ვასილ ბარნოვის ისტორიული ნაწარმოებები

Qwelly, ბარნოვი, სადისკუსიოდ, ცნობილი ავტორი, ლიტერატურა, ქველი, განხილვა, vasil barnovi

      მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ბარნობი ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა თანამედროვეობას და ყოველთვის ცდილობდა მის თხზულებებში არსებული პრობლემტიკა გამოეხატა მისი შემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები მაინც ისტორიულ თემატიკაზეა დაფუძნებული. მას ისტორია აინტერესებს იმდენად, რამდენადაც ცდილობს ისტორიული მასალის დახმარებით თავისი მსოფლმხედველობა და ფილოსოფიური კრედო გამოხატოს. მისთვის სამყარო არის კეთილისა და ბოროტის მუდმივი ბრძოლა, რომელშიც ადამიანები გარკვეულ როლს თამაშობენ. ამის გამოსახატავად იყენებს ბარნოვი სწორედ ისტორიულ სინამდვილეს, რადგან ამ ბრძოლის წარმოჩენა მას რეალურ მაგალითებზე სურს და არა გამოგონილზე.

      მის ისტორიულ რომანებში ვასილ ბარნობი მემატიანეს ცნობებს ეყრდნობა, თუმცა იქ, სადაც ისტორია არაფერს ამბობს ვასილს მხატვრული გამონაგონი აქვს გამოყენებული.

      ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანი „ტრფობა წამებული“ ყველაზე მეტადაა შეჯერებული ისტორიული ფაქტებით. აქ ძირითადად ორი წყაროა გამოყენებული. ერთი „ქართლის ცხოვრება“, რომელიც აშოტ კურაპალატის ცხოვრების ამსახველ ტექსტებს შეიცავს და, მეორე, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, სადაც საუბარია აშოტის მიერ სიძვის დიაცის შეყვარების შესახებ და ამ ფაქტთა დაკავშირებით ეკლესიის უარყოფითი დამოკიდებულება.

      რომანის კონფლიქტი ისტორიულია - ბრძოლა საეროსა და სასულიერო ხელისუფლებას შორის. ვასილმა თავის ნაწარმოებში შეიტანა აშოტისა და გრიგოლის მეტოქეობის გამოგონილი ეპიზოდები. თუმცა ეს არ არის ნაწარმოების იდეა. ნაწარმოების იდეაა კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. აშოტისა და შუქიას გულწრფელ სიყვარულს უპირისპირდება ეკლესია - ბოროტი ძალა.

      მწერალმა აშოტის მეუღლე გამოიყვანა როგორც ამპარტავანი, პატივმოყვარე პიროვნება, რომელთანაც აშოტი ბედნიერად არ გრძნობს თავს. სწორედ სითბოს მონატრებულ აშოტს ეწვევა სიყვარული შუქიას სახით.

      ვასილ ბარნოვს გრიგოლ ხანძთელი არ გამოუყვანია ბოროტი საწყისის წინამძღვრად. იგი გრიგოლის ნაცვლად ამოქმედებს დედათა მონასტრის წინამძღვარს - თებრონიას. გ. მერჩულისგან ჩვენ უკვე ვიცით მერე დედათა მონასტრის წინამძღვარი თებრონია. ვასილ ბარნოვმა თებრონია გამოიყვანა დიდგვაროვან ქალად, რომელიც, სავარაუდოდ, გრიგოლთან ერთად იზრდებოდა და სწორედ გრიგოლზე იყო შეყვარებული. იგი ქმნის თებრონიას სიყვარულის კატასტროფას, რითიც იყო განპირობებული მისი სიბოროტე. თებრონია გამოყავს ადამიანებზე და სიყვარულზე გაბოროტებულ ადამიანად, რომელსაც არც აშოტისა და შუქიას ბედნიერება სურს. საეკლესიო დოგმატიკაც ზურგს უმაგრებს თებრონიას.

      რომანი სრულდება შუქიას სიკვდილით, აშოტის დაღუპვით, სიყვარულის გამარჯვებითა და ეკლესიის მორალური მარცხის ნათელყოფით.

      ვასილ ბარნოვს ჰქონდა მიზეზი ეფიქრა, რომ აშოტის სიძვის დიაცისადმი სიყვარული ჭეშმარიტი იყო. გ. მერჩული აშოტზე ამბობს, რომ იგი არ იყო ქალების მოყვარული, იგი უბრალოდ ეშმაკმა შეაცდინა. ეს გადმოცემა განაპირობებს ვასილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აშოტს გულწრფელად უყვარდა სიძვის დიაცი.

      რომანი „მიმქრალი შარავანდედი“ “ტრფობა წამებულის“ მსგავსად ისტორიულ სინამდვილზეა დაფუძნებული, თუცმა აქ ბარნოვის ფანტაზია უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე „ტრფობა წამებულში“. ვასილი ამ შემთხვევაში დაეყრდნო ფაქტთა შესაძლებელ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. „მიმქრალ შარავანდედშიც“ ორი საწყისის - კეთილი და ბოროტი საწყისის - ბრძოლაა. ერთმანეთს მამია გურიელის ქალის - თინათინის ორი გრძნობა ეჭიდება. თინათინს არჩევანის გაკეთება უხდება სიყვარულსა და პატივმეყვარეობას შორის. მას შეუძლია მამის ქვეშევრდომის - თავად ნოშრევანის - მეუღლე გახდეს ან ლევან კახთა მეფისა, რაც საქართველოს დედოფლობას უდრის.

      თინათინის როგორც პატივმოყვარე ადამიანად წარმოჩენისას იგი ეყრდნობა მემატიანეს ცნობას თინათინის სიზმრის შესახებ. თითქოს მან ნახა სიზამრი, რომელშიც თინათინი სამეფო მაყრიონს კახეთში მიჰყავდა. აქ ბარნოვმა თინათინის პატივმოყვარეობა დაინახა და თავისებურად გაიაზრა.

      თინათინი გახდა დედოფალი, თუმცა ხუთი წლის შემდეგ მან ხელი აიღო ყველაფერზე და მონაზვნად აღიკვეცა. ეს უნდა მომხდარიყო ლევანის დამოკიდებულების გამო თინათინის მიმართ. ლევანს არ უყვარდა ცოლი, ამას მოწმობს ისიც, რომ თინათინის მონაზვნად აღკვეცისთანავე მოიყვანა ლეკთა შამხალის ქალი. უარყო თინათინთან ნაშობი შვილები, ხოლო შამხალის ქალთან ნაშობი დაიახლოვა. ბარნოვის აზრით, ლევანმა ვერ მისცა სიყვარული თინათინს, რადგან სხვა უყვარდა. თინათინის ტრაგედია კი ის არის, რომ მან ნამდვილი სიყვარულის ხარჯზე მიიღო დედოფლობა და ამიტომ ის უბედურია. ქალი მიხვდა, რომ ყველანაირი შარავანდედი ქრება იქ, სადაც სიყვარული არ არის.

      თინათინმა მძიმე ბრძოლა გადაიტანა საკუთარ თავთან. ჯერ მამის სახლში, შემდეგ კახეთისკენ მიმავალ გზაზე, ლევან მეფესთან შეხვედრისას და ბოლოს მეუღლის მიერ უარყოფილმა. რომანის ფინალი ხაზს უსვამს ბარნოვის ცხოვრებისეულ და ფილოსოფიურ კრედოს სიყვარულის ღვთაებრიობის შესახებ.

ტეგები: Qwelly, ბარნოვი, განხილვა, ლიტერატურა, სადისკუსიოდ, ქველი, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 10975

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters