პალმაში, ღამით, ცხოვრება ბაზრის უკან, კაფე-შანტანების უბანში გადაედინება: ჩაბნელებული, მდუმარე ქუჩები, კაფეების დარაბებიან კართა მიღმა კი სინათლე და მუსიკა. თითქმის მთელი ღამე გავატარე ერთ ასეთ კაფეში. დაბალჭერიანი პატარა დარბაზი, ოთხკუთხედი. მწვანედ შეღებილი, ვარდის კონებით მორთული. ხით გაწყობილ ჭერზე ციცქნა წითელი ნათურები. საოცარია, როგორ ეტეოდა ამ პატარა სივრცეში ორკესტრი, ფერად-ფერადი ბოთლებით სავსე ბარი და მუშტრები, ერთმანეთს მიჭყლეტილი, ისე, რომ ნემსიც ვერსად ჩავარდებოდა. მაგიდებს მხოლოდ მამაკაცები უსხდნენ. ცენტრში, ორმეტრიანი თავისუფალი არე. მიმტანი ერთი ბოლოდან მეორეში ბოთლებს და ჭიქებს დაარბენინებდა. ყველა ერთხმად ღრიალებდა, თითქოს ჭკუიდან გადავიდნენო. ვიღაც საზღვაო ოფიცერი ალკოჰოლით გაჟღენთილ სისულელეებს ზედ პირში მახლიდა, უასაკო ქონდრისკაცი კი საკუთარ ცხოვრებას მიყვებოდა. ძალიან დაძაბული ვიყავი და არაფერი მესმოდა. ორკესტრი რაღაცას უკრავდა, მაგრამ დარბაზის ფეხების ბრახუნში რიტმის მეტს ვერაფერს გაიგებდი. დროდადრო კარი იღებოდა, ახალმოსულს ყიჟინით ხვდებოდნენ და ორ სკამს შუა ძლივს ტენიდნენ.

უცებ დაფდაფების გაბმული ხმა გაისმა და კაბარეს შუაგულში, იმ ცარიელ წრეში ქალი შემოვარდა. “ოცდაერთი წლისაა”, _ მითხრა ოფიცერმა. გაოცებისგან ლამის პირი დავაღე: ხორცის უზარმაზარ ზვინს ყმაწვილი ქალის თავი ადგა: ზონზროხა, მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრის სიმაღლისა, ას ოც კილოს მაინც იწონიდა. ხელები თეძოებზე შემოიწყო, ნაქსოვი ბადურა კაბის ძაფებს შორის ხორცი ამოიბურცა. ქალი იცინოდა. ჩანდა, როგორ ეკეცებოდა კანი, ტუჩის კუთხეებიდან ლამის ყურებამდე. დარბაზი აღტყინებას ვერ იოკებდა. აშკარა იყო, რომ ახალგაზრდა ქალს კარგად იცნობდნენ, უყვარდათ და ყოველ საღამოს მის გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ. ქალი კი ღიმილს არ იშორებდა. ირგვლივ შემოჯარულ მუშტრებს თვალი მოავლო ისევ ისე მდუმარემ და მომღიმარმა და მუცელი აათამაშა. დარბაზმა იხუვლა, მერე კი ნაცნობი სიმღერა მოითხოვა. თუ არ ვცდები, ანდალუზური უნდა ყოფილიყო, ცხვირში რომ მღერიან, ისეთი. ყოველ მესამე ტაქტს დოლის მოგუდული ექო ერთვოდა. ქალი მღეროდა და დოლის ბრახუნს ვნებიან მოძრაობას აყოლებდა. ცეკვა სექსუალური აქტის ზუსტი იმიტაცია იყო. მონოტონურ მოძრაობაზე მთელს სხეულს თეძოებიდან მხრებამდე ავხორცული თრთოლვა ტალღებად უვლიდა. მაყურებლებმა ენა ჩაიგდეს. მისამღერის დრო რომ დადგა, ერთ ადგილზე ციბრუტივით მოტრიალე ქალიშვილი ხელებით ძუძუებს წაეტანა, წითელი, სველი ხახა დააღო, დარბაზს “ამყევითო” ანიშნა და ყველა, ერთი კაცივით, ფეხზე წამოაგდო. თვითონ კი დარბაზის შუაგულში იდგა, გახევებული, ოფლში გაღვრილი და თმებგაწეწილი, კაბაში გამოჭედილი ვეებერთელა სხეულით, წყლიდან შობილი არაამქვეყნიური ქალღმერთის მსგავსად, ვიწრო შუბლით, ბრიყვული იერით, ჩაცვენილი თვალებით და ნარბენი დოღის ცხენივით მხოლოდ მუხლები უკანკალებდა. ვნებით სავსე მხიარულების შუაგულში იდგა, ვითარც სიცოცხლის უხამსი და სურვილის აღმძვრელი ხატი: გრძნობადაცლილ თვალებში უიმედობა ჩადგომოდა, სქელ მუცელზე ოფლის ღვარი სდიოდა…

ყავა და გაზეთები რომ არა, მოგზაურობა გაუსაძლისი იქნებოდა. მშობლიური სიტყვები, ადგილი, სადაც საღამოობით ვიღაცას გამოელაპარაკები, საშუალებას გვაძლევს გავიმეოროთ ჩვეული ჟესტები და წუთით მაინც მოვიპოვოთ საკუთარი თავი, რომელიც აქამდე ესოდენ უცხო გვეჩვენებოდა. საქმე ის გახლავთ, რომ მოგზაურობის საზღაური შიშია: დეკორაციები იმსხვრევა და თავსაც ვეღარ მოიტყუებ, რადგან სამსახურის საათებს ან საქმეს ვერ ამოეფარები (ჩვენ ხომ მუდამ მათ ლანძღვაში ვართ, მაშინ, როცა სწორედ ისინი გვიცავენ საკუთარი მარტოობისგან). მუდამ მსურდა დამეწერა რომანი, სადაც ჩემი გმირები ასე იმეტყველებდნენ: “სამუშაო საათები რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა”, ან კიდევ: “ცოლი მომიკვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ხვალ უამრავი საქმე გამიჩნდა”. მოგზაურობა ამ უკანასკნელ თავშესაფარსაც გვართმევს. ახლობლებს და მშობლიურ ენას მოწყვეტილნი, ყოველგვარ საყრდენს მოკლებულნი, ნიღაბჩამოცლილნი (ტრამვაის ბილეთის ფასიც კი არ იცი, სხვაზე აღარაფერს ვამბობ), თითქოს საკუთარი თავის ზედაპირზე ვტივტივებთ. ვგრძნობთ, რომ სული დაგვისნეულდა. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ყოველი ახალი საგანი თუ არსება სასწაულად გვეჩვენება. ქალი, რომელიც უაზროდ იმანჭება, მაგიდაზე შემოდგმული ღვინის ბოთლი გამჭვირვალე ფარდის უკან: ყოველი ხატი სიმბოლო ხდება. გვეჩვენება, რომ თითოეულში მთელი სისავსით ირეკლება ცხოვრება და ჩვენი საკუთარიც სწორედ ამ ერთ წამში, მთელი სიგრძე-სიგანით წარმოგვიჩნდება. რაღაც საჩუქრის მოლოდინში ვართ და არც კი ვიცი, რარიგ ავხსნა ის წინააღმდეგობრივი თრობა, რომელსაც ესოდენ ხარბად ვესწრაფვით (უკიდურესი ზღვარი ნათელჭვრეტით თრობაა). ხმელთაშუაზღვის ქვეყნების გარდა სხვაგან არსად მიგრძვნია საკუთარ თავთან ესოდენი სიახლოვე და ესოდენი სიშორე.

ეტყობა, პალმას კაფესთან დაკავშირებული განცდებიც აქედან იღებს სათავეს. მაგრამ შუადღისას, ქალაქის ტაძრის უკაცრიელ უბანში, სადაც ძველ სასახლეებს გრილი ეზოები აკრავს, ხოლო ქუჩებს ჩრდილის სურნელი ასდის, რაღაცნაირი “სიზანტის” განცდა მეძალება. ქუჩებში კაციშვილი არ ჭაჭანებს; ბანებზე ბებრუხანები მოკალათებულან. სახლებს მივუყვები, მწვანე ხეებითა და მრგვალი, ნაცრისფერი სვეტებით შემორაგულ ეზოებთან სვლას ვანელებ, ვგრძნობ, როგორ ვითქვიფები მდუმარების სურნელში, ვშორდები საკუთარ საზღვრებს და მხოლოდ ჩემი ნაბიჯების ხმად ვიქცევი, ან ჩიტის ფრენად, რომლის ჩრდილმა ეს-ესაა მზით განათებულ მაღალ კედლებს გადაუქროლა. ვინ იცის, რამდენი საათი გამიტარებია წმინდა ფრანცისკის პატარა გოთურ მონასტერში. მის ნატიფ და ჰაეროვან სვეტებს ესპანეთის ძველი ძეგლებისთვის დამახასიათებელი ვარაყისფერი დადებია. ეზოში, ვარდისა და წითელი წიწაკის ბუჩქები, ჭის რკინის კიდეზე ჟანგმოდებული ლითონის ციცხვი, მგზავრისთვის წყურვილის მოსაკლავად. ახლაც ჩამესმის ჭის ქვებს მიხეთქებული ციცხვის ჟღრიალი.

მაგრამ მონასტერი სიცოცხლით ტკბობას სულაც არ მიქადაგებდა. მტრედების ფრთების ფრიალში, ბაღში უცაბედად გამეფებულ მდუმარებაში, ჭის ჯაჭვის ჟღარუნში ახალ და მაინც ესოდენ ნაცნობ სიტკბოებას შევიცნობდი. ყოველივეს ნათლად ვჭვრეტდი და ღიმილით ვაკვირდებოდი სამყაროს გარეგანი ხატების ცვალებადობას. სამყაროს ღიმილი თითქოს ბროლში ირეკლებოდა. ხელის ერთი შერხევა და ქვა დაიმსხვრევა, რაღაც გაქრება, მტრედების გუნდი ფრენას შეწყვეტს და ფრთებაკეცილი მიწას დაენარცხება. მარტოოდენ ჩემი დუმილი და უძრაობა ავსებდა და ინარჩუნებდა წამიერ ილუზიას. თამაშში ჩავერთე. არა, თავს არ ვიტყუებდი, უბრალოდ, გარეგნულ ცვალებადობას ავყევი. ოქროსფერი მზე ტაძრის მოყვითალო ქვებს ელამუნებოდა. ქალი ჭიდან წყალს იღებდა… წუთი, არა, წამი და ყოველივე უკვალოდ გაუჩინარდება. და მაინც, სასწაული გრძელდებოდა. სამყარო არსებობას აგრძელებდა, მორცხვი, ირონიული, სათნო (ხშირად, ქალთან მეგობრობაც ასეთი თავშეკავებული და ნატიფი წარმოგვიჩნდება). წონასწორობაც არ ირღვეოდა, თუმც კი მოახლოებული უცილობელი დასასრულის შიშით იყო შეფერილი.

სწორედ აქ შევიგრძენი სიცოცხლის სიყვარული; ენითუთქმელი სწრაფვა წარმავალისკენ, იმისკენ, რაც სადაცაა ხელიდან გამისხლტება; გზნება, რომელსაც სიმწარის გემო ახლავს. ყოველ ცისმარე დღეს, როდესაც მონასტერს ვტოვებდი, გული უკან მეწეოდა. თითქოს საკუთარ თავს მომგლიჯეს და წამით ცხოვრების მდინარებაში ჩამძირეს. კარგად ვიცი, რატომაც ვიხსენებდი ამ წუთას დორიული აპოლონის მზერადაცლილ თვალებს, ან ჯოტოს გახევებულ ფიგურებს. აშკარად ვხედავდი, თუ რას შემძენდა მსგავს მხარეში მოგზაურობა. აღტაცებას მგვრის შეგრძნება იმისა, რომ ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში შეიძლება მოიხელთო ცხოვრების წესი და გარდუვალი კანონზომიერებანი, დაიოკო ცნობისწადილი, გაამართლო ოპტიმიზმი და მოქალაქეობრივი ვალი. ერთი სიტყვით, მე ადამიანურ ქარგზე გამოჭრილი სამყარო კი არ მიზიდავდა, არამედ ისეთი, რომელიც თვით დადის ადამიანურ განზომილებამდე. თუკი ამ ქვეყნის ენა ჩემი არსების სიღრმეში დაბუდებულ ხმას ეთანხმებოდა, ეს იმიტომ არა, რომ იგი ეპასუხებოდა ჩემს კითხვებს, არამედ იმიტომ, რომ იგი მათ ამაოებას მიმტკიცებდა. ზეციური მადლის სავედრებელი სიტყვების ნაცვლად თავში მხოლოდ ერთი, მზით გათანგული ბუნების წიაღში შობილი სიტყვა “ნადა” მიტრიალებდა. არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე.
იბიზაში ყოველდღე დავდიოდი ნავსადგურის კაფეებში. საღამოს ხუთ საათზე ახალგაზრდები სანაპიროზე გამოეფინებოდნენ. აქ ეყრებოდა საფუძველი მომავალ ქორწინებებს, აქ იგრძნობოდა სიცოცხლის ძალუმი ფეთქვა. არაფერი იყო დაფარული, ადამიანის ცხოვრება სამყაროს ეხსნებოდა და იყო ამაში რაღაც მოუხელთებლად დიადი და ღირსეული. კაფეს ტერასაზე ვჯდებოდი მზით დაოსებული თეთრი ეკლესიების, ბათქაშით შელესილი კედლების, გადახრუკული მინდვრებისა და ზეთისხილის აქოჩრილი ხეების მოგონებებით სავსე. ნუშის მომჟავო წვენს ვსვამდი, ზღვის დამრეცად მიმავალი ბორცვების მორკალულ რიგს შევცქეროდი. ყველაზე დიდ გორაკზე ქარი წისქვილის ფრთებს ატრიალებდა. სასწაული იყო თუ რა, მაგრამ ერთბაშად ბრბოს ყაყანი მიწყდა. იყო მხოლოდ ზეცა და მისკენ აღმავალი ჩურჩული, შორიდან მოსული ღიღინის მაგვარი. მწუხრის ეს წუთი რაღაც წარმავალის და მელანქოლიურის ზეობის ჟამი იყო და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის აშკარა და საცნაური. ყელში მოწოლილი ქვითინივით მომეძალა სიყვარულის სურვილი. ამიერიდან ძილის ყოველი წამი სიცოცხლისთვის, ესე იგი უსაგნო წადილისთვის მოპარული იქნება. ისევე როგორც პალმას კაბარესა და წმინდა ფრანცისკის მონასტერში, ახლაც უძრავი, შინაგანად დაძაბული ვიყავი და ვერ ვუძალიანდებოდი იმ უკიდეგანო სწრაფვას, რომელიც მიბიძგებდა ორთავე ხელით ჩავჭიდებოდი სიცოცხლეს.

ვიცი, რომ ვცდები და რომ საკუთარი თავის უშურველად გაცემასაც აქვს საზღვარი. თუკი რაიმეს შექმნას აპირებ, ეს სიცხადეც უნდა გახსოვდეს. სიყვარული კი საზღვარს არ ცნობს. დაე, ეჩვენოს ვინმეს ჩემი ხვევნა ულაზათო, ოღონდაც კი შევძლო მთელი სამყარო მივიკრა მკერდს! გენუაში, სისხამ დილით, ქალების ღიმილით ვტკბებოდი. მათ ვეღაროდეს ვიხილავ. ამქვეყნად დაკარგვაზე ადვილი არაფერია. ამას კი ვამბობ, მაგრამ სიტყვებით ჩემს მონატრებას ვერას ვუშველი. წმინდა ფრანცისკის მონასტრის ჭაში ვიხედები, მტრედების ფრენას ვადევნებ თვალს და წყურვილი მავიწყდება. მაგრამ გამოხდება ხანი და ისევ მომწყურდება.

ტეგები: Literature, Qwelly, ამონარიდები, კამიუ, სიყვარული, სიცოცხლე, ფრაგმენტები, ქართული, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 414

გამოხმაურებები!

კარგი იყო ცის :) მადლობა! 

miyvars ^^

LsHისა_მ თქვა:

კარგი იყო ცის :) მადლობა! 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters