environment, inform, interview, paraphrases, posture, psychology, qwelly, reflection, specification, specifies, structuring, summary, support, vocalizations, გარემოს_სტრუქტურირება, დაზუსტება, დაკონკრეტება, ვოკალიზაცია, თვალით_კონტაქტი, ინტერვიუირება, ინტერვიუს_გარემო, ინტერვიუს_შინაარსი, ინფორმირება, კონტექსტის_მიწოდება, მხარდაჭერა, პარაფრაზი, პოზა, რეფლექსია, სუმირება, ფსიქოლოგია, ქველი, ქცევითი_ინტერვიუს_ჩარჩო, ყინულის_გალღობა, შეკითხვის_სახეები, შეჯამება

ინტერვიუირება

      ინტერვიუირება შეფასების ერთ-ერთი ფორმაა და ის გამოიყენება კლიენტის პრობლემის ანალიზისა და ეფექტური ჩარევის სტრატეგიის დაგეგმვისათვის. ინტერვიუირება აუცილებელი, მოქნილი და მრავალმხრივი საკვლევი საშუალებაა. შეფასების მეთოდებიდან ის ყველაზე ხშირად გამოიყენება. ინტერვიუირების დროს ერთგავრი თერაპიული ურთიერთობის დასაწყისს აქვს ადგილი. მაშინ როცა ინტერვიუერი ინფორმაციას აგროვებს, მკურნალობის გეგმის მონახაზი და პრიორიტეტების დალაგება თავისთავად უნდა ხდებოდეს.

      არსებობს სხვადასხვა სახის ინტერვიუ, მაგრამ აქცენტს გავაკეთებთ ქცევითი შეფასების ინტერვიუზე, რომლის ფუნქციაც ორგვარია:

  1. კლიენტთან პოზიტიური თერაპიული ურთიერთობის და რაპორტის დამყარება;
  2. პრობლემის გამომწვევ და მის შემანარჩუნებელ ფაქტორებზე სპეციფიკური ინფორმაციის შეგროვება, რათა ადექვატურად მოხდეს კლიენტის პრობლემ(ებ)ის ფუნქციონალური ანალიზი.

      ზემოთ ნახსენები კომპონენტები ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიტიური თერაპიული ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში მეტია იმის შანსი, რომ კლიენტი წარმატებით ითანამშრომლებს პროფესიონალთან შეფასების და ჩარევის დროს. პრობლემის შესახებ სპეციფიკური ინფორმაციის

      შეკრების შემდეგ კი ინტერვიუერს შეუძლია გააკეთოს პრობლემის ფუნქციონალური ანალიზი, რის შემდეგაც სწორად შეარჩიოს და ეფექტურად დაგეგმოს ჩარევა.

ინტერვიუს შინაარსი

      ინტერვიუერის ვერბალური ან არავერბალური ქცევა დიდ გავლენას ახდენს კლიენტის ქცევაზე და პირიქით. ქვემოთ საუბარი იქნება ინტერვიუერის რამოდენიმე ქცევაზე, რომელიც სავარაუდოდ ფორმირებას უკეთებს ინტერვიუში მონაწილისა და ინტერვიუს ჩამტარებლის ურთიერთობას.

      იმის ყურადღებით მოსმენა, რასაც კლიენტი გვეუბნება, წარმატებული ინტერვიუირების ერთ-ერთი საფუძველია. გულისხმიერი მოსმენა კლიენტს უბიძგებს უფრო მეტად გახსნილი და მიზანმიმართული საუბრისაკენ. თუ ინტერვიუერი ყურადღებით არ ისმენს კლიენტის ნათქვამს, დიდია ალბათობა იმისა, რომ საუბარი აცდება თემას და იქნება არაპროდუქტული. რისი გათვალისწინება გვჭირდება ყურადღებით მოსმენისას?

  • თვალით კონტაქტი
  • პოზა
  • ვოკალიზაცია
  • "კლიენტის კვალ და კვალ"

თვალით კონტაქტი

      თვალით კონტაქტის სწორად განხორციელება ძალიან მარტივ პრინციპს მოიაზრებს: თუ შენ გინდა ადამიანს ესაუბრო, უყურე მას. თვალით კონტაქტი არის მიმართული მზერა კლიენტის სახის მიმართულებით, რომელიც ბუნებირივია და არ გულისხმობს მიშტერებას. მიშტერება მიუღებელია ინტერვიუერისთვის, ისევე როგორც არარეკომენდირებულია კლიენტზე თვალის არიდება.

      თვალით კონტაქტი კლიენტს მიანიშნებს:

      • რამდენად აინტერესებს ან არ აინტერესებს ინტერვიუერს პრობლემა

      • რამდენად მობეზრდა ან დაიღალა ინტერვიუერი

პოზა

      პოზა ინტერვიუერის სხეულის ენას გულისხმობს. სწორად შერჩეული პოზის დროს პირდაპირ უყურეთ კლიენტს, თავისუფალად და ოდნავ წინგადახრილი დაჯექით, გქონდეთ მეტყველი სახე (ღიმილი) და მხარდამჭერი ჟესტები (თავის დაქნევა, ხელის გახსნილი მოძრაობა). Pპოზა რაც შეიძლება ნაკლებად დაძაბული ბუნებრივი უნდა იყოს, რაც პრაქტიკაში თანდათანობით მიიღწევა.

      საჭიროა შუალედის დაცვა პოზის შერჩევის დროს – თქვენმა დაძაბულობამ შესაძლოა კლიენტიც დაძაბოს. თქვენმა ზედმეტად თავისუფალმა, მოშვებულმა პოზამ კი აფიქრებინოს კლიენტს, რომ მის პრობლემას არასერიოზულად ეკიდებით ან მოგწყინდათ.

ვოკალიზაცია

      ვოკალიზაცია მოიაზრებს ცვლილებებს ხმის ტემბრში, სიძლიერეში და მეტყველების სიჩქარეში.

      თითოეული ეს ნიუანსი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ მიეწოდა ინფორმაცია. ამის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ ინტერვიუერის ინტერესეზე ან უინტერესობაზე, შფოთვაზე ან სიბრაზეზე, მიმღებლობაზე ან მიუღებლობაზე კლიენტის მიმართ. საშუალო მაჩვენებლები ტემბრშიც, სიძლიერეშიც და სიჩქარეშიც ყველაზე ოპტიმალურია, თუმცა მნიშვნელოვანია ზოგჯერ მათი ცვლა, რათა მონოტონურ მეტყველებასთან არ გვქონდეს საქმე.

"კლიენტის კვალ და კვალ"

      "კლიენტის კვალდაკვალ გულისხმობს " კლიენტის მიერ წამოწყებული თემატიკის მიყოლას და ბოლომდე გავლას. ინტერვიუერი უნდა ცდილობდეს ყურადღებით უსმინოს და ამოწუროს ის საკითხი, რაზეც კლიენტი მოცემულ მომენტში საუბრობს. არ ღირს სხვა საკითზე გადახტომა ან ახალი საკითხის წამოჭრა მანამ, სანამ ერთი საკითხი ბოლომდე არ ამოიწურება.

პარაფრაზი

      პრაფრაზი ნიშნავს კლიენტის ნათქვამის შინაარსის რეფრაზირებას. პარაფრაზის დროს ყურადღება ექცევა ნათქვამის კოგნიტურ(აზრობრივ) და არა აფექტურ(ემოციურ) შინაარსს. კლიენტის მიერ ნათქვამი საკვანძო იდეები ინტერვიუერმა თავისი სიტყვებით უნდა გამოხატოს, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ წინადადების გრამატიკული სტრუქტურა იგივე რჩებოდეს. მაგ. თუ კლიენტის კომენტარი კითხვითი ფორმისაა, თქვენი პარაფრაზიც კითხვითი უნდა იყოს. სწორი პარაფრაზირება კლიენტის სიტყვების თუთიყუშივით გამეორებას არ ნიშნავს.

რეფლექსია

      რეფლექსია კლიენტის განცდების, ნათქვამის აფექტური ნაწილის რეფრაზირებას გულისხმობს. რეფლექსია პარაფრაზისგან განსხვავდება იმით, რომ ნათქვამის ემოციურ მხარეზე აკეთებს აქცენტს. ღეფლექსიით ინტერვიუერი კლიენტს ეუბნება, რომ ესმის მისი განცდების და უბიძგებს სხვა განცდებზე სასაუბროდ.

სუმირება(შეჯამება)

      სუმირება ორი ან მეტი პარაფრაზის ან რეფლექსიის ჯამია. სუმირება გამოიყენება კლიენტის ნათქვამის სხვადასხვა ელემენტის დასაკავშირებლად, ძირითადი თემების გამოსაყოფად, შეხვედრის მიმართულების მისაცემად. კარგი შეჯამება მოკლეა, ორგანიზებულია და მიმართულია იმ ძირითად თემატიკაზე, რასაც კლიენტი საუბრისას შეეხო.

მხარდაჭერა

      მხარდაჭერა არსებობს ვერბალური და არავერბალური. ის ამცნობს კლიენტს, რომ შენ უსმენ მას და გსურს რომ განაგრძოს საუბარი.

      მხარდაჭერის ერთ-ერთი ფორმაა ,როცა იმეორებთ კლიენტის ნათქვამიდან ერთ-ორ მნიშვნელოვან სიტყვას. სხვა ფორმაა ისეთი ისტყვები, როგორებიცაა: მესმის თქვენი, გასაგებია, დიახ, განაგრძეთ, აჰა, და, შემდეგ.

      რავერბალურ მხარდაჭერას მიეკუთვნება თავის დაქნევა, ხელებით ჟესტიკულაცია.

შეკითხვის სახეები

      შეკითხვა არის კითხვითი ფორმის ფრაზა, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად.შეკითხვა შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადი ან დეტალური, სპეციფიკური ინფორმაციის მისაღებად. არსებობს შეკითხვების ორი სახე: ღია ტიპის შეკითხვა და დახურული ტიპის შეკითხვა.

      ღია ტიპის შეკითხვა იწყება სიტყვებით: რა, ვინ, როგორ, როდის, სად, რომელი. ღია ტიპის შეკითხვას აუცილებლად სრული პასუხი სჭირდება, მოითხოვს დისკუსიას და ვერ უპასუხებ "კი" ან "არა"-ს. ამ ტიპის შეკითხვის დასმის შემდეგ კლიენტს შეგვიძლია ვთხოვოთ – მომიყევით ამის შესახებ, ამიღწერეთ , ამიხსენით. ღია ტიპის შეკითხვებით მუშაობა ეფექტურია ინტერვიუირების დასაწყისში, მაშინ როცა მაქსიმალური ინფორმაცია გვჭირდება კლიენტისგან.

      დახურული ტიპის შეკითხვა შეიძლება დაგჭირდეთ მაშინ, როცა გინდათ გაიგოთ კონკრეტული ფაქტის შესახებ ან გაინტერესებთ კონკრეტული ინფორმაცია. ამ ტიპის შეკითხვებზე პასუხი შეიძლება იყოს ძალიან მოკლე, კი ან არა. დახურული შეკითხვები გამოიყენება სპეციფიური ინფორმაციის მოსაპოვებლად და ინტერვიუს ფოკუსის დასავიწროვებლად.

დაკონკრეტება

      დაკონკრეტება არის მოკლე, მიმართული შეკითხვა იმისათვის, რომ კლიენტმა მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია კონკრეტული და სპეციფიკური დეტალის შესახებ. იგი გამოიყენება კლიენტის ნათქვამში "ჩავარდნების" შესავსებად. ანუ იმის გასაგებად, რაც კლიენტს არ უთქვამს და ჩვენ გუინდა რომ მოვისმინოთ. დაკონკრეტება იძლევა იმის საშუალებას, რომ ინტერვიუერმა არ დაამატოს საკუთარი აზრები, ინტერპრეტაციები კლიენტის ნათქვამს. დაკონკრეტების მეშვეობით ვრწმუნდებით, რომ კლიენტის პრობლემის აღწერა იმდენად სრულყოფილია, რომ ინტერვიუერს ესმის პრობლემა მთლიანად და მისი კონტექსტი.

დაზუსტება

      დაზუსტება შედგება შეკითხვებისაგან, რომლესაც ხშირად შემდეგი ფორმა აქვს: "თქვენ ამბობთ რომ...", "ესე იგი თქვენ იგულისხმეთ ..." რასაც შემდეგ მოყვება კლიენტის უკვე ნათქვამის გამეორება ან რეფრაზირება. დაზუსტება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ხელმეორედ დავრწმუნდეთ კლიენტის ნათქვამის სიზუსტეში. დაკონკრეტებისაგან განსხვავებით, დაზუსტების შემთხვევაში ჩვენ დაინტერესებული ვართ არა იმის გაგებით, რაც კლიენტს არ უთქვამს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამოწმებთ რამდენად სწორად გავიგეთ ის, რაც გვითხრეს.

ინფორმირება

      ინფორმირება გულისხმობს კლიენტისათვის ობიექტუერი ინფორმაციის მიწოდებას ადამიანებზე, აქტივობებზე, პროცედურებზე. ინფორმირებით შეიძლება დაეხმაროთ კლიენტს, მოახდინოს სავარაუდო ალტერნატივების აღმოჩენა. როცა ინფორმირებას ახორციელებთ სასურველია თქვენი რეპლიკა იყოს გასაგები, პირდაპირ მიმართული და კონკრეტული. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ინფორმირება განსხვავდება რჩევისაგან. რჩევის მიცემისას ხდება გარკვეული გამოსავლის შეთავაზება ან იმ ქმედებათა ჩამონათვალის მიწოდება, რაც გამოსავლამდე მიგვიყვანს. ინფორმირების დროს უნდა მივაწოდოთ ადამიანს ადექვატური, სანდო ინფორმაცია რაიმე საკითხთან ან სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ დროს არ ხდება იმაზე საუბარი თუ როგორ უნდა მოიქცეს ის(ანუ არ ვაძლევთ რჩევას). გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევა, კლიენტი თვითონ მიიღებს ან არ მიიღებს.

ინტერვიუს გარემო

პირველადი მიღება

      პირველადი მიღებისას მნიშვნელოვანია გაცნობა. ამ დროს ვესალმებით კლიენტს მიღებული მისალმების ფორმით, წარვუდგენთ ჩვენს თავს - იმისათვის რომ კლიენტმა იცოდეს როგორ მოგმართოთ. სასურველია საკუთრი სტატუსის, პოზიციის და ჩინის დასახელება.

გარემოს სტრუქტურირება

      მისალმების შემდეგ თქვენ მიუძღვებით კლინტს იმ სივრცეში, სადაც შეფასებით ინტერვიუს ექნება ადგილი. გარემოს რტრუქტურირება ნიშნავს: კარის დახურვას (და არა ჩაკეტვას), ამით კლიენტს ვუქმნით მყუდრო გარემოს; კლიენტისთვის დასაჯდომი ადგილის მინიშნებას; საკუთარ ადგილზე სახით კლიენტისკენ მოთავსებას.

ყინულის გალღობა

      "ყინულის გალღობა" საჭიროა იმისთვის, რომ ინტერვიუზე ახლადმოსულ ადამიანს მოეხსნას დაძაბულობა. ამ დროს ინტერვიუერი ზოგჯერ იყენებს ზოგად სოციალურ ფრაზებს, მაგრამ არ ავიწყდება, რომ ძირითადი ფოკუსი კლიენტის პრობლემაა. ასეთი ფრაზა შეიძლება იყოს: "როგორ ხართ დღეს?", "ადვილად მომაგენით?". აღსანიშნავია, რომ "ყინულის გალხობის" მთავარი მიზანი პრობლემაზა კონცენტრირებაა, შესაბამისად ადგილი უნდა ჰქონდეს იმ ინფორმაციის მოკლე შეჯამებას, რაც უკვე იცით კლიენტის შესახებ.

კონტექსტის მიწოდება

      კონტექსტის მიწოდებისას კლინეტს ვეუბნებით თუ რა მოხდება ინტერვიუს მანძილზე, რამდენი ხანი გაგრძელდება ის, და ვეუბნებით ინფორმაციის კონფიდენციალობის თაობაზე. მოკლედ უნდა ავხსნათ ის, თუ პროცედურულად როგორ მიდის ინტერვიუ - დასმული იქნება შეკითხვები, შეკითხვები შეიძლება ზოგჯერ ძალიან დეტალურ ინფორმაციას ითხოვდეს და ეს საჭიროა პრობლემის კარგად გაანალიზებისათვის, პარალელურად ჩავიწერ ინფორმაციას, რადგან მისი აღდგენის საშუალება მქონდეს. კონფიდენციალობა გულისხმობს, რომ არავის ეცოდინება კლიენტის და მისი მკურნალობის პროცესის შესახებ. გამონაკლიესბია შემთხვევები, როცა კლიენტის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს, ან პროფესიული სუპერვიზია (ამ დროს ნებას ვიღებთ კლიენტისგან). ვეკითხებით კლიენტს აქვს თუ არა რაიმე შეკითხვები და ვამცნობთ, რომ შეკითხვის დასმა შეუძლია ნებისმიერ დროს.

ინტერვიუს დასასრულისკენ წარმართვა

      ინტერვიუს დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ინტერვიუერმა უნდა უთხრას კლიენტს, რომ ინტერვიუ მთავრდება. ინტერვიუერმა უნდა გააკეთოს შეხვედრის მოკლე შეჯამება, რომლის დროსაც კლიენტი ჩართული უნდა იყოს დაზუსტებების თვალსაზრისით. ბოლოს უნდა ვკითხოთ რესპოდენტს ხომ არა აქვს რაიმე შეკითხვები.

საშინაო დავალება და მომავალი შეხვედრის დაგეგმვა

      პირველი შეხვედრის ბოლოს შესაძლებელია საშინაო დავალების მიცემა. ინტერვიუირება დროში შეზღუდული პროცესია, ამდენად ყველა იმ ინფორმაციის მიღებარაც გვჭირდება, ერთ შეხვედრაზე შეუძლებელია. ამიტომ საშინაო დავალების მიცემა უპრიანია ინფორმაციის შევსების თვალსაზრისით. საშინაო დავალება შეძლება იყოს ბავშვის პრობლემური ქცევაზე მშობლის დაკვირვება, თვითდაკვირვება, დღიურის წარმოება, რაიმე კითხვარის ან ცხოვრების ისტორიის ფორმის შევსება და ა.შ.

      მომავალი შეხვედრის დაგეგმვა კი გულისხმობს მომავალში განსახორციელებელი აქტივობების კლიენტისათვის აღწერას, დროზე შეთანხმებას, დახმარების ფორმების ერთად განხილვას. ამგვარი ინფორმირებულობა ეხმარება კლიენტს განაგრძოს მკურნალობა.

ქცევითი ინტერვიუს ჩარჩო

  1. პრობლების იდენტიფიკაცია – რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე? Mმიზეზი, რის გამოც მოვიდა ჩემთან.
  2. სხვა პრობლემები - კიდევ რა აწუხებს?
  3. პრიორიტეტების გამოკვეთა – რითი უნდა მუშაობის დაწყება? რაში შემიძლია დავეხმარო მე?
  4. პრობლემური ქცევების აღწერა - აფექტური, კოგნიტური, სომატური მახასიათებლები.
  5. პრობლემური ქცევების აღწერა - ქცევის განზიმილებები – სიხშირე, ხანგრძლივობა, ინტენსივობა.
  6. როდის დაიწყო პრობლემური ქცევა - პირველად როდის გამოვლინდა და რას შეძლება დავუკავშიროთ?
  7. რა არის წინაპირობები და რა შედეგს ვიღებთ – ABC–ის ფორმატს მიხედვით ვკრეფთ ინფორმაციას.
  8. მიზნის განსაზღვრა – რისი შეცვლა უნდა კლიენტს? როგორ შეიძლება ამის დაგეგმვა.
  9. კლიენტის ძლიერი მხარეები - რა გამოსდის კარგად, რა გამკლავების მექანიზმები აქვს.
  10. სავარაუდო განმამტკიცებლები - ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის კლიენტისთვის წამახალისებელი.
  11. როგორ ესმის კლიენტს პრობლემა თავად - კლიენტი თვითონ აღწერს საკუთარ პრობლემას.

ტეგები: environment, inform, interview, paraphrases, posture, psychology, qwelly, reflection, specification, specifies, მეტი...structuring, summary, support, vocalizations, გარემოს_სტრუქტურირება, დაზუსტება, დაკონკრეტება, ვოკალიზაცია, თვალით_კონტაქტი, ინტერვიუ, ინტერვიუირება, ინტერვიუს_გარემო, ინტერვიუს_შინაარსი, ინფორმირება, კონტექსტის_მიწოდება, მხარდაჭერა, პარაფრაზი, პოზა, რეფლექსია, სუმირება, ფსიქოლოგია, ქველი, ქცევითი_ინტერვიუს_ჩარჩო, ყინულის_გალღობა, შეკითხვის_სახეები, შეჯამება

ნახვა: 1252

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp: when the EA Sports FC 24 release date arrives

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 4:44am 0 კომენტარი



That means Ultimate Team, Career Mode, Clubs (previously Pro Clubs), and VOLTA Football will be included once again when the EA Sports FC 24 release date arrives. We’ll take you through all the details below. From September 25th, the EA Sports FC 24 bundle is available for FC 24 Coins pre order.

If you want access to the upcoming game as soon as possible you will want to place a pre order for it, which means you will also want…

გაგრძელება

There is a mastery skill

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 4:40am 0 კომენტარი



Here's how I did it.

There is a mastery skill that gives 5% attack speed to each mob at close range, with it we can hit 100 attacks per second with minimal investment in attack speed.

How we survive pulling a lot of mobs:

For pulling mobs, we have a 4 liter configuration POE currency trade with unusual tornadoes, different recoil, health boost on hit, and brutality (we also use fire avatars), making…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters