26 სექტემბერს არის ხსენება წმინდა ქეთევან დედოფლისა, მისი ცხოვრების შესახებ იხილეთ წიგნი:

"წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისა"

       XVI ს-ში კახეთის მეფეებმა თავიანთი მოქნილი პოლიტიკით შეძლეს სამეფოსთვის უცხოელთა შემოსევები აერიდებინათ. თავისი მამის პოლიტიკას წარმატებით განაგრძობდა კახთა მეფე - ალექსანდრე ლევანის ძე (1574-1605). ალექსანდრე II მდიდარი და ძლიერი მეფე იყო, და მისი ვაჭრები კახური საქონლით აზიასა და ევროპაში დადიოდნენ. მეფეს შეძლება ჰქონდა შესწეოდა ქრისტიანულ სალოცავებს იერუსალიმსა, ათონსა და სხვა წმიდა ადგილებში. ათონის ივერთა მონასტერში „სასნეულო და მისა კერძო გოდოლნი და სენაკნი განუახლებია მეფესა ალექსანდრეს“.

       მეფე ალექსანდრეს დროს კახეთის სამეფო საქართველოს სხვა სამეფოებთან შედარებით „საკმაოდ მოშენებული ფეოდალური სამეფო იყო“. კახეთში განსაკუთრებით ფართოდ მისდევდნენ მეაბრეშუმეობას და ხელოსნობა-ხელსაქმობას. ღვინოც უხვად გაჰქონდათ ახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში. ალექსანდრე მეფეს განზრახული ჰქონდა მთლიანად აღედგინა კახეთის ძველი ძლიერების ნაშთები: ციხე-ქალაქები და ეკლესია-მონასტრები. მეფე ცდილობდა უცხოეთიდან მოეყვანა ოსტატ-ხელოსნები, ხუროთმოძღურები, მხატვრები და სწავლული მწიგნობრები.

       კახეთი დაყოფილ იქმნა ოთხ სამხედრო ტერიტორიულ ერთეულად - სადროშოდ, მაგრამ სადროშოების სარდლობა კახეთის მეფემ თავადთა გვარებს კი არ ჩააბარა, როგორც ეს ქართლში მოხდა, არამედ ეპისკოპოსებს. ეპისკოპოსობა კი სამემკვიდრო თანამდებობა არ ყოფილა. ეპისკოპოსები მეფის მიერ ინიშნებოდნენ და საეკლესიო ყმებისა და მიწების გამოყენების საქმეში მეფის მფარველობას დიდად საჭიროებდნენ. ამის გამო ისინი უფრო ერთგულნი იყვნენ მეფისა, ვიდრე საერო დიდბატონები.

       ალექსანდრე მეფეს ჰყავდა ხუთი ვაჟი: დავითი, გიორგი, ერეკლე, როსტომი, კონსტანტინე, და ერთი ასული, ნესტან-დარეჯანი (მანუჩარ დადიანის მეუღლე და ლევან დადიანის დედა. იგი მშობიარობისას გარდაიცვალა). ერეკლე ბატონიშვილი დავითთან კონფლიქტის გამო თურქეთის სულტანთან, სტამბოლში გაიქცა. შაჰ-თამაზს ეგონა მეფე ალექსანდრე განმიდგაო და „განრისხებული წარმოემართა კახეთსა ზედა“. ალექსანდრემ თავისი უმცროსი ვაჟი, 7 წლის კონსტანტინე წარუვლინა დიდი ძღვენით და აუწყა: „რამეთუ ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდვე­ლი“. მაშინ დაცხრა მრისხანებისაგან შაჰ-თამაზი, ყრმა კონსტანტინე თან წაიყვანა და სპარსეთს გაბრუნდა.

       მეფე ალექსანდრეს მცდელობით 1595 წ. დასაწყისში შაჰ-აბასთან იყო მოსკოვის ელჩი ზვენიგოროდსკი, რომელმაც მას გადასცა მეფის სურვილი - ყრმა კონსტანტინე მოსკოვში გაეგზავნა. ამაზე შაჰმა უპასუხა: თვითონ კონსტანტინე მირზას ჰკითხეთო და როგორც მას უნდა ისე მოიქცესო. მაგრამ კონსტანტინე იმ ელჩთან არც კი მივიდა: არაფერი მაქვს სათქმელიო...

სრულად იხილეთ ამოსაბეჭდ ვერსიაში.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა

ამოსაბეჭდი ვერსია •

სხვა წიგნები: http://www.qwelly.com/ebooks

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, მოწამე, მხატვრული, ქველი

ნახვა: 408

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters