XVI საუკუნეში, დაახლოებით 1570 წელს, აშოტ მუხრანბატონის ოჯახში დაიბადა ასული - ქეთევანი. ლამაზ, განათლებულ და ქრისტეს სასოებითა და რწმენით აღვსილ ქეთევანს, კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დაქორწინება ხვდა წილად. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
მალე მეფე ალექსანდრე ბერად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
წმინდა დედოფალს მძიმე განსაცდელი ელოდა წინ. ქართლისა და კახეთის გაერთიანებით შეშინებულმა შაჰ-აბასმა, გამოგზავნა კონსტანტინე, მამა და ძმა მოაკვლევინა, ხოლო დედოფლის ცოლად შერთვა მოინდომა. ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო და თუ მათგან ერთგულებას არ მიიღებდა, ქართლში დაბრუნდებოდა. კახეთის დიდებულებმაც ერთგულება შეჰფიცეს - კონსტანტინე სიცოცხლეს გამოასალმეს. წმინდა დედოფალმა მისი გვამი გვარის საკადრისი პატივით დაკრძალა, მაზლის და მამამთილის ნაწამები სხეული დიდი მოწიწებით მიაბარა მიწას.
კახეთის მართველი დროებით ქეთევანი იყო, რომელმაც შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და თეიმურაზის გამეფება სთხოვა. ქართლისა და კახეთის გაერთიანებით შეშინებულმა შაჰმა გაამეფა თეიმურაზი, მაგრამ ერთგულების სანაცვლოდ თეიმურაზის შვილები და დედა ტყვეებად მოითხოვა. შემდეგ თავად თეიმურაზიც თავისთან იხმო. მიხვდა რა თეიმურაზი და თავადაზნაურობა რომ იქ ჩასვლა სამეფო ოჯახის ამოწყვეტას ნიშნავდა, თეიმურაზმა ქართლის მეფე ლუარსაბთან ერთად აჯანყება მოაწყო, მაგრამ განრისხებულმა შაჰ-აბასმა მალე წალეკა მთელი კახეთი. დედოფალი შვილიშვილებითურთ შირაზში გადაასახლა - ლევანი და ალექსანდრე - მეფე თეიმურაზის შვილები - დაასაჭურისა. დედოფალს კი რჯულის შეცვლა და ცოლობა სთხოვა, რაზეც მკაცრი უარი მიიღო. მაშინ ბრძანა მისი წამება და მოკვდინება.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს - მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა:
"ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო".
შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა:
"ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი".
შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოს აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა:
"მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა".
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით".
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.
იხილეთ:
ტეგები: 26 სექტემბერი, Qwellyland, თვენი, სექტემბერი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:12am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Elden Ring Runes, stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•