კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი IV

      ცნებები ასახავენ კონკრეტულიდან გაკეთებულ განზოგადებებს, მაგალითად, რისხვა, მიღწევა, გაუცხოება, სისწრაფე, ინტელექტი, დემოკრატია. თუ ამ მაგალითებს უფრო კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ თითოეული მათგანი არის სიტყვა, რომელიც იდეას გამოხატავს: უფრო ზუსტად, ცნება არის სიტყვის (ანუ სიმბოლოს) და იდეის, ანუ კონცეფციის ურთიერთობა. ვინც არ უნდა ვიყოთ და რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველანი ვიყენებთ ცნებებს. ბუნებრივია, ზოგიერთი მათგანი საერთოა ერთ კულტურაში მცხოვრები ადამიანების ყველა ჯგუფისთვის და ყველა იყენებს მათ. ასეთი ცნებებია, მაგალითად, ბავშვი, სიყვარული და სამართლიანობა. თუმცა, სხვა ცნებების გამოყენების არეალი უფრო შეზღუდულია და მათ მხოლოდ გარკვეული ჯგუფები, სპეციალისტები ან პროფესიის წარმომადგენლები იყენებენ. ასეთი ცნებების მაგალითებია იდიოგლოსია, რეტროაქტიული შეკავება და ანტიციპატორული სოციალიზაცია.

      ცნებები საშუალებას გვაძლევს, რომ სამყაროს გარკვეული მნიშვნელობები მივანიჭოთ. მათი საშუალებით რეალობა მნიშვნელობას, წესრიგსა და ლოგიკურ თანმიმდევრულობას იძენს. ცნებები საშუალებებია, რომლითაც თანხმობაში მოვდივართ ჩვენ გამოცდილებასთან. შესაბამისად, ის, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ჩვენ ხელთ არსებულ ცნებათა ერთობლიობაზე. რაც უფრო მეტი ცნება გვაქვს მარაგში, მით მეტი სენსორული მონაცემი შეგვიძლია ავკრიფოთ და რაც არ უნდა იყოს "სადღაც იქ", მით მეტად სანდო იქნება ჩვენი პერცეპტული (და კოგნიტური) წვდომა. თუ სამყაროს ჩვენეულ აღქმებს ჩვენ ხელთ არსებული ცნებები განაპირობებს, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ ცნებათა სხვადასხვა ერთობლიობის მქონე ადამიანები "ერთსა და იმავე" ობიექტურ რეალობას სხვადასხვაგვარად დაინახავენ - ექიმი სრულიად განსხვავებულ ცნებებზე დაყრდნობით დასვამდა დაავადების დიაგნოზს, ვიდრე, ვთქვათ, არაპროფესიონალი იმსჯელებდა იმავე დაავადებაზე შეზღუდული და გამარტივებული ფრაზებით.

      ამრიგად, შეიძლება იკითხოთ, საით მივყავართ ამ ყველაფერს? პასუხი მარტივია: იმისკენ, რომ სოციალურ მეცნიერებს მსგავსად ჩამოყალიბებული ან სათანადო დეტალური განსაზღვრებების მქონე ცნებები აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის მსგავსად აღიქვან სამყარო და სამყაროს ის ნაწილი ასახონ, რომელიც მათი კვლევის სფეროში შედის. მთლიანობაში ეს ცნებები ქმნიან უფრო ფართო მნიშვნელობების სისტემას, რომელიც მათ იმ რეალობის ახსნის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოცდილებაში იღებს სათავეს და დასტურდება. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ გამოდგება სოციალური კლასის ცნება. ჰიუზი (Hughes 1976) ამბობს, რომ ის გვთავაზობს:

      წესს, ბადეს, მართალია, ზოგჯერ ბუნდოვანს, იმ გარკვეული ტიპის გამოცდილების შესახებ საუბრისას გამოსაყენებლად, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების სტილს, ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს ეხება და ამ ცნების სხვა ცნებებთან დაკავშირებით ჩვენ საშუალება გვეძლევა კონკრეტულ სისტემაში ან სფეროში ავაგოთ თეორია გამოცდილების შესახებ.

(Hughes 1976: 34)

      მეცნიერულ ცნებებზე საუბრისას ორი მნიშვნელოვანი მომენტი უნდა აღინიშნოს. პირველია ის, რომ ისინი არ არსებობენ ჩვენგან დამოუკიდებლად: ფაქტობრივად, ისინი ჩვენი გამოგონებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რაღაც მაინც გავარკვიოთ ბუნების, სულ მცირე, აშკარად შესამჩნევ ქაოსში. მეორეა ის, რომ მათი რაოდენობა სასრულია და ამით უპირისპირდებიან იმ ფენომენთა უსასრულო რაოდენობას, რომელთა ახსნაც მოეთხოვებათ.

      მეცნიერის მეორე უმნიშვნელოვანესი ხელსაწყო ჰიპოთეზაა. სწორედ აქედან იწყება კვლევათა უმრავლესობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიზეზ-შედეგობრივ ან თანმხლებ ურთიერთობებს იკვლევენ. კერლინგერი (1970) ჰიპოთეზას განმარტავს, როგორც სავარაუდო დებულებას ორი ან მეტი ცვლადის ურთიერთმიმართების შესახებ, ან "ცოდნაზე დაფუძნებულ ვარაუდს", თუმცა ის განსხვავდება ცოდნაზე დამყარებული ვარაუდისგან იმით, რომ ხშირად მნიშვნელოვანი შესწავლის, გააზრებისა და დაკვირვების შედეგია.

      მედავარი (Medawar 1972) ჰიპოთეზასა და მის ფუნქციაზე ასე წერს:

      მეცნიერული გაგების ყველა წინსვლა ნებისმიერ დონეზე სპეკულაციური თავგადასავლით იწყება, წინასწარი წარმოსახვით, თუ რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, წინასწარი წარმოდგენით, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად მცირედით მაინც (ზოგჯერ კი დიდად) სცდება იმას, რისი დაჯერების ლოგიკური და ფაქტობრივი დასაბუთებაც მოგვეპოვება. ეს შესაძლო სამყაროს გამოგონებაა, ან ამ სამყაროს მცირედი ნაწილია. შემდეგ ამ ვარაუდს აკრიტიკებენ, რათა დადგინდეს, ეს წარმოსახვითი სამყარო რამეთი მაინც თუ ჰგავს რეალურს. მაშასადამე, ორი აზრის ურთიერთქმედების ნებისმიერ დონეზე, მეცნიერული მსჯელობა არის ორი ხმის - წარმოსახვითისა და კრიტიკულის - დიალოგი; დიალოგი, თუ გნებავთ, შესაძლოსა და რეალურს, შემოთავაზებულსა და მოძველებულს, ვარაუდსა და კრიტიკას, შესაძლო ჭეშმარიტებასა და არსებულ, დადგენილ ფაქტს შორის.

(Medawar 1972)

      კერლინგერმა (1970) გამოყო "კარგი" ჰიპოთეზის ორი კრიტერიუმი. პირველია ის, რომ ჰიპოთეზა არის დებულება ცვლადების ურთიერთმიმართების შესახებ; მეორეა ის, რომ ჰიპოთეზა სახავს მასში გამოთქმული ვარაუდის შემოწმებისა და მიმართებების დადგენის გზებს. ამას ავტორი ორ დამხმარე კრიტერიუმსაც უმატებს: ჰიპოთეზა არსებულ ცოდნასთან შედარების შესაძლებლობას იძლევა და ის შეძლებისდაგვარად ეკონომიურად არის მოცემული. ამგვარად, თუ ვვარაუდობთ, რომ სოციალური კლასი განაპირობებს აკადემიურ მიღწევას, ჩვენ გვაქვს ერთი ცვლადის - სოციალური კლასის მიმართება მეორესთან - აკადემიურ მიღწევასთან. და ვინაიდან ორივე ცვლადი გაზომვადია, კერლინგერის მიერ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია. ისინი არც კერლინგერისეულ დამხმარე კრიტერიუმებს არღვევენ (ასევე, იხილეთ ჩანართი 1. 4).


ჩანართი 1.4.

ჰიპითეზა

      როცა მეცნიერს უკვე ფორმულირებული აქვს ჰიპოთეზა, მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ჰიპოთეზა წარმართავს მკვლევარს, რომ ზოგი დაკვირვება შეარჩიოს, ზოგი - არა და დაიწყოს ექსპერიმენტირება. მეცნიერები გამოცდილებით არკვევენ კარგი ჰიპოთეზის მახასიათებლებს. ჰიპოთეზა, რომელიც ისეთი ზოგადია, რომ ნებისმიერ ფენომენს მოერგება, პრაქტიკულად არაფრის მთქმელია. რაც უფრო მეტი შეზღუდვაა ჰიპოთეზაში, მით მეტად ინფორმაციულია ის.

      კარგი ჰიპოთეზა ლოგიკურად უშუალო უნდა იყოს, ანუ უნდა ხსნიდეს იმას, რის ასახსნელადაც არის მოწოდებული და არა - სხვა ფენომენებს. ლოგიკური უშუალობა ჰიპოთეზაში ნიშნავს იმას, რომ მისი შემოწმება შესაძლებელია შედარებით პირდაპირი, უშუალო და რეალური საშუალებებით. ახსნის ხელოვნების დიდი ნაწილია ისეთი ჰიჰოთეზების ფორმულირება, რომელთა შემოწმება შესაძლებელია რეალურად განხორციელებადი ექსპერიმენტებით.

წყარო: ადაპტირებულია Medawar 1981


      შემდეგ ის ასახელებს იმ ოთხ მიზეზს, რის გამოც არის ჰიპოთეზა კვლევის მნიშვნელოვანი იარაღი. პირველი, ის მკვლევრების ძალისხმევის ორგანიზებას ახდენს. ჰიპოთეზაში გამოხატული ურთიერთობა გვიჩვენებს, თუ რა არის გასაკეთებელი. ის მკვლევრებს პრობლემის უკეთ გაგების შესაძლებლობას აძლევს და მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის ჩარჩოს უზრუნველყოფს. მეორე, კერლინგერის სიტყვით, ის თეორიის სამუშაო ინსტრუმენტია. მისი დედუქციურად მიღება თეორიიდან ან სხვა ჰიპოთეზებიდან არის შესაძლებელი. მესამე, შესაძლებელია მისი ემპირიულად ან ექსპერიმენტულად შემოწმება და შედეგად დადასტურება ან უარყოფა. ასევე, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა, რომ ერთხელ დასაბუთებული და დადასტურებული ჰიპოთეზა კანონად იქცეს. მეოთხე, ჰიპოთეზა ცოდნის გამდიდრების მძლავრი იარაღია, ვინაიდან, როგორც კერლინგერი (1970) ხსნის, ის საკუთარი თავის ფარგლებს გარეთ გასვლის შესაძლებლობას გვაძლევს. ჰიპოთეზები და ცნებები არსებით როლს ასრულებს მეცნიერულ მეთოდში და ახლა სწორედ მეცნიერულ მეთოდს მივაპყრობთ ყურადღებას.

ტეგები: Qwelly, sociology, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 2815

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters