მშობლიური იტალიიდან ქართულ რეალობაში ძალიან შინაურულად გადმოვიდა პიცა... ხორცეულის, სოსისის, ძეხვის გარეშე ნუთუ შესაძლებელია? - დიახ!!!

...და საკმოდ გემრიელი გამოდის!

      ქველინარია გთავაზობთ სამარხო პიცის მომზადების ძალიან კარგ რეცეპტს:

qwelly | qwellynaria | recipe | group | ქველინარია | რეცეპტი | მომზადება | სამზარეულო

შემადგენლობა:

  1. ახალი სოკო 400 გრ,
  2. ბროკოლი 200 გრ,
  3. ბულგარული წიწაკა წითელი 100 გრ,
  4. ბულგარული წიწაკა მწვანე 100 გრ,
  5. ხახვი წითელი 1 მომცრო თავი,
  6. პიცის 2 ცომი,
  7. სამარხო მაიონეზი 50გრ,
  8. ზეთისხილი 50 გრ..

ახლა ცალ-ცალკე გავშალოთ:

სოუსი:

  1. ზეითუნის ზეთი70 გრ;
  2. ნიორი 2 კბილი;
  3. კედარის თხილი1 ს/კ;
  4. ბაზილიკის ფოთლები.

ცომი:

  1. საფუარი;
  2. შაქარი 3-4 ჩ/კ;
  3. რძე 250 გრ;
  4. ფქვილი 500 გრ;
  5. მცენარეული ზეთი 6 ს/კ;
  6. კვერცხი 2 ცალი;
  7. მარილი.

მომზადება

ცომის მომზადება:

შემთბარ რძეში (სოიოს რძე) აურიეთ შაქარი და საფუარი, 10 -12 წუთის განმავლობაში გააჩერთ თბილ გარემოში რომ გაფუვდეს.

აიღეთ ფქვილი და მარილი და გადაურიეთ. ცომის მოსაზელი დაფის შუაგულში მოაგროვეთ და თანმიმდევრულად შეაზილეთ კვერცხი და რძიანი ნარევი. ვიდრე მკვრივი მასა არ გახდება, მანამდე მოზილეთ.

გამზადებულ ცომი, 40 წუთის განმავლობაში თბილ გარემოში გააჩერეთ გასაფუებლად.

დაჭერით ბოსტნეული (პომიდორი, სოკო, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, წითელი ხახვი) და მოთუშეთ ზეითუნის ზეთში დაბალ ცეცხლზე.

სოუსი მომზადება:

ბლენდერში ათქვფეთ ნიორი, ბაზილიკი, თხილი და ზეითუნის ზეთი, შემდეგ მასას მოშუშულ ბოსტნეული დაასხით და აურიეთ.

არ დაგავიწყდეთ! ცომი გვაქვს გასაფუებლად დადგმული!!!

"ამოსული" ცომის ერთი ნაწილი პიცის ფქვილმოყრილ საცხობ ჭურჭელზე გადაიტანეთ, შემდეგ გასაბრტყელებელი ჯოხით მოარგეთ საცხობ ჭურჭელს და ზემოდან წაუსვით მცენარეული ზეთი (გარდა კიდეებისა დაახლოებით 1სმ-მდე).

შემდეგ, ზედაპირზე თანმიმდევრულად მოათავსეთ ბოსტნეული და ბოლოს ზეთისხილითა და მაიონეზით მორთეთ.

პიცას 230 C ტეპმერატურაზე აცხობენ 8-12 წუთის განმავლობაში.

ტეგები: Qwellynaria, ბროკოლი, პიცა, პომიდორი, სოკო, ცომეული

ნახვა: 2764

გამოხმაურებები!

minda miiinda miinda...

Brool rodis gagvimzadeb :P

male :D :D 

რძე და კვერცხი რომ აქვს რეცეპტში სამარხვო როგორ არის :)

გეთანხმებით ბავშვებო მგონი ჯობს სახელი გადავუკეთოო :D :D 

Kakha_მ თქვა:

გეთანხმები გვანცა რანაირად არის სამარხო მეც ვერ დამიდგენია(რძე მართალია სოიოს არის) :D:D, ალბათ აქაც კვერცხი უნდა გავიგოთ ალეგორიული სახით:)))

gvanca gugeshashvili_მ თქვა:

რძე და კვერცხი რომ აქვს რეცეპტში სამარხვო როგორ არის :)

კაი :D :D  შენ კარგი დიეტაც გეცოდინებაა შესაბამისი იქნებ მირჩიო :D :D :D

Kakha_მ თქვა:

კი ბროლლ გადააკეთე და დაარქვი მკაცრი ასკეტური მმარხველთა პიცა, მერე შემადგენლობა: წყალი, პური და 50 ხინკალი :D:D

Brolika Qiqava_მ თქვა:

გეთანხმებით ბავშვებო მგონი ჯობს სახელი გადავუკეთოო :D :D 

Kakha_მ თქვა:

გეთანხმები გვანცა რანაირად არის სამარხო მეც ვერ დამიდგენია(რძე მართალია სოიოს არის) :D:D, ალბათ აქაც კვერცხი უნდა გავიგოთ ალეგორიული სახით:)))

gvanca gugeshashvili_მ თქვა:

რძე და კვერცხი რომ აქვს რეცეპტში სამარხვო როგორ არის :)

ხორცეულს ვინ ჩივის ყველიც არ აქვს. რა არის ეს? იტალიელები ისევ გაფაშისტდებიან ეს რომ ნახონ. :((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Diablo 4 gamers Can bypass the game's story

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 9:58am 0 კომენტარი

GAMERANT VIDEO OF THE DAY

Associated: Diablo 4 gamers Can bypass the game's story

Some days after unveiling the discharge date of Diablo 4, blizzard placed out greater information approximately its battle skip. At some point of Diablo 4 gold a ultra-modern live flow into, network lead Adam Fletcher brought that Diablo 4’s war bypass will charge $10. Gamers may additionally additionally have approximately 3 months to…

გაგრძელება

Jamal Adams exchange is constructive information for Giants

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Disgruntled star security Jamal Adams incorporates inevitably talked his direction off the Fresh new York Jets, with the staff members getting pulled off a blockbuster exchange that consists of shipped him towards the Seattle Seahawks. This may perhaps not be much better information for the Refreshing York of those the Philadelphia Eagles and Dallas Cowboys, by natural means NFC East competitors the Giants include toward facial area 2 times each and every time, ended up within just…

გაგრძელება

Chicago Cubs vs. Philadelphia Phillies simulated video game, Friday 4/24, 3 p.m. CT

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:49am 0 კომენტარი



Anthony Rizzo, Kris Bryant and Ian Happ all homered for the simCubs and they arrived in opposition to driving toward conquer the simPadres 6-4 upon Thursday. In this article are highlights:Right here are the simCubs success and plan for April:And in this article are the Countrywide League standings getting into Friday video games:Right here at BCB, we are transferring towards perform simulated game titles for each and every video game upon the Cubs2020 program through MLB The Present…

გაგრძელება

Elephant Rumblings: Manfred speaks out upon Astros study

გამოაქვეყნა Blais Harveys_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:48am 0 კომენტარი



A Insurance plan:Mayo: This is the region of the A farm process.Coffey: Bobby Crosby and Ed Sprague linked as a result of the A, their instinct and a exchange within 1973. $$$)Mayo: 40-male deadline - Which prospective clients take places?Least complicated of AN:Iversen: Who must the Oakland A cover towards the 2019 Rule 5 draft?fatrolf: Oakland A Participant Profile - AJ Puk.MLB Information:Passan: MLB commissioner suggests punishments may well be major inside signal-thieving…

გაგრძელება

Qwelly World

free counters