ნაწილი მეორე

      სოფელი დაითრგუნა... დაიმშა და შიმშილმა ენით აუწერელი ბრძოლები შვა. მოგეხსენებათ ესტატეს ყიჟინმა და ბრძოლამ მგელი შეადრკო. შესაბამისად ფარა ბოლომდე არ ამოწყდა. რამდენიმე ცხვარი რამდენიმე ოჯახს გადაურჩა. ეს სრული საფუძველი იყო იმათთვის, ვისაც საქონელი დაეხოცა შურით აღვსილიყვნენ და მტრად გადაქცეოდნენ მათ, ვისაც თუნდაც ერთი სული ბატკანი გადაურჩა. და თუ რატომ, ამას საგონებელში ჩავარდნაც ვერ მიგახვედრებთ ჩემო კეთილნო, სათნოონო და ქველნო. უბრალოდ ასეთი ხანა იდგა. და სწორეს ამ "ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები". ეს ამბავი კი დაახლოებით ას სამოცი წლის წინ ხდებოდა. ავბედითი ხანის ახსაწერად ოროლა წინადადებასღა დავწერ და ესტატეს დავუბრუნდები.

      ასე მაგალითად განადგურებულია, განდევნილია სამშობლოს ერთგული და უფლისმოშიში სამეფო კარი, როგორც ქართლ-კახეთიდან, ასევე იმერეთიდან. გაუქმებულია ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და მმართველობა. ქვეყანაში რუსიფიკაციაა, არმენიზაციაა, ლეკიანობაა, სახადებია, შიდაეროვნული დაპირისპირებებია...თბილისელები, ქართველები და არისტოკრატები დედაქალაქში და სამშობლოში სამსახურს და სარჩოსაც კი ვერ (არ!) სთავაზობენ დედამიწაზე ყველაზე დიდ პოეტს, ყოველშემთხვევაში დედამიწაზე ყველაზე მაგარი ლექსის ავტორს - ნიკოლოზ ბარათაშვილს. ჩემი თუ არა პატარა ესტატესა და დიდი ტატოს ხათრით უმორჩილესად გთხოვთ ეს მოთხრობა თუ წიგნი გვერდზე გადადოთ და ხმამაღლა წაიკითხეთ ერთი, ხუთი, ათი, ოცი წლის წინ უკანასკნელად წანაკითხი მერანი. დედამიწაზე ყველა დროის ყველაზე პოეტური ქმნილება.

მერანი

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!

რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობარსა,
ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს, ტკბილმოუბარსა;
საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო,
მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!

კვნესა გულისა, ტრფობის ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის,
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის;
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
და ქარისშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მამაყრის!

სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!

დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან, ოხერი!
ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

      24 წლის ბიჭმა, თუ ბავშვმა, თუ ვაჟკაცმა, თუ გენიოსმა დაწერა ეს....

      ქართველმა, თავად თავადმა, მეფის შთამომავალმა გვარად ბარათაშვილმა, ყველა დროისა და თაობების საუკეთესო გმირთაგანმა..

      ათიოდე წლისაა ამ დროს ჩვენი მართალია პატარა, მაგრამ ნამდვილი გმირი ესტატე. მას და მის ოჯახს არამცთუ რაიმე აღმატებული წარმომავლობა, გვარიც კი არ აქვთ მინიჭებული. მათაც, მათ თანასოფლელებსაც და უმრავლეს გლეხობას საქართველოში, მე-18 საუკუნის დასაწყისში არც ქაღალდისა და არც ეტრატის დოკუმენტი ჰქონიათ. სამწუხაროდ დოკუმენტიც რომ ჰქონოდათ მისი წამკითხველი ასიდან ერთ თუ იქნებოდა, ზოგადად ერში. ამასთანავე ნებისმიერ დოკუმენტზე სანდო იმხანად კაცის, ანუ კაცური კაცის, ანუ კაცურკაცობის კაცის სიტყვა იყო. თურმე იმხანად თბილისში სულ სამოცი-სამოცდაათი ათასი კაცი ცხოვრობდა, გორში-ხუთი. მაგალითისათვის სოფელ თამარაშენში, კარალეთსა ან ატენში ალბათ ასი-ასოცი კომლი და მათგან სამი-ოთხი ე.წ. მჭედლიაანი ან ხუთი-ექვსი ანდრიაანი. მათგან კი ასევე ალბათ თითო ნიკალა და თითო ზაქარია. ესეც შენი პერსონა, სახელით, გვარით, მამის (ან პაპის) სახელით, საცხოვრებელი ადგილით, პროფესიითა და სავარაუდო ასაკითაც კი. ასე მაგალითად, ელიზბარაანთ გოგლა ერედვიდან. აქ რაღა საჭიროა პასპორტი. ჩემს ბავშვობაში მეტსახელად სოფელ ერედვს ქვეყნის მერვედს ეძახდნენ, ერედვი-ქვეყნის მერვედიო. ამავე დროში კი პასპორტს კუტუებთან აიგივებდა სრულიად ქართველი ერი. 

      ყველაფერი თავდება და ჩერდება, ჩერდება ხანდახან დროც კი. არ თავდება მხოლოდ ცხოვრება. გაგრძელდა იგი ესტატეს სოფლადაც. მის ოჯახს ოდენ ერთი თხა გადაურჩა. იმ ამბის მერე მგელი გაქრა, მაგრამ თითქოს ადამიანთა გულებში ჩასახლდა. ცამდე მართალსა და საქვეყნოდ უდანაშაულო ესტატეს ემდუროდნენ, ეჯიჯღინებოდნენ. თუმცა ყველა არა, ზოგი ეფერებოდა და დამარტოხელებისას ეფერებოდნენ კიდეც, თუმცა მხოლოდ ისინი ვისაც ცხვარი გადაურჩათ, ან კი არც რომ ჰყოლიათ. განერიდებოდა რა მკიცხველებს ჩრდილოეთის დასალიერში მყოფ მოძღვარს ჩურჩულით ეძახოდა - მამაო, მამაო, მამაო. ნურცერთი ნუ მოიკითავთ იმ სასწაულს, რომ პასუხად ამ დროს რამე მოსვლოდა, ზეციდან ხმები ან ცის მანანა, თოვლისფერ მტრედთა ლაღი ამალა. იცოდა სადღაც გული იწვოდა, თითქოსდა არაფერი, ღმერთიც კი, ისე ძალიან არ სწამდა როგორც ის ღრმა რწმენა, რომ მამაო მასზე ფიქრობდა, ლოცულობდა, ნატრობდა. და სწორედაც რომ არ იყო მარტო. თხა, მარჩენალი, სახელად სწორედაც "მარტო". ასევე დედა, ერთგული თბილი, მრავალშვილიანი. ასევე ოთხი და-ძმა, სულმიდამ ერთადმყოფნი. მამაც, ხელფეხდაკოჟრილი.

      ჯერ კიდევ ძუძუს ციკანი იყო მას რომ აჩუქეს და შენიაო უთხრეს, "მარტო?"-ო, უკუთხავს პატარა ესტატეს და ასე დაერქვა თხას "მარტო".

      არც კი იფიქროთ რომ ეს სახელი მარტის თვეს უკავშირდებოდეს, მოგეხსენებათ კიდეც მაშინ მირკანი ერქვა.

      თხას კი ასე ერქვა, მაგრამ ნამდვილად არ იყო მარტო ბიჭუნასი. მეტადრე, ახლა ამ სოფლელთა მარჩენალიც კი გახდა, ვის ცხვრებსაც ვერ "მიუარა" ესტატემ მწყემსობა-მგლობისას. იმ დღიდან ოთხ ოჯახს მიაწოდა თბილი რძე პატარა ჯამით ურძეოდ რომ დარჩითო, თავისი ოჯახის უჩუმრად. ისინიც იღებდნენ, საოცარია და თვლიდნენ რომ ეკუთვნოდათ. საოცარია და ესტატეც თვლიდა რომ ეკუთვნოდათ, უხაროდა როცა ართმევდნენ. მათ გაფართოებულ თვალებსაც ვერ ამჩნევდა, მადლობასაც არ ელოდებოდა.. და მაინც ეტატეს რა ელოდებოდა....

ნუგზარ ვანიშვილი

მეოთხე ნაწილი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, ნოველა, ნუგზარ_ვანიშვილი, ქველი

ნახვა: 877

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: It was a bittersweet experience slowly finishing

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 6:54am 0 კომენტარი

The Diablo 4 Season 1 patch notes dropped yesterday, with headline changes focusing on buffing classes but nerfing powerful builds, especially those based around Crit Damage and Vulnerable enemies. According to the reaction across social media, they've proved pretty unpopular, but Blizzard says it's aware of the sentiment around the update.



We have been hearing feedback from players regarding some of the changes in 1.1.0 for #DiabloIV. We are going to have a Campfire Chat later this… გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:40am 0 კომენტარი



In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of …

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters