კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი V
თუ მეცნიერების ყველაზე გამორჩეული თვისება ემპირიულობაა, შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი პროცედურებია, რომლებიც არა მარტო იმას გვიჩვენებს, თუ როგორ მიიღება მონაცემები, არამედ საკმარისად ნათელი და გამეორებადია კოლეგა-მკვლევრებისთვის ანუ სხვებს შეუძლიათ იმავე ან სხვა მასალის გამოყენებით მათი შემოწმება და ამით შედეგების გადამოწმება. როგორც ქაფი და პეინი (Cuff and Payne 1979) ამბობენ: "მეცნიერული მიდგომა აუცილებლად გულისხმობს მისი შედეგების "ემპირიული დასაბუთების" სტანდარტებს და პროცედურებს, რომლებიც გვიჩვენებს დებულებებისა და რეალურ სამყაროში მიმდინარე ან უკვე მომხდარი მოვლენების თანხვედრას" (Cuff and Payne 1979: 4). ამ სტანდარტებსა და პროცედურებს მოხერხებულობისთვის "მეცნიერულ მეთოდს" ვუწოდებთ, თუმცა ამან შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს შემდეგი მიზეზის გამო: ზედსართავი სახელისა და მხოლობით რიცხვში მოცემული არსებითი სახელის კომბინაცია ზოგი ადამიანის გონებაში პრობლემის გადაწყვეტისადმი ერთი კონკრეტული მიდგომის წარმოდგენას ქმნის; მიდგომის, რომელშიც ატომები ან ვირთხები მოიაზრებიან და ლაბორატორიის ფარგლებში ხორციელდება. თუმცა, მასში გაცილებით მეტი იგულისხმება. ეს ტერმინი, ფაქტობრივად, მოიცავს მეთოდების რიგს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან დახვეწილობის ხარისხით იმისდა მიხედვით, თუ რა ფუნქციას ასრულებენ და მოცემულ მომენტში განვითარების რა ეტაპზეა მეცნიერება. ჩანართში 1. 5 წარმოდგენილია მეცნიერების ჩვეულებრივი განვითარების საფეხურები ან, უფრო რეალურად თუ ვიტყვით, ის საფეხურები, რომლებიც ყოველთვის ფიქსირდება მის განვითარებაში და რომელთა გამოწვევაც შეუძლიათ მეცნიერებს იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ინფორმაციას ეძებენ, ან რა ტიპის პრობლემის წინაშე დგანან. ტერმინის "მეცნიერული მეთოდი" ასახსნელად ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს II, III და IV ეტაპები. II ეტაპი შედარებით ნაკლები სირთულით ხასიათდება. ამ ეტაპზე მკვლევარი ფაქტებზე დაკვირვებითა და მათი ჩაწერით კმაყოფილდება და, სავარაუდოდ, კლასიფიკაციის გარკვეულ სისტემამდე მიდის. განათლების კვლევის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, კლასისა და სკოლის დონეზე, სწორედ ასე წარმოებს, მაგალითად, კითხვარებითა და შემთხვევების შესწავლით. III ეტაპზე მეტი დახვეწილობა და სირთულე შემოდის, ვინაიდან ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ფართო თეორიულ ჩარჩოში ცვლადებს შორის მიმართების დადგენას ცდილობენ. IV ეტაპი ყველაზე დახვეწილი და რთულია და ადამიანები ხშირად მხოლოდ მას მიიჩნევენ მეცნიერულ მეთოდად. მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, მარტივი ასოციაციის საზომებისგან განსხვავებით, მკვლევრები ქმნიან ექსპერიმენტულ სიტუაციებს, რომლებშიც წამოყენებული ჰიპოთეზების შემოწმების მიზნით ცვლადებით მანიპულირებენ. ეს პროცესი იწყება პირველადი, ჩამოუყალიბებელი იდეებიდან და უფრო ზუსტ ჰიპოთეზებამდე, მათ ემპირიულ შემოწმებამდე და შემდეგ ამ ჰიპოთეზების დადასტურებამდე ან მოდიფიკაციამდე მიდის (Kerlinger 1970).
ჩანართი 1.5
მეცნიერების განვითარების ეტაპები
ჩანართში 1. 5 მოცემული III და IV ეტაპების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეცნიერული მეთოდი მოცემულ სიტუაციაში არსებული ელემენტების მთელი ერთობლიობიდან ზოგიერთი ელემენტის ცნობიერი და მიზანმიმართული შერჩევით იწყებს მუშაობას. შედარებით მოგვიანებით, ჰიჩკოკმა და ჰიუზმა (1995: 23) შემოგვთავაზეს მეცნიერული მეთოდის რვაეტაპიანი მოდელი, რომელიც ეხმიანება კერლინგერის მოდელს და წარმოდგენილია ჩანართში 1.6.
ჩანართი 1.6
მეცნიერული მეთოდის რვაეტაპიანი მოდელი
ელემენტები, რომელთაც მკვლევარი ეჭიდება, ბუნებრივად უნდა ერგებოდეს მეცნიერულ ფორმულირებას. ეს ნიშნავს, რომ მათ რაოდენობრივი ასპექტი ექნებათ. ძირითადი სამუშაო ხელსაწყო იქნება ჰიპოთეზა, რომელიც, როგორც ვნახეთ, არის დებულება. ის მიუთითებს ორ ან მეტ არჩეულ ელემენტს შორის კავშირზე (ან ამ კავშირის არარსებობაზე) და ისეა ფორმულირებული, რომ ნათლად იძლეოდეს შემოწმების შესაძლებლობას. ამის შემდეგ მეცნიერები ირჩევენ ყველაზე შესატყვის მეთოდს და იწყებენ თავიანთი ჰიპოთეზების შემოწმებას.
ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•