ვლადიმერ ბერძენიშვილი • Vladimer Berdzenishvili

ვლადიმერ ბერძენიშვილი, ladime berdzenishvili, vladimer berdzenishvili, changing, chant, chanters, folk, galoba, georgian chant, qwelly, ბიოგრაფია, ბიოგრაფიები, გალობა, მგალობლები, ფოლკლორი, ფონდი ქართული გალობა, ქართული გალობა, ქართული ფოლკლორი, ქველი, გურია, გურული, guria

1885 - 1977

      ბანის ერთ-ერთი საუკეთესო მომერალთაგანია გურიაში. ამას მაქსიმ გორკისთან სტუმრად მყოფმა ფრანგმა მწერალმა და მუსიკოსმა რომენ როლანმაც ხაზი გაუსვა, როცა ერთი და იგივე სიმღერის ბანი მისგან სხვადასხვა ვარიანტებში მოისმინა, თანაც ისიამოვნა მისი ძარღვიანი, ხავერდოვანი ბანით.

      თხუთმეტი წლისამ სამუელ ჩავლეიშვილისა და ვარლამ სიმონიშვილისაგან მრავალი სასიმღერო მასალა შეიძინა. მამის ადრე გარდაცვალების გამო დიდხანს ოჯახში – გოგოლესუბანში – ცხოვრობდა, მიწას ამუშავებდა, ოჯახს არჩენდა.

      მაგრამ სიმღერის ეშხმა და ხალხისათვის სამსახურმა იგი თბილისში ჩამოიყვანა და თვრამეტი წლის (1924-1942) განმავლობაში ბანის ღუღუნით ხალხში ატრიალა. ადრე ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში, შემდეგ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის გურული ფრთის მეთაურად და მომღერლად ამყოფა. თუ ერთი მხრით გაისმოდა «ურმული», «ოროველა» და საგუნდო «ჰეგი-ოგა» მიხო ჯიღაურისა და ახალგაზრდა კახელ მომღერალთა შესრულებით, მეორე მხრივ ასევე და შეიძლება უფრო მეტი წარმატებით ისმენდნენ გურული კრიმანჭულიან სიმღერებს ალექსანდრე მახარაძის მეთაურობით, სადაც ერთერთი წამყვანი მომღერალი ვლადიმერ ბერძენიშვილი იყო.

      - ჩემს სიცოცხლეს მირჩევნია იმ წუთების მოგონება, როცა კრემლის დიდ დარბაზში, პირველი დეკადის (1937 წ.) დროს შევასრულეთ «ხასანბეგურას» და «ალიფაშას» უძველესი ვარიანტები, რაც ჩვენდა მოულოდნელად მოხდა.

      რკინიგზის მუშების გურული სიმღერების მომღერალთა გუნდის შექმნა დაავალეს, რომელსაც სოფელში გადასვლამდე მონდომებით გაუძღვა.

      სოფელში 1945 წლიდან დაიწყო მუშაობა რაიონის კულტურის სახლთან არსებული მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელად, რომელმაც ჩოხატაურის რაიონი გამოაჩინა მეექვსე და მეშვიდე ოლიმპიადებში.

      ამის შემდეგ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

      კარგი მაჩვენებლებით გამოვიდა მერვე რესპუბლიკურ ოლიმპიადაშიაც. ამ ოლიმპიადებში მონაწილეობდა ხანდაზმული მომღერალი ერმალო სიხარულიძე და მომღერალი-მოლექსე კ. რამიშვილი. ფართოდაა ცნობილი უკანასკნელის საოხუნჯო ლექსები.

"ფონდი ქართული გალობა"

ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, გალობა, გურია, ფოლკლორი, ქველი

ნახვა: 416

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters