ნეტარი ავგუსტინე, დასავლეთის ეკლესიის უდიდესი მასწავლებელი, დაიბადა 354 წლის ნოემბერში, ჰიპონიის მახლობლად, სამხრეთ ნუმიდიის პატარა ქალაქ ტოგასტაში. მამამისი - პატრიციუსი, წარმართი იყო და მხოლოდ მაშინ მოინათლა, როდესაც ავგუსტინეს 17 წელი შეუსრულდა, რის შემდეგაც მალევე აღესრულა. იგი ცდილობდა, ავგუსტინესთვის კარგი განათლება მიეცა, მაგრამ მისი ზნისა და ხასიათისათვის ყურადღება არასოდეს მიუქცევია. დედას, მონიკას, ჭეშმარიტად ქრისტიანული აღზრდა ჰქონდა მშობლებისაგან მიღებული და გამოირჩეოდა კეთილი ბუნებითა და სათნო, მშვიდობისმოყვარე ცხოვრებით. მონიკა 23 წლის იყო, როდესაც ავგუსტინე შეეძინა, საკუთარ შვილს ყრმობიდანვე ასწავლა და შეაყვარა იესოს სახელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავგუსტინე მაინც უზნეობასა და გარყვნილ ცხოვრებას მიეცა. ეს განაპირობა მისი დროის მანკიერ ზნე-ჩვეულებათა გარემოცვამ, ცუდი მეგობრების წრემ და თავისუფალმა ცხოვრებამ. ჭაბუკი ავგუსტინე აფრიკელისთვის დამახასიათებელი ტემპერამენტით ჩაეფლო გარყვნილებაში, ბიბლია მკვდარ წიგნად მიაჩნდა და მას ისე კითხულობდა, როგორც პოლემისტი. მისთვის დაიხშო სულიერი კარიბჭე, რადგან გულწრფელობისა და მორჩილების გარეშე მიეახლა საღმრთო წერილს.

      17 წლის ავგუსტინე კართაგენში გაემგზავრა განათლების მისაღებად. აქ იგი იოლად აღმოჩნდა მანიქეველთა ბადეში, რომელნიც თუმცა ხშირად ახსენებდნენ მაცხოვრის სახელს, მაგრამ თავისი სწავლებითა და ცხოვრების წესით მტრები იყვნენ ქრისტეს ეკლესიისა. მათმა სწავლებამ ავგუსტინე საკუთარი ცოდვებისთვის გამართლების ძიების სენით დაავადა. ცოდვები უმნიშვნელოდ ეჩვენებოდა და მათ თავისი ნების გამოხატულების შედეგად კი არ მიიჩნევდა, არამედ როგორც გარეშე ბოროტი ძალის ტირანიას. ჭაბუკი ავგუსტინე ისე ღრმად ჩაეფლო ამ მწვალებლურ ჭაობში, რომ მეგობრები და ნაცნობებიც კი ჩაითრია. ცხრა წლის განმავლობაში იყო იგი მანიქეველი. შემდგომ ავგუსტინეში თანდათან ეჭვმა დაისადგურა მანიქეველთა მოძღვრების მიმართ. მან დაინახა, რომ ისინი ნგრევაში უფრო წარმატებულნი იყვნენ, ვიდრე შენებაში. ავგუსტინემ განიზრახა კართაგენის დატოვება.

      ნეტარი ავგუსტინეს დედა, მონიკა, უსაზღვროდ დამწუხრებული იყო შვილის მანიქეველობით. მან არ მოისურვა გზასაცდენილთან ერთად ცხოვრება და აღარც ტრაპეზს იყოფდა მასთან. მონიკა ისე დასტიროდა შვილს, როგორც მკვდარს და მოუკლებლად ლოცულობდა, რათა იგი ღმერთს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოექცია. ხედავდა რა დედის ამგვარ მეცადინეობას, ერთმა ეპისკოპოსმა ის ასე დაამშვიდა: „იცხოვრე ისე, როგორც ცხოვრობ და შეუძლებელია, რომ დაიღუპოს შვილი ამ ცრემლებისა“.

      სამშობლოში დაბრუნებულმა ავგუსტინემ გრამატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 29 წლის, იგი შეხვდა მართლმორწმუნეთაგან სიკვდილის მახედ წოდებულ მანიქეველ „ეპისკოპოს“ ფავსტს. მასთან ურთიერთობისას ავგუსტინემ მანიქეველთა სწავლებაში და ცხოვრების წესში მრავალი წინააღმდეგობა აღმოაჩინა. ფავსტთან საუბრის შემდეგ ავგუსტინე რომში გაემგზავრა. ამ დროს იგი წერდა: „ისწრაფე იქით, საიდანაც ანათებს ჭეშმარიტება“. რომში ავგუსტინე დიდხანს არ გაჩერებულა, იგი თავის მეგობარ ალიპიუსთან ერთად მილანს გაემგზავრა, რათა წმიდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგება მოესმინა. „მე მასთან ღმერთმა მიმიყვანა, რათა მის მიერ ღმერთთან მივსულიყავი“, - წერდა იგი შემდგომ. წმიდა ამბროსიმ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო. მისი ქადაგების მოსმენა ავგუსტინეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. მალე დიდი მღვდელმთავრის მეთვალყურეობით საღმრთო წერილის შესწავლა დაიწყო. ღმრთის სიტყვამ მასზე გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა. ავგუსტინე და ალიპიუსი კატეხიზატორთა ბეჯითი და მორჩილი მოწაფენი შეიქმნენ, თუმცაღა ნიჭითა და ცოდნით ბევრად აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. 387 წელს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ავგუსტინე ალიპიუსთან ერთად მოინათლა, მთელი თავისი ქონება ქვრივ-ობოლთ დაურიგა და ბერულ მოღვაწეობას შეუდგა. საოცარია მისი უკანასკნელი საუბარი დედასთან. „.ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ამქვეყნად დიდხანს მეცოცხლა, ის იყო, რომ სიკვდილამდე მეხილე მართლმადიდებელ ქრისტიანად. ღმერთმა კი უფრო მეტიც მომმადლა - დღეს ვხედავ, რომ ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულხარ და თავი უფლისათვის მიგიძღვნია. მაშ, რაღა დამრჩენია მე ამქვეყნად“. ხუთი დღის შემდეგ მონიკამ უფალს მიაბარა სული.

      391 წელს ჰიპონიის ეპისკოპოსმა ვალერიმ ავგუსტინეს პრესვიტერის წოდება მიანიჭა. მრავალმხრივი და ნაყოფიერი იყო ნეტარი მამის მოღვაწეობა ამ ხარისხში. მან დააარსა პირველი ქალთა მონასტერი აფრიკაში. მავრიტანიაში მისი მეცადინეობით აღიკვეთა საშინელი ადათი, რომლის დროსაც ქალაქის მცხოვრებნი ორ შეიარაღებულ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს ებრძოდნენ.

      თავისი ცხოვრების ორმოცდამეხუთე წელს ავგუსტინე ეპისკოპოსად აკურთხეს. მალე მან ჰიპონიის კათედრა დაიკავა. მღვდელმთავრობის ოცდათხუთმეტი წელი ნეტარმა მამამ მანიქევლობის, დონატეველობისა და პელაგეველობის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. ამ პოლემიკაში იგი მხოლოდ კალამს როდი სჯერდებოდა, არამედ პირად დისპუტებში ამარცხებდა მწვალებელთ, მისი საუბრები კი შემდგომ მორწმუნეებში ვრცელდებოდა. ნეტარი ავგუსტინეს სახლი მუდამ ღია იყო ყველასათვის. მის მაგიდაზე ასეთი სიტყვები ეწერა: „ვისაც უყვარს ზურგს უკან ყვედრება სხვათა ცხოვრებისა, იცოდეს, რომ ეს მაგიდა ამხილებს მას“. მისი ქადაგებები განკუთვნილი იყო უბრალო მეთევზეებისა და ხელოსნებისათვის და არა ანტიოქიელი თუ კონსტანტინეპოლელი არისტოკრატიისათვის. ამ ქადაგებათა უბრალოება მეტად ახლოს იყო სახარების სულთან.

      ნეტარი ავგუსტინე მრავალი საკვირველი ჩვენების ღირსი გახადა უფალმა. მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა იყო ყრმა იესოს ხილვა, რომელსაც სურდა, მთელი ოკეანე ერთ პატარა ქვიშის ორმოში მოექცია. სწორედ ამ დროს ავგუსტინე ცდილობდა, საკუთარი გონებით ჩასწვდომოდა წმიდა სამების საიდუმლოს. ამ ხილვით კი ღმერთმა ნეტარ მამას კიდევ ერთხელ დაანახა სასრულობა და უმწეობა ადამიანის გონებისა. წმიდანი თავადაც ბევრ სასწაულს აღასრულებდა. მისი ლოცვით არაერთი სნეული განკურნებულა.

      430 წელს ჰიპონია ვანდალებმა გადაწვეს. ერთადერთი, რაც ღვთის ნებით ცეცხლს გადაურჩა, ნეტარი ავგუსტინეს ბიბლიოთეკა იყო. კართაგენიც მალე დაეცა. ჩრდილო აფრიკის ეკლესია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავგუსტინე იყო ჰიპონიის უკანასკნელი ეპისკოპოსი. მან საკუთარი თვალით იხილა საყვარელი ქალაქის სიკვდილი, რის შემდეგაც დიდხანს აღარ უცოცხლია. იგი 430 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა.

      ნეტარი ავგუსტინეს კალამს ეკუთვნის მრავალი თხზულება (მისი ბიოგრაფის თქმით, მათი რაოდენობა ათას ოცდაათს აღემატება). აღსანიშნავია მისი „აღსარებანი“, „ღვთის ქალაქის შესახებ“, ჩვიდმეტი წიგნი პელაკიანელთა წინააღმდეგ, კომენტარები დაბადების წიგნისა და სხვა. იგი ცდილობდა, მისი ნაწერები ყველასათვის მისაწვდომი და სარგებლის მომტანი ყოფილიყო. „უმჯობესია გრამატიკოსებმა განგვაქიქონ, ვიდრე ჩვენი აზრები ხალხისათვის გაუგებარი იყოს“. - ამბობდა იგი.

ტეგები: qwelly, ავგუსტინე, ბიოგრაფია, ეკლესია, ისტორია, პატროლოგია

ნახვა: 409

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters