კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 2
ნაწილი VIII

      დაფინანსებული კვლევა არ ათავისუფლებს მკვლევარს ეთიკური ქცევისგან. მაგალითად, შეიძლება არაეთიკური იყოს სპონსორისთვის, რომ მკვლევარს მიუთითოს:

  • როგორ ჩაატაროს კვლევა;
  • რა შედეგებს უნდა მიაქციოს ყურადღება და
  • რა - დაფაროს;
  • რა შევიდეს ანგარიშში და რა - არა;
  • დაფაროს სპონსორის ვინაობა;
  • რა მიზნებს ემსახურება კვლევა.

      მეორე მხრივ, სპონსორებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ კონფიდენციალობა. მათ შეიძლება ჰქონდეთ უფლება, არ განაცხადონ საჯაროდ თავიანთი ვინაობის, კვლევის მიზნებისა და შედეგების შესახებ.

      დაფინანსებული კვლევა, ჩვეულებრივ, მოლაპარაკების საგანია მკვლევარსა და სპონსორსა და მკვლევარსა და მონაწილეებს შორის, მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ კვლევა შეიძლება მხოლოდ სპონსორისთვის იყოს განკუთვნილი და არა - ფართო საზოგადოებისთვის, ეს არავის აძლევს უფლებას, უკარნახოს მკვლევარს, როგორ ჩაატაროს კვლევა და რა შედეგები მიიღოს; ერთი სიტყვით, არავის არ აქვს კვლევის დაკვეთის უფლება.

      ცხადია, მკვლევრის პასუხისმგებლობებში მხოლოდ კვლევის ჩატარება და სპონსორისთვის ანგარიშის წარდგენა შედის. ამის შემდეგ რა ბედი ეწევა ანგარიშს (მაგალითად, სრულად გამოქვეყნდება თუ არა, ხელმისაწვდომი იქნება მთელი საზოგადოებისთვის, თუ მხოლოდ მისი გარკვეული ნაწილისთვის სპონსორის ორგანიზაციაში), ეს სპონსორის გადასაწყვეტია. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს მკვლევარს კვლევის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისგან და მან უნდა შეინარჩუნოს კვლევის იმგვარად ჩატარების უფლება, როგორც მან იცის და როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ და არა ისე - როგორც გადაწყვიტა სპონსორმა. მკვლევრის ხელშეუხებლობა აბსოლუტური უნდა იყოს. ხშირად ხდება, რომ მკვლევრები წინასწარ ათანხმებენ სპონსორთან პუბლიკაციის უფლებას და იმასაც, რა სახის კონფიდენციალობა უნდა დაიცვას მკვლევარმა.

      სპონსორს უფლება აქვს, ელოდოს მაღალ ხარისხს, ზუსტ და სასარგებლო კვლევას. მკვლევარი არ უნდა დაექვემდებაროს ზეწოლას და

  • არ უნდა დაარღვიოს რესპონდენტების კონფიდენციალობა;
  • გარკვეული ამოცანის შესრულების მიზნით, სასურველი მიმართულებით არ უნდა წარმართოს მონაცემები, მათი ანალიზი და წარდგენა;
  • არ უნდა წარადგინოს შერჩეული და არარეპრეზენტაციული მონაცემები და დასკვნები;
  • არ უნდა გამოიყენოს მონაცემები შეუთანხმებელი პირადი ინტერესებისთვის, გეგმებისთვის, მიზნებისა და წინსვლისთვის.
  • არ უნდა ჩაატაროს კვლევა, რომელშიც პირადი ინტერესი გავლენას მოახდენს კვლევის ხასიათზე, შინაარსსა და პროცესზე.

      მკვლევარს აქვს ვალდებულებები სპონსორის წინაშე, მაგრამ არა - კვლევის ჩასწორებისა და კომპრომეტირების ვალდებულება.

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ეთიკა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 343

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Nikmati Suka A Pro – Slot Mesin Tips Untuk Pemula

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Slot menggunakan Random Number Generator (RNG) untuk mengacak jutaan gulungan kombinasi . Setiap campuran memiliki pembayaran dipilih yang pastikan peluang dari menang.



Meskipun probabilitas dari mengambil bagian dalam Slot seluruhnya acak, ada prosedur Anda boleh mematuhi untuk meningkatkan peluang dari sukses, dan Informasi ini akan berjalan Anda melalui tips.



10 Rekomendasi tentang Meningkatkan Probabilitas Keuntungan Anda dalam…

გაგრძელება

Season Ticket was aimed squarely at sports fans

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: მაისი 31, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Following its final year, players will then have to EA FC 24 Coins turn to the current generation and the library presented by EA Access if they want to continue to feed that sports itch. It's not too late to pick up your Season Ticket if you still haven't made the generational jump yet, though. Clocking in with a lower price of entry, buying into the service's final year will come with the following perks for Xbox 360 and PS3 users:

This discounted price is available now for Xbox 360…

გაგრძელება

გაფიქრებები პროცესებზე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 6:52pm 0 კომენტარი

დღიურის მთელი იდეა ხომ იმ მონიშვნების გაკეთებაა, რომელიც გონების გაფიქრებებს შეინახავს? ჰოდა, იყოს აქ. გზადაგზა მივამატებ ხოლმე, განვაახლებ...

შეიძლება საღლიცინოდ სამყოფიც არ არის, მაგრამ იქნებ მართლა არსებობს „გლობალური ომის პარტია?“ აი, როგორც დორნში (უკიდურეს სამხრეთში) არ ეჯერათ თეთრი მოსიარულეების არსებობა და საბოლოოდ, ხომ გამოჩნდნენ?

ეს ზამთარიც…

გაგრძელება

With Sword and Shield in buying TL Lucent is a rewarding

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: მაისი 29, 2024.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

In the expansive world of TL Lucent, the pursuit of wealth and resources is a constant endeavor for adventurers seeking to enhance their characters. One of the most efficient methods of accumulating both Sollant resources and gold is through dedicated farming. In this comprehensive guide, we will explore the art of Sollant and gold farming, focusing on the use of Sword and Shield. This classic combination offers a balanced approach, blending offense and defense to create a formidable farming…

გაგრძელება

Qwelly World

free counters