმნას. ნავარაუდები იყო, რომ თუ ქცევა დეტერმინირებულია პიროვნებით, პიროვნული ნიშნების გაზომვით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ქცევა. შესაბამისად შეიქმნა ტესტები რომლებიც გლობალურად ზომავდა პიროვნებას. ამასთან ტესტები მიზნად ისახავდნენ პიროვნების შეფასებას.  იგულისხმებოდა, რომ პიროვნების განსაზღვრით შეიძლებოდა ქცევის წინასწარმეტყველება სიტუაციიდან სიტუაციამდე. პიროვნების საკვლევი ტესტები ფართოდ იქნა გამოყენებული კლინიკაში როგორც დიაგნოსტიკური საშუალება და განსაკუთრებით ორგანიზაციაში სადაც საჭირო იყო ინდივიდების სელექცია. შემდგომში, ფაქტმა, რომ ასეთი მიდგომა, როგორც ქცევის წინასწარმეტყველების საშუალება არც ისე შთამბეჭდავი იყო, ეჭვი დაბადა მის ეფექტურობაზე. როტერმა (როტერ, 1954), მიმოიხილა რა შრომები რომელებიც პიროვნების მახასიათებლების გაზომვას ეხებოდა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ტესტები,რათა ვიწინასწარმეტყველოთ ინდივიდის ქცევა კონკრეტულ სიტუაციაში საეჭვო ვალიდურობისაა. შედეგად, როტერი და მისი კოლეგები შეეცადნენ შეექმნათ არა უკეთესი ტესტი, რომელიც უფრო ვალიდური იქნებოდა, არამედ საერთოდ შეცვალეს საკითხისადმი მიდგომა. მათი მიდგომა ემყარებოდა მოსაზრებას, რომ პიროვნულ ნიშნებზე ორიენტირებული გაზომვის სისტემა შინაგანად პიროვნებისადმი არაადეკვეტურია, რადგან ქცევა, უბრალოდ სიტუაციიდან სიტუაციამდე და სხვადასხვა დროს არ არის კონსისტენტური. რომ რწმენა ქცევისეული კონსისტენტურობის შესახებ იყო მხოლოდ ილუზია. მიუხედავად იმისა რომ პიროვნული ნიშნების თეორიისადმი ასეთ კრიტიკულ მიდგომას ბევრი არ უჭერდა მხარს, ის მაინც სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. სიახლე მდგომარეობდა სიტუაციური ცვლადების განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებაში. საკითხისადმი ასეთი სიტუაციური მიდგომა გულისხმობს რომ ჯობია კვლევა ფოკუსირებული იყოს სიტუაციაზე და არა პიროვნულ ნიშნებზე. ამასთან სოციალური ფსიქოლოგია ასაბუთებდა, რომ ქცევის დეტერმინიზაციაში უფრო ღირებულია მხოლოდ სიტუაცია ვიდრე მხოლოდ პიროვნული ნიშნები. ამ ორ მიდგომას შორის დავაში გამოიკვეთა, რომ ორივე მხარეს ქონდა, როგორც მხარდამჭერი ასევე არამხარდამჭერი არგუმენტები. ასეთ სიტუაციაში უფრო გონივრულად ჩათვალეს ეღიარებინათ, რომ ორივე მიდგომა ნაწილობრივად არის სწორი. რომ ქცევის საუკეთესო წინასწარმეტყველება მოსლოდნელია, როცა ყურადღება დაეთმობა ორივე ფაქტორის (პიროვნულისა და სიტუაციურის) გავლენას. პრობლემისადმი ასეთმა ინტეგრალურმა მიდგომამ დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ თუ სიციალურმა ფსიქოლოგიამ როცა სურს ჩართოს თავის კვლევებში პიროვნული ნიშნები, როგორ უნდა გადაწყვიტოს თუ რომელი პიროვნული ნიშანი რომელ სიტუაციაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. კველვაძიების შედეგად ჩამოყალიბდა მთელი რიგი სახელმძღვანელო პინციპები:

1. პიროვნული ნიშანი, თავისი მნიშვნელობით რაც უფრო ვიწროა და შეზღუდული, მით უფრო ეფექტური შეიძლება იყოს ქცევის წინასწარმეტყველებისათვის. მაგალითად პიროვნული ნიშანი სოციობილურობისა იმდენად ფართეა, რომ ნაკლებად დაგვეხმარება ინდივიდის ქცევების წინასწარმეტყველებაში.

2. რაც უფრო სუსტია სიტუაციური გავლენა, მით უფრო დიდ როლს თამაშობს ქცევის წინასწარმეტყველებაში პიროვნული ნიშნები. კვლევებით დადასტურდა, რომ როდესაც სიტუაციური ცვლადები ძლიერია, ძნელია მიუთითო პიროვნულ ნიშნებზე, რომლებიც გააუმჯობესებენ ინდივიდის შესაძლებლობას იწინასწარმეტყველოს ქცევა, ხოლო როცა ქცევაზე სიტუაციის გავლენა სუსტია აღმოჩნდა, რომ პიროვნული ნიშნები საკმოდ ღირებული ხდება, ქცევის წინასწარმეტყველებისათვის.

3. ადამიანები არჩევენ იყვნენ ისეთ სიტუაციაში, რომელიც უკეთესად ერგება მათ პიროვნებას, ჩვეულებრივ ექსპერიმენტებში სუბიექტებს ამყოფებდნენ გარკვეულ სიტუაციაში და ხდება მათი რეაქციების შეფასება. გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მოცემულ სიტუაციაზე მიახლოვება-განრიდების რეაქცია წარმოადგენს პიროვნული ფაქტორების ფუნქციას. საერთოდ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად თვითონ ირჩევენ სიტუაციას , თუ სად გაატარონ დრო რომელ სიტუაციას განერიდონ და რომელს მიუახლოვდნენ.

4. როდესაც პიროვნების საკვლევი დებულებები შეიცავს სიტუაციის კონტექსტებს აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო უკეთ წინასწარმეტყველებენ ქცევას სპეციფიკურ სიტუაციაში. მთელმა რიგმა მკვლევარებმა მიუთითეს, რომ პიროვნების საკველევი ტესტის ტიპიური ტესტ-დებულებები, შექმნილია ისე რომ არ არის მითითებული სიტუაციური კონტექსტი, მაგალითად დებულება მე ვარ მოყვარული ინდივიდი - ითხოვს პასუხს ეთანხმები თუ არ ეთანხმები, აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში აშკარად დაგვეხმარებოდა სპეციფიკურ პირობებზე მითითება.

ამრიგად ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველებისას- პიროვნული ნიშნები წინააღმდეგ სიტუაციური ფაქტორებისა-მივყავართ ორივე ფაქტორის ინტეგრაციის აუცილებლობამდე

პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია

 

       დგება საკითხი, როგორ ხდება იმ პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია, რითაც განსხვავდებიან ინდივიდები ერთმანეთისაგან?ადამიანები ჩვეულებრივ ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მათი ქცევებით, ზოგიერთი უფრო მორცხვია, ზოგიერთი უფრო პატიოსანი. ზოგიერთი თვითდარწმუნებულია და ა.შ. შესაბამისად ადამიანებს ტენდენცია აქვთ ერთმანეთი აღწერონ პიროვნული ნიშნებით. ეს ტენდენცია მყარდება ენაში. ოლპორტმა და ოდბერტმა მოახდინეს ათასობით ასეთი პიროვნული ნიშნების იდენტიფიკაცია. მათ დაადგინეს პიროვნული ნიშნები, რომლებიც აღნიშნულია სიტყვებით ინგლისურ ენაზე, როგორც ეს დაფიქსირებული ვებსტერის სრულ ლექსიკონში. სულ ამოკრიფეს 17953 ტერმინი. ამ სიტყვების ანალიზის შედეგად საბოლოოდ შერჩეული იქნა 171 პიროვნული ნიშანი. ნაჩვენები იქნა, რომ ყოველი ეს სიტყვა (პიროვნული ნიშანი) ასახავს არაფორმალურ ბიჰევიორულად დაკვირვებად ფაქტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ამ  ზედსართავების (პიროვნული ნიშნების) არსებობა ნიშნავს, რომ ქცევაში შემჩნეულია გარკვეული ტიპის ინდივიდუალური განსხვავებები და ჩამოყალიბებული იქნა სიტყვა რათა მოეხდინათ ამ განსხვავებათა სახელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ მიღებული იქნა ასწლეულების განმავლობაში დაგროვილი საღი აზრის ბიჰევიორისტული დაკვირვება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იდენტიფიცირებულია ამ ზედასრთავებში-პიროვნულ ნიშნებში. თუ ენაში არსებობს მოცემული პიროვნული ცვლადი, პიროვნული ნიშანი, შეიძლება დავუშვათ, რომ ინდივიდუალური განხვავებები ამ დისპოზიციაში მნიშვნელობვანი იქნება ქცევის წინასწარმეტყველებისთვის. ეს თუ ასეა, და  ვარაუდობენ რომ ასეა, საჭირო გახდა პიროვნული ნიშნების გასაზომი ტესტის შექმნა. წინააღმდეგ ბიჰევიორისტული  თეორიებისა, პიროვნული ნიშნების თეორია  უშვებს, რომ ქცევის წინასარმეტყველებაში ჩართული უნდა იქნას ქცევის უფრო რთული, დისპოზიციური ერთეული და ასეთ ერთეულად ჩათვლილია იქნა პიროვნული ნიშნები. პიროვნული ნიშნების თეორიის განვითარების შემდგომი ნაბიჯი იყო პიროვნული ნიშნების გასაზომი მეთოდიკის კონსტრუირება. 1930-იან 1940-ან წლებში ფაშისტურ იდეოლოგიას მრავალი მიმდევარი გაუჩნდა მსოფლიოს მრავალ პარტიაში. განსაკუთრებით გამოკვეთილი და ძლიერი ცენტრი ამ მხრივ იყო ნაცისტური გერმანია. ამ პოლიტიკური მოძრაობის შედეგი იყო II მსოფლიო ომი-მილიონობით ადმიანის წინასწარგანზრახული მოსპობით სასიკვდილო ბანაკებში-რაც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად მოინათლა.ფაშისტური ძალაუფლების დამხობის შემდეგ ფსიქოლოგთა ჯგუფმა დაიწყო მუშაობა პრობლემაზე-როგორ ვიწინასწარმეტყველოთ თუ რომელ ინდივიდს ექნება მიდრეკილება პოლიტიკური მოძრაობისაკენ და ცხოვრების ფაშისტური რეჟიმისკენ. შესაბამისად შეიქმნა ავტორიტარიზმის როგორც პიროვნული ნიშნის, გასაზომი კითხვარი. კითხვარის შესადგენად პირველი საფეხური იყო ტესტ-დებულებების ჩამოყალიბება, რომელიც გამოხატავდა გარკვეული სახის ატიტუდებს, რწმენებს და ღირებულებებს და რომელიც გააჩნია ფაშისტს ან პოტენციონალურ ფაშისტს(ადორნო და სხვები). ფაქიზი კვლევებით შეირჩა ასეთი ტესტ-დებულებები და ჩამოყალიბდა ავტორიტარიზმის საკვლევი ე.წ. F-სკალა. ამ სკალის ტიპიური ტესტ-დებულებებია: ის რაც სჭირდება ახალგაზრდას არის ხაზგასმული დისციპლინა, მკაცრი დეტერმინაცია და სურვილი იმუშაო და იბრძოლო ოჯახისთვის, სამშობლოსთვის. ავორიტეტისადმი მორჩილება და პიტივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც უნდა ისწავლონ ბავშვებმა. და ა.შ. ან კიდევ, სამედიცინო კვლევები მიუთითებდნენ, რომ გულსისხლძარღვთა ფუნქციობის დარღვევის რისკი იზრდება როგორც ფუნქცია გენეტიკური ფაქტორებისა მიმატებული მთელი რიგი ფიზიკური ფაქტორები როგორიცაა ასაკი, ქოლესტერინის შრატის დონე, სისხლის წნევა, სიგარეტის მოწევა და ა.შ. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ გარკვეულ როლს თამაშობს პიროვნული ფაქტორებიც. ეს საკითხი 50-იან წლებში სისტემატური კვლევის საგანი გახადეს ფრიედერმან-მა და როსენმან-მა (1959). როგორც შედეგი, მკვლევარებმა აღწერეს ე.წ. ა ტიპი-ს კოლონიკური მიდრეკილების ინდივიდების ქცევისეული ნიმუშები. მიუთითეს, რომ ინდივიდები, რომლებიც არიან შრომისმოყვარეები, აგრესიულები, კონკურენტულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დრო არასოდეს არის არასაკმარისი სააქმეების გასაკეთებლად , ყოველთვის სადგაც მიეჩქარებათ . (ე.წ. ტიპი ა) უფრო ხშირად უვითარდებათ კოლონიკური პრობლემები ვიდრე  ინდივიდებს მიეწერებიან ტიპს ბB-ს და რომლებიც არა უფრო მშვიდი მოსიარულეები, სოციალურები, მოდუნებულები და ა.შ. ამის შემდეგ ფსიქოლოგიურ კვლევებში ტიპი ა და ტიპი ბ განზომილება გარდა ჯანმრთელობისა გავრცელდა ისეთ სფეროებში როგორიცაა პიროვნების განვითარება, არაპროფესიონალური ქცევა და ინტერპერსონალური ურთიერთობა.

 

ლოკუს კონტროლი

      ერთერთი ბაზისური პიროვნული მახასიათებელი, რომელიც გავლენას ახდენს ქცევაზე არის ის თუ ადამიანი ვის თვლის პასუხისმგებლად კარგი ან ცუდი მოვლენების მიმდინარეობაზე. ინდივიდი, რომელიც თვლის, რომ თვით მას შეუძლია ისე იმოქმედოს რომ მაქსიმალური გახადოს დადებითი შედეგების შესაძლებლობა და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგების ალბათობა ამბობენ, რომ მას აქვს კონტროლის შინაგანი ლოკუსი. ამის საპირისპიროა თუ ინდივიდი ფიქრობს რომ ის უსუსურია იღბლის მოწყალების, ბედისწერის და სხვა არაკონტროლირებული გარეგანი გავლენის წინაშე ამბობენ, რომ მას აქვს გარეგანი ლოკუს კონტროლი. ინდივიდების განსხვავება ამ მახასიათებლებში, როგორც -ლოკუს კონტროლი- შემოგვთავაზა როტერმა. როტერის მიერ შემოთავაზებულ თეორიაში ქცევა ხორციელდება როგორც მოლოდინების (რომ ქცევა მოგვცემს განმტკიცებას) და ღირებულებების-(რა ფასად უჯდება ინდივიდს განმტკიცება)- ფუნქცია. გარდა მოლოდინების და ღირებულებისა, რომელიც მოქმედებს სპეციფიკურ სიტუაციაში, როტერი ვარაუდობს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული რწმენა ცხოვრებისეული წარმატებულობის და წარუმატებლობის მიზეზების შესახებ. ბავშვობის დროინდელი გამოცდილებიდან და დაკვირვების საფუძველზე ადამიანი მიდის დასკვნამდე, თუ დადებით და უარყოფითი შედეგები რა ხარისხშია კონტროლირებული საკუთარი აქტივობით ან არაკონტროლირებული გარეგანი ძალებით. როცა შედეგებზე პასუხისმგებლობა შინაგანი, საკუთარი ძალებითაა ახსინილი დაშვებულია რომ გულმოდგინე შრომა და უნარები განმტკიცებული იქნება. როცა გარკვეულიო შედეგები გარეგან ძალებზეა მიწერილი , დაშვებულია რომ მოვნლენები დეტერმინირებულია შემთხვევითი არაკონტროლირებული ფაქტორებით. ამ განზოგადოებული პიროვნული მოლოდინების გასაზომად შეიქმნა ლოკუს-კონტროლის ტესტი როგორც მოზრდილებისთვის ისე ბავშვებისთვის. როტერის მიერ შემოთავაზებული ტესტი სუბიექტისგან მოითხოვს ალტერნატივებს შორის ერთერთის არჩევას. ტესტის აზრი მოცემულია ორ ტესტ დებულებაში . სუბიექტმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიულიდან ერთერთი რომელიც მას უფრო სწორად მიაჩნია. ტესტში ერთერთი ალტერნატივა ასე ჟღერს:

1. ა. ინდივიდის ცხოვრებაში ბევრი უბედურება ნაწილობრივ ცუდი იღბლის    შედეგია 

ბ. ადამიანის უბედურება იმ შეცდომების შედეგია,რომელიც მან დაუშვა.       

სუბიექტმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ დებულებას ეთანხმება. რომელია მისი აზრით მართებული. ასეთი დებულებების სერიისადმი პასუხები იძლევა ლოკუს-კონტროლის მაჩვენებელს. იგულისხმება, რომ ამ განზომილებებში განხსვავებაზეა დამოკიდებული ქცევა განსხვავებულ სიტუაციაში. როტერის აზრით ასეთი ქცევისეული განსხვავებების საფუძველია ინდივიდის ინტრავერტ-ექსტრავერტული ტენდენციები.  ინტრავერტს აქვს კონტროლის შინაგანი ლოკუსი ექსტრავერტებს კი ახასიათებს კონტროლის გარეგანი ლოკუსი. ლოკუს კონტროლის, როგორც პიროვნების მახასიათებელი თვისების, ბაზისური საკითხია, ის თუ როგორ ხდება მისი ჩამოყალიბება.

 

კონტროლის შესახებ მოლოდინის ჩამოყალიბება.

კვლევები მიუთითებენ, რომ ინტერნალური ორიენტაციის ჩამოყალიბება მომდინარეობს აღზრდიდან, უმთავრესად ოჯახებიდან და განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ამაში დედები, რომლებიც არ ცდილობდნენ დაეკონტროლირებინათ მათი შვილების ქცევის ყველა ასპექტი , ქმნიან მოლოდინებს რომ ბავშვები მოიქცევიან დამოუკიდებლად. ინტერნალური ორიენტაციის ინდივიდების მშობლებს აქვთ ტენდენცია ბავშვებს მისცენ მეტი თავისუფლება. ბავშვების მიმართ იყვნენ მოსიყვარულენი და წამქეზებლები, ზოგადად, ინტერნალის მშობლები მოელიან ბევრს მათი შვილებიდან. კვლევები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს , რომ ინტერნალურები ყალიბდებიან იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობენ რომ განმტკიცება (წარმატება) დამოკიდებულია იმაზე რასაც ისინი აკეთებენ.  მთავარი რასაც სწავლობენ ისინი არის ის, რომ განმტკიცება დამოკიდებულია თვით მათ ქცევაზე. ექსტერნალები კი, ვარაუდობენ რომ, ბავშვობის დღეებიდან განიცდიდნენ ზედმეტ კონტროლს , მეტ ყურადღებას და კრიტიკას. კვლევები აჩვენებენ, რომ ექსტერნალურად ორიენტირებული კოლეჯის სტუდენტები იხსენებენ, რომ მათი მშობლები აწესებდნენ მკაცრ შეზღუდვებს. მიუთითებენ, რომ ექსტერნალური ორიენტაცია ყალიბდება როგორც რეაქცია ზედმეტად კონტროლირებულ კრიტიკულ-მშობლებზე. საინტერესო მოსაზრება იქნა გამოთქმული ინდივიდის ინტერნალობა-ექსტერნალობასთან დაკავშირებით, რომ ინდივიდების ცუდად შეგუებადობა ხშირად ასოცირებულია პიროვნების ამ განზომილების რომელიმე უკიდურესობასთან (ინტერნალობა-ექსტერნალობა). ცუდად შეგუებადობა განხილულ იქნა როგორც უსუსრობის და უპასუხისმგებლობის გრძნობა ცხოვრებისეული მოვნელებისადმი, ან როცა ცხოვრებისეული მოვლენებისადმი ინდივიდები გრძნობის ტოტალურ გარეგან კონტროლს. გამომდინარაე აქედან ასკვნიან, რომ ინტერნალობა ინდივიდების უფრო პოზიტიური თვისებაა ვიდრე ექსტერნალობა.

 

სელფი(სელფ)

როგორ განიცდის ადამაინი საკუთარ თავს საკუთარ "მე"-ს. თავის რა თვისებებს თვლის ის განსაკუთრებულად დამახასიათებლად, რითაც ის განსხვავდება სხვებისგან? ემთხვევა თუ არა ინდივიდის მიერ თვისთავის შეფასება იმას თუ როგორ აფასებენ მას სხვები? ესაა საკითხები, რომლებიც არსებითად ქმნის პიროვნულ იდენტურობას. ანუ ის რაც იგულისხმება პიროვნების არსში. საკუთარი მე- პირველ რიგში ესაა რწმენების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა საკუთარი თავის (თვით ჩვენს) შესახებ. რა არის ჩვენი მნიშვნელოვანი მახასიათებელი თვისება? რაში ვართ ჩვენ კარგები? რას ვაკეთებთ ცუდად? რა სახის სიტუაციებს ვერიდებით ან ვაძლევთ უპირატესობას?  რწმენების ერთობლიობას, რომელსაც ვფლობთ ჩვენ იმაზე თუ ვინ ვართ ჩვენ უწოდებენ მე-კონცეფციას. ერთი სიტყვით, მე-კონცეფცია ეს არის თვით ჩვენს შესახებ რწმენების შინაარსი. ჩვენ ვეხებით არა მარტო იმას თუ რას წამოვადგენთ ჩვენ , არამედ იმასაც თუ როგორ ვაფასებთ იმ თვისებებს რომელსაც ჩვენ თავს მივაწერთ,. შეფასებას რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ თვით ჩვენს შესახებ უწოდებენ თვით-შეფასებას(სელფ-ესტეემ) დებულებები, რომლებიც გამოიყენებიან თვითშეფასების გასაზომად შემდეგი სახისაა:

1.მე ვგრძნობ რომ მაქვს მთელი რიგი კარგი თვისება

2.მე ვფიქრობ რომ მაქვს ბევრი ისეთი რამ რითაც შემიძლია ვიამაყო

3.ზოგჯერ ვფიქრობ რომ მე სულაც არ ვარ კარგი

4.ვგრძნობ რომ ვარ ღირსეული პიროვნება, ყოველ  შემთხვევაში მსგავსად სხვებისა

5.ბოლოსდაბოლოს ვგრძნობ რომ ვარ წარუმატებელი

6.მთლიანობაში კმაყოფილი ვარ ჩემი თავით

       ესენია დებულებები, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება თვითშეფასების დონის გასაზომად. ეს დებულებები ზომავენ ზოგად ღირებულებებს, რომელზეც სუბიექტებმა უნდა მიუთითონ ახასიათებთ თუ არა ეს მათ. მოცემული დებულებებიდან თუ სუბიექტი აღნიშნავს რომ ეთანხმება 1, 4 ან 6-ს ეს იმის მაჩვენებელია, რომ მას აქვს მაღალი თვითშეფასების დონე. 2,3, და 5 დებულებებზე თანხმობა მიუთითებს თვითშეფასების დაბალ დონეზე. მაღალი თვითშეფასების ადამიანებს მიუთითებენ, რომ აქვთ ნათელი შეგრძნება იმაზე თუ რა არის მათი პიროვნული თვისებები , თავიანთ თავს აფასებენ დადებითად, ისახავენ მისაღებ მიზნებს, იყენებენ უკუკავშირებს თვითგანმტკიცების მანერით და ძნელი სიტუაციიდან გამოდიან წარმატებით. დაბალი თვითშეფასების დონის მქონე ადამიანებს, აღნიშნავენ რომ აქვთ ნაკლებად ნათელი თვითკონცეფცია, თავიანთ თავზე ფიქრობენ ნეგატიურად , ხშირად ირჩევენ არარეალისტურ მიზნებს ან საერთოდ უარს ამბობენ მიზნებზე. ტენდენცია აქვთ იყვნენ პესიმისტები. აქვთ უფრო არაკეთილსასურველი ემოციონალური და ქცევისეული რეაქციები კრიტიკაზე ან სხვა სახის ნეგატიურ უკუკავშირებზე. აღმოჩნდა რომ გარდა ზოგადი თვითშეფასებისა, ადამიანებს აქვთ სპეციფიკური შეფასება თავიანთი უნარების შესახებ სპეციფიკურ სფეროში. შესაძლოა ადმიანს ჰქონდეს თვითშეფასების მაღალი დონე , მაგრამ მიაჩნდეს რომ არც თუ ისე კარგად თამაშობს ჭადრაკს. ან შესაძლოა ინდივიდს ჰქონდეს ზოგადად დაბალი თვითშეფასება, მაგრამ ფიქრობდეს რომ ძალიან კარგი კალათბურთელია. გამომდინარე მისი მნიშვნელობიდან აქტუალური გახდა საკითხი თუ როდის და როგორ უყალიბდება ადამიანს საკუთარი `მე~-ს განცდა.

 

როგორ ვიგებთ საკუთარ თავს

       ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ განსხვავებული წყაროებისგან მომდინარეობს. საკუთარი თავის შესახებ ცოდნა ზოგჯერ შეიძლება სპონტანური იყოს იმის ცოდნის გარეშე თუ საიდან მოდის ეს რწმენა. მაგრამ ჩვეულებრივ ჩვენ შეგვიძლია იმ წყაროების იდნტიფიკაცია თუ საიდან მოდის ის ინფორმაცია რომლიდანაც ყალიბდება ცოდნა საკუთარი თავის შესახებ. ეს წყაროებია: სოციალიზაცია - საკუთარი თავის შესახებ ჩვენი ცოდნის უმეტესობა მომდინარეობს სოციალიზაციიდან. ბავშვობიდან ჩვენ გარკვეული მანერით გვეპყრობიან მშობლები, მასწავლებლები, მეგობრები. ვმონაწილეობთ კულტურულ ეთნიკურ, და რელიგიურ აქტიობებში _ რომლებიც მოგვიანებით თვით ჩვენი მნიშვნელოვანი ასპექტები ხდებიან. ერთი სიტყვით ყოველი მათგანი განსაზღვრავს ჩვენს იდენტურობას. ამდენად, სოციალიზაცია აყალიბებს ჩვენი ადრეული გამოცდილების ბირთვს, რომლის გაშინაგანება ხდება როგორც მე კონცეფციის მნიშვნელოვანი ასპექტი. რეფლექსირებული შეფასება _ ჩვენი თავის შესახებ ცოდნას ჩვენ ვიგებთ იმ რეაქციებიდან რაც აქვს სხვა ადამიანებს ჩვენზე. კულიმ (ჩ. H-1902) შემოგვთავაზა `სარკისებული მეს (ლუკინგ –გლასს სელფ) ცნება რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანები აღიქვავენ თავის თავს როგორც სხვები აღიქვავენ და რეაგირებენ მასზე. ჩვენს პერცეპციას, თუ როგორ რეაგირებენ სხვები ჩვენზე, უწოდებენ რეფლექსირებულ შეფასებას. საინტერესო და ორიგინალური კვლევით ბოიფინმა და მისმა კოლეგებმა, თვალსაჩინო გახადეს რეფლექსირებული შეფასების მნიშვნელობა. კვლევაში კათოლიკე სტუდენტები ათვალიერებენ მღვდლის ანუ უცნობი ინდივიდის გაბრაზებული სახის სურათებს. შემდეგ სტუდენტებს თხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი ზოგიერთი პიროვნული თვისებები. შედეგები მიუთითებენ რომ პრაქტიკოსი კათოლიკები რომლებსაც შესაფასებლად აწვდიდნენ გაბრაზებული მღვდლის სურათებს თავიანთ თავს აფასებდნენ უფრო მკაცრად ვიდრე არაპრაქტიკოსი კათოლიკები, რომლებსაც შესაფასებლად აწვდიდნენ Mმღვდლის სურათს ან კათოლიკებს რომლებსაც შესაფასებლედ აწვდიდნენ უცნობი ინდივიდის სურათს. კვლევის ავტორები ვარაუდობდნენ , რომ სწორედ გაბრაზებული მღვდლის სურათის ხშირი ყურება საკმარისი აღმოჩნდა მე-ს იმიჯის გამოსაწვევად. უკუკავშირი სხვებიდან. ვარაუდობენ ,რომ ხშირად გარშემო მყოფი ადამიანები აშკარა უკუკავშირს გვაძლევენ ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. ეს პროცესი ხშირად იწყება სოციალიზაციის პროცესთან ერთად, როდესაც მშობლები ეუბნებიან შვილებს თუ როგორი მუსიკალური სმენა აქვთ მათ, ან  ნუ არიან ასე მორცხვები უცხოებთან, რომ მათემატიკაში არც თუ ისე ძლიერები არიან. ზოგადად , რომ ვთქვათ არსებობს მყარი ურთიერთობა თუ რას ფიქრობენ მშობლები ბავშვების უნარების შესახებ და ამავე განზომილებაში მე _ კონცეფციას შორის. გვიანი ბავშვობასა და ადრეულ ახალგაზრდობაში მნიშვნელოვანი ხდება უკუკავშირი თანატოლებიდან. შემდგომში ჩნდება უკუკავშირის ახალი წყაროები და ა.შ. საერთო ჯამში აღმოჩნდა რომ ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ უკუკავშირებს როცა საქმე ეხება მათ პიროვნულ ატრიბუტებს. ობიექტური უკუკავშირი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ის განიხილება უფრო სამართლიანი და ნაკლებად მცდარი ვიდრე პიროვნული აზრი. ამდენად მიუთითებენ რომ სხვების აზრი მხედველობაში მისაღებია განსაკუთრებით თუ ეს აზრი ადამიანების დიდი რაოდენობის მიერაა განაწილებული. ეს გვაფიქრებინებს რომ ასეთი ბევრის მიერ განაწილებული აზრი ჭეშმარიტია. თვითაღქმა. როგორც ბემის თვითაღქმის თეორიის განხილვისას ვნახეთ, ადამიანები თავიანთი პიროვნული თვისებების შესახებ ასკვნიან აგრეთვე საკუთარი ქცევაზე დაკვირვებიდან. თუმცა, როგორც ამას ბემის `თვითაღქმის~ თეორია ვარაუდობს საკუთარი ცოდნის ეს წყარო შეიძლება სასარგებლო იყოს საკუთარი მე-ს იმ ასპექტებისათვის რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობით და ცენტრალურობით არ გამოირჩევიან. როგორც ბემი აღნიშნავს ჩვენ არ გვჭირდება დავაკვირდეთ ჩვენს ქცევას თუ როგორ ვარჩევთ ყავავილებს დედის დაბადების დღისათვის რათა დავასკვნათ რომ დედა გვიყვარს. საკუთარი მეს – მრავალ მნიშვნელოვან ასპექტებს აქვთ ნათელი შინაგანი რეფერენტულობა რწმენების, განწყობების და აფექტური უპირატესობის მინიჭების ფორმით. ამდენად , ვარაუდობენ , რომ თვით _ აღქმა , როგორც საკუთარი თავის ცოდნის წყარო პირველ რიგში გულისხმობს მეს – მეტნაკლებად შემთხვევით ასპექტებს. განსხვავებულობა. მე_კონცეფციაზე ძლიერ გავლენას ახდენენ აგრეთვე ფაქტორები , რომლითაც ინდივიდები განსხვავდებიან სხვებისაგან . მაგალითად ერთ ერთ კვლევაში სტუდენტებს თხოვეს მოეთხროთ საკუთარი თავის შესახებ (`გვიამბეთ თქვენს შესახებ~.) აღმოჩნდა რომ სტუდენტები ხშირად მიუთითებენ თავიანთ თავში ისეთ ასპექტებზე, რითაც ისინი სხვებისგან განსხვავდებოდნენ. ბიჭები უფრო ამჟღავნებდენენ ტემდენციას მიეთითებიანთ იმ ფაქტზე რომ არიან ბიჭები,  თუ ის ოჯახში არის ერთადერთი ბიჭი. თუ სუბიექტ გოგონას ყავს სამი და აღმოჩნდა, რომ ასეთ შემთხვევაში ის იშვიათად მიუთითებს რომ ის არის გოგონა. ამასთან აღმოჩნდა,რომ ჩვენს თავში მივუთითებთ ისეთ რამეზე რაც განსხვავებულს გვხდის სხვებისგან კონკრეტულ სიტუაციაში. ასე მაგ. აფრო_ამერიკული ქალი უფრო მიუთითებს , რომ ის არის აფრო ამერიკული თუ ჯგუფში შედარებით მცირე რაოდენობის აფრო ამერიკელია . მაშინ როცაა ის უფრო ხშირად უსვამს ხაზს იმ ფაქტს რომ ის არის ქალი , თუ ის არის ჯგუფის წევრი სადაც უმეტესობა მამაკაცია. სოციალური შედარება. როცა გვსურს ჩვენი თავის შეფასება კონკრეტულ განზომილებაში ან თვისებაში ხშირად ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მაგ. თუ გვსურს გავიგოთ რამდენად კარგი მოჭადრაკეები ვართ, არ არსებობს ტესტი რომელიც ამას გაზომავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენს პიროვნულ თვისებებს ვაფასებთ ჩვენი თავის სხვასთან შედარებით.  ამ პროცესს უწოდებენ სოციალურ შედარებას. ამასთან აღმოჩნდა რომ შედარებისათვის ვიყენებთ მეტნაკლებად ჩვენს მსგავს სხვას. მაგ. თუ გვსურს გავიგოთ თუ რამდენად კარგად ვიცით ჭადრაკის თამაში, შესადარებელ პარტნიორად ვირჩევთ დაახლოებით ჩვენს მსგავს სხვას, დაახლოებით ჩვენივე დონის მოთამაშეს. თუ შესაფასებლად ავირჩიეთ ჩვენგან ძალიან განსხვავებული სხვა შეფასებაში უეჭველად შევცდებით. სოციალური იდენტურობა. სოციალური იდნეტურობა არის მე_კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდის ჯგუფის (ან ჯგუფების) წევრობიდან, ღირებულებისა და ემოციონალურ მნიშვნელობასთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია ჯგუფის წევრობასთან. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს ოჯახი , მეგობრები, რელიგიური ან ეთნიკური ჯგუფი რომელიც აშუქებს და ამტკიცებს მეს მნიშვნელოვან ასპექტებს. ბავშვობაში, ჯგუფი რომლის წევრიცაა ის, განიხილება როგორც სოციალიზაციის ნაწილი. ადამიანი იბადება ოჯახში გარკვეული ეთნიკურ და ზოგჯერ რელიგიურ ჯგუფში. ინდივიდი როგორც მოზრდილი, ატრიბუტებს, რომელსაც ის ღირებულად თვლის მიყავს  იქამდე, რომ ირჩევს წევრობისთვის იმ ჯგუფს, რომელიც ასახავს და ამტკიცებს ამ ღირებულებებს. ამდენად მე კონცეფცია და სოციალური იდენტურობა ურთიერთ ადეტერმინებენ და ამტკიცებენ. სოციალური იდენტურობის უმრავლესი კვლევები ფოკუსირებულია ეთნიკურ იდენტურობაზე  ეთნიკური იდენტურობა არის ინდივიდის მეს ცოდნის ნაწილი, რომელიც ეხება მისი გარკვეული ეთნიკური ჯგუფის წევრობას. ამიტომ მეს_ გრძნობის ჩამოყალიბებამ შეიძლება წარმოშვას გარკვეული საკითხები და პრობლემები უმცირესობის ჯგუფის წევრებისთვის. მაგალითად აფროამერიკელებისათვის, აზიელი ამერიკელებისათვის, აბორიგენი ამერიკელებისათვის და ა.შ. , მოზარდობისა და ადრეული ახალგაზრდობის პერიოდში როცა ხდება მე- კონცეფციის ჩამოყალიბება, შეიძლება ძნელი იყოს ეთნიკური ფონის მორგება მთავარ კულტურასთან .  მთავარ კულტურასთან მორგების პროცესში ზოგიერთმა შეიძლება შეძლოს როგორც მთავარ კულტურასთან ისე საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან იდენტიფიკაცია, რომელიც ქმნის ე.წ. ბიკულტურულ ან ინტეგრირებულ იდენტურობას. ზოგიერთი  შესაძლოა ახდენს ძლიერ ეთნიკურ იდენტურობას(საკუთარ ჯგუფთან) მაგრამ სუსტ კავშირს ამჟღავნებს უმრავლესობის კულტურასთან და ვიღებთ ე.წ. სეპარატიულ იდენტურობას. თუ ინდივიდი უარს ამბობს საკუთარ ეთნიკურ მემკვიდრეობაზე მთავარი კულტურის სასარგებლოდ, ამბობენ რომ მოხდა ასიმილაცია. შეიძლება მოხდეს, რომ ინდივიდმა განავითაროს სუსტი კავშირები როგორც საკუთარ ეთნიკურ ასე მთავარ კულტურასთან და თავი იგრძნოს ორივე კულტურის გარეთ მყოფად. კვლევები აჩვენებენ, რომ იდენტიფიკაციაში ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია რადგან მათზე დაყრდნობით შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ კონტაქტების რაოდენობა, რომელიც ინდივიდებს აქვთ თავიანთ ეთნიკურ ჯგუფთან და მთავარ კულტურასთან. კულტურათა შორის ურთიერთობის და ურთიერთ მორგების, უმცირესობის კულტურის უმრავლესობასთან ადაპტაციის უდიდესი მნიშვნელობის გამო გაჩნდა ინტერესი გაერკვიათ რა განსაზღვრავს ადამიანების ეთნიკურ ან რასიულ ჯგუფთან მყარ იდენტიფიკაციას. კვლევებმა აჩვენა, რომ აფრო_ამერიკული კოლეჯის სტუდენტები რომელთა მშობლები იყვნენ უმეტესად შავკანიანი ორგანიზაციის წევრები რომლებიც განიცდიან რასიზმის ან რასიული პრეჯუდისების გავლენას უფრო ადვილად იღებდნენ აფრო ამერიკულ ფონს როგორც ძლიერ სახეს მათივე კონცეფციისა. აღმოჩნდა, რომ ეთნიკურობასთან დაკავშირებულ აქტიობაში მონაწილეობა და რომელიც განხილულ იქნა გარკვეული მანერით ეთნიკური ან რასიული ფონის გამო, კვებავს ეთნიკური იდენტურობის გრძნობას. არსებობს მოსაზრება, როდესაც პრეჯუდისების ან დისკრიმინაციის გამოცდილებით ეთნიკური იდენტურობა იზრდება, ინდივიდებს უყალიბდებათ უფრო ღარიბი მე-კონცეფცია ან დაბალი თვით_შეფასება, მაგრამ მთელი რიგი კვლევები ამ ფაქტს არ ადასტურებენ. ერთი სიტყვით მართალია არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ მკვლევარები იხრებიან იქითკენ,რომ როდესაც ინდივიდები იღებენ ნეგატიურ უკუკავშირს მათი რასიული და ეთნიკური იდენტურობის გამო ის თავის თვითშეფასების დაცვის მიზნით პრჯუდისების  ატრიბუციას ახდენს შემფასებლებთან, რომ ეს მათ ახასიათებთ პრეჯიდუსები და არაფერ შუაშია მათი საკუთარი მახასიათებლები. რომ შევაჯამოთ საკუთარი მეს ცოდნა ემყარება მრავალ წყაროს: ადრინდელი სოციალიზაცია, რეფლექსირებული შეფასება, უკუკავშირი სხვებიდან, თვითაღქმა, სხვებისგან განსხვავებულობა, სოციალური შედარება და სოციალური ჯგუფის წევრობა (სოციალური იდენტურობა). ზოგჯერ შესაძლოა ჩვენ ვიცით ვინ ვართ იმის ცოდნის გარეშე თუ საიდან მოდის ეს ცოდნა.

მეს_ცოდნის ასპექტები      

       დგება საკითხი რა ფორმას იღებს ჩვენი ცოდნა საკუთარი მეს შესახებ, ანუ რწმენები რომლებიც ჩვენ გვაქვს საკუთარი თავის შესახებ როგორაა წარმოდგენილი ცნობიერებაში?  მე_სქემა  როგორც ადრე ავღნიშნეთ სქემა არის კოგნიციის ორგანიზებული, სტრუქტურირებული წყება ამა თუ იმ კონცეფციის ან სტიმულის შესახებ. ისე როგორც ადამიანებს აქვთ კოგნიციის ორგანიზებული სისტემა (სქემა) იმაზე თუ რას წარმოადგენენ სხვა ადამიანები და მოვლენები, ადამიანებს აქვთ ასეთივე სქემა თავის თავის შესახებ. ე.წ. მე-სქემები აღწერს იმ განზომილებებს რა განზომილებებითაც ისინი ფიქრობენ თავიანთი თავის შესახებ. მაგ. შეიძლება ინდივიდი თავისთავს განიხილავს დამოუკიდებლობის მიღწევისა და მისი დემონსტრირების განზომილებაში, რომ უარს ამბობს მშობლებისაგან მიიღოს ფულადი დახმარება სწავლის გასაგრძელებლად ან შეიძლება ინდივიდი თავისთავს თვლის უფრო დამოკიდებულად სხვებზე, ბევრს ფიქრობს იმაზე თუ როგორ დაიცვას თავისი უშიშროება, ზრუნავს იმაზე რომ ყავდეს მის ირგვლივ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნოს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ამბობენ რომ ადამიანს გააჩნია საკუთარი მეს ძლიერი სქემა, რომელსაც მიმართება აქვს დამოუკიდებლობა-დამოკიდებულების განზომილებასთან. მეორეს მხრივ, ამ განზომილებას შეიძლება ინდივიდისთვის არ ჰქონდეს დიდი მნიშვნელობა. ასეთ შემთხვევაში საკითხების განხილვის პროცესში ინდივიდი არ გამოიყენებს ამ სქემებს. შესაბამისად ინდივიდი შეიძლება აღწერილი იქნას როგორც ადამიანი რომელსაც არ გააჩნია `დამოუკიდებლობა - დამოკიდებულების განზომილების სქემა. ადამიანები ეყრდნობიან სქემებს იმ განზომილებაში, რომლებიც მიაჩნიათ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. თუ დამოუკიდებლობა ინდივიდისთვის არის მნიშვნელოვანი და ფიქრობს, რომ არის უკიდურესად დამოუკიდებელი ეს ნიშნავს, რომ ის ახდენს თავისთავის შესახებ მნიშვნელოვანი ცოდნის აკუმულირებას ამ საკითხში. ის დარწმუნებული იქნება, რომ არასოდეს არ მიმართავს სხვას დახმარებისათვის. როდესაც ადამიანს აქვს სქემა გარკვეულ განზომილებაში, ეს ეხმარება მას მოახდინოს სიტუაციის იდენტიფიკაცია როგორც რელევანტური ამ განზომილებისა. მაგალითად თუ ინდივიდი თავისთავს განიხილავს როგორც დამოუკიდებელს, ის ადვილად შეამჩნევს, რომ რთული ინსტრუქციის მქონე ახალი სტერეო სისტემის ყიდვა მისი აწყობისთვის მოითხოვს დამოუკიდებელ ქცევას. უფრო მეტიც, იმის გაცნობიერება, რომ სიტუაცია არის სქემის რელევანტური, გახდება ინდივიდის ქცევის განმსაზღვრელი. ამრიგად უნდა მოხდეს არა მარტო იმის გაცნობიერება, რომ სიტუაცია მოითხოვს დამოუკიდებელ ქცევას, არამედ იმასაც, რომ ინდივიდი მარტო დარჩება ამ რთული ინსტრუქციის წინაშე და უნდა ააწყოს ის. ადამიანებს საკუთარი თავის შესახებ შეიძლება აგრეთვე ჰქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული, საკმაოდ ორგანიზებული რწმენები, თავიანთი უარყოფითი თვისებების შესახებ. მაგალითად ადამიანი, რომელიც თვლის რომ ზედმეტად ჭარბი წონა აქვს, ადვილად შეამჩნევს, რომ სიტუაცია რომელიც ჭამასთანაა დაკავშირებული, მისთვის მნიშვნელოვანია. ის დაიწყებს თავისი მენიუს დაგეგმვას, საკვების კალორიულობის გამოთვლას და ა.შ. ადამიანი რომელსაც აქვს წონასთან დაკავშირებული სქემა უფრო აქცევს ყურადღებას სხვა ადამიანის წონასთან დაკავშირებულ ქცევებს. ადამიანებს აქვთ მე-კონცეფცია არა მარტო თავიანთი მყარი თვისებებთან მიმართებაში არამედ იმ თვისებებთან მიმართებაშიც როგორებიც შესაძლოა მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები გახდნენ ოდესმე მომავალში. ამ კონცეფციებს უწოდებენ შესაძლებელ `მე~-ს. ესენი შეიძლება იყვნენ მიზნები და როლები, რომლისკენაც მიისწრაფიან ადამიანები. ეს შეიძლება იყოს სტუდენტის სურვილი გახდეს ფსიქოლოგი და ა.შ. უმრავლესობა შესაძლებელი მე-ჩვეულებრივ პოზიტიურია. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები თავიანთ მომავალს უპირატესად დადებითი შინაარსებით ხედავენ შევსებულს. თუმცა ზოგიერთი შესაძლებელი მე შესაძლოა ასახავდეს შიშს ან ეჭვს მომავალთან დაკავშირებით. შესაძლებელი `მე - მოქმედებს ისევე როგორც ჩვეულებრივი საკუთარი `მე სქემები. შესაძლებელი `მე~ სქემაც ეხმარება ადამიანს მიზნების დასახვაში, ქცევების ჩამოყალიბებაში, რომლებიც დაეხმარება მიზნების განხორციელებაში. ამრიგად, საკუთარი `მე~-ს სქემებს, შესაძლებელი `მე-ს ჩათვლით აქვს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია. ინდივიდს, ცოდნა საკუთარი პიროვნული თვისებების შესახებ, ეხმარება სწრაფად განსაზღვროს არის თუ არა სიტუაცია რელევანტური. სქემები ეხმარება ინდივიდს გაიხსენონ სქემების შესაბამისი ინფორმაცია, შეაფასოს ადრინდელი ქცევის მნიშვნელობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც წარმართავს მომავალ ქცევას. შინაგანი წინააღმდეგობა. საკუთარი მე-ს  კიდევ ერთი ასპექტი რომელიც გავლენას ახდენს ინდივიდის აზროვნებასა და ქცევაზე, არის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს იმათ შორის რასაც წარმოადგენს ინდივიდი ფაქტიურად და როგორიც უნდა რომ იყოს ან ფიქრობს რომ უნდა იყოს. ვარაუდობენ, რომ ასეთი წინააღმდეგობა ფაქტიურ და იდეალურ მე-ს შორის იძლევა ძლიერ ემოციებს. როდესაც ინდი-ვიდი განიცდის განსვლას მის პიროვნული თვისებებსა და იმას შორის როგორიც სურს იდეალურად იყოს (იდეალური მე ),  ის განიცდის იმედგაცურებას, დაუკმაყოფილებლობას. ერთი სიტყვით, ვარაუდობენ რომ განსვლა რეალურ მე-სა და იმას შორის როგორიც ვფიქრობთ რომ უნდა ვიყოთ (უნდა ვიყოთ მე), წარმოშობს  ემოციებს როგორიცაა შიში და შფოთვა. მიუხედავად იმისა , რომ საკუთარ მე-ს შესახებ რწმენები დროთა განმავლობაში იცვლება, აღმოჩნდა, რომ იდეალური `მე~-ს და უნდა იყოს `მე~-ს გამოყენება და შინაგანი წინააღმდეგობის ზეგავლენა ინდივიდის საკუთარი თავის გრძნობაზე საკმაოდ მყარი რჩება.

თვითრეგულაცია

       თვითრეგულაცია ეხება ადამიანის უნარს დააკონტროლონ და წარმართონ საკუთარი აქტიობები. ჩვეულებრივ ადამიანებს აქვთ შემონახული უამრავი ინფორმაცია თავის თავის, პიროვნული მახასიათებლების, მიზნებისა და სურვილების, მომავალში თავისთავზე კონცეფციის შესახებ. დგება საკითხი, როგორაა ისინი დაკავშირებული ინდივიდის მიმდინარე გრძნობებთან და აქტიობებთან? როგორც ვხედავთ საკითხი ეხება იმას თუ საკუთარი მე-(სელფ) როგორ არეგულირებს აზროვნებას, ემოციას და აქტიობას სოციალურ სიტუაციაში. ეს საკითხი კი განიხილება ეგერდწოდებულ მოქმედი მე-კონცეფციის ცნებასთან მიმართებაში. მოქმედი მე-კონცეფცია. თუ მე-კონცეფიის რომელი ასპექტი ახდენს გავლენას აზროვნებაზე და მიმდინარე ქცევაზე უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე მე-კონცეფციის რომელი ასპექტია კონკრეტული სიტუაციის რელევანტური. მე-კონცეფიის იმ ასპექტს, რომელიც კონკრეტული სიტუაციის რელევანტურია უწოდებენ მოქმედ მე-კონცეფციას. მაგ. სტუდენტის საუნივერსიტეტო ცხოვრებაში (ვთქვათ სემინარებზე, ლექციებზე). აზრებისა და გრძნობების დეტერმინაციაში დომინირებული იქნება ე.წ. აკადემიური მე , მაგრამ თუ საქმე ეხება კვირა დღის ქალაქგარე პიკნიკის ორგანიზაციას, დომინანტური გახდება სოციალური მე~. ამრიგად მოქმედი მე-კონცეფციის მნიშვნელობა განისაზღვრება იმით რომ ის ემყარება ინდივიდის ზოგად  მე-კონცეფციას, მაგრამ ის ქცევას წარმართავს სპეციფიკურ სიტუაციაში და ამასთან თავის მხრივ იცვლება სიტუაციის გავლენით. მოქმედი მე-კონცეფცია ზოგეჯრ შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ზოგად მე-კონცეფციასთან. მაგ. თუ გაიხსენებთ როცა უთანხმოება და უხეში კამათი გქონდათ მეგობართან , ეჩხუბეთ კიდეც მას აღმოაჩინეთ, რომ ამის შემდეგ თქვენ ვერ გრძნობდით თავს კარგად, მაგრამ ,  თქვენ ალბათ გაქვთ სტაბილური გრძნობა თქვენი თავის შესახებ- რომ ხართ კარგი პიროვნება, რომელთანაც ურთიერთობა ადვილია. იმ კერძო შემთხვევის შემდეგ , შესაძლოა თუნდაც რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში საკუთარი თავის შესახებ არ გქონდეთ მაინცდამაინც კარგი აზრი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ბაზისური მე-კონცეფცია იმარჯვებს  და საკუთარ თავს განიხილავთ ისევ დადებითი მახასიათებლებით. მიუხედავად იმ ფაქტისა , რომ შეიძლება იყოს შემთხვევები როცა თქვენ არ ხართ ასეთი. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ამისა ცვლილება მოქმედ მე-კონცეფციაში გამოიწვევს ცვლილებას ბაზისურ მე კონცეპციაში თუ მოქმედი მე კონცეპცია დროში სტაბილური გახდება. მაგ. სტუდენტი სწავლის პერიოდში, შეიძლება არ თვლიდეს, რომ ის ბუნებით არის ავტორიტარი, მაგრამ თუ სწავლის დამთავრების შემდეგ იწყებს მუშაობას  გარკვეული ჯგუფის ხელმძღვანელად და ეს გაგარძლდება საკმაოდ ხანგრძლივად შესაძლოა ავტორიტარიზმი გახდეს მისი მე-კონცეფციის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ის არ იყო ავტორიტარი, მაგრამ გახდა იმიტომ რომ აღმოჩნდა სიტუაციაში რომელიც აღძრავს ავტორიტარულ მანერას. მოქმედი მე-კონცეფცია გახდა ბაზისური კონცეფციის კომოპონენტი. მე კონცეფციის კომპლექსურობა. საკუთარი მე-ს კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეგულაციისთვის არის მე-ს კომპლექსურობა. ზოგიერთს თავის თავი გააზრებული აქვს ერთი ან ორი დომინირებული თვისებით მაშინ როცა ზოგიერთი თავის თავს განიხილავს მრავალი პიროვნული თვისებების თვალსაზრისით. მაგ. სტუდენტმა შეიძლება გაიაზროს თავისთავი უმთავრესად როგორც სტუდენტი და მთელი მისი ყურადღებისა და რწმენის ფოკუსირება მოახდინოს იმაზე , თუ რამდენად კარგად ახერხებს სწავლას, ცოდნის შეძენას. მაშინ როცა სხვამ შეიძლება თავისთავი გაიაზროს როგორც სტუდენტი და ამავე დროს როგორც შვილი, როგორც მეგობარი, როგორც სპორტული გუნდის წევრი და ა.შ. საინტერესო მოსაზრება შემოგვთავაზეს მკველავრებმა მარტივი და რთული მე-კონცეფციის ინდივიდებს შორის განსხვავების ანალიზისას.

       ვარაუდობენ, რომ მარტივი მე-კონცეფციის მქონე ინდივიდებს მათთვის მნიშვნელოვან სფეროში წარმატება უდიდეს ბიძგს აძლევს შემდგომისთვის. მაგრამ, საკმაოდ მოწყვლადნი არიან წარუმატებლობის მიმართ. მაგ. სტუდენტი, რომელსაც მთელი ყურადღება გამოცდებზე მიღებულ ნიშნებზე აქვს მიმართული და იღებს დაბალ ნიშანს, შეიძლება ამის გამო გახდეს ძალიან დათრგუნვილი. მაშინ, როცა სტუდენტი, რომელსაც რთული მე-კონცეფცია აქვს შეიძლება ერთ სფეროში განცდილი მარცხის კომპენსაცია მოახდინოს იმ სიხარულით რომელსაც სხვა სფეროში წარმატებისაგან იღებს. ამდენად მე-კონცეფციის სირთულის პოზიტიურობამ შეიძლება იმოქმედოს როგორც დამცავმა მექანიზმმა სტრესულ სიტუაციაში. ამან შეიძლება დახმარება გაუწიოს ადამიანს მოუაროს დეპრესიას. წარუმატებლობა ცხოვრების ერთ სფეროში ნაკლებად დამარღვეველია პიროვნებისათვის თუ ცხოვრების სხვა ასპექტები სიხარულის და წარმატების მომტანია. გამოკვლევები აჩვენებენ რთული მე-კონცეფციის, როგორც დაცვითი მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანების წარუმატებლობის შემთხვევაში. მაგრამ ხაზგასმულია აგრეთვე, რომ ასეთ დაცვით ფუნქციას ასრულებს მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური რთული მე-კონცეფცია. ნეგატიური რთული მე-კონცეფციები, კი პირიქით წარმოადგენენ რისკ ფაქტორებს რომლებსაც დეპრესიისკენ მივყავართ. თვით-ეფექტურობა და პიროვნული კონტროლი.  საკუთარი მე-ს ერთერთი ასპექტი რომელიც გავლენას ახდენს  თვით რეგულაციაზე არის `მე~-ს ეფექტურობის რწმენა, ანუ მოლოდინი, რომ ვფლობთ გარკვეული ამოცანების შესასრულებლად შესატყვის უნარებს (ბანდურა, 1986). გვექნება თუ არა სურვილი განვახორციელოდ გარკვეული აქტიობა, შევეცდებით თუ არა გარკვეული ამოცანის განხორციელებას, დავისახავთ თუ არა გარკვეულ მიზნებს აღმოჩნდა რომ დამოკიდებულია იმაზე ვიქნებით თუ არა დარწმუნებული ამოცანის ეფექტურად შესრულებაში. სტუდენტი, რომელიც აღმოჩნდება გარკვეული ამოცანის წინაშე, თუ აქვს თავისი უნარების რწმენა ამ ამოცანის ეფექტურად შესრულებისა, უფრო ადვილად გადაწყვეტს დაიწყოს მისი განხორციელება ვიდრე ის სტუდენტი, რომელიც ეჭვობს საკუთარ უნარებზე. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ წარმატება-მარცხის ადრინდელი გამოცდილება განსაზღვრავს თვით-ეფექტურობის საკმაოდ სტაბილური კონცეფციის ჩამოყალიბებას ცხოვრების განსხვავებულ სფეროებში. საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ თვით-ეფექტურობის რწმენა არის საკმაოდ სპეციფიკური და დაკავშირებულია ინდივიდის უნარების წარმოდგენასთან განახორციელოს გარკვეული ქცევები. ამდენად ეს არ არის უბრალოდ კონტროლის ზოგადი გრძნობა. მაგ. გვინდა გავიგოთ ინდივიდი რამდენად გულმოდგინედ იშრომებს რათა მოხვდეს ფეხბურთის გუნდში, საჭიროა ვიცოდეთ მისი რწმენა ამ სფეროში მის ეფექტურობაზე და არა საერთოდ მისი პიროვნული ეფექტურობის გრძნობა. თვითცნობიერება. თვითრეგულაციაზე გავლენას ახდენს აგრეთვე ყურადღების მიმართულება, კერძოდ ყურადღება მიმართულია შიგნით, საკუთარ მეზე თუ გარემოზე. ჩვეულებრივ ადამიანის ყურადღება გარესამყაროსკენაა მიმართული, მაგრამ ზოგჯერ ხდება ყურადღების შემობრუნება საკუთარ მეზე. სამყაროში გარკვეული გამოცდილება ჩვენს ყურადღებას ავტომატურად წარმართავს საკუთარ მესკენ. ასეთი გამოცდილებაა საკუთარი მზერის დაჭერა სარკეში, როცა ფოტოსურათს გვიღებენ, ან უფრო ფაქიზად როცა ჩვენ გვაფასებენ სხვა ადამიანები, ან როცა უბრალოდ ჯგუფურ სიტუაციაში აღმოვჩნდებით უმცირესობაში. ასეთ სიტუაციაში ჩვენ ჩვენს თავს ვხედავთ არა როგორც მოქმედს, არამედ როგორც საკუთარი ან სხვა ადამიანების ყურადღების ობიექტს. ესაა მდგომარეობა რომელსაც თვითცნობიერებას  უწოდებენ. ჩვეულებრივ, თვითცნობიერება უბიძგებს ადამიანს თავისი ქცევა შეაფასოს ამა თუ იმ სტანდარტებთან მიმართებაში და აამოქმედებს ადაპტაციის პროცესებს ამ სტანდარტების შესატყვისად. საკუთარ მეზე ყურადღება აიძულებს ადამიანს თავისთავი შეადაროს ფიზიკურ და გონებრივ სტანდარტებს ან მორალურ ღირებულებებს. ადამიანები ცდილობენ შეესაბამებოდნენ გარკვეულ სტანდარტებს, თავიანთი ქცევები შეაფასონ ამ სტანდარტებთან მიმართებაში, მიიღონ გადაწყვეტილებები რომლებიც ამ სტანდარტებს შეესაბამებიან. და ეს გრძელდება სანამ არ მივლენ სტანდარტებთან სრულ შესატყვისობაში. ამ პროცესს უწოდებენ უკუკავშირს, ხოლო თეორიამ თვითრეგულაციის კიბერნეტიკული თეორიის სახელწოდება მიიღო. რათა გასაგები გახადონ თუ ყურადღების საკუთარ მეზე ფოკუსირება რატომაა მნიშვნელოვანი თვითრეგულაციისათვის მიუთითებენ საკუთარ მეზე ფოკუსირების როლზე დეპრესიაში. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ შფოთვას ან დეპრესიას შეუძლია ყურადღების მყარი ფოკუსირება საკუთარ მე-ზე და ამდენად შეამციროს ეფექტური ქცევის კონტროლირების უნარი გარკვეული ამოცანის შესრულებისას. ე.ი. ხელს უშლის ინდივიდის აქტივობას სოციალურ გარემოში. ამას ხსნიან იმით, რომ დათრგუნული მდგომარეობა იწვევს საკუთარ მე-ზე პესიმისტურ ფოკუსირებას. წარუმატებლობაზე საპასუხოდ იმედ გაცრუებული ადამიანი ყურადღებას სულ უფრო და უფრო მიმართავს შინაგან სამყაროზე, განსხვავებით წარმატებული ადამიანისგან. ინდივიდი, რომელიც ყურადღებას მუდმივად  საკუთარ `მე~-ზე მიმართავს, ამით ის ფაქტიურად ფოკუსირებული ხდება თავის ფაქტიურ ქცევასა და სასურველ მდგომარეობას შორის წინააღმდეგობაზე. რადგანაც ვერ პოულობს ქცევის ფორმას, რომელიც შეამცირებს ამ წინააღმდეგობას, ყოველივე ეს თანდათანობით განაპირობებს საკუთარი `მე~-ს შესახებ ნეგატიური ხატის ჩამოყალიბებას. ამდენად, დეპრესიული სტილი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყურადღების ფოკუსირება საკუთარ `მე~-ზე, განიხილება როგორც ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს და აძლიერებს კიდეც უკვე არსებულ დეპრესიულ მდგომარეობას. ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებენ იმის მიხედვით თუ რა ხარისხში აქცევენ ისინი ყურადღებას საკუთარი თავის საზოგადოებრივ და პირადულ ასპექტებს. ამ განსხვავებას უწოდებენ საზოგადოებრივ და პირადულ თვითცნობიერებას. მაღალი საზოგადოებრივი თვითცნობიერების ადამიანებს ძირითადად აღელვებთ ავტონომიურობის და იდენტურობის საკითხები. მათ გამუდმებით აღელვებთ ის თუ რას ფიქრობენ როგორი წარმოდგენა აქვთ სხვებს მათზე. ადამიანები, რომლებსაც აქვთ მაღალი პირადული თვითცნობიერება გამუდმებით ახდენენ საკუთარი თავის ანალიზს, ბევრს ფიქრობენ თავიანთ თავზე, უფრო ყურადღებიანი არიან საკუთარი შინაგანი განცდების მიმართ. მაღალი პირადული თვითცნობიერების ადამიანებს აქვთ საკუთარი `მე~-ს გამოკვეთილი სქემა, მათ უკეთ იციან საკუთარი მიდრეკილებები. ინდივიდები, კარგად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი `მე~-თი მეტ მნიშვნელობას საკუთარ პიროვნულ განწყობებს (ატიტუდებს) ანიჭებენ, მაგრამ როცა მათი ყურადღება გარეთაა მიმართული , ისინი მეტი ალბათობით სოციალურ ნორმებს ანიჭებენ მნიშვნელობას. თვითცნობიერების საზოგადოებრივ და პირადულ ფორმებს გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქცევისათვის. როდესაც ინდივიდი საზოგადოებრივი ცნობიერებით აცნობიერებს საკუთარ `მე~-ს ისინი შეეცდებიან თავიანთი ქცევის ადაპტირებას ისე რომ შეესაბამებოდნენ გარეგან სტანდარტებს, სხვა ადამიანების ღირებულებებს, განწყობებს და განსაკუთრებით მაშინ როცა მათ აქვთ პიროვნული თვითცნობიერების  დაბალი დონე. ამისგან განსხვავებით, როდესაც პირადული თვითცნობიერების მქონე ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ `მე~-ს ისინი შინაგანი მიზნების და რწმენებისადმი იქნებიან უფრო ყურადღებით და ამდენად უფრო შეეცდებიან იყვნენ პირადული სტანდარტების შესატყვისი.

მოტივაცია და საკუთარი მე (სელფ)

       გარდა ზემოთ განხილული საკითხებისა, რომლებიც დაკავშირებულია მე კონცეფციის პრობლემებთან, მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ მოტივების ცოდნა, რომლებსაც თვითრეგულაცია მართავს. საერთოდ ადამიანები მიისწრაფიან ზუსტ, მყარ და პოზიტიური მე-კონცეფციისაკენ და მიისწრაფიან სიტუაციისაკენ, რომელიც მხარს დაუჭერს მე-კონცეფციის ამ ასპექტებს. ზუსტი მე-კონცეფციის მოთხოვნილება. რათა ჩვენი ქცევების შედეგები გავხადოთ წინასწარმეტყველებადი და კონტროლირებადი, საჭიროა გვქონდეს საკუთარი უნარების ზუსტი შეფასება. მიუთითებენ, რომ იმ ფაქტორების არ არსებობისას, რომლებიც აღძრავენ ადამიანებს `შეინარჩუნონ სახე~ ან მიაღწიონ წარმატებას, ისინი ირჩევენ ამოცანებს, რომლის შესრულებისას ისინი თავიანთი უნარების შესახებ მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას. ასეთ ამოცანებს უწოდებენ დიაგნოსტიკურ ამოცანებს (თროპე, 1983). მაგ. თუ კოლეჯის სტუდენტს  სურს იცოდეს არის თუ არა კარგი მოცეკვავე, ის არ წავა ბავშვთა საცეკვაო კლასში ან პროფესიონალი ბალერინების შეჯიბრებაზე. მისი ცეკვის უნარებისათვის დიაგნოსტიკური იქნება კოლეჯის საცეკვაო კლუბის სიტუაცია. ტროუპის აზრით ამოცანის შერჩევისთვის საკუთარი მე-ს ზუსტი ცოდნა წარმოადგენს მნიშვნელოვან მადეტერმინირებელ ფაქტორს.   მყარი-მე კონცეფციის მოთხოვნილება. ზუსტი მე-კონცეფციის მოთხოვნილებასთნა დაკავშირებულია მოთხოვნეილება გვონდეს მეს შესახებ გრძნობა რომ ის არის მყარი, კონსისტენტური. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება ქონდეთ შედარებით მყარი, სტაბილური თვისებები. შესაბამისად მიუთითბენ რომ ადამიანები მიისწრაფიან სიტუაციისკენ რომლებიც შეესაბამებიან მათ მე კონცეფციას და გაურბიან სიტუაციას რომლებიც მათ მე კონცეფციას არ შეესაბამებიან. ამ პროცესს უწოდებენ საკუთარი მე-ვერიფიკაციას (შელფ-ვერიფიცატიონ). შწანნ და ღეად –მა თავიანთ კვლევებში დაადასტურეს რომ სხვებთან ურთიერთობებში ადამიანები იყენებენ ქცევისეულ სტრატეგიებს რომლებიც მათ მე-კონცეფციას შეესაბამებიან. რომ ადამიანები გააზრებულად ირჩევენ მოქმედებას, რომელიც ადასტურებს საკუთარ მეზე არსებულ წარმოდგენას. ეს წარმოდგენა განსაკუთრებით აშკარაა, როცა ადამიანები თვლიან, რომ ადამიანებს მათ შესახებ  არასწორი წარმოდგენა აქვთ ჩამოყალიბებული. ადამიანის მოთხოვნილება დაინახოს თავისი მე როგორც მყარი ვრცელდება თვითრეგულაციის სხვა ასპექტებზეც. აღმოჩნდა ,რომ ჩვენი ურთიერთქმედება იმ ადამინებთან რომლებიც ისევე აღგვიქვავენ ჩვენ როგორც ჩვენ აღვიქვავთ ჩვენ თავს, მეტნაკლებად შერჩევითია. შესაძლებელია, რომ ადამიანები სპეციალურად არჩევენ თავიანთ ჩაცმულობას და არჩევენ ნიშნებს ან სიმბოლოებს თავიანთი ტანსაცმლისთვის რომლებიც მიუთითებენ იმაზე თუ რას წარმოადგენენ ისინი,. მაგ. თუ ინდივიდს სურს მასზე იფიქრონ რომ ის არის სპორცმენი, ის იწყებს უფრო სპორტული ტანსაცმლის ტარებას. მყარი მე-კონცეფციის მოთხოვნილება შესაძლოა ისე ძლიერი გახდეს რომ გავლენა იქონიოს ინდივიდის ჯანმრთელობაზე . როცა ადამიანის ცხოვრებაში მრავალი ნეგატიური მოვლენები ხდება, შეიძლება ის დაავადდეს. ერთერთი ახსნა ამ ფაქტისა მდგომარეობს იმაში, რომ ნეგატიური განცდები შეუთავსებელია ადამაინის საკუთარი მე-სადმი პოზიტიურ წარმოდგენასთან რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სტრესი. გამოითქვა მოსაზრება, რომ სტრესის არაკეთილსასურველი გავლენის ასეთი ახსნა თუ სწორია, მაშინ ადამიანები რომლებსაც ნეგატიური წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე შეიძლება დაავადდნენ პოზიტიური სასიცოცხლო მოვლენების შედეგადაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ ადამინებში ბედნიერმა შემთხვევებმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და შესაბამისად მათი ავადმყოფობა, იმიტომ რომ პოზიტიური მოვლენები შეუსაბამო არიან საკუთარი თავის შეფასებასთან. აღნიშნული საკითხი ბრაუნმა და მაკ-გილმა იკვლიეს სტუდენტებში.  კვლევებმა აჩვენეს, პოზიტიური (ბედნიერი) ცხოვრებისეული მოვლენები შეესატყვისებიან დაავადებას იმ სტუდენტებში რომლებისთვისაც დამახასიათებელი იყო დაბალი თვითშეფასება. მაშინ როცა მაღალი თვითშეფასები სტუდენტებისათვის პოზიტიური ცხოვრებისეული მოვლენები ასოცირებული იყო ჯანმრთელობის კარგ მაჩვენებლებთან. ყოველივე ზემოთ-თქმულიდან გამომდინარეობს,რომ ადამიანები ბევრ დროს ხარჟავენ იმ სიტუაციებისა და ქცევის ფორმების ძიებაში, რომლებიც შეესატყვისებიან მათ მე-კონცეფციას. მაგრამ მიუთითებენ, რომ ფაქტიურად ეს ასე არ არის. უმეტეს შეთხვევაში ადმიანებს აქვთ შესაძლებლობა შეინარჩუნონ თავიანთი თვალსაზრისით თავისთავის შესახებ რაიმე აქტიური ცნობიერი ძალისხმევის გარეშე. საკუთარი-მე-ს კონსისტენტური გრძნობის შენარჩუნება ხდება ოჯახში, მეგობრებთან , თანამშრომლებთან ფამილარულ ურთიერთობებში. მაგრამ, როცა ადამინები სხვებისაგან იღებენ განსხვავებულ უკუკავშირს, ისინი მოტივირებულნი ხდებიან, მოახდინონ ყურადღების ფოკუსირება მე-კონცეფციისადმი მუქარაზე და ამდენად განახორციელოს ძალისხმევა გააქარწყლოს არასწორი თვალსაზრისი. მე-ს სრულყოფა.  ადამიანებს აქვთ აგრეთვე საკუთარი თავის სრულყოფის ძლიერი მოთხოვნილება. ადამიანები ჩვეულებრივ ცდილობენ მიაღწიონ  სრულყოფას იმ სფეროში რა სფეროშიც მოღვაწეობენ. ნეგატიური შეფასების იმსახურებს ე.წ. `ადგილზე ტკეპნის~ გრძნობა. დგება საკითხი, რა სახის ინფორმაციით და სიტუაციით ვინტერესდებით, როდესაც ჩვენი მიზანია თვითსრულყოფა (სელფ იმპროვემენტ). როგორც ადრე აღვნიშნეთ შესაძლებელი მე-ს ცნების შემოტანით ხაზი გაესვა ადამიანის მიერ თავისთავის მომავალში ხედვის მნიშვნელობას. მიუთითებენ , რომ ჩვენი სასურველი მოქმედებების კარგად ფორმულირებული წარმოდგენების წყალობით შეგვიძლია დავისახოთ შესაბამისი მიზნები, მივაღწიოთ წარმატებებს დასახული მიზნების განხორციელებაში და შევაფასოთ, ის თუ რამდენად წარმატებული ვართ დასახული მიზნების მიღწევაში . ამრიგად შესაძლებელი `მე~ გვაძლევს მიზნების ექსპლიციტურ ხედვას, რომელსაც მომავლისათვის ვისახავთ, და გვეხმარება მის მიღწევაში. თვითსრულყოფა ხელს უწყობს აგრეთვე სხვა ადმიანებთან სოციალურ კონტაქტებს. ანუ, ჩვენი თავის სხვასთან, რომელსაც აქვს სასურელი თვისება და ჩვევა, შედარება შეიძლება სასარგებლო იყოს ინდივიდის თვითსრულყოფილებისათვის. ამ პროცესს უწოდებენ სრულყოფაზე მიმართულ შედარებას. აღმოჩნდა, რომ ადამიანები რომლებიც ჩვენი აზრით იდეალურად გამოხატავენ იმ თვისებებს და ჩვევებს რომლის მიღწევაც ჩვენ გვსურს, წარმოადგენენ ჩვენთვის როგორც მოტივატორებს, ისე კი იმ ინფორმაციის წყაროს, რომელიც სასარგებლო აღმოჩნდება თვითსრულყოფისათვის.

       თვითშეფასების ამაღლება(სელფ ენჰანსემენტ). ცხადია ჩვენ გვჭირდება ზუსტი და კონსისტენტური ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი უნარებისა და აზრების შესახებ. ჩვენ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენის, სიზუსტისა და კონსისტენტურობის გარკვეული ხარისხის გარეშე მოწყვლადნი ვიქნებით განვახორციელოთ მკვეთრი მსჯელობები და გადაწყვეტილებები. როგორც მივუთითეთ ადრე, ჩვენ აგრეთვე გვჭირდება დავსახოთ მიზნები, მივაღწიოთ დაოსტატებას, მოვიპოვოთ ინფორმაცია , სრულვყოთ უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ადამიანის თვითრეგულაციური აქტიობები საკმაოდაა დეტერმინირებული მოთხოვნილებებით ვგრძნობდეთ თავს კარგად, მივაღწიოთ და შევინარჩუნოთ მაღალი – თვითშეფასება. ამრიგად თვითშეფასების ამაღლების (სელფ ენჰანსემენტ) მოთხოვნილება მიუთითებენ, რომ წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან თუ არა ყველაზე მნიშვნელოვან ფენომენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის სიტუაციაში როცა თვითშეფასებას ემუქრება საშიშროება, ან წარუმატებლობა. ერთერთი საშუალება, რომლითაც ადამიანები იკმაყოფილებენ თავიანთ თვით განდიდების, თვითშეფასების ამაღლების მოთხოვნილებას, არის ტენდენცია გვქონდეს პრაადეკვატური პოზიციური, რამდენადმე გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარი უნარებისა, ტალანტისა და სოციალური ჩვევების შესახებ. ტეილორი ამ ტენდენციას უწოდებს პოზიტიურ ილუზიას. მიუთითებენ რომ სულ მცირე არსებობს სამი ტიპის პოზიტიური ილუზია: ადამიანები თავიანთ თავს აფასებენ უფრო პოზიტიურად ვიდრე სინამდვილეში არიან; ადამიანებს სჯერათ რომ შეუძლიათ გააკონტროლონ მოვლენები, რომლებიც მათ ეხებათ. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის; და მათი ოპტიმიზმი მომავალთან მიმართებაში არც ისე რეალურია. მაგ. როდესაც სტუდენტებს სთხოვეს აღეწერათ თავიანთი თავი და სხვები პოზიტიური და ნეგატიური პიროვნული ნიშნების გამოყენებით, უმრავლესობა თავისთავს უფრო დადებითად აღწერს ვიდრე სხვებს. ჩვენ ჩვენი თავის შესახებ უფრო გვახსენდება დადებითი ინფორმაციები, ხოლო ნეგატიურები ადვილად გვავიწყდება. ჩვენ ხშირად ვიხსენებთ ჩვენს ქცევას უფრო პოზიტიურად, ვიდრე სინამდვილეში იყო. ან კიდევ ცხოვრების რთულ მომენტში აღმოჩნდა, რომ გაცილებით ძნელია აღვადგინოთ მეხსიერებაში ის გარემოებები რომელშიც განვიცადეთ წარუმატებლობა, ვიდრე მივაღწიეთ წარმატებას. აღმოჩნდა, რომ ჩვენს თვითაღქმას ტენდენცია აქვს იყოს უფრო პოზიტიური ვიდრე სხვები აღგვიქვამენ. დგება საკითხი არსებობის რაიმე პირობები რომელშიც თავიანთ თვითშეფასებაში ადამიანები უფრო გაწონასწორებულები არიან. ჩვეულებრივ, ადამიანები როდესაც არიან ალტერნატიული ქცევებიდან არჩევის სიტუაციაში, ისინი საკმაოდ ზუსტნი და თავითავთან პატიოსანნი არიან. მაგრამ,  როგორც კი ისინი ამ ამოცანების ცხოვრებაში გატარებას დაიწყებენ, მათი პოზიტიური ილუზიები აშკარა ხდებიან. არსებობს მონაცემები, რომ დაბალი თვითშეფასების ან მსუბუქი დეპრესიის მქონე ინდივიდები უფრო მიუკერძოებლები არიან თვითაღქმაში,. ე.ი. მათ ნაკლებად აქვთ პოზიტიური ილუზიები. ისინი თანაბრად იხსენებენ როგორც პოზიტიურ ისე ნეგატიურ ინფომაციას. მათი თვითშეფასება უფრო ახლოსაა სხვების მიერ მოცემულ შეფასებასთან. დგება საკითხი, რატომ აქვთ ადამიანებს თვითშეფასების პოზიტიური ილუზიები? ტეილორი და ბრაუნი (1188)ვარაუდობენ რომ თვითგანდიდებას ან პოზიტიურ ილუზიას აქვს ადაპტაციური ღირებულება. აღმოჩნდა, რომ მომავლისადმი არარეალური ოპტიმიზმი და პიროვნული კონტროლის მცდარი გრძნობა ეხმარება ადამიანს უფრო დადებითი წარმოდგენა შეიქმნას თავისი თავის შესახებ და დასახოს ხანგრძლივი გეგმები თავისი მიზნების მისაღწევად. როცა დადებითი გრძნიბა გვაქვს საკუთარ თავზე, ვართ ბედნიერები, ჩვენი სოციალური ურთიერთობები უფრო სასურველად მიმდინარეობენ და ვხდებით უფრო დამხმარე სხვების მიმართ. საკუთარი თავის მიმართ კარგი დამოკიდებულება ქმნის მყარ მოტივაციას აქტიური მონაწილეობა მივიღოთ პროდუქტიულ და შემოქმედებით საქმიანობაში. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იყოს ზუსტი თითშეფასებაში, თუ ქონდეს პოზიტიური ილუზია საკმაო პოლემიკური გახდა. მიუთითებენ, რომ ადამიანებს რომლებიც გამოირჩევიან ცნობიერების ინტუიტიური წყობით აქვთ თითგანდიდების ტენდენცია, ხოლო ცნობიერების ანალიტიკური, რაციონალური ტიპის ადამიანები მიისწრაფიან უფრო ზუსტი, მყარი ინფორმაციისაკენ. თვლიან, რომ მოტივაციის ხარისხი მნიშვნელოვნად კულტურაზეა დამოკიდებული . შეერთებულ შტატებში (ე.ი. დასავლურ კულტურაში ) ადამიანებს უფრო მიდრეკილება აქვთ თვითშეფასების ამაღლებისაკენ, მაშინ როცა იაპონელები (აღმოსავლური კულტურა) მიზნად ისახავენ თვითსრულყოფის ამოცანას, ამიტომ მათგან უფრო მოსალოდნელია თვითკრიტიკულობა. თვითრეგულაციით მართულ მოტივებს შორის მეტნაკლებად კარგადაა შესწავლილი თვითშეფასების ამაღლება . ამასთან დაკავშირებით არსებობს  რამოდენიმე თეორია:

1.      თვით-განმტკიცება(სელფ აფფირმატიონ). ვარაუდობენ, რომ თვითგანდიდების მოთხოვნილება განსაკუთრებით გამოკვეთილი ხდება მუქარის პირობებში. როდესაც რომელიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტაში წარუმატებლობის გამო თვითპატივისცემა აღმოჩნდება მუქარის პირობებში, ადამიანები ცდილობენ ხაზი გაუსვან ან ამა თუ იმ გზით განამტკიცონ თავიანთი დადებითი თვისებები, რათა მოახდინონ წარუმატებლობის კონპენსირება. მაგ. სტუდენტი, რომელიც ძნელად ახერხებს შეგუებას ახალ კოლეგებთან ამაყად იწყებს იმ თავისი სპორტული პრიზების დემონსტრირებას, რომელიც მიღებული ჰქონდა სასკოლო ცხოვრების პერიოდში.  კლოდ სტილის (სტეელე,1988)  თვით-განმტკიცების თეორია იძლევა მყარ საფუძველს დავუშვათ, რომ ადამიანები საკუთარი ღირსების გრძნობისადმი მუქარას უვლიან საკუთარ მე-ს იმ ასპექტების განმტკიცებით, რომლებიც მუქარის წყაროსთან არ არის დაკავშირებული. საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ამ პრგრამასთან დაკავშირებით ბრაუნმა და სმარტმა (ბრაუნ , სმარტ., 1991). ექსპერიმენტში ინტელექტის უნარების შესამოწმებელი ცრუ ტესტებით იკვლიეს მაღალი და დაბალი თვითპატივისცემის მქონე სტუდენტები წარმატების და წარუმატებლობის სიტუაციაში. შემდეგ სუბიექტებს თხოვდნენ შეეფასებინათ თავიანთი თავი მთელი რიგი ზედსართავებით, რომლებიც გამოხატავდნენ პიროვნულ ნიშნებს. ნაწილი ზედსართავებისა გამოხატავდა სოციალურ თვისებებს , ხოლო ნაწილი-პიროვნულ მახასიათებლებს და თვისებებს ,რომელიც  ეხებოდა დავალებას, რომლის შესრულებისათვის სუბიექტები იღებნენ შეფასებას. მაღალი თვითპატივისცემის მქონე სუბიექტები, რომლებმაც განიცადეს წარუმატებლობა, დავალების შესრულებისას ახდენდნენ თავიანთი სოციალური თვისებების გადაფასებას. ეს შედეგი შეესატყვისებოდა თვითგანმტკიცების თეორიის პროგნოზებს. მაგრამ დაბალი თვითპატივისცემის სუბიექტებმა გააკეთეს ამის საწინააღმდეგო. მათ განაზოგადეს წარუმატებლობის გამოცდილება. მათი თვითშეფასება როგორც ინტელექტუალური თვისებებისა ისე სოციალური მოქმედებებისა იყო დაბალი. ვარაუდობენ, რომ მართალია თეორიის მიერ შემოთავაზებული დებულებები მთლიანობაში მართებულია, მაგრამ უფრო სამართლიანია მაღალი თვითპატივისცემის მქონე ინდივიდების მიმართ ვიდრე დაბალი თვითპატივისცემის მქონე ინდივიდების მიმართ.

2.      ტასერის თვითშეფასების შენარჩუნების მოდელი (ტასსერ, 1988) . ტასერმა და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს კიდევ ერთი სოციალური მექანიზმი რითაც ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთი თავის შესახებ დადებით შთაბეჭდილებებს. კერძოდ ,როგორ რეაგირებენ ისინი როცა სხვები ემუქრებიან ან ამტკიცებენ მათ პიროვნული მე-ს გრძნობას. მაგ. როგორ იქნება თქვენი, სტუდენტის, რეაქცია როცა გაიგეთ, რომ თქვენმა მეგობარმა მიიღო უმაღლესი პრიზი სტუდენტური ნაშრომისათვის. გაგიხარდებოდათ თქვენი მეგობრის წარმატება და მოუთმენლად მოუყვებოდით სხვებს მის წარმატების შესახებ? თუ დაგეუფლებოდათ შურის გრძნობა და თავს ჩათვლიდით უბედურად რადგან მეგობრის ასეთი წარმატება გაგრძნობინებდათ რომ არც თუ ისე წარმატებული სტუდენტი ხართ. ერთი სიტყვით სხვა ადამიანის წარმატება რა შემთხვევაში აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას ან რა შემთხვევაში დაემუქრება თქვენს ღირსებას. სწორედ ამ კითხვებზე იძლევა პასუხს ტასერის თვითშეფასების მხარდაჭერის მოდელი. მოდელში ყურადღება გამახვილებულია თვითშეფასების ამაღლების მოტივზე. ჩვენი სოციალური წრის წევრების ქცევამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს თვითშეფასებაზე, როცა ჩვენ ფსიქოლოგიურად ძალიან ახლოს ვართ მასთან. მოდელში ასეთი სიახლოვე შეიძლება ჩამოყალიბდეს მაგ. მეგობართან ან ახლო ნათესავთან. ამასთან ახლობლობა შეიძლება დაეფუძნოს ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა რასა, სქესი, რელიგიური აღმსარებლობა ან ფიზიკური სიახლოვე. ერთი სიტყვით ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ქცევა უფრო ძლიერ ახდენს ჩვენზე გავლენას ვიდრე ფსიქოლოგიურად ჩვენგან დაშორებული ადამიანები. გარდა ამისა ტასერი ლაპარაკობს სიტუაციაზე, რომელშიც სხვა ადამიანი უკეთესად იქცევა ვიდრე ჩვენ. სხვა ადამიანის ქცევას ნაკლები მნიშვნელობა აქვს ჩვენი თვით შეფასებისათვის როცა მისი შესაძლებლობა არის საშუალო ან ცუდი. ტასერის აზრით, კრიტიკული სიტუაცია იქმნება, როცა ჩვენთვის ახლობელი ადამიანი დავალებას ასრულებს ძალიან კარგად. ასეთ სიტუაციაში რა განსაზღვრავს ჩვენს რეაქციას? გაგვიჩნდება ჩვენ სიამაყის გრძნობა თუ ჩვენი თავის მასთან შედარებას ექნება ნეგატიური ხასიათი? მიუთითებენ რომ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს შეესაბამება თუ არა შესაფასებელი ქცევა ჩვენს თვით-დეფინიციას. თუ ჩვენს მაგალითში, სტუდენტი ოცნებობს გახდეს მოწინავე სტუდენტი, მაშინ ინფორმაციამ, რომ მეგობარი მასზე წარმმატებულია უკვე ემუქრება მის თვითშეფასებას და წარმოშობს შურის და დისკომფორტის გრძნობას. მაგრამ, თუ სტუდენტს არც თუ ისე აწუხებს თავისი უნარები და არ განიხილავს თავის წარმატებებს სტუდენტურ საქმიანობაში როგორც საკუთარი მე-სთვის შესატყვის, მაშინ მეგობრის წარმატება მასში გამოიწვევს კმაყოფილებას რადგან ის არ ემუქრება მის თვით-შეფასებას.

შეჯამება:

1.      შეფასების ეფექტი. როცა სხვა ჩვენზე უკეთესად ასრულებს ქცევას , რომელიც ჩვენი თვით განსაზღვრის რელევანტურია, რაც უფრო უკეთესია მისი შესრულება და რაც უფრო ახლოა ჩვენი მასთან ურთიერთობა , მით უფრო დიდია თვითშეფასების მუქარა. შედეგად , განვიცდით შურს, ფრუსტრაციას და თუნდაც გაბრაზებასაც კი .

2.      რეფლექსიის ეფექტი. როდესაც სხვა უკეთესად ასრულებს საქმეს რომელიც ჩვენი თვით-განსაზღვრების ირელევანტურია, რაც უფრო უკეთესია მისი შესრულება და რაც უფრო მჭიდროა ჩვენი მასთან ურთიერთობა, მით უფრო შეიძლება მივიღოთ სარგებელი თვითშეფასებაში. რეფლექსიის პროცესს მივყავართ პოზიტიურ გრძნობამდე და სიამაყემდე, სხვისი წარმატების შემთხვევაში. ადამიანებს რომელთა თვითშეფასება მცირდება ახლო მეგობრის წარმატების შედეგად, შეუძლიათ შეცვალონ სიტუაცია და ამით თავიდან აიცილონ ნეგატიური გრძნობები. ერთ-ერთი მეთოდი სიტუაციის შეცვლისა წარმატებულ მეგობართან ფსიქოლოგიური სიახლოვის ხარისხის შემცირებაა. მეორე მეთოდი იქნება , თვით-განსაზღვრულობის შეცვლა. ადამიანმა (ჩვენს მაგალითში სტუდენტმა) შეიძლება ჩათვალოს, რომ წარმატებული სტუდენტობა ბოლოსდაბოლოს არ არის მისი ამბიცია. შემდეგი მიდგომა შეიძლება იყოს შესრულებაში განსხვავების შეცვლა. სტუდენტმა შეიძლება გააუმჯობესოს სტუდენტური ცხოვრება მეტი მონდომებით და ენთუზიაზმით ან დაარწმუნოს თავის თავი, რომ მეგობრის წარმატება ემყარებოდა სხვა რამეს და არა მის უნარს. ამრიგად ინდივიდების წარმატება, რომლებიც ფსიქოლოგიურად ახლოს არიან ჩვენთან შეიძლება განსხვავებულად იქნას მიღებული. ზოგჯერ ის შეიძლება მიღებულ იქნას სიამოვნებით, ზოგჯერ კი იწვევს ტანჯვას.

 

სოციალური შედარების თეორია

       როგორც ადრე მივუთითეთ სოციალური შედარება შეიძლება საკუთარი თავის ცოდნის მნიშვნელოვანი წყარო იყოს. როცა გვინდა ვიცოდეთ რამდენად გვახასიათებს ესა თუ ის თვისება და ობიექტური ინფორმაცია ხელმიუწვდომელია, ჩვენი თავის სხვასთან შედარებით შეგვიძლია  ამის მეტნაკლები სიზუსტით გაგება. ეს იდეა წარმოადგენს სოციალური შედარების ძირითად საკითხს. სოციალური შედარების თეორიის ავტორია ლეონ ფესტინჯერი. მისი აზრით ადამიანები მოტივირებული არიან ზუსტად შეაფასონ თავიანთი უნარების დონე და ატიტუდების სისწორე. ამისათვის ისინი თავიანთ უნარებს და ატიტუდებს სხვების უნარებს და ატიტუდებს ადარებენ. სოციალური შედარების თეორია ემყარება შემდეგ ძირითად დებულებებს:

1. ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება შეაფასონ თავიანთი აზრები  და უნარები ზუსტად.

2. უშუალო ფიზიკური სტანდარტების არარსებობისას , ადამიანები თავიანთ თავს სხვა  ადამიანებთან შედარებით აფასებენ.

3. ზოგადად ადამიანები არჩევენ თავიანთი თავი მსგავს სხვას შეადარონ.

        ფესტენჯერმა, თავისი შრომა სოციალური შედარების შესახებ გამოაქვეყნა 1994 წელს. მას შემდეგ დიაპაზონი სოციალური შედარებისა საკმაოდ შეიცვალა, გაფართოვდა და გართულდა. დღეს ვარაუდობენ , რომ ადამიანები აყალიბებენ შედარებით შეფასებას არამარტო თავიანთი უნარებისა და თვალსაზრისის შესახებ არამედ აგრეთვე თავიანთ ემოციებზე, პიროვნებაზე და ისეთ პარამეტრებზეც როგორიცაა პრესტიჟი და ხელფასი. სოციალური შეფასება გავლენას ახდენს სოციალური ცხოვრებს მრავალ ასპექტებზე. მაგ. რწმენა რომ საკუთარი სოციალური ან ეთნიკური ჯგუფი არის უარეს ეკონომიურ და სოციალურ მდგომარეობაში ვიდრე სხვა ჯგუფები, შეიძლება გახდეს უკამყოფილებისა და ჯგუფებს შორის კონფლიქტის მიზეზი.  და ა.შ.

სოციალური შედარების მიზანი.

       ფესტინჯერის აზრით სოციალური შედარების ძირითადი მიზანია სიზუსტე- დღეს კი ვარაუდიობენ, რომ სოციალური შეფასებაზე შეიძლება განსხვავებული მოტივები მოქმედებდეს და შეიძლება განსხვავებულ მიზნებს ემსახურებოდეს. ესაა მოტივები, რომლებიც ფართე გაგებით აღძრავენ თვითრეგულაციის მოთხოვნილებებს: ზუსტი თვითშეფასება. როგორც ფესტინჯერი მიუთითებდა ზოგჯერ ადამიანებს სურთ იცოდნენ საკუთარი თავის შესახებ სიმართლე თუნდაც, რომ ეს ინფორმაცია მისთვის არაკეთილსასურველი იყოს. ასეთი უარყოფითი ინფორმაცია ინდივიდებს აღძრავს თავიანთი სისუსტეების დაძლევისთვის. თვითშეფასების ამაღლება. ნაცვლად იმისა რომ მიისწრაფოდნენ სწორი თვითშეფასებისაკენ, ხშირად ადამიანები მიისწრაფიან შედარებისკენ, რომელიც მათ წარმოაჩენს უფრო კეთილსასურველად. მაგ. სტუდენტმა , რომელიც სიძნელეებს განიცდის რომელიმე საგნის დაუფლებაში შესაძლოა ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მან უკეთ იცის სხვა საგანი ვიდრე იმ სტუდენტმა, რომელიც ჩაიჭრა ამ საგანში. თვითგანდიდებისკენ მისწრაფებამ შეიძლება უბიძგოს ადამიანს მოახდინოს სოციალური შედარება იმ ინდივიდთან რომელიც ნაკლებად წარმატებულნი არიან. ნაკლებ წარმატებულ ინდივიდთან შედარება ადამიანს თავს აგრძნობინებს გამოიყურებოდეს  უკეთესად . თვითსრულყოფა. როგორც ავღნიშნეთ ზოგჯერ ადამიანები თავისთავს ადარებენ ადამიანებს რომლებიც მათი აზრით წარმატების ეტალონებად ითვლებიან. მაგ. წარმატებული მოჭადრაკე თავის ჭადრაკულ კომბინაციებს ადარებს ცნობილი მოჭადრაკეების მიერ ნათამაშევ კომბინაციებს რათა ზუსტად შეაფასოს თავისი თამაშის დონე, ისწავლოს მათგან რაიმე ახალი და ა.შ. ასე რომ თვით სრულყოფისაკენ მისწრაფებამ შეიძლება მიგვიყვანოს უფრო წარმატებულ ადამიანებთან გაზვიადებულ სოციალურ შედარებამდე. რა თქმა უნდა არსებობს საშიშროება, რომ მაღალი წარმატების მქონე სხვასთან შედარებამ შეასუსტოს ან ჩაკლას ინდივიდში შემდგომი მოქმედების სურვილი და მიგვიყვანოს არაკომპეტენტურობის, შურის და სირცხვილის გრძნობის ჩამოყალიბებამდე. ასეთი გაზვიადებული სოციალური შედარება სტიმულს მისცემს უკეთესი შესრულებისაკენ თუ განაიარაღებს ადამიანს დამოკიდებულია იმაზე ჩათვლის თუ არა ის , რომ უკეთესად შესრულების სტანდარტები მიღწევადია.

 

შედარების პროცესი

 

       ფესტინჯერი ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა სიტუაციაზე , რომელსაც ინდივიდი შეგნებულად ირჩევდა სოციალური შედარებისათვის. მაგალითად, საშინელი მიწისძვრის შემდეგ ინდივიდი შესაძლოა მიისწრაფის თავისი რეაქცია შეადაროს სხვა ადამიანების რეაქციას და შესაბამისად საათობით საუბრობს მეზობლებთან  და მეგობრებთან მათ განცდებზე. მაგრამ არის შემთხვევა როცა სოციალური შედარება არ მომდინარეობს შინაგანი მოთხოვნილებიდან. ბიძგი ასეთი შედარებისა მომდინარეობს გარკვეული სიტუაციებიდან . მაგ, ვთქვათ სკოლის მოსწავლეები თამაშობენ ფეხბურთს. აშკარად ჩანს თუ ვინ თამაშობს კარგად და ვინ ცუდად. ბევრისათვის ასეთი შედარება შეიძლება არ იყოს სასურველი, მაგრამ ის ხდება მათი სასკოლო ცხოვრების ნაწილი რასაც ვერ გაექცევიან. შედარებამ რომელიც არ მომდინარეობს შინაგანი აუცილებლობიდან, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ადამიანზე. ამ მოსაზრების კარგ ილუსტრაციას წარმოადგენს მორისის და გერგენის (მორსე, გერგენ,1970) კლასიკური ექსპერიმენტი. კოლეჯის გაზეთში გამოქვეყნებულ ორ ვაკანსიაზე პიროვნების კვლევის სფეროში მონაწილეობაზე, გამოეხმაურა კოლეჯის მაღალი კურსის სტუდენტები. როცა სტუდენტები გამოცხადნენ გასაუბრებაზე მათ სთხოვეს შეევსოთ რამდენიმე ანკეტა, რომელიც შეიცავდა თვითპატივისცემის შეფასებას. ამის შემდეგ სუბიექტს აჩვენებდენენ კიდევ ერთ პრეტენტდენტს ვაკანსიის დასაკავებლად, რომელიც შემოჰყავდათ იმავე ოთახში, სამუშაოზე მისაღები საბუთების შესავსებად. ექსპერიმენტული მანიპულაცია ცვლიდა სამუშაოზე მისაღები კანდიდატის გარეგნობას( სინამდვილეში ეს მეორე კანდიდატი იყო ე.წ. ცრუ სუბიექტი ექსპერიმენტატორის დამხმარე). სუბიექტების ნახევარს ახვედრებდნენ (ამ მეორე კანდიდატის სახით)  ვინმე ბატონი ჭუჭყიანს ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ეცვა დახეული შარვალი , არც თუ ისე სასიამოვნო სვიტრით და იყო წიგნების გარეშე. ის გამოიყურებოდა ძალიან არაორგანიზებულად, ხშირად ათვალიერებდა ოთახს. სუბიექტების მეორე ნახევარს უწყობდნენ შეხვედრას `ბატონ სუფთასთან~ გარეგნულად მოწესრიგებულ ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც ეცვა მუქი კოსტუმი , ხელში ეკავა დიპლომატი. ამის შემდეგ ამ ორი ბატონის (ჭუჭყიანი და სუფთასი) გავლენის განსაზღვრის მიზნით ტარდებოდა სუბიექტების თვითპატივისცემის განმეორებითი შეფასება. როგორც მოსალოდნელი იყო სუბიექტები, რომლებიც ხვდებოდნენ ჭუჭყიან ბატონს~ განმეორებითი თვითშეფასებისას ავლენდნენ თვითპატივისცემის გრძნობის ამაღლებას. ეს სუბიექტები თავიანთი თავის ამ შემთხვევით ბატონთან შედარების შედეგად გრძნობდენენ თავს უფრო თვით დარწმუნებულად. ხოლო სუბიექტების მეორე ნახევარი, ხელმეორე შეფასებისას ამჟღავნებდნენ თვით პატივისცემის დონის დადაბლებას. კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ შედარების სპონტანური შესაძლებლობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის თვითშეფასებაზე. მიუხედავათ იმისა, რომ სოციალურ ფსიქოლიგიაში ხაზგასმულია სოციალური შედარების მნიშვნელობა თავისთავის გაგებისათვის, არსებობს სხვა საშუალებები თავისთავის შეცნობისა, როგორიცაა ობიექტური ინფორმაცია , ინდივიდის  პიროვნული მოგონებები, პირდაპირი უკუკავშირები. როცა გვსურს გავიგოთ თუ რას წარმოვადგენთ ჩვენ, საკუთარი თავის შეფასებას ვახდენთ ერთის მხრივ ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე ან იმით, რომ შეიძლება ვკითხოთ სხვას როგორი ვართ ჩვენ. მიუთითებენ, რომ სოციალური შედარება ეს არის ირიბი საშუალება თავისთვის გასაგებად და თუ რამდენად სასარგებლო აღმოჩნდება ის ამისთვის , დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად ავირჩევთ შესადარებელ ობიექტს. ასე რომ სოციალური შედარება უეჭველად არის საშუალება თავისთავის შესაცნობად, მაგრამ ის არ არის ერთადერთი საშუალება.GAD        

თვით პრეზენტაცია

       ადამიანი სოციალური არსებაა, გამომდინარე აქედან მისი ბუნებრივი მდგომარეობაა მუდმივად სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა. ეს კი მოითხოვს იმას, რომ მან უნდა შეძლოს სხვა ადამიანებთან ნორმალური ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სოციალური ურთიერთობისა კი არის მართო ის თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებ სხვებში. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში უკეთესი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მოვახდენთ ჩვენი თავის პრეზენტაციას, როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებთ სხვებში. ინტერპერსონალური ურთიერთობის ბუნება და ხასიათი სწორედ ამაზეა დამოკიდებუილი. ამიტომ გასაგებია ის დიდი ინტერესი რომელიც არსებობს სოციალურ ფსიქოლოგიაში საკითხზე თუ როგორ ახდენს ადამიანი თავისთავის პრეზენტაციას საზოგადოებაში. ადამიანის თვითპრეზენტაცია მიუთითებს ჩვენს ძალისხმევაზე მოვახდინოთ შთაბეჭდილებების კონტროლი, რომელსაც ვტოვებთ სხვებში. თვითპრეზენტაციის მიზანია მოვახდინოთ ურთიერთქმედების სტრუქტურირება ისე, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი.  ჩვეულებრივ ჩვენ გვსურს ადამიანებმა დაგვინახონ დადებითად, როგორც საინტერესო, მეგობრული, ინტელექტუალური და მზრუნველი პიროვნება, მაგრამ არის შემთხვევა, როცა ადამიანს სურს სხვებში დატოვოს არც თუ ისე დადებითი შთაბეჭდილება. მაგ: "სკოლის ხულიგანს" შესაძლოა სურდეს წარმოადგინოს თავისთავი როგორც უხეში, მუქარიანი პიროვნება. ზოგჯერ შესაძლოა ჩვენი მიზანი იყოს მინიმუმამდე დავიყვანოთ ცუდი შთაბეჭდილება. მაგ: სტუდენტს, რომელმაც გამოცდაზე დაიგვიანა უწევს სათანადო ბოდიშით მინიმუმამდე დაიყვანოს ცუდი შთაბეჭდილება რომელიც დატოვა დაგვიანებით. თვითპრეზენტაცია ხშირად არის განზრახული აქტივობა. მაგ. როცა ინდივიდი ვაკანსიის   დასაკავებლად გასაუბრებაზე გადის, ცხადია წინასწარ სათანადოდ ემზადება იმისათვის, რომ დატოვოს კარგი შთაბეჭდილება, მაგრამ ფამილარულ სიტუაციაში თვით პრეზენტაციის აქტიობები შეიძლება ავტომატური გახდეს. როდესაც თვითპრეზენტაცია გარკვეულ სიტუაციაში ჩვევისეული გახდება ის უკვე არ საჭიროებს ყურადღებას. შტაბეჭდილების მართვა ხდება ავტომატურად. ხშირად, თვითპრეზენტაციას ადარებენ თერატრალური როლის თამაშს. ჩვენ ხშირად, მსახიობის მსგავსად ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ გამოვიყურებით, როგორ გვაცვია, როგორია ჩვენი ქცევის მანერები. ხშირად ვიყენებთ გარდერობს, აქსესუარებს და ა.შ. რომლებიც დაგვეხმარებიან იმაში, რომ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება. ამავე მიზანს ემსახურება კარგი მანქანის ქონა, ძვირფასი საჩუქრის შერჩევა, გემოვნებიანი მუსიკისკენ სწრაფვა და ა.შ. ასე რომ სოციალური ურთიერთობები ადამიანისგან მოითხოვს უნარს შეცვალოს თავისი ქცევები სიტუაციიდან სიტუაციამდე თვითპრეზენტაციის მიზნებისა და აუდიტორიის ხასიათის და მიხედვით.

 

როგორ დავტოვოთ კარგი შთაბეჭდილება

       თვითპრეზენტაციის ძირითადი მოტივაცია, ალბათ არის კარგი შთაბეჭდილების დატოვება. დგება საკითხი, როგორ შეიძლება ამის მიღწევა. მიუთითებენ შთაბეჭდილების წარმატებით მართვის რამდენიმე ტაქტიკაზე (ფისკე, თეილორ 1991). ერთ-ერთი სტრატეგიაა სოციალური სიტუაციის ნორმებისადმი შესატყვისობა. მაგალითად საზეიმო ვახშამზე ადამიანმა შეიძლება იხუმროს მოყვეს საინტერესო ისტორიები. გასვენებაზე უფრო მისაღებია მწუხარების გამომხატველი სახის დაჭერა და ა.შ. მეორე სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა შეესაბამებოდეს სხვა ადამიანების ქცევას. მაგ. თუ ჩვენი ახალგაცნობილი ადამიანი ტრაბახობს ტენისში მის მიღწევებზე, თქვენც შეგვიძლიათ ილაპარაკოთ საკუთარ მიღწევებზე. თუ ის უფრო მორიდებულია და არ ახდეს თავისი კომპეტენტურობის აფიშირებას, კარგ შთაბეჭდილებას დატოვებთ, თუ თქვენც ასევე მოიქცევით. მიუთითებენ აგრეთვე ისეთ სტრატეგიაზე როგორიცაა თვითრეკლამა (სელფ-პრომოტიონ) და მოთაფლვა (ინგრატიატიონ) . თვითრეკლამა გულისხმობს საკუთარი თავის შესახებ დადებითი ინფორმაციის გადაცემას საკუთარი ქმედებებით, ან საკუთარ თავზე საუბრებით, რომელიც შეიცავს დადებით ინფორმაციას თქვენს შესახებ. მოთაფვლა კი გულისხმობს თვითრეკლამის საწინაამღვდეგოს – ილაპარაკო დადებითი რამეების მსმენელზე. ეს ორი ტაქტიკა განსხვავებულ მიზნებს ისახავს. თვითრეკლამის მიზანია გამოიყურებოდე კომპეტენტურად ხოლო მოთაფვლა მიზნად ისახავს მოსწონდე სხვა. ზოგიერთ სიტუაციაში მაგალითად სამუშაოზე მისაღებ გასაუბრებაზე ადამიანი შესაძლოა შეეცდება ორივე მიზნის განხორციელებას. თვითრეკლამა, შეიძლაბა არ აღმოჩნდეს საიმედო. საკუთარ წარმატებაზე საუბარმა შეიძლება დადებითი როლი შეასრულოს თვითრეკლამაში, მაგრამ შეიძლება საწინაამღვდეგო ეფექტიც მივიღოთ. შეიძლება თვითრეკლამამ მსმენელში დატოვოს შთაბეჭდილება, რომ თავისთავში დაურწმუნებელი და მომაბეზრებელი პიროვნება ხართ. ეს ხდება იმიტომ, რომ მსმენელი ხშირად ადამიანს აფასებს ერთდროულად ერთზე მეტ პარამეტრებში. ადამიანი რომელიც აშკარად ახდენს თავისთაივს რეკლამირებას მართალია ამით ახერხებს დაარწმუნოს სხვა თავის კომპეტენტურობაში, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა, რომ  ამით ავლენენ თავის ეგოიზმს. თვითრეკლამის მნიშვნელოვანი ფაქტორია კონტექსტი. ერთ-ერთ კვლევაში შეადარეს ერთმანეთს შტაბეჭდილება ინდივიდებზე, რომლებიც განსხვავებულ სიტუაციებში (ე.ი. განსხვავებულ კონტექსტში) საუბრობდნენ თავიანთი ინტელექტუალური წარმატებების შესახებ. ინდივიდები, რომლებიც თავიანთ ინტელექტუალურ წარმატებებზე საუბრობდნენ, განიხილებოდნენ უფრო დადებითად, თუ ეს საუბარი იყო კონკრეტულ კითხვაზე პასუხი. მაგალითად: როცა ინდივიდს ეკითხებოდნენ როგორ ჩააბარა მან გამოცდა და მისი პასუხი იყო რომ მიიღო 93 ქულა, ის დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანებში. ასევე დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა სუბიექტების საუბარი თავიანთ წარმატებებზე, თუ ხორციელდებოდა ურთიერთ-გახსნილობის სიტუაციაში. მაგ: როცა ერთ ერთმა სუბიექტმა განაცხადა, რომ ის საკმაოდ წარმატებით გამოვიდა ჭადრაკის კლუბში გამართულ შეჯიბრებაში ის უფრო პოზიტიური აღიქმებოდა, თუ ეს ნათქვამი იყო კონტექსტში, სადაც მეორე სუბიექტი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ის კარგად თამაშობს ტენისს. ამის საწინააღმდეგოდ, როცა სუბიექტები იწყებდნენ ლაპარაკს საკუთარ უნარებზე და წარმეტებებზე, როცა ამას არავინ ეკითხებოდა, ან საუბრის კონტექსტში არ შედიოდა, მათი ქცევა განიხილებოდა, როგორც უტაქტო და ეგოისტური. ერთი სიტყვით, თუ როგორ აფასებს მსმენელი თვით_მარეკლამირებელ გამონათქვამებს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საუბრის კონტექსტზე. შემდეგი ტაქტიკური ხერხი დადებითი შთაბეჭდილების დატოვებისა არის მორიდებულობის (скромность) ფრთხილი გამოყენება. საჭიროა ვიცოდეთ როდისაა მორიდებულობა ეფექტური. არსებობს ორი მარტივი წესი: 1. მორიდებულობა ამშვენებს ადამიანს, როცა გარკვეული საქმიანობის შესრულება მართლაც იყო წარმატებითი. თუ ამ თვისებას გამოვიჩენთ სუსტი შესრულების სიტუაციაში ის არ დატოვებს კარგ შთაბეჭდილებას.  2. მორიდებულობა აძლიერებს ადამიანის საზოგადოებრივ სახეს მაშინ როცა აუდიტორიამ უკვე იცის მისი წარმატების შესახებ. წარმატება უფლებას აძლევს ადამიანს იყოს მორიდებული, რადგან მისი სახელი წინ უსწრებს თვით მას. თვით პრეზენტაცია მოიცავს როგორც ვერბალურ ისე არავერბალურ ქცევას. ზოგადად თვითპრეზენტაცია უფრო დამაჯერებელია როცა ვერბალური და არავერბალური ცნობა ერთმანეთს ემთხვევა. თუ ინდივიდი დათრგუნული, მოწყენილი ხმით ამბობს, რომ "ბედნიერია", ჩვეულებრივ არ იმსახურებს ნდობას, მაგრამ თუ ადამიანი გეუბნებათ, რომ მას ძალიან უნდოდა თქვენი გაცნობა და ამასთან თვალებში გიყურებთ და გიღიმით მისი ნათქვამი უფრო დამაჯერებელი ჩანს. თვითპრეზენტაციის გაძლიერება შიძლება აგრეთვე შენი იმ ადამიანებთან კავშირებზე ხაზგასმით, რომლებმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს. ჩალდინინი და მისი კოლეგები იყენებდნენ ამ ეფექტის აღსაღნიშნავად ტერმინს ბირგ-ინგი (ბირგინგ – ბასკ ინ ზე რეფლექტედ გლორი). "ხელი მოითბო დიდების არეკლილ სხივზე". თუ ადამიანი გეუბნებათ, რომ ის იმავე ქალაქში დაიბადა სადაც დაიბადა პრეზიდენტი ან რომ მისმა მეგობარმა მოიგო მილიონი დოლარი ან გაიცნო რომელიმე გამოჩენილი მსახიობი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სურს თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენა მისი ირიბი კავშირებით რომელიმე მდიდარ ან ცნობილ ადამიანებთან. და აღმოჩნდა, რომ ამას ეფექტი აქვს მაშინაც, როცა მისი კავშირი ცნობილ ადამიანებთან უმნიშვნელოა.

 

არაეფექტური თვითპრეზენტაცია

       თვითპრეზენტაციას ყოველთვის ვერ ვახერხებთ ეფექტურად. მაშინაც კი როცა ძალიან ვცდილობთ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ სხვებში, უშვებთ "შეცდომებს", რომლებიც არც თუ ისე დადებითი მხრიდან წარმოგვადგენს. ჩვეულებრივ ასეთი სიტუაცია იწვევს უხერხულობისა და სირცხვილის განცდასაც კი. მაგ: წვეულებას, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებდით, შეიძლება მეგობარს შემთხვევით გადავასხათ ფინჯანი ჩაი ან სხვას გადაესხა ჩვენთვის. ასეთი უნებლიე შემთხვევები თვითპრეზენტაციისას არც თუ ისე იშვიათია. ამ დროს ადამიანი ცდილობს გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და ჩვეულებრივ შეეცდება აღადგინოს ურთიერთობის შეფერხებული სტრუქტურა _ მოუხადოს ბოდიში ან გამართლება მოუძებნოს თავის შეცდომას და ა.შ. რადგან ასეთი სიტუაცია იწვევს იქ მყოფ ადამიანებშიც უხერხულობას, მათ უჩნდებათ მოტივაცია დაეხმარონ იმ ინდივიდს, რომელიც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციაში თავის "შეცდომის" გამართლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. მაგ: ტესტირებისას ცუდი შედეგები ე.ი. სიტუაციაში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ინდივიდების უნარები, ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მდგომარეობიდან გამოსვლისა არის გამართლება. ატრიბუციის თეორიის თანახმად ადამიანები თავიანთ მარცხს გარეგან, პრაკონტროლირებად მიზეზებს მიაწერენ. ტესტირებისას წარუმატებულობა მეტნაკლებად მისაღები გახდება, თუ წარუმატებლობა მიეწერება თვით ტესტის უკარგისობას, (გარეგან არაკონტროლირებად მიზეზს).

 

დაბრკოლება, რომელსაც ჩვენ თვითონ უქმნით ჩვენს თავს

       ერთ-ერთი საშუალება მოუაროთ მარცხს თვითპრეზენტაციაში არის დაბრკოლება, რომელსაც ჩვენ თვითონ უქმნით ჩვენს თავს (სელფ-ჰანდიცაპპინგ). ზოგჯერ ადამიანები ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ქმნიან გადაულახავ დაბრკოლებას წარმატებისთვის იმ მიზნით რომ შემდგომში განიცადეს რა წარუმატებლობა, როგორც შედეგი წინმსწრები შედეგებისა, მათ შეუძლიათ მათი ახსნა ამ დაბრკოლებებით და არა თავიანთი უუნარობით. მაგ: სტუდენტი, რომელიც არ იძინებს გამოცდების წინა ღამეს, ახსნის გამოცდაზე მიღებულ დაბალ შეფასებას თავისი დაღლილობით და არა მისი უუნარობით. ალკოჰოლიკმა შეიძლება თავის სამუშაოდან გათავისუფლება მიაწეროს იმას, რომ ის ხშირად სვამდა და არა იმას, რომ ის ცუდად მუშაობდა. ატრიბუციის თეორიის თანახმად, ატრიბუცია უნარებზე არ მიიღება მზედველობაში თუ არსებობს სხვა დამაბრკოლებელი მიზეზი. დაბრკოლების ფენომენის შესასწავლად შეპერდმა და არკონმა (სჰეპერდ,არკინ 1989) ჩაატარეს საინტერესო გამოკვლევა. ექსპერიმენტში სუბიექტებს(კოლეჯის სტუდენტებს) უთხრეს, რომ ისინი გაივლიდნენ ტესტირებას, რომელიც აღწერილი იყო როგორც სტუდენტის აკადემიური წარმატების პროგნოზირების ეფექტური ან არაეფექტური საშუალება. გარდა ამისა სუბიექტების ნახევარი გააფრთხილეს, რომ ტესტზე მუშაობისას მათზე ზემოქმედება მოხდება მაღალი ბგერებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს დავალების შესრულებას. მეორე ნახევარს კი არაფერი უთხრეს ამის შესახებ. ამის შემდეგ სუბიექტებს ეკითხებოდნენ, სურთ თუ არა მათ ტესტზე მუშაობის დროს მოუსმინონ მუსიკას და შესთავაზეს აერჩიათ სურდა მოესმინათ მუსიკა, რომელსაც შეეძლო ხელი შეეწყო დავალების შესრულებისათვის, თუ მოესმინათ მუსიკა, რომელსაც შეეძლო ხელის შეშლა. შედეგები აჩვენებდა, რომ სუბიექტები თვითონ უქმნიდნენ საკუთარ თავს დაბრკოლებას; ისინი ირჩევდნენ მუსიკას, რომელიც როგორც უთხრეს ხელს შეუშლიდა დავალების შესრულებას, თუ ისინი მოელოდნენ, რომ დავალებას ექნებოდა დიდი მნიშვნელობა. მაგრამ ასე ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე სახვა დაბრკოლება არ არსებობდა. სუბიექტები, რომლებიც მოელოდნენ, რომ დავალების შესრულების დროს მათი ხელისშემშლელი იქნებოდა არასასიამოვნო ხმა, ისინი არ განიცდიდნენ დამატებითი დაბრკოლების საჭიროებას, ნაკლებათ ამჟღავნებდნენ ტენდენციას აერჩიათ მუსიკა რომელიც ხელისშემშლელი იქნებოდა. აღმოჩნდა, ადამიანები ხშირად უფრთხილდებიან თავიანთ კომპეტენტურობას იმით, რომ მიუთითებენ წინააღმდეგობაზე, რომლებიც ხელს უშლიდნენ მათ წარმატებას. კვლევები აჩვენებენ, რომ სიტუაციებში რომელიც შეიცავს წარუმატებლობის მუქარას, ადამაიანები მიუთითებენ ისეთ სიმპტომებზე, როგორიცაა შიში ტესტირებისადმი, სოციალური შფოთვა, მორცხვობა, დეპრესია ან ადრინდელი დრამატული გამოცდილება. მსგავს სიმპტომებზე მითითება ადამიანებს ააცილებს თავიანთი წარუმატებლობის მიზეზების გარეგან ფაქტორებზე ატრიბუციის საჭიროებას. მაგ: ტენისის მატჩის წაგების შემდეგ თუ ინდივიდი იტყვის, რომ მას სჭირდება ახალი სათვალეები, ეს იმას ნიშნავს, რომ ის თავს იცავს, როგორც შინაგან ისე სხვა ადამიანების კრიტიკისგან. როცა ადამიანი თავის წარუმატებლობას ასეთ გამართლებას აძლევს, ამით ის ამცირებს დამარცხებით გამოწვეულ ნეგატიურ გრძნობას, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც სანამ წარუმატებლობის ნამდვილი მიზეზი არ გამომჟღავნდება. მიუთითებენ, თავისთავის დაბრკოლების შექმნის ორ სტადიაზე: ბიჰევიერისტული დაბრკოლება  _ როგორიცაა დაღლილობა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულება, არა პუნქტუალობა, უყურადღებობა და ა.შ. და რეპორტირებული დაბრკოლებები _ განცხადებული ავადმყოფობა, შფოთვა, სიმორცხვე, ე.ი მდგომარეობები, რომელიც შეიძლება გამოდგეს ცუდი შესრულების გასამართლებლად. როგორც მკვლევარები მიუთითებენ, ორივე შემთხვევაში, ისევე როგორც, საკუთარი "მეს" სასარგებლო ატრიბუციისას, ძირითადი მოტივია თვითშეფასების შენარჩუნება. საკუთარი თავისადმი დაბრკოლების შექმნის აქ მოცემული ანალიზის ნაკლოვან მხარედ თვლიან იმ ფაქტს, რომ თვითპრეზენტაციით გამოწვეული დაძაბულობა ზოგჯერ შეიძლება გახდეს სიცრუის მიზეზი _ რომ ადამიანები ტყუიან როგორც საკუთარი თავის ისე სხვა ადამიანების წინაშე თავიანთი მოქმედებების ნამდვილი მიზეზების შესახებ. ხშირად, სურვილი დატოვო კარგი შთაბეჭდილება შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს სურვილთან იყო პატიოსანი. მიუთითებენ, რომ თავისთავისადმი დაბრკოლების შექმნა თვითპატივისცემის დასაცავად, შესაძლოა ადამიანისთვის ზიანის მომტანი იყოს. ბოლოსდაბოლოს თავისთავისადმი დაბრკოლების შექმნა, შეიძლება მოქმედი იყოს ხანმოკლე დროისთვის, მაგრამ ის არ წარმოადგენს წარმატებულ სტრატეგიას საკუთარი "მეს" მართვისათვის ხანგრძლივი პერიოდისთვის.

 

თვითკონტროლი

      ნათქვამია, რომ ადამიანები სოციალური აქტიორები არიან. ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ის თუ როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს ის სხვებში.  მაგრამ, აღნიშნავენ აგრეთვე, რომ ზოგიერთისთვის თვითპრეზენტაციისთვის ზრუნვა მუდმივი აუცილებლობა ხდება. თვითკონტროლი (თვითმონიტირინგი) არის ტენდენცია ხაზი გაუსვას შთაბეჭდილების მართვას განსაკუთრებულად, აიყვანოს ძალიან მაღალ დონემდე. მ. შნაიდერმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ტესტი ადამიანის ამ უნარის (თვითმონიტორინგის) შეფასებისა (შნყდერ, 1987). ინდივიდები, რომლებსაც საკმაოდ მაღალ დონეზე ახასიათებთ ქცევა, რომელიც თვითკონტროლთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოციალური სტიმულებისადმი. ასეთი ინდივიდები დაეთანხმებოდნენ შემდეგ გამონათქვამებს:

1."ჩემგან შესაძლებელია კარგი მსახიობი გამოვიდეს."

2.მე შემიძლია მოვატყუო ადამიანები და მოვაჩვენო თავი მეგობრულად, მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ადამიანები მე არ მომწონს."

"განსაკუთრებულ სიტუაციებში და განსხვავებულ ადამიანებთან მე ხშირად განსხვავებულად ვიქცევი, როგორც სრულიად განსხვავებული პიროვნებები."

მაშინ, როცა ადამიანები რომლებისთვისაც არ არის დამახასიათებელი კონტროლოთან დაკავშირებული ქცევები, ან ეს ახასიათებთ მხოლოდ ნაწილობრივად, ნაკლებად ერგებიან სოციალურ მოთხოვნებს. მათი თვითპრეზენტაცია, უმეტეს წილად კონტროლირდება მათი შინაგანი განწყოებებით და შეფასებებით. ისინი დაეთანხმებოდნენ შემდეგ დებულებებს:

1."მე მხოლოდ იმ იდეების დაცვა შემიძლია, რომლისაც მე თვითონ მჯერა."

2."მე მიხდება ჩემი ქცევის შეცვლა, მოვერგო განსხვავებულ ადამიანებს და სიტუაციებს."

3."მე ვერასოდეს ვაღწევ წარმატებებს ისეთ თამაშებში, როგორიცაა შარადები და იმპროვიზაცია."

       შნაიდერის აზრით თვით კონტროლის მაღალი და დაბალი დონის მქონე ინდივიდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან რამოდენიმე პარამეტრში. თვითკონტროლის მაღალი დონის ინდივიდები აღმოჩნდა, რომ მეტი ძალისხმევით ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გაიგონ სხვა ადამიანების შესახებ და შეაფასონ სოციალური სიტუაცია. ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომლებთან მოუწევთ მათ ურთიერთობა. ისინი მეტი ალბათობით თავიანთ ქცევას სიტუაციის მოთხოვნებს უქვემდებარებენ. აღმოჩნდა, რომ თვითკონტროლის მაღალი დონის ადამიანებს აქვთ უნარი ეფექტურად გამოიყენონ მიმიკა ხმის ინტონაცია გარკვეული ემოციების გამოსახატავად. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ურთიერთქმედებაზე განსხვავებულ სიტუაციებში. მაღალი თვითკონტროლის ადამიანებს მიდრეკილება აქვთ დიდი მნიშვნელობა მიანოჭონ პარტნიორის ფიზიკურ მიმზიდველობას, მაშინ როცა თვითკონტროლის დაბალი დონის მქონე ინდივიდები მეტ მნიშვნელობას პიროვნულ თვისებებს ანიჭებენ. მკვლევარები მიუთითებენ, რომ როგორც მაღალი, ისე დაბალი თვითკონტროლის მქონე ადამიანებს აქვთ როგორც უპირატესობა, ისე სუსტი მხარეებიც. თვითკონტროლის მაღალი დონის ადამიანებისთვის დამახასიათებელია პრაქტიკული ჭკუა, მისწრაფება მიიღონ სარგებელი სოციალური სიტუაციიდან. მათი სოციალური მგრძნობიარობა შესაძლებლობისა აძლევს მათ განახორციელონ ურთიერთქმედება განსხვავებულ სიტუაციაში. მაგრამ ინდივიდები, რომლებსაც განსაკუთრებით აქვთ გამოკვეთილი თვითკონტროლის მაღალი დონე შეიძლება სხვების მიერ შეფასებული იქნას როგორც ეგოისტი, ინდივიდი, რომელიც იცვლის მოსაზრებას რათა შეესატყვისებოდნენ სიტუაციას. ამის საწინაარმდეგოდ, დაბალი თვითპატივისცემის მქონე ინდივიდები თვლიან, რომ არიან არაპრინციპულები. შეიძლება ქონდეთ საკუთარი აზრი და გამოიჩინონ სიმტკიცე საკუთარი მიზნების მიმართ, მიუხედავათ სოციალური გავლენებისა. მაგრამ თვითკონტროლის გამოკვეთილი დაბალი დონის მქონე ადამიანები ჩათვლილია, რომ არიან არა სტაბილურები, არ შეუძლიათ კომპრომისები. საბედნიეროდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადამიანების უმრავლესობა ამ უკიდურესობას შორის თავსდებიან.

 

კულტურა და საკუთარი მე 

       კულტურათა შორისი კვლევები მიუთითებენ, რომ მე – კონცეპცია შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს განსხვავებული იმისდა მიხედვით თუ რომელი კულტურის წევრია ადამიანი. მარკუსმა და კიტაიამამ (მარკუს, კიტაიამა,1991) საკმაოდ საფუცვლიანად იკვლიეს ეს საკითხი ამერიკულ და იაპონურ კულტურაში, რათა ეჩვენებინათ განსხვავება მე – კონცეპციაში დასავლურ და აღმოსავლურ კულტურაში. აღმოჩნდა, რომ ამერიკაში უფრო ხაზგასმულია ინდივიდუალიზმი, კერძოდ ის თუ რიოთი შეიძლება ის გამოირჩეოდეს სხვა ადამიანებისგან, ინდივიდის უნარების უნიკალურობა. ამ კულტურაში დამოუკიდებელი "მე" წარმოადგენს დახშულ, მეტნაკლებად ინტეგრირებულ, მოტივაციურ და კოგნიტურ სამყაროს, რომელიც წარმოადგენს ცნობიერის, ემოციის, აზროვნებისა და ქცევის დინამიკურ ცენტრს, ე.წ. დასავლურ კულტურაში ადამიანები არამარტო აყალიბებენ საკუთარ "მე"-ს როგორც დამოუკიდებლად მოქმედ ერთეულს, არამედ ისინი აგრეთვე დამოუკიდებლობას განსაზღვრავენ, როგორც სოციალიზაციის ფუნდამენტურ ღირებულებას. იაპონუირ კულტურაში გამოიკვეთა ეგრეთწოდებული ურთიერთდამოკიდებული "მე" და არადამოუკიდებული "მე". იაპონელები საკუთარ "მე"-ს განიხილავენ, როგორც სოციალური ურთიერთობების ნაწილს, რომ ადამიანის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იღებს ის სხვა ადამიანების აზრებს, გრძნობებსა და ქცევებს მის მიმართ. საკუთარი მე მნიშვნელოვანი და დასრულებული ხდება სოციალური ურთიერთობის კონტექსტში და არა დამოკიდებული ქცევის კონტექსტში. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთდამოკიდებულ მეს მიეწერება შინაგანი უნარები და აზრები, ეს თვისებები განიხილებიან როგორც არამდგრადები და სიტუაციაზე დამოკიდებული და არა როგორც საკუთარი მეს განმსაზღვრელი თავისებურებები. ამდენად ურთიერთდამოკიდებული მე არ წარმოადგენს დახშულ მთლიანს, არამედ თავის სტრუქტურას იცვლის სოციალური კონტექსტის ბუნების შესაბამისად. ამ კულტურაში ძირითადი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ თვისება, რომელიც ინდივიდს მეტნაკლებად განასხვავებს სხვებისაგან არ განიხილება როგორც საკუთარი მეს რეპრეზენტაციული თვისება. მაგ: ამერიკელები ბავშვის მაღალ მუსიკალურ ტალანტს უეჭველად შეაფასებენ როგორც მისი სხვა ბავშვებთან განმასხვავებელ თვისებას, მაშინ, როცა იაპონელმა თუნდაც ამერიკაში მცხოვრებმაც კი შეიძლება ეს არ გააკეთოს. ურთიერთდამოკიდებული მეს კოლექტივისტური წარმოდგენა ინდივიდს განიხილავს არა მისი სხვებისგან განმასხვავებელი ნიშნებით, არამედ განიხილავს იმ მახასიათებლების მიხედვით, რომელიც საერთო აქვს მას სხვებთან. რადგანაც ადამიანები განიხილებიან როგორც ოდითგან ურთიერთდაკავშირებულად, თვლიან, რომ მათ უმთავრესად ახასიათებთ საერთო და არა ინდივიდუალური თვისებები. მარკუსი და კიტაიამა (1991) თვლიან, რომ მე – კონცეფცია წარმოადგენს ინდივიდის  მე – სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს. მე კონცეფცია გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ და აფასებენ ადამიანები თავიანთ პიროვნულ მახასიათებლებს, როგორ ამყარებენ ისინი ურთიერთობას სხვებთან, რა ემოციებს განიცდიან განსხვავებულ სიტუაციაში, და იმას თუ რა მოტივები განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას ამა თუ იმ სიტუაციაში. უფრო მეტიც, მარკუსი და კიტოამა ვარაუდობენ, რომ კულტურული მე – კოცეფცია შეაღწევს ამათუიმ კულტურის იდეებში, შეფასებებბში და სოციალურ სცენარებში, რომელიც შემდგომში აყალიბებს საკუთარი მეს ინდივიდუალურ დამოკიდებულებებს და მის გამოვლენას. დასავლეთი კულტურის წარმომადგენლები ამაყობენ თავიანთი უნიკალური თვისებებით და მიღწევებით, რაც ნაკლებათ საამაყოა აღმოსავლეთ კულტურის წარმომადგენლებისათვის. მაგ: იაპონელი მუშა ბედნიერად იგრძნობს თავს, თუ მისმა შრომამ გარკვეულ წილად განსაზღვრა მთელი კოლექტივისთვის მაღალი შედეგები, მაგრამ ის, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს მისი უნიკალური წვლილი აღიარებული და აღნიშნული იქნას. მაშინ როცა დასავლურ კულტურაში, მართალია იქაც თავისი წვლილით კოლექტივის წარმატებაში ნასიამოვნები დარჩება, მაგრამ სიამაყის გრძნობის წყარო უეჭველად ხდება წარმატებაში მისი წვლილის აღიარება და აღნიშვნა. საკუთარი "მე"-ს მართვის განსხვავებულ ფორმებს აქვთ მნიშვნელოვანი კოგნიტური შედეგები. მაგალითად ინდივიდები დამოუკიდებელი საკუთარი "მე"-თი თავის თავს სხვებისგან განსხვავებულად ხედავენ. მიუხედავათ იმისა, რომ ისინი შესაძლოა სხვა ადამიანებს თვლიდნენ თავიანთი თავის მსგავსად, ისინი ამავე ხარისხში არ თვლიან, რომ თითონ არიან სხვა ადამიანების მსგავსი. მაშინ, როცა ურთიერთდაკავშირებული "მე"-ს მქონე ინდივიდების მიერ საკუთარი "მე" და სხვა ადამიანები განიხილებიან როგორც გარკვეული სოციალური კონტექსტის ნაწილი, რომელშიც ისინი არიან ჩართული. ამდენად, როგორც საკუთარი "მე", ისე სხვა ადამიანები ერთნაირად აღიქმებიან. პიროვნული დამოუკიდებლობა – დამოუკიდებლობის ხარისხის გასაზომად შეიქმნდა სკალა, რომლის დებულებები შემდეგნაირად გამოიყურება:

1) მე პატივს ვცემ ავტორიტეტულ ადამიანებს, ვისთანაც ვარ ურთიერთქმედებაში.

2) მე კმაყოფილი ვარ, როცა მე გამომარჩევენ ქებისა და დაჯილდოებისათვის.

3) ჩემი ბედნიერება და მოკიდებულია ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანთა ბედნიერებაზე.

4) ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს გამოვთქვა ჩემი აზრი მეცადინეობებზე.

5) ჩემი მომავალი სწავლასთან, კარიერასთან დაკავშირებული გეგმების შედგენისა, ვალდებული ვარ გავითვალისწინო მშობლების რჩევები.

6) პიროვნულ დამოუკიდებლობას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სუბიექტს ევალება მიუთითოს რა ხარისხში ეთანხმება მოცემულ დებულებას. დათანხმების ხარისხი იზომება შვიდსაფეხურიანი სკალით: +3, +2, +1, 0, -1, -2, -3. სადაც +3 შეესაბამება აბსოლუტურ თანხმობას, ხოლო -3 სავსებით არ დათანხმებას. თუ სუბიექტი ეთანხმება 1, 3 და 5 დებულებას, მაღალია ურთიერთ დამოკიდებულება. ხოლო -1, -2, -3, 0 დამოკიდებულებების დათანხმება დამოუკიდებლობის ხარისხის მაჩვენებელია. არსებობს საკუთარი "მე"-სადმი განსხვავებული წარმოდგენის სხვა კოგნიტური შედეგებიც. კერძოდ, ატრიბუციის პროცესში ფუნდამენტალური შეცდომის თავისებურება.  ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სუბიექტები ავლენდნენ ტენდენციას ქცევის მიზეზები მიაწერონ თვით ინდივიდებს. მაშინ როცა ინდოეთში ქცევას ხსნიდნენ სოციალური ფაქტორებით მარკუსი და კიტაიამა აჩვენებენ, რომ დამოუკიდებელი და დამოკიდებული "მე"-ს მქონე ადამიანები განსხვავებული სახის ემოციებს განიცდიან. დამოუკიდებელი "მე"-ს გრძნობის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან ემოციებს რომელიც საკუთარ თავზეა ფოკუსირებული, როგორიცაა მაგ: სიამაყე (საქმე გამომივიდა კარგად), ან ფრუსტრაცია (მე არწასამართლიანად მომექცნენ). მაშინ, როცა ურთიერთ დამოკიდებული "მე" –კონცეფციის მქონე კულტურებში არსებობს ტენდენცია განიცადონ სხვა ადამიანებზე ფოკუსირებული ემოციები. ამის საულისტრაციოდ მარკუსი და კიტაიამა იყენებდნენ სიტვას ამაე –ს, რითაც იაპონელები გამოხატავენ ადამიანის ფაქიზი ზრუნვისა და დამოკიდებულების გრძნობას სხვა ინდივიდის მიერ მისდამი კეთილი დამოკიდებულების საპასუხოდ. ამაეწარმოადგენს სხვა ადამიანებთან ურთიერთ დამოკიდებულებების შესატყვისი მიმართულების ჩამოყალიბებასა და მხარდაჭერას. ამაე –ს შესატყვისი სიტყვაა ინგლისურში (და ალბათ არც დასავლური კულტურის ენებში) არ არსებობს. არსებობს ასევე ვარაუდი, რომ თვითშეფასების ამაღლება შეიძლება დაკავშირებული იყოს საკუთარი "მე"-ს როგორც კულტურასთან დაკავშირებული ფენომენის გაგებასთან. კვლევებით დადასტურდა, რომ იაპონელები გაცილებით ნაკლებ ხარისხში ავლენენ არარეალისტურ ოპტიმიზმს იმ მოვლენების მიმართ, რომელიც შესაძლოა განიცადონ მომავალში, ვიდრე ამას ავლენენ კანადელები. ან კიდევ საკუთარი "მე"-ს სასარგებლოდ შეფასების ტენდენცია გაცილებით უფრო ნაკლებადაა დამახასიათებელი ისეთი კულტურის წევრებისთვის, როგორიცაა იაპონია, ანუ ისეთ კულტურაში, რომლისთვის ურთიერთდაკავშირებული "მე"-ს გრძნობაა დომინირებული. არსებობს აგრეთვე ვარაუდი, რომ თვიტპატივისცემის შეცვლის ალბათობა კავშირშია საკუთარი "მე"-ს გრძნობასთან. კვლევებით დასტურდება, რომ დებულებას: "მე ღირსეული ადამიანი ვარ" (რომელიც თვითპატივისცემის ხარისხს გამოხატავს) იზიარებენ იმ კულტურის წარმომადგენლები, რომლებისათვის დამოუკიდებელი "მე"-ს გრძნობაა დამახასიათებელი (მარკუს, კიტაიამა,1991). აღმოჩნდა, აგრეთვე, რომ მნიშვნელობა, რომელსაც ანიჭებს ადამიანი თვითპატივისცემას, და ასევე ამის კავშირი ცხოვრებით კმაყოფილებასთან განსხვავებულია ქვეყნებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია დამოუკიდებლობა და ურთიერთდამოკიდებულება. ეს ნათელი გახდა დინერის და დინერის (დიენერ, დიენერ, 1995) გამოკვლევამ, რომელიც 31 ქვეყანაში ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ კოლექტივისტურ (ანუ ურთიერთ დამოკიდებულების) ქვეყნებში კავშირი თვითპატივისცემასა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის გაცილებით ნაკლები იყო ვიდრე ინდივიდუალისტური (ანუ დამოკიდებული) კულტურის ქვეყნებში. აღმოჩნდა, რომ კოლექტივსტური კულტურის ქვეყნებში ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელია სოციალური ნორმები (როგორიცაა სოციალური განმტკიცება), მაშინ როცა ინდივიდუალისტური კულტურის ქვეყნებში, ცხოვრებით კმაყოფილების საიმედო მაჩვენებელია ინდივიდის ემოცია. ამრიგად შეიძლება შევაჯამოთ, რომ საკუთარი თავის ცოდნას ვიღებთ განსხვავებული წყაროებიდან: ადრეული სოციალიზაცია, სხვების რეფლექსური შეფასება, ექსპლიციტური უკუკავშირი, საკუთარი ქცევის აღქმა, გარემო პირობები, სოციალური შედარება და სოციალური ჯგუფებისადმი კუთვნილება. ამასთან, ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ ვიცით, თუ ვინ ვათ იმის ცოდნის გარეშე, თუ საიდან ვიცით ეს.

ნახვა: 2474

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How To Reset Skill Points Sometimes

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 24, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

How To Trade

You can access the Trade Market from Path of exile currency the pause menu or by interacting with the Trade Market board in town. From here you can select the category, then choose the specific item you're looking for, and you'll be able toput your items up for trade to make an offer.

Some items on the Trade Market have specific asking trade prices. Some of these prices are negotiable, but others strictly require their asking price for a successful trade.

You…

გაგრძელება

Throne and Liberty provide a thrilling blend

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

This enhanced agility is particularly valuable in both offensive and defensive scenarios, creating opportunities for strategic maneuvers.

Mastering dual-wielding combos with Throne and Liberty Lucent

the Dagger and Greatsword adds a layer of complexity to the combat style.

Players can seamlessly transition between the brute force of the Greatsword and the precision of the Dagger, keeping opponents on their toes.

Now, let's explore the synergies and dynamic combos that…

გაგრძელება

Dark and Darker Mobile combines battle

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

RELATED: Dark and Darker Lawsuit with Nexon Dismissed, however There's a Catch

The cellular sport, but, is in the fingers of another developer, Krafton’s Bluehole Studio. At this factor, evidently Dark and Darker Mobile will now not be a direct port of the PC game, but alternatively a brand new adventure completely. Krafton has stated that Bluehole might be running to “recreate” and “capture the spirit” of the authentic’s gameplay, but the Dark And Darker Gold cell recreation may be…

გაგრძელება

Cataclysm Classic improves upon the transmog

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 23, 2024.
საათი: 4:51am 0 კომენტარი

Streamlined Transmog Process

Cataclysm Classic improves upon the transmog process by implementing the appearance collection tab earlier than expected. This feature, familiar to retail players, automatically adds any appearance collected in the game to a bank, making it readily available for future transmog use. Gone are the days of cluttered bank vaults filled with transmog items; now, players can easily access their collected appearances for customization.

Previously,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters