შემოდგომის ნობათთა შორის შავი ქლიავი განსაკუთრებულია, ზოგს წითელი უყვარს და ალიბუხარს ეძახის, მაგრამ შავი მაინც კლასიკაა და შეუცვლელი. ამ შემოდგომას კიდევ, ისეთი სიცივეები დაიჭირა, დილით ერთ ჭიქა კონიანი, ბრენდი ან არმანიაკი თუ არ მიიღო ორგანიზმმა, როდის გიმტყუნებს კაცმა არ იცის.

      Qwellynaria-მ მოახერხა ისე, რომ შავი ქლიავის მოყვარულებიც გაახაარა და შემოპარულ ვირუსებსაც წინ აღუდგა მთვრალი ქლიავის ნამცხვრის უგემრიელესი და ექსკლუზიური რეცეპტით!

კულინარიული რეცეპტები, ნამცხვარი, ქლიავი, ხილის ნამცხვარი, მთვრალი ქლიავი, Qwellynaria, recipe, qliavi, pie, namcxvari

შემადგენლობა:

  • შავი ქლიავი, უკურკო - 250 გ
  • შავი ჩაი - 3/4 ფინჯანი (200 მლ)
  • 1 ლიმონის ცედრა
  • არმანიაკი - ¼ ფინჯანი (60 მლ)
  • კარაქი, გამდნარი - 7 ს/კ (100 გრ)
  • დაფქული ნუში - 1 1/3 ფინჯანი (130 გრ)
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • შაქრის პუდრი - 3/4 ფინჯანი (125 გრ)
  • 2 კვერცხის ცილა
  • ათქვეფილი ნაღები - 1 ფინჯანი (250 გრ) - სუფრაზე მისატანად.

მომზადება:

      შავ ქლიავს დაასხით არმანიაკი და დატოვეთ 2 საათი, რომ გაიჟღინთოს;

      ქვაბში შეურიეთ შავი ქლიავი, ჩაი, ლიმონის ცედრა და ნელა აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ;

      გააცხელეთ ელექტროღუმელი 190° ცელსიუსზე (დააყენეთ ნიშნულზე 5, თუკი ასეთი აქვს).

      25სმ დიამეტრიან ფაიფურის საცხობ ყალიბს წაუსვით კარაქი.

      საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ნუში, ფქვილი და შაქრის პუდრი;

      გაჟღენთილი შავი ქლიავის ჭურჭლიდან შეურიეთ 2 სუფრის კოვზი არმანიაკი, ნუშის ექსტრაქტი და კარგად მოურიეთ (არმანიაკი გადაინახეთ, მოგვიანებით დაგჭირდებათ);

      ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა სანამ ბეზეს არ მიიღებთ;

      დიდი კოვზით თანდათან შეურიეთ კარაქისა და ნუშის ნაზავი (ნუ იღელვებთ, თუ ნაზავი შერეული ტექსტურისა იქნება პირველ ეტაპზე, როცა გამოცხვება, კარგი გამოვა);

      კოვზით დადეთ თეფშზე და ზედაპირი მოასწორეთ. შავი ქლიავი თავზე მოალაგეთ წრიულად, ოდნავ დაპრესეთ, რომ ნაწილობრივ ცომში ჩავიდეს.

      აცხვეთ 15 წუთი. დაუწიეთ ღუმელის ტემპერატურას 170° ცელსიუსზე (ნიშნული 3). აცხვეთ კიდევ 10-15 წუთი, სანამ არ ამოვა და ოქროსფერი გახება.

      ათქვეფილ ნაღებს შეურიეთ გადანახული არმანიაკი.

      ნამცხვარი სუფრაზე თბილი მიიტანეთ, ათქვეფილ ნაღებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით

► სულ: 6 ულუფა;
► მზადების ხანგრძლივობა: 15 წუთი გასაგრილებლად, და 2 საათი გასაჟღენთად.
► ცხობა: 25-30 წუთი

ტეგები: Qwellynaria, ალკოჰოლური, არმანიაკი, ნამცხვარი, რეცეპტი, ხილი

ნახვა: 1135

გამოხმაურებები!

რაოდენობას აქვს აქ უდიდესი მნიშვნელობა ))

Maiko_მ თქვა:

დამათრობს რომ ვჭამოო? :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters