თავადი ვიტგენშტეინი, რუსეთის იმპერატორის ახლო ნათესავი, სამეგრელოს მთავართა უმშვენიერესი შთამომავლის, პაშა დადიანის ვაჟიშვილი, თბილისიდან პეტერბურგს მიემგზავრებოდა მატარაებლით. ამ ჯერაც ისევ ახალგაზრდა კაცს, ლეიბ–გვარდიის პოლკოვნიკს, ბავშვობა დედულეთში ჰქონდა გატარებული. მოსწავლეობის წლებშიც, არდადეგებზე, ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე სამეგრელოში. იცოდა მეგრული, ცოტა ქართულიც. აღმერთებდა დედას, უყვარდა ქართველი ნათესავები.

      მათთან, ნათესავებთან, თავი ისე ეჭირა, როგორც ზრდილ მეგრელ ყმაწვილს შეჰფერის (გამოცდილი თვალი მაინც შეამჩნევდა გერმანულ პედანტიზმს), გაწაფული იყო ნახევრად ველური ჯოგის ცხენების ჭენებაში, ცხენიდან სროლაში, ტახებზე ნადირობაში. იცვამდა ჩოხას, ქართულ უძირო წაღებს, იხურავდა მეგრულ ფაფანაკსაც კი.

      მატარებელი დონის როსტოვში გაჩერდა. ვაგონში აჩქროლებული ფაშფაშა ქალი და ასევე ტანსრული გენერალი ამოვიდნენ. გენერლის მიმოხრამ, მისმა ბრძანებლურმა კილომ, რომლითაც ვაგონის გამცილებელს მიმართავდა, ვიტგენშტეინი მიახვედრა, ეს ერთი იმ გენერალთაგანი იყო, ბრძოლაში საამაყო დაურიდებლობა სამოქალაქო ცხოვრებაშიც რომ გადმოჰქონდათ.

      იყვნენ თამამნი, ხმაურიანნი, ყველაფრის მცოდნენი, ყოვლისშემძლენი და თანაც თითქოს კეთილნი. გენერალიც მაშინვე მიხვდა, რა დამღის ღვთისშვილიც იდგა ვიტგენშტეინის სახით მის წინ. აშკარა მისალმებით არა, მაგრამ ღირსების აღიარების ნიშნად მაინც დახარა თავი.ვიტგენშტეინმაც ასე უპასუხა. გენერლის თანმხლებმა ქალმა სანამ კუპეში ბარგს შეიტანდნენ მებარგულები და ვაგონის გამცილებლები, რამდენჯერმე გამოაბრდღვიალა ვიტგენშტეინისაკენ დიდი, აღმოსავლურად წყლიანი თვალები. მერე გენერალიც და ქალიც შევიდნენ, შეიკეტნენ კუპეში. ვიტგენშტეინი კმაყოფილი იყო ამ წყვილის განმარტოებით, ვერ იტანდა ძალიან მოძრავთ, ხმაურიან_ვერც კაცებს, მით უფრო სამხედროებს, და ვერც ქალებს, რანაირი მომხიბვლელნიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. გარეთ ზამთრისპირის ნაღვლიანი დღე ღამდებოდა, თვითონაც ნაღვლიანი იყო, მძიმე ნაღველში გახვეული უნდა დახვედროდა პეტერბურგიც.

      ხოლო მეორე დილით ათი საათისთვის გამოვდნენ დერეფანში გენერალი და მისი თანხმლები ქალი, თანაც სწორედ ისე, როგორც პირველი შეხვედრის თანავე წარმოედგინა ვიტგენშტეინს. გენერალს აღმოსავლური მძიმე პრიალა ხალათ ეცვა, აღმოსავლურ პრიალა ხალათში იყო გახვეული მისი თანმხლები ქალიც _ ერთ ღამეში საგრძნობლად შეცვლილი, შებერებულიც კი, მაგრამ მაინც კმაყოფილი. კმაყოფილი გამომეტყველებით იხედებოდა ხან ფანჯარაში, ხანაც აქეთ–იქით. ვიტგენშტეინმა კუპეში შესვლა განიზრახა, მაგრამ მერე რაღაც ყმაწვილურმა ჟინმა აიტანა.გადაწყვიტა, შეემოწმებინა, ბოლომდე მართებული იყო თუ არა, მისი შეხედულება ამ წყვილზე.

      გენერალი ქალს სასაცილო რაღაცეებს ეჩურჩულებოდა. ქალი პირზე ხელს იფარებდა და ხმამაღლა გაცინებისაგან თავს იკავებდა. გენერალი ისევ ისე ეჩურჩულებოდა. ქალს უკვე პირზე ხელის აფარება აღარ შველოდა, ვაგონის კედელს საფეთქლითაც ეკვროდა. გენერალმა რაღაც გადასაფიჩინებელი თქვა. ქალმა სახეზე ორივე ხელი აიფარა და, ვაგონის კედელზე შუბლმიყრდნო–ბილი, ფხუკუნით ჩაიხარა. ვიტგენშტეინი, რა თქმა უნდა, თვალს არიდებდა, მაგრამ მაინც შეამჩნია, გენერალმა ჩახრილ ქალს უადგილო ადგილზე მიუწკაპუნა ხელი.ქალი შეკრთა გასწორდა. ჯერ ვერ გაბედა, მერე შეშფოთებული მზერა გამოაპარა ვიტგეშტეინისაკენ. ვიტგენშტეინი სფინქსივით მშვიდად იდგა, გარეთ იყურებოდა, მხოლოდ ოდნავ მომატებოდა სიფითრე ბაგეებთან. ქალი მაინც სახე არეული შევარდა კუპეში.გენერალი კი, ვითომც არაფერი, ერთხანს ზურგით იყო მიყუდებული ფანჯარასთან, მქირდავი ღიმილით უყურებდა კარმოხურული კუპეს, მერე ნასვამი კაცის მორბილებული ნაბიჯებით წავიდა დერეფნის ბოლოსაკენ. ვიტგენშტეინიც იქით გაემართა, გენერალმა გაკვირვებით მოხედა, ვიტგენშტეინმა ხმადაბლა უთხრა:

  - უკეთესი ხომ არ იქნებოდა, მეტი თავშეკავებულობა გამოგეჩინა, გენერალო?

      გენერალი შექანდა.

  - ეს როგორ?

  - მე, მამაკაცი, ვიდექ თქვენს გვერდით!

      გენერალმა ვიტგენშტეინის თვალებს ვერ გაუძლო.

  - მამაკაცი?_გაეღიმა დაბნეულს.

      ვიტგენშტეინმა მოწყვეტით სტკიცა სილა.

  - პირველსავე სადგურში ჩავალთ და ვესვრით ერთმანეთს.

      გენერალმა ლოყაზე ხელი ჩამოისვა და დერეფანს გახედა. დერეფანში არავინ იყო.

      ენის ბორძიკით თქვა:

  - ის ქალი ... იმ ქალის გულისათვის არ ღირს.

  - მე არ ვიცი ეგ.

      - თანაც ნაუმოვი ვარ, ტყვიას ტყვიაში ვსვამ!

  - მით უკეთესი თქვენთვის.

  - მე თქვენ უთუოდ მოგკლავთ.

      ვიტგენშტეინმა აღარაფერი უპასუხა. თავის კუპისაკენ წავიდა.

  - რენკონტრ?! – იკითხა გენერალმა.

  - რენკონტრ.

      გენერალმა საფეთქელთან ასწია ხელი, ვიტგენშტეინი კუპეში შევიდა და კარი მოიხურა.სადგურის თეთრი შენობის უკან, თოვლით მქრქალად შეფუმფლულ შავ ხეებთან, ვიტგენშტეინმა და გენერალმა პატარა წარწერიანი სავიზიტო ბარათები შეუცვალეს ერთმავეთს. ერთმა ოცი ნაბიჯი გადათვალა, მეორემაც. ერთმაც დამბაჩა მაღლა ასწია, მეორემაც.

      თოვდა.

  - მესროლეთ! – დაიძახა ვიტგენშტეინმა.

      გენერალმა დამბაჩა ნელა დაუშვა ძირს და ისროლა. ხეებზე ყვავები აფათქუნდენ, აჩხავლდნენ. ვიტგენშტეინი შეტორტმანდა, მარცხენა ხელი გულზე მიიკრა, დავარდა, მაგრამ არ წაქცეულა, მუხლებზე დადგა.მუხლებზე მდგარმავე ასწია დამბაჩა. გენერალმა თავი აიღო, თითქოს ცას მიჩერდა. ვიტგენშტეინმა ესროლა, გენერალს ქუდი გადაუვარდა. ვიტგენშტეინი იდაყვებით ჩაემხო თოვლში.

  - მოჰკლეს! მოჰკლეს! – იძახოდნენ ვიღაცეები.

      ვიტგენშტეინს იღლიებში შეუსხდნენ, სადგურის მოსაცდელ დარბაზში შეიყვანეს. არ დაწვა. საწერ–კალამი მოითხოვა. შინდისფერ ჩოხაზე თითქმის არ ეტყობოდა სისზლი.მოუტანეს საწერ–კალამი. თვითონ ამოიღო უბიდან გენერლის სავიზიტო ბარათი. მუხლთან დაიდო, აკანკალებული ხელით დაწერა: ,,ძვირფასო ნიკ! ყველაფერი წესის ფარგლებში მოხდა, ჩემი უკანასკნელი თხოვნაა, არ დაისაჯოს გენ...“ ხელი დაუდუნდა,ძირს ჩამოუვარდა.

      ვიღაც ყვიროდა:

  - ჩქარა, ჩქარა!

      გარბოდნენ, გამორბოდნენ. მხოლოდ გენერალი იდგა დარბაზში უძრავად. ტყვიით გახვრეტილი ქუდი ორივე ხელით ეჭირა წინ. დარბაზის კარში შეზნიერებული ჟანდარმი გახედულიყო და აღარავის უშვებდა შიგნით.

     

      დავუსვი ამ ამბავს ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებდი ხოლმე, როგორ მოქმედებდა ჩემი დაწერილი ამბები სხვაზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით, მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით, მან კი შეეჭვებულმა მკითხა:

      - ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები, მამა?

      ეგ იყო და ეგ.

     

რევაზ ინანიშვილი

ტეგები: Qwelly, დამბაჩა, ინანიშვილი, ლიტერატურა, ნოველა, ცნობილი

ნახვა: 6186

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:40am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because when…

გაგრძელება

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters