რელიგია და ღმერთი

ანთროპოლოგიის ისტორიაში თითქმის არ მოიპოვება დროის ისეთი მონაკვეთი, როდესაც საზოგადოება ყოფილიყოს სრულიად არარელიგიური. თავად სიტყვა რელიგიას შემდეგნაირად განმარტავდნენ სხვადასხვა დროის მოაზროვნენი. რომაელ ფილოსოფოსს, ორატორს, პოლიტიკურ თეორეტიკოსს მარკუს ტულიუს ციცერონს მიაჩნდა რომ სიტყვა რელიგია, ნაწარმოებია ლათინური ზმნისგან „relegare” (ხელახლა შეკვრა, კვლევ განსჯა, ისევ დაფიქსირება), რაც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს ღვთისმოსაობას. ადრეული ეპოქის ქრისტიანი მწერალი ლუციუს კაეცილიუს ფირმანიუს ლაქტანციუს, რელიგიას ასე წარმოადგენდა - ის უნდა მომდინარეობდეს ლათინური ზმნისგან „religare” - რაც შეერთებას, დაკავშირებას ნიშნავს. ციცერონის აზრს ითვალისწინებს ნეტარი ავგუსტინეც, როდესაც ამბობს რომ სიტყვა რელიგიის საწყისი იყო ზმნა - „relegare“, თუმცა მისი განმარტებისას ავგუსტინე ავრელიუსი ამბობს რომ, ესაა ხელახლა შემოერთება, თვითონ რელიგია კი ადამიანსა და ღმერტს შორის ოდესღაც არსებული კავშირის აღდგენა-განახლებაა. ტერმინ რელიგიის გერჰარდ ლენსკი განსაზღვრისას როგორც „სისტემას რწმენათა ძალებისა, რომლებიც საბოლოო ჯამში მართავენ ადამიანის ბედს, და მასთან დაკავშირებული რიტუალებისა, რომელიც გამოიყენება განსაზღვრული ჯგუფის წევრი ადამიანების მიერ.

იუდაისტურ ტრადიციაში, ადამიანის გაჩენის დღიდან, ადამიანს ჰქონდა ცოცხალი რწმენა ერთი, ჭეშმარიტი ღმრთისა, მიუხედავად კაცობირობის ისტორიის ხანგრძლივ პერიოდში ხშირი გადაცდენებისა, მაინც შენარჩუნდა ღმერთის, როგორც ერთისა და უზენაესის რწმენა. მაგრამ მეცნიერება მოგვითხრობს სხვა რელიგიურ სახეებზეც. ერთ-ერთი უძველესი რელიგიური ფორმა იყო ანიმიზმი.

ანიმიზმი არის რელიგიის ერთ-ერთი უძველესი ფორმა და მისი არსი მდგომარეობს სულის ან სულების რწმენაში, ანიმიზმის წარმოშობა განსაზღვრა განვიტარების დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანის წარმოდგენამ გარემომცველ ბუნებაზე. ადამიანს თავისი თვისებები და უნარები ირგვილ არსებული მატერიალირ საგნებზე და ობიექტებზე გადაჰქონდა და ასულიერებდა მათ. საკუთარი ჩრდილი, წყალში დანახული საკუთარი ორეული, სიზმარი, ჰალუცინაციები მას რეალურად ჰქონდა წარმოდგენილი. ტერმინი ანიმიზმი მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან „anima“, რაც „სულს“ ნიშნავს.

რელიგიის უძველეს ფორმებს განეკუთვნება ფეტიშიზმი და ტოტემიზმი.

ტერმინი ფეტიშიზმი პორტულაგიური წარმოშობისაა და გაკეთებულს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ პორტუგალიელი მოგზაურების საგნებს, რომელთაც თაყვანს სცემდნენ აფრიკის ხალხები. ფეტიშიზმი არის რელიგიის ფორმა, რომელიც უსულო, მატერიალურ საგნებს ზებუნებრივ თვისებებს მიაწერს. ფეტიშად სხვადასხვა საგანი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ქვები, მინერალები, ლითონები, ძვლები, ბუმბულები, ცხოველთა სხეულის ნაწილები. ფეტიშიზმის მცირე გამოვლინებად შეიძლება ჩავთვალოთ დღევანდელობასი არსებული მაგიური, ავი თვალისგან დამცავი ქვა - გიშერი და ასევ, დღემდე შემონახული ავგაროზის მაგიური ძალები და ა.შ.

რაც შეეხება ტოტემიზმს, ეს არის რწმენა-წარმოდგენები იმისა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან გვარის წინაპარი იყო რომელიმე ცხოველი, ანდა იშვიათად ფრინველი და მცენარე, შესაძლოა ბუნების მოვლენებიც. ტოტემური ცხოველის მოკვლა, ჭამა ან ზიანის მიყენება იკრძალებოდა. დღეს ტოტემიზმის კვალს ვნახავთ აფრიკის, ინდოეთის, ოკეანეთის ხალხებში, თუმცა ტოტემიზმის კლასკურ ქვეყნად ავსტრალია ითვლება.

საინტერესოა მაგიის, როგორც რელიგიური რწმენის ობიექტის როლიც კაცობრიობის ისტორიაში. მაგია ზოგჯერ ჯადოქრობასთნ იგივდება. იგი რელიგიის უძველესი ფორმაა, თუმცა ჯ. ფრეზერი უფრო მეტად მაგიისა და მეცნიერების კავშირზე მიუთითებდა, ვიდრე მაგიისა და რელიგიის. მაგიას მეცნიერული ტერმინად იყენებდნენ რენესანსის ხანის მოღვაწეები.

მაგიის, როგორც რელიგიის ფორმის განმატებისას აღინშნავენ, რომ ეს არის ადამიანსა და ბუნების საგნებს შორის არსებული ისეთი ძალა, რომლითაც დასახეული მიზანი მიიღწევა. მაგიის საგანგებო ფორმად ითვლება ზიანის მომტანი, ანუ შავი მაგია. სხვადასხვა ხალხში მაგიურ იარაღად მიიჩნეოდა ისეთი მცენარეები ან ნივთები, რომლებიც ზიზღს, შიშს იწვევდა ადამიანებში, მაგალითად გველის გამხმარი ტყავი.

უფრო მოგვიანებით, რელიგიურ რწმენა წარმოდგენები ივსება მითოლოგიით. მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური) მნიშვნელობის მქონდე ტრადიციული ამბავი. ტერმინი მითოლოგია აღნიშანვს მითების ერთობლიობას, როგორც სისტემას და მათ ინტერპრეტაციასაც. ცნება, მითოგრაფია ანუ მითების აღწერა, აღნიშნავს ანტიკური სამყაროდან მოყოლებული შემოქმედების სახეს, რომელიც სპეციალურად მიღების ჩაწერასა და რეკონსტრუქციას გულისხმობდა. მითოგრაფოსი იწერდა უკვე ცნობილ მითებს და ახდენდა მათ სისტემატიზაციას სპეციალურ კრებულად.

ფილოსოფიის და თეოლოგიის განვითარებასთან ერთად ჩნდება პრობლემა ღმერთის, როგორც რელიგიის მთავარი „ატრიბუტის“ არსებობის უტყუარობის შესახებ. მოგეხსენებათ რომ კაცობრიობის განვითარებს გზაზე, ზემოხსენებულ რელიგური რწმენაწარმოდგენებში არ იდგა პრობლემა ღმერთის არსებობისა, იქ უბრალოდ ღმერთის როგორობაზე საუბრობდნენ, მის რაობასა და გამოვლინებებზე. ახლა კი ჩვენ მივადექით ეპოქას, სადაც უკვე ვსაუბრობთ არსებობს კი თავად ღმერთი.

ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, მაშინ როდესაც ფილოსოფია იყო აზროვნების ერთადერთი გამოვლინება, პლატონი იწყებს მსჯელობას ღმერთის არსებობის შესახებ.

სამყაროში არსებობს წესრიგი, მაშასადამე უნდა ჰყავდეს მომწესრიგებელიც. ეს მომწესრიგებელი არის უზენაესი და არის ღმერთი. მაგრამ ამას თავად პლატონმა უპასუხა შეკითხვით - იქნებ სამყარო ასეთი შემთხვევით შეიქმენა?

ყველა დროში და ყველგან ადამიანებს სწამდათ ღმერთი, ეს არის გარანტი იმისა რომ ის არსებობს. ამასაც თავად აყენებს ეჭქვეშ - იქნებ ეს ღმერთი ადამიანებმა თავად გამოიგონეს და შემდეგ თაობიდან თაობას გადასცეს?

მესამე, მტკიცება რომელზეც იწყებს საუბარს პლატონი, ეს არის მოძრაობა.

სამყაროში ჩვენ ვხედავთ მოძრაობას, ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივაა მოძრაობს, მაგრამ რაც მოძრაობს ის აუცილებლად იმოძრავება სხვისგან, შესაბამისად ყველანი მოძრავები ვართ და ყველას გვაქვს მიზეზი - ამმოძრავებელი. ეს სამყარო რადგან მოძრავია, მას უნდა ჰქონდეს ამოძრავების მიზეზიც. მაგრამ იმ ამმოძრავებელსაც თავისი მიზეზი და ასე დაუსრულებლად. მაშასადამე, ღმერთი არის ისეთი ამმოძრავებელი, რომელიც სხვასაც ამოძრავებს და საკუთარ თავსაც.

არისტოტელესთვის მსგავსი დეფინიცია მიუღებელი იქნებოდა, რადგან ის მაინც იდგა იმ განსაზღვრებაზე რომ ის რაც მოძრაობს, ან სხვას ამოძრავებს უეჭველად თავადაც ამოძრავებული იქნება სხვის მიერ, იქნება ცვალებადი და ცვალებადობა კი ღმერთისთვის ყოვლად მიუღებელია. ამიტომ არისტოტელეს შემოაქვს ღმერთის იმგვარი ახსნა, რომლითაც ღმერთი არსებობს, მაგრამ სინამდვილეში ღმერთი არ არსებობს, არსებობის მიღმაა. არისტოტელეს ღმერთი სრულიად ტრანცედენტულია. ის არ ამოძრავებს სამყაროს, რადგან მოძრაობას და ამოძრავებელს უნდა ჰყავდეს მიზეზი. არისტოტელეს ღმერთი არის უძრავი მამოძრავებელი. თავად ღმერთი სრულიად გამიჯნულია, მიღმიერი ამ სამყაროსგან და არასოდეს არ ერევა მასში, მაგრამ ამ სამყაროს ბიძგი სწორედ მისგან მიეცა, მან აამოძრავა და ეს ამოძრავების საშუალება იყო სიყვარული. სიყვარულით ამოძრავებს ღმერთი სამყაროს, მაგრამ თავად ღმერთს არც მოძრაობა და არც სიყვარული არ მიეწერება, ის მათ მიღმაცაა.

ანტიკურ პერიოდის კიდევ ერთი წარმომადგენლები, სტოელები, (სტოელები იმიტომ ეწოდათ რომ ტაძრის იმ ნაწილში ჰქონდა სკოლა რომელსაც სტოა ჰქვია) ღმერთის არსებობას სამი მიზეზით ხსნიდნენ. პირველი იყო გონების უპირატესობაში. სამყაროში არსებობს გონება, რომლითაც ხდება ადამიანების დიფერენცირება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ არსებობს გონება რომელთანაც გვაქვს კავშირი, რომელიც არის უზენაესი გონება და მისგან მოდის მცირე გონებრივი გამოვლინებები ადამიანებში. აი ის უზენაესი გონება არის ღმერთი.  

სტოელთა მეორე მტკიცებას წარმოადგენდა სამყაროს სულიერობით აეხსნა ღმერთის არსებობა. ეს უპირველესად მაინც მოძრაობას და სულიერი არსებებს უკავშირდებოდა, სამყაროს სულიერობა გონებრიობაშიც ვლინდებოდა და შესაბამისად უნდა არსებულიყო უზენაესი სული, რომ არ მომხდარიყო მუდმივი რეინკარნაცია და სულთა გადასახლებანი.

სტოელები ამჩნევდნენ რა სამყაროს მოწყობის სიბრძნეს, წესრიგს, მესამე მტკიცებად სწორედ ეს უზენაესი სიბრძნის, როგორც ღმერთის არსებობის მტკიცების საბუთი ისე გამოიყენეს.

როგორ ხსნის ნეტარი ავგუსტინე სამყაროში ღმერთის არსებობის აუცილებლობას?  მისთვის ეს სამყარო მოწყობილი გარკვეული იერარქიით და დაბალგანვითარებულიდან უფრო ზედა განვითარებულისკენ მიიწევს. ასე მაგალითად, ჩვენ ვხედავთ სამყაროში ქვებს, უმოძრაო მატერიებს, ასევე არიან ბალახები, რომელებსაც გარდა მყოფობისა აქვთ ზრდადობის ფუნქციაც, არიან ცხოველები - რომლებსაც ეს ორივე შეუძლიათ და ამასთან მოძრაობაც, აქვთ ინსტიქტები... უფრო ზედა საფეხურზე დგას გონიერი არსებები - ადამიანები რომლებსაც გონებით განსჯის უნარი აქვთ და ამ გონებით წვდებიან იმ სიმაღლეებს, რომელიც დგას გონებაზე მაღლა - მათემატიკა და ფუნდამენტალური პრინციპები (სიბრძნე, ჭეშმარიტება)... თუკი ეს პრინციპები არის გონიერ არსებებზე მაღლა, მაშ ამ პრინციპების შემქნელიც უნდა იყოს რაღაც უზენაესი, რომელიც ყოველგვარ არსებაზე მაღლა იდგება. ეს არის ღმერთი.

აღმოსავლურ კულტურასაც რომ შევეხოთ, აქ გამოვყოფ ღმერთის არსებობის მტკიცების კოსმოლოგიური არგუმენტს, რაც მდგომარეობდა იმაში რომ სამყაროს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა შემოქმედი, რომელიც ავტომატურად ხდებოდა უზენაესი ღმერთი. თუკი სამყაროს მოვიაზრებთ შეუქმნელად, თუკი ვიტყვით რომ სამყარო ყოველთვის არსებობდა მაშინ მაშინ არ დადგებოდა დრო, როდესაც სამყარო ჩვენამდე მოაღწევდა. ამას შემდგომში თომა აქვინელი უფრო კარგად ასაბუთებს, როცა საუბრობს სამყაროს დასასრულის აუცილებლობაზე. თუკი ჩვენ ვიმყოფებით დროის გარკვეულ მონაკვეთში და ამის შემდეგ სამყარო დაუსურლებელია და მუდამ უნდა იყოს, მაშ ჩვენ ვერასოდეს მივალთ მის ბოლოსთან ხომ ასეა??? მითუმეტეს რომ ბოლო არ არსებობს. საქმე ისაა რომ სადღაცამდე ვერ მივალთ. მაშ სამყაროს რომ დასაწყისიც არ ჰქონოდა, ის ვერასოდეს ვერ მოვიდოდა ჩვენამდე, ვინაიდან დაუწყებელი ვერ დროში განივრცობოდა.

ანსელმ კენტერბერიელი, წარმოშობით იტალიელი ფილოსოფოსი, ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად, აუცილებლად მიიჩნევდა უპირველესად ღმერთის განმარტებას. მას მოაქვს ღმერთის არსებობის სამი აპოსტერიორული ანუ ცდაზე, ფაქტებზე დამყარებული დასაბუთება დასაბუთება:

პირველი დასაბუთების ამოსავალი წერტილი ასეთია: ობიექტურ სამყაროში არსებობს ურიცხვი სიკეთე, რომელთა სხვადასხვაობაც ასევე ურიცხვია, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შედეგადაა შესაძლებელი, რომ ისინი თავისთავად კი არ გვევლინებიან სიკეთედ, არამედ მეტად თუ ნაკლებად წილნაყარნი არიან თვითმყოფსა და თავისთავად სიკეთესთან. მაშასადამე, უნდა არსებობდეს ასეთი სიკეთე - თვითმყოფი და თავისთავადი, და ის უზენაესი უნდა იყოს, ვინაიდან არანაირი სიკეთე რომელიც სხვისი მეშვეობით არსებობს, არ შეიძლება აღემატებოდეს უზენაეს სიკეთეს. უზენაესი სიკეთე არის ღმერთი.

მაგრამ ამ არგუმენტის პასუხად ისიც კმაროდა, რომ დავუშვათ არანაირი უზენაესი და თვითმყოფადი და თავისთავადი სიკეთის ნაწილები არ ყოფილიყვნენ, უბრალოდ არსებობს დიდი სიკეთე და არსებობს მცირე სიკეთე.

მეორე დასაბუთების საფუძველი გრძნობად საგანთა არსებობაა, რომელნიც გულისხმობენ პირველსა და უზენაეს მიზეზს, არსებობას რომ ანიჭებს მათ. ესპირველი მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს, რადგან ამნაირი მიზეზი მრავარლი რომ ყოფილიყო, მაშ მათ თავისით ან ერთმანეთის მეშვეობით უნდა ეარსებათ, რაც კვლავ გვავარაუდებინებდა ერთიან ბუნეას, რისი წყალობითაც ისინი თავისით ან ერთმანეთის მეშვეობით არსებობენ. ეს კი კვლავ მიგვიყვანდა ერთობასთან და ასე დაუსრულებლად. მაგრამ ყოველი საგნის ერთადერთსა და თავისთავად მიზეზს ჩვენ ვუწოდებთ ღმერთს.

ამ არგუმენტზეც არ შეჩერდა ანსელმი, ვინაიდან ხედავდა მის ნაკლოვანებას. რატომ იყო აუცილებელი არსებულიყო ყოველი საგნის ერთადერთი და თავისთავადი მიზეზი? იქნებ ისნი უბრალოდ ერთმანეთისგან იღებენ საწყისს და თუნდაც ასე დაუსრულებლად?

მესამე დასაბუთებას საფუძვლად უდევს საგანთა სიკეთისა და სრულქმნილების ხარისხთა სხვადასხვაობა. ეს გრადაცია არ შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს. ის უნდა დასრულდეს უსასრულოდ სრულქმნილი არსებით, რომელიც ყოველგვარ გრადაციაზე მაღლა დგას. ამნაირი არსება ერთი უნდა იყოს, ვინაიდან რამდენიმე უსასრულოდ სრულქმნილი არსება რომ არსებობდეს, ამ შემთხვევაშიც გვექნებოდა ერთიანი ბუნება, რომლის წყალობითაც ისინი უსასრულოდ სრულქმნილნი არიან. ასე რომ, საბოლოო ანგარიშით, იძულებულნი იქნებოდით კვლავ დაგვეშვა ერთობა და ერთადერთობა. ხოლო უსასრულოდ სრულქმნილი არსებას ჩვენ ვუწოდებთ ღმერთს.

ანსელმი არ სჯერდება ამ აპოსტერიორულ დასაბუთებებს და ცდილობს მოძებნოს ისეთი ახსნა, რომლითაც ამ სამივეს ჩაანაცვლებდა და მათ არსებობას საერთოდ ზედმეტს გახდიდა. და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ თავად ღმერთის ცნებიდან გამოეყვანა მისი არსებობის დამტკიცება.

დაიწყო ღმერთ განმარტება - როდესაც ღმერთზე ვფიქრობთ, ჩვენ ის წარმოგვიდგება უზენაეს არსებად, ისეთადრომ შეუძლებელია მასზე მაღლა მდგომი არსება წარმოვიდგინოთ. მართალია ღმერთის არსებობის უარმყოფელი არ აღიარებს რომ ამნაირი არსება სინამდვილეშიც იარსებებ, მაგრამ ის ხომ ესმის რომ სწორედ იმ არსებაზე ფიქრობს, რომელსაც ვერცერთის ხვა არსება ვერ აღემატება. ანუ შესაძლოა ღმერთის არსებობის არ გწამდეს, მაგრამ მისი ცნება გესმოდეს და განმარტო ის როგორც ყველაზე უდიადესი. მაშინ ურწმუნოსთვისაც ნათელი ხდება და ის ვერ უარყოფს რომ არსება, რომელზე უმაღლესი არსების მოაზრებაც შეუძლებელია, მის გონებაში მაინც არსებობს, რაკიღა შეუძლია იაზრებდეს და იაზრებს კიდეც მას.

თუკი ამ მოსაზრებას დაეთანხმებით და ალბათ დაეთანხმებით, მაშინ ანსელმი დაგარწმუნებთ იმაში რომ ღმერთი უნდა არსებობდეს.

დავუბრუნდეთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ღმერთი ცნება გულისხმობს ყველაზე უზენაესს რაც კი არსებობს. ამრიგად, თუკი ჩვენს გონებაში ღმერთი არსებობს, ვინაიდან მისი მოაზრება შევძელით, მაშ რა მოხდება ის რომ რეალურ სამყაროშიც არსებობდეს? შევადაროთ ორი ღმერთი - პირველი, რეალურ სამყაროში რომელიც არსებობს და შესაბამისად ჩვენს გონებაშიც, და მეორე - ღმერთი რომელიც მარტოოდენ ჩვენს ფიქრებშია. ცხადია ღმერთი რომელიც არსებობაშიც არის და გონებაშიც უფრო უზენაესია იმ ღმერთზე, რომელიც მხოლოდ ჩვენს წარმოსახვებშია. შესაბამისად რადგან წარმოსახულ ღმერთზე უდიდესი ღმერთიც არსებობს და ეს ის ღმერთია რომელიც რეალურ ცხოვრებაშიც უნდა არსებობდეს, ის არსებობს. შესაბამისად ღმერთი არსებობს. მიუხედავად იმისა რომ ეს არგუმენტი ანსელმისთის იქცა სხვა არგუმენტების შემწცველვად, ამ დასაბუთებასაც გამოუჩნდა კრიტიკა. შეიძლება ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ღმერთის ცნებაზე, მაგრამ აქედან სულაც არ გამომდინარეობს ღმერთის არსებობა ჩვენს გონებაში, სადაც იმის არსებბას, ვისზე უფრო მაღალი არსის მოაზრებაც შეუძლებელია, იგივე აზრი აქვს, რაც ყველა სხვა საგნის არსებობისას, რამდენადაც ისინი შეიძლება მოაზრებულ იქნენ. ამასთან ასეთი მსჯელობა შეიძლება სხვა მრავალ საგანზე თუ ობიექტზე, რომლის წარმოდგენაც შეიძლება.

ამ მოხსენებაში, ბოლო ავტორად, რომელიც ცდილობს ღმერთის არსებობის დასაბუთებას, მოვიშველიებ თომა აქვინელს.

ცნობილია, რომ თომა უარყოფდა ღმერთის დასაბუთების ანსელმისეულ მეთოდს, ვინაიდან გაუნილოს მიერ ანსელმის კრიტიკა უფრო არგუმენტირებულად და დამაჯერებლად მიაჩნდა. თომა ასევე მიუღებლად თვლიდა ღმერთის არსებობის შესახებ აზრის თავისთავად სიცხადეს, მისი უშუალო ხედვის შესაძლებლობას. არც თანშობილ ჭეშმარიტებად თვლიდა მის შესახებ აზრს. ღმერთის არსებობას დასაბუთება სჭირდება, როგორც ისეთი რაიმეს არსებობას, რაც აუციელბლელია ჩვენი გარემომცველი და ყოველი ადამიანისათვის უეჭველი გრძნობადი რეალობისთვის. ამ დასაბუთებისთვის თომა ხუთ ძირითად მეთოდს გვთავაზობს.

  1. მოძრაობის მიზეზი;
  2. გრძნობადი საგნების არსებობის მიზეზი;
  3. შემთხვევითის აუცილებელ საფუძველი;
  4. საგანთა არასრულყოფილების სრულყოფილი საფუძველი;
  5. გრძნობადი სამყაროს საგნების მიზანშეწონილი არსებობის მიზეზი.

თომას პირველი მეთო, რომელიც მოძრაობის საწყის მიზეზს ეძებს, ყველაზე ნათელ და დამაჯერებელ დასაბუთებად ითვლება. თვითმოძრაობის არსებობის შესაძლებლობა თომამ გამორიცხა იმ საფუძვლით, რომ დროსა და სივრცეში მყოფი საგანი თვითმოძრავად რომ ჩავთვალოთ, მისი ერთი ნაწილის მიერ სხვების ამოძრავება შეგვრჩება ხელთ. ე.ი. მოძრავისა და მამოძრავებლის განსხვავება ამ საგანში გადმოინაცვლებს. თუ აქ მამოძრავებელი სხეულებრივია, კვლავ მისი მიზეზის ძიება დაგვჭირდება. ეს პროცესი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რადგამ ამით პირველი მამოძრავებლის არსებობა საერთოდ აურიყოფა. ასეა, რადგან უსასრულო ჯაჭვის პირველი რგოლი თუ მართლა უსასრულოდ შორსაა და არა უბრალოდ ძალიან შორს, ის რეალობაში არ მოიძებნება. ამდენად, მმოგვიხდება დავუშვათ სედეგები, ე.ი. მოძრავი საგნის რიგი, მიზეზის ანუ პირველი უძრავი მამოძრავებლის გარეშე, რაც წინააღმდეგობრივია. ამიტომ უნდა დავუშვათ უძრავი მამოძრავებელი რაც ყველასთვის ღმერთის სხვა სახელს წარმოადგენს.

მეორე მეთდი გრძნობად სინამდვილეში თვალნათლივ მოცემული მიზეზობრიობიდან გამოდის. თუ პირველ მეთოდში მოძრაობის მიზეზზე იყო მსჯელობა, ახლა მოძრავი საგნის რაობის შემქნელზე ხდება ფოკუსირება. ნებისმიერი საგანი, თუ ის გრძნობადია ანუ არსებობაში ვლინდება, რაღაცის შედეგი და რაღაცის მიზეზია. მაგრამ დაუსრულებელი ციკლი რომ არ არსებობდეს, უნდა იყოს ისეთი საგანი რომელიც არაფრის შედეგი არ არის, მაგრამ სხვა საგნის მიზეზია, ხოლო თავისი თავის მიზეზს თავად საკუთარ თავში ატარებს. გარემომცველ სამყაროში სადაც არსებობს დრო, ასეთი საგნის არსებობა შეუძლებელია, ამიტომ საგანი რომელიც სხვათა მიზეზია ხოლო საკუთარი თავის მიზეზობასაც თავად ატარებს, აუცილებლად დროსა და სივრცეზე ადრე უნდა არსებობდეს. თვითმიზეზობის დროსთან დაკავშირებული სიძნელე, მისთვის არ არსებობს. ამგვარი პირველი მიზეზი არის ღმერთი.

მესამე გზა გრძნობადი სამყაროს საგნებისა და მოვლენების არსებობის წესზე ამახვილებს ყურადღებას. საგნები და მოვლენები, რამდენადაც საკუთარი თავის თვითმიზეზნი არ არიან, შეიძლება არსებობდნენ და შეიძლება არა, ანუ შემთხვევითნი არიან. სამყაროში ყველა საგანი შემთხვევითია, ე.ი. მათი არსება და არსებობა (ესენცია და ექსისტენცია) განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნებისმიერი ნივთი, რომელიც მის ცნებაში გამოიხატება, მე შემიძლია მისი არსებობის გარეშე მოვიაზრო. როდესაც ამ შემთხვევითი არსების მიზეზს ვეძებთ, კვლავ სხვა შემთხვევით არსებაზე შეჩერება უგუნურება იქნება, ვინაიდან შემთხვევითთა ერთიანობის გააბსოლუტურებას ნიშნავს. ამიტომ უნდა მივადგე ისეთ არსებას, რომელიც აუცილებელი მიზეზი იქნება სხვა ყველა შემთხვევითი არსებისა. ეს აუცილებელი მიზეზი რომელიც სამყაროს გარეთ არსებობს, სხვა არაფერია თუ არა ღმერთი.

მეოთხე - გარემომცველ სინამდვილეში საგანთა განსხვავება მათი ჭეშმარიტების სიკეთის, საერთოდ სრულყოფილების მიხედვით. თომა ეთანხმება ნოპ[ლატონიკოსებს, რომ ყოველი არასრული სრულის შედეგია, ან სრულისგან დაკლება. თუ ჩვენ რაიმეში სიკეთის, ანდა მშვენიერების გამოვლინებას ვხედავთ, უნდა დავუშვათ, რომ ის სადღაც არსებული სიკეთ, ანდა სრული მშვენიერების წყალობით არსებობს, ისევე როგორც, თუ სადმე თბილს შევეხეთ, სითბოს წყარო უნდა დავუშვათ, სინათლეს თავისი წყარო უნდა ჰქონდეს და ა.შ. თუ ეს წყაროები სრულყოფილი არ არიან, მაშინ მათაც ექნებათ თავისი წყარო, რომლისგანაც არიან გამომავალნი. და ასე გრძელდება იქამდე, ვიდრე აბსოლუტურს არ მივადგებით. იგი სრულ სიკეთედ, სრულ ჭეშმარიტებად, სრულ მშვენიერეებად და ა.შ. წარმოგვიდგება. ეს კი სხვა არაფერი შეიძლება იყოს თუ არა ღმერთი. სრულყოფილების თვალსაზრისით სამყაროს საგანთა იერარქიული განლაგება გვაიძულებს ამ იერარქიის მიზნად და საფუძვლად ღმერთი მივიჩნიოთ. რა თქმა უნდა, ასეთი მსჯელობა გამორიცხავს უსასრულობაში რეგრესის პროცესს და დაიყვანება იმ აზრზე, რომ აუცილებელია საწყისი, წყარო.

მეხუთე გზა იმ მიზნობრიობიდან ამოდის, რომელიც სამყაროში ადვილად შეინიშნება. სამყაროში ჩვენ არა მარტო წესრიგს ვამშნევთ, არამედ მიზანსაც (ტელოსი). სამყარო არა მარტო შენობაა, რომელსაც მშენებელი უნდა ჰყავდეს, არამედ მისი ნაწილებისა და საგნების არსებობასა და მოქმედებაში არის მიზანი, რომელიც თავად ამ არსებებს გაცნობიერებული არ აქვთ. რაც მთავარია, ამგვარი მიზანი არაცნობიერ და თვით არაორგანულ ბუნებაშიც ნათელია. ეს თომასათვის უეჭველი ფაქტია. საძიებელი მხოლოდ ისაა, თუ საიდანაა ამგვარი მიზანი. უდავოა, რომ მცხენარის ზრდა რაღაც მიზანს ემორჩილება, უდავოა, რომ თვით მინერალებში შესანიშნავ წესრიგს ვხვდებით კრისტალთა სტრუქტურებში. ეს არ შეიძლება თვით ინერტული მატერიიდან გამომდინარეობდეს. მატერია ხომ თავისთავად გულგრილია რაიმე გარკვეული ფორმისადმი, როგორც მიზნისადმი. მიუხედავად ამისა, არაორგანული ბუნება, რომელიც თითქოსდა მხოლოდ მატერიაა, მაინც მიისწრაფვის მისთვის უცნობი მიზნისკენ. ეს მიზანი შესაბამისი მატერიის არსებობის საუკეთესო მდგომარეობაა. ძნელია დავუშვათ, რომ ასეთი სტაბულური მიზნები შემთხვევითია, უფრო დამაჯერებელი იქნება, თუ მას გარედან რაღაცის გონიერი ძალის მიერ მიწერილად ჩავთვლით. ამგვარი არსების ძიებაში აუცილებლად მივადგებით მიზანთა უმაღლეს წყაროს, რომელსაც ღმერთს უწოდებენ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ეს და სხვა მტკიცებები თომა აქვინელთან, არ გულისხმობს ღმერთის არსებობის აუცილებელ წანამძღვარს, პირიქით - თომა ცდილობს ღმერთის არსებობის დამტკიცებას გარემომცველ სამყაროზე დაკვირვებით. 

ტექსტის კოპირება სხვა საიტზე აკრძალულია!!!

მასალის გამოყენებისთვის მიმართეთ პოსტის ავტორს ან დააკომენტარეთ!

მსგავსი:

* პითაგორას ოქროს სტრიქონები *

 

ტეგები: Qwelly, კენტერბერიელი, კოსმოლოგია, ონტოლოგია, რელიგია, ღმერთი

ნახვა: 2166

გამოხმაურებები!

Kakha და რა ვერ გაიგე? :D 

Kakha_მ თქვა:

რაც გავიგე მომეწონა რაც ვერ გავიგე ალბათ ისიც მაგარია(კარგია) :D :D 

კიი, თომიზმი და პრინციპში, ფილოსოფიის ისტორია განიცდის თარგმანების სიმწირეს. ჩვენთან მხოლოდ ვისამე ნააზრევები აღწევს. 

Kakha_მ თქვა:

სამწუხაროა რომ თომა აქვინელი საკმარისად არ არის გადმოქართულებული (( (თომიზმი)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters