ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საზოგადოების მეგრელიძისეული თეორია

მეგრელიძე და მარქსიზმი

     "აზრის სოციალური ფენომენოლოგიის" შესავალში, სადაც წიგნის ავტორი - კიტა მეგრელიძე საუბრობს "აზროვნების საკითხის ზოგადი ექსპოზიციის" შესახებ და აკრიტიკებს ნატურალისტების თვალსაზირს (ი. პავლოვის სახით), იშველიებს კარლ მარქსს. საქმე ის გახლავთ, რომ ნატურალისტები, ფიზიოლოგები ადამიანის ცნობიერებას განიხილავენ ცხოველური ცნობიერების გაგრძელებად, უბრალოდ უფრო გართულებულ ფორმად. "ადამიანურ ბუნებაზე მათი შეხედულების თანახმად, ბუნების შესაბამისი ინდივიდი (იგ. ადამიანი) მათ წარმოუდგებათ არა ისტორიულად წარმოშობილად, არამედ თვით ბუნების მიერ მოცემულ ინდივიდად."[1] შესაბამისად "ნატურალისტები ცდილობენ ადამიანის ცნობიერება ახსნან იმავე პრინციპის საფუძველზე, რომელსაც იყენებენ ცხოველთა ქცევის ასახსნელად" (მეგრელიძე, გვ. 47). ამის პასუხად კიტა მეგრელიძე ცდილობს პავლოვის შეხედულებას, თითქოს ადამიანის აზროვნება ესაა "ორგანიზმის რეფლექსი გარკვეულ გამღიზიანებელზე", დაუპირისპიროს მარქზსის შეხედულება. კერძოდ, ჩვენი ავტორი ამ ტკიცებს, რომ "არსებობენ ობიექტები, რომლებიც მიეკუვნებიან ცოცხალ არსებათა სამყაროს, თუმცა არ შედიან ფიზიოლოგიის კომპეტენციაში. მაგალითად, არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ შეიძლება არსებობდეს საქონლის ფასების ფიზიოლოგია, სამართლის, სახელმწიფოს ფიზიოლოგია, ისევე როგორც შეუძლებელია არსებობდეს გრამატიკის ან ლოგარითმული აღრიცხვის ფიზიოლოგია. თუმცა, ეს არაფრით არ აკნინებს ფიზიოლოგიის მნიშვნელობას, არც ბიოლოგიას, არც საერთოდ ექსპერიმენტულ მეცნიერებებს (მეგრელიძე, გვ. 49)". ამ მოსაზრებას ამყარებს მარქსის ციტირებით: "მიწას, არავითარი საერთო არ აქვს მიწის რენტასთან, მანქანას - არაფერი საერთო მოგებასთან. მიწათმფლობელისთვის მიწას აქვს მხოლოდ მიწის რენტის მნიშვნელობა, იგი იჯარით გასცემს თავის ნაკვეთებს და იღებს საიჯარო ქირას; ეს თვისება შეიძლება მიწამ დაკარგოს ისე, რომ არ დაკარგოს არც ერთი თავისი თვისება, არ წაერთვას, მაგალითად, თავისი ნაყოფიერების თუნდაც ნაწილი".[2] კიტა მეგრელიძე ასევე გამორიცხავს ფსიქოლოგიის საშუალებით მსგავსი ობიექტების გააზრების შესაძლებლობას, რადგან ის თვლის, რომ "ადამიანთა არავითარ ფსიქიკას ან ფიზიოლოგიის ანალიზს არ შეუძლია აღმოაჩინოს ეს ობიექტები. მათ ფესვი არ უდგიათ არც ადამიანთა ცნობიერებაში, არც ნივთთა ფიზიკურ გარსში. ისინი არსებობენ ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სახით (წარმოადგენენ სოციალური ცხოვრების პროდუქტებს)" (მეგრელიძე, გვ. 49). მიუხედავად იმისა, რომ კიტა მეგრელიძე იზიარებს ევოლუციის თეორიას და თვლის - "ადამიანის ისტორია მომდინარეობს ცხოველური მდგომარეობიდან ადამიანურისკენ" (მეგრელიძე, გვ. 50) და შეიძლება სწორედ ამდენად ადამიანური ცნობიერება ცხოველურიდან მომდინარეობდეს, ის მაინც შეუძლებლად მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში, როდესაც უკვე ადამიანური არსებობა დამკვიდრდა, მისი აზროვნება მივიჩნიოთ ცხოველური აზროვნების ნაირსახეობად.

     "განვითარების ადამიანურ საფეხურზე ცნობიერება საზოგადოებრივ-ისტორიული წარმონაქმნია. ადამიანის ცნობიერება არის არსებობის არა ბიოლოგიური, არამედ სოციალური პირობების რეზულტატი. (მეგრელიძე, გვ. 50)"

     მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად უპასუხა ფიზიოლოგთა შეხედულებას აზროვნების შესახებ, წიგნის ავტორი შეიძლება ითქვას სრულიად "გადაეშვა" მარქსიზმში და საზოგადოებას და საზოგადოებაში ადამიანის აზროვნებას მარქსის შეხედულებების თანახმად განიხილავს. წიგნის მეოთხე პარაგრაფს მთლიანად უთმობს მარქსის ციტირებას და ერთ ლოგიკურ იდეად გვთავაზობს:

     "ცნობიერება იმთავითვე საზოგადოებრივი პროდუქტია, და ასეთივე დარჩება, სანამ ადამიანები არსებობენ."[3]

     "კაცობრიობის ისტორია იმით განირჩევა ბუნების ისტორიისგან, რომ პირელი შექმნილია ჩვენს მიერ, მეორე კი არა". ვიკოს სიტყვები გადმოცემული მარქსის მიერ წიგნში "კაპიტალი"[4]

     "ცხოვრებისათვის საჭიროა უწინარეს ყოვლისა საჭმელი და სასელი, ბინა, ტანსაცმელი და კიდევ ზოგიერთი რამ. ამრიგად, პირველი ინსტორიული აქტი - ეს არის ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის აუცილებლად საჭირო საშუალებათა წარმოება, წარმოება თვით მატერიალური ცხოვრებისა. ამასთან ეს ისეთი ისტორიული საქმეა, ყოველი ისტორიის ისეთი ძირითადი პირობაა, რომელიც (ამჟამად ისევე, როგროც ათასეული წლების წინათაც) ყოველდღიურად და მუდმივ უნდა სრულდებოდეს - უკვე მარტო იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება შეეძლოთ, თუნდაც რომ გრძნობადობა დაყვანილი იყოს, როგორც ეს წმიდნა ბრუნოსთანაა ისეთ მინიმუმზე, როგორიც კეტია - იგი გულისხმობს ამ კეტის წარმოებისაკენ მიმართულ მოქმედებას, ამიტომ ყოველი ისტორიული სინამდვილის გარკვევისას საჭიროა უპირველეს ყოვლისა გავითვალისწინოთ აღნიშნული ძირითადი ფაქტი მთელი მისი მნიშვნელობითა და მოცულობით და მივუჩინოთ მას ის ადგილი, რომელსაც იგი იმსახურებს."[5]

     "ეს მოქმედება... ეს წარმოება იმდენადაა ღრმა საფუძველი მთელი გრძნობადი სამყაროსი, როგორც ეს უკანასკნელი ამჟამად არსებობს, რომ თუნდაც იგი მხოლოდ ერთი წლით შეწყვეტილიყო, მაშნ ფოიერბახი დაინახავდა უდიდეს ცვლილებებს არა მარტო ბუნების სამყაროში, - სულ მალე აღარ იქნებოდა ადამიანთა მთელი სამყაროც, მისი, ფიერბახის, საკუთარი უნარი ჭვრეტისა და თვით ისი საკუთარი არსებობაც კი"[6]

     "ეს წარმოება წესით უნდა განვიხილოთ არა მარტო იმ მხრიდან, რომ იგი ინდივიდთა ფიზიკური არსებობის კვლავწარმოებას წარმოადგენს. კიდევ უფრო მეტად ეს არის მოცემული ინდივიდთა მოქმედების გარკვეული წესი, გარკვეული სახე მათი სასიციცხლო მოქმედებისა, მათი გარკვეული ცხოვრების წესი. როგორიცაა ინდივიდთა სასიცოცხლო მოქმედება, ისეთივენი არიან თვითნ ისინი. ის, რასაც ისინი წარმოადგენენ, ემთხვევა, მაშასადამე მათს წარმოებას - ემთხვევა როგორც იმას, რასაც ისინი აწარმოებენ, ასევე იმასაც, თუ როგორ აწარმოებენ ისინი. თუ რას წარმოადგენენ ინდივიდები, - ეს დამოკიდებულია, მაშასადამე, მათი წარმოების მატერიალურ პირობებზე"[7]

     "... კაცობრიობის მთელი ისტორია სხვა არა არის რა, თუ არა ადამიანის შექმნა ადამიანური შრომით"[8]

     "ეს ნამდვილი წანამძღვრებია, რომელთაგან აბსტრაჰირება მხოლოდ წარმოსახვაში შეიძლება. ეს ნამდვილი ინდივიდებია, მათი მოქმედება და მათი ცხოვრების მატერიალური პირობები, როგორც მათ მიერ მზად ნაპოვნი, ისე მათი საკუთარი მოქმედებით შექმნილი პირობები. ამრიგად, ამ წანამძღვართა დადგენა შეიძლება წმინდა ემპირიული გზით"[9]

     და ბოლო ციტატა ამ პარაგრაფში

     "ადამიანები შეიძლება განვასხვავოთ ცხოველებისგან ცნიერებით, რელიგიით - საერთოდ რითიგ გნებავთ. თვით ადამიანები ცხოველებისგა თავიანთი თავის განსხვავებას იწყებენ, როგორც კი ხელს ჰკიდებენ მათთვის აუცილებელ საარსებო საშუალებათა წარმოებას"[10]

     თავად მეგრელიძე კი დაამატებს მარქსის მსჯელობას, "თავიანთ საარსებო საშუალებებებს რომ აწარმოებენ, ადამიანები არაპირდაპირ აწარმოებენ თავიან მატერიალურ ცხოვრებასაც, აწარმოებენ თავიანთ საზოგადოებრივ modus vivendi-ს, ქმნიან თავიანთ ისტორიას და თავიანთ აზროვნების წესს" (მეგრელიძე, გვ. 60)

     ამ ციტატებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მეგრელიძის საზოგადოებისეული ხედვა სრულიად ეფუძნება და თანხმდება მარქსისტულ ხედვასთან. მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ზემოთ მოყვანილი ციტატები წარმოადგენს ადრეულ მარქსს ("Theses on Feuerbach” 1845; "Die Deutsche Ideologie”, 1845; "Wage Labour and Capital” 1847), მოგვიანებით ამას დაემატება ციტატები კაპიტალის პირველი ტომიდანაც ("Capital, Volume I” (Das Kapital); 1867), მაგრამ არ ციტირებს მის არცერთ კომუნისტურ იდეას. ალბათ ეს სრულიად გასაგებიცაა, რადგან მეგრელიძის მთავარი ამოცანაა აზრის სოციალური ფენომენოლოგია განსაზღვროს, ამისთვის კი პირველ რიგში სჭირდება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცეს დასაწყისში არსებული და მომძლავრებული ფსიქოლოგიური შეხედულებები დაძლიოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების იქამდე არსებული კვლევის მეთდები შეცვალოს, დაუმტკიცოს მათი რომ ადამიანის ცნობიერება ემიჯნება ცხოველურ ინსტიქტებს არ შეისწავლება იმ მეთოდები რომელსაც აქამდე იყენებად ფიზიოლოგია ცხოველებთან მიმართებაში, და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოს უშუალოდ ცნობიერების ფენომენოლოგიური შესწავლა ჰუსერლის კვალდაკვალ. იქამდე, კი ვიდრე მას მომხრეები გაუჩნდებიან ფსიქოლოგიაში ჰუმანისტური თეორიის სახით, რომელიც სხვა არაფერი იყო თუ არა კვლავ მარქსზე და ფენომენოლოგიაზე მოსაზრდოვე იდეები, მეგრელიძეს უწევს მარქსზე დაყრდნობით დაასაბუთოს ადამიანის და საზოგადოების აზროვნების სოციალურობა.

     "ადამიანი და ცხოველი ერთნაირად არიან დაკავშრებულნი გარემომცველ სამყაროსთან მატერიალუ-ნივთიერი კავშირებით, მაგრამ ბუნების ამ დოვლათის ათვისების წესში ადამიანი არსებითად განსხვავდება ცხოველისაგან:

     ნივთიერებათა ცვლა ცხოველურ, აგრეთვე მცენარეულ ორგანიზმებსა ად ბუნებრივ გარემოს შორის უშუალოდ მიმდინარეობს.
ცხოველები და მცენარეები მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელნი არიან იმისა, რასაც იძლევა ბუნება, ან თავად არიან ბუნების სხვა ორგანიზმების მოხმარების ობიექტები.
ამ აზრით ცხოველები მუდამ რჩებიან მხოლოდ მომხმარებლებად და არასოდეს არ სცილდებიან ამ ელემენტარული ურთიერთობის საზღვრებს.

     ნივთიერებათა ცვლა ადამიანებსა და ბუნებას შორის ხდება არა პირდაპირ და უშუალოდ, არამედ საწარმოო ძალების მეშვეობით. ადამიანსა და ბუნებას შორის ჩნდება მთელი რიგი გამაშუალებელი რგოლებისა, ახალ ურთიერთობათა მთელი სამყარო (მთელი სოციალური სინამდვილე), რომელიც არ გვხვდება არსად ზოოლოგიურ სამყაროში.
უშუალო მოხმარებით ურთიერთობა - ეს ელემენტარული "ჰედოსისტური" ურთიერთობა - აქტივობის დაბალი საფეხურია. ცხოველის უნარი მხოლოდ იმას სწვდება, რომ მიითვისოს მოცემული. ხოლო თუ საჭირო ობიექტები მზა სახით არ ეძლევა, ცხოველთა სახეობა წყვეტს არსებობას ან სახეცვლილებას განიცდის, გადაშენდება.
ყოველგვარი მოხმარება თავისი არსებით ინდივიდუალურია. უშუალო მოხმარებითი ურთიერთობის საფუძველზე შეუძლებელია სოციალური კომპლექსის წარმოშობა. ამ ურთიერთობას არ შეუძლია ორგანიზმები გაიყვანოს ბუნებრივ-ბიოლოგიური ჯოგისა და გუნდის მდგომარეობის ფარგლებს გარეთ." (მეგრელიძე, გვ. 61-65)
ამრიგად, მეგრელიძემ განმარტა ფიზიოლოგიურ დონეზეც, თუ როგორ ურთიერთობენ ცხოველები და ადამიანები გარემომცველ სამყაროსთან, და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს მოტივებზე და ცნობიერებაზე - რატომ ურთიერთობენ ადამიანები იმდაგვარად როგორადაც ურთიერთობენ? და როგორ იქმნება საზოგადოება?!

     მეგრელიძე ცდილობს ეს საკითხები განიხილოს სხვადასხვა საფეხურზე:

     შრომა და შრომის პროდუქტი;
შრომის პროდუქტი საზოგადოებრივ ურთიერთობათა მატერიალური შუამავალია;
შრომა და საზოგადოება, ურთიერთგანპირობებულობა;
სოციალურ ურთიერთობათა თავისებურება;
საზოგადოების განხილვას იწყება შრომით, როგორც ბუნებასთან ურთიერთობების ფორმებთან პირდაპირ კავშირშია მყოფი მოქმედებით და ამ უკანასკნელის (შრომის) განმარტებისას მეგრელიძე მარქსს მოიშველიებს:

     "შრომა არის უწინარეს ყოვლისა პროცესი ადამიანსა და ბუნებას შორის, პროცესი, რომელშიც ადამიანი თავისი მოქმედებით განაპირობებს, აწესრიგებს და კონტროლს უწევს ნივთიერებათა ცვლას თავისსა და ბუნებას შორის. ბუნების ნივთიერებას თვით ადამაინი უპირისპირდება როგორც ნუნების ძალა. მას მოძრაობაში მოყავს თავისი სხეულის ბუნებრივი ძალები: ხელები და ფეხები, თავი და თითები, რათა ნუნების ნივთიერება საკუთარი არსებობისთვის გამოსადეგი ფორმით მიიღვისოს. როცა ის ამ მოძრაობის საშუალებით გარეშე ბუნებაზე ზემოქმედებას ახდენს და ცვლის მას, იგი ამავე დროს ცვლის საკუტარ ბუნებასაც... ჩვენ აქ შრომის პირველ ინსტიქტურ ცხოველისებურ ფორმას არ ვეხებით... შორეულ პირველყოფილ ხანას მიეკუთვნება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის შრომას ჯერ კიდევ ვერ ჩამოუშორებია თავისი პირვანდელი ინსტიქტური ფორმა. შრომას ჩვენ ვგულისხმობთ ისეთი ფორმით, რომლითაც იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის კუთვნილებას შეადგენს"[11]

     და მიმართებას ადამიანის შრომით ურთიერთობას ბუნებასთან და სხვა ინდივიდებთან, მეგრელიძე ხედავს შემდეგში: "შრომის პროდუქტი ისეთი ობიექტია, რომელსაც აქვს ადამიანის მიერ მიცემული სასარგებლო თვისებები და რომელიც, მაშასადამე ასრულებს ადამიანისთვის სასარგებლო სამუშაოს, ე.ი. საზოგადოებრივ ფუნქციებს." (მეგრელიძე, გვ. 67), შესაბამისად ყალიბდება ურთიერთობათა განსაკუთრებული სფერო, განსხვავებული ბიოლოგიურისგან, სახელდობრ, საციალური კოპლექსი და სოციალური ურთიერთობები.

     ეს შრომითი პროცესის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი ვხედავთ შემდეგს, რომ "ადამიანთა შრომის პროდუქტებისა და მატერიალური დოვლათის ეს სამყარო, ისევე როგორც თვით შრომა, შესაძლებელია მხოლოდ ადამიანების საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარკვეულ პირობებში და არა სხვანაირად." (მეგრელიძე, გვ. 78).

     "ინდივიდი საზოგადოებრივი არსებაა, ამიტომ მისი სიცოცხლის გამოვლინება (თუნდაც იგი არ გამოიხატებოდეს კოლექტიური, სხვებთან ერთდროულად მიმდინარე, ცხოვრების გამოხატულების უშუალო ფორმით) არის საზოგადოებრივი ცხოვრების გამოვლინება და გამოხატულება. ადამიანის ინდივიდუალური და გვარობითი ცხოვრება არ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუნდაც ინდივიდუალური ცხოვრების ფორმა აუცილებლად იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების მეტ-ნაკლებად კერძო, ან საყოველთაო ფორმა." [12]

     როგორც ზემოთ ვახსენეთ, კიტა მეგრელიძე ევოლუციის თეორიას იზიარებს და სწორედ მსჯელობის ამ მომენტიდან იწყებს განსაზღვრებებს ცნობიერებების საწყისი ფორმების შესახებ, ცხოველიდან ვიდრე ადამიანამდე, იქნება ეს ცნობიერების ბიოლოგიური ფესვები, ინსტიქტები და რეფლექსური მოქმედებები, ცხოველთა ინტელექტუალური მოქმედებები და ა.შ. და მიზეზი ამ განხილვისა, როგორც თავად ამბობს, არის ის "არასწორად დაყენებული და ფუჭი საკითხი" რომელიც შეიძლება ვინმე მზაკვარს გაუჩნდეს საზოგადოებისა და შრომის ურთიერთმიმართების შესახებ, კერძოდ "რა რას უსწრებს? შრომა უსწრებს საზოგადოებრივ წარმონაქმნს და აყალიბებს მას, თუ საზოგადოებრივი წარმონაქმნი წარმოშობს შრომას?" (მეგრელიძე, გვ. 83)

     ჩვენთვის საინტერესო შეიძლება გახდეს ერთი ქვეთავი - "სოციალურ ურთიერთობათა თვისებრივი თავისებურება" სადაც მეგრელიძე მრავლად ციტირებს მარქსს-ენგელსს, რომელთა დახმარებითაც აკრიტიკებენ ფოიერბახის ფილოსოფიას და მის მოაზრებულ - განყენებულ ადამიანს.

     "საზოგადოებაში მწარმოებელი ინდივიდები, მაშასადამე, ინდივიდების საზოგადოებრივად განპირობებული წარმოება, - არი რა არის აშკარად საწყისი პუნქტი (იგულისხმება საზოგადოებისა და შრომის მიმართება კვერცხი-ქათამის მზაკვრული შეკითხვის საპასუხოდ). განმარტოებული და განცალკევებული მონადირე და მეთევზე, რომლებითაც იწყებენ სმიტი და რიკარდო, მიეკუთვნებიან XVIII საუკუნის ფანტაზიას მოკლებულ ქიმერებს". (მარქსი)

     ფოიერბახზე კი, იგივე მარქსი წერს - "იგი ფორმით რეალისტია; მისი ამოსავალი წერტილი ადამიანია ,მაგრამ კრინტსაც არ ძრავს იმ სამყაროზე რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, და ამიტომ ეს ადამიანი იმავე აბსტრაქტულ ადამიანად რჩება, როგორც რელიგიის ფილოსოფიაში მოგვევლინა. ეს ადამიანი დედის საშოდან კი არაა დაბადებული, იგი მონოთეისტური რელიგიების ღმერთიდან გამოფრინდა პეპელასავით. ამიტომ იგი ნამდვილ, ისტორიულად წარმოშობილ და ისტორიულად განსაზღვრულ ქვეყანაში როდი ცხოვრობს; მართალია, მას ურთიერთობა აქვს სხვა ადამაინებთამ, მაგრამ თითოეული მათგანიც მასავით აბსტრაქტული არსებაა."[13]

     მეგრელიძე თავადაც აკრიტიკებს ფოიერბახს - "მას სავსებით გამორჩა მხედველობიდან შემდეგი: რათა ადამიანებს შორის ურთიერთობა შესაძლებელი გახდეს როგორც ადამიანური სოციალური ურთიერთობა, ამისთვის არ კმარა მხოლოდ ინდივიდების არსებობა, არამედ აუცილებელია, რომ ამ ინდივდებს აერთიანებდეს ან თიშავდეს (რაც არსებითად ერთი და იგივეა) გარკვეული მატერიალური ინტერესები" (მეგრელიძე, გვ. 177).

     მეგრელიძისთვის, ისევე როგორც მარქსისთის, საზოგადოების მნიშვნელობაა გაცილებით მაღალი კოეფიცინეტისაა, ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული ინდივიდისა. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი აღიარებენ პირუკუ კავშირს ("ისევე როგორც საზოგადოება ქმნის ადამიანს როგორც ადამიანს, ასევე საზოგადოებას ქმნიან ადამიანები"[14]), მათი მთავარი იდეა მაინც სოციალიზაციის პროცესში მდგომარეობს ანუ ადამიანი ვითარდება და ადამიანად ყალიბდება სწორედ საზოგადოებაში. ასე მაგალითად, "ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანისთვის სხვა ადაიანი ადამიანურად მისაწვდომი გახდა მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ გარეგნულად თავის მოქმედების ობიექტებში ადამიანის აზრების, მიზნებისა და ზრახვების განვითარების საშუალებით გამოვლინდა. ამ შემოქმედებით მოღვაწეობის გარეშე ცნობიერება დარჩებოდა ცალკეულ, თავისთავში ჩაკეტილ არსებად, მხოლოდ ცალკეული ინდივიდის სუბიექტურ მიღწევათა ფორმით და არ ექნებოდა შესაძლებლობა, გაეზიარებინა სხვისი გამოცდილება, მისაწვდომი ყოფილიყო სხვა ინდივიდებისათვის." (მეგრელიძე, გვ. 179)

     ბოლოსკენ, შეიძლება კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ, ესაა "ხალხურობის" აღნიშვნა. იგულისხმება ხალხური მუსიკა, პოეზია, ლიტერატურა და ა.შ. აქ, წიგნის ავტორი და მარქსიც კვლავ ერთ იდეას იზიარებენ, რომ არ არსებობს ზღვარი ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივს შორის. თითოეული მითი, თუკი რომელიმე დისციპლინის მეცნიერთა აზრით წარმოადგენს ერთი ინდივიდს ფანტაზიის ნაყოფს და შემდეგ საზოგადოებაში გადასხვაფერებულ და ინტერპრეტირებულს, იგივე მეგრელიძე მიიჩნევს რომ "ეს წარმონაქმნები ოდესღაც საკულტო, რელიგიურ-მსოფლხედველობრივი მარტივი მოტივების სხვადასხვა გამოვლინებაა. რომ ინდივიდუალურად ეს მოტივები არავის არ შეუქმნია და არ შეუთხზავს, ისევე როგორც შეუძლებელია ცალკეული ადამიანის გნოემბამ თავისი ფანტაზიით მიაღწიოს "ეშმაკის", "სულის" ან სხვა რაიმე მსგავსი იდეის გამოგონებას" (მეგრელიძე, გვ. 404)

     მარქსი კიდევ უფრო აფერმკრთალებს ადამიანის ინდივიდუალური მოღვაწეობის საზღვრებს, ამბობს - "მაშინაც კი, როცა ხელს ვკიდებ მეცნიერულ და ა.შ. საქმიანობას, - საქმიანობას, რომელიც შემიძლია შევასრულო თვითონ, სხვებთან უშუალო ურთიერთობის უქონლად, - მაინც საზოგადოებრივად ვიქცევი, რადგან ვმოქმედებ როგორც ადამიანი, საზოგადოებრივი პროდუქტის სახით არა მარტო მეძლევა ჩემი საქმიანობისთვის მასალა, - მაშ შორის თვით ენაც, რომლის დახმარებითაც ვლინდება მოაზროვნის საქმიანობა, - არამედ ჩემი საკუთარი ყოფიერებაც, საზოგადოებრივი საქმიანობა: ამიტომ რასაც ჩემით ვქმნი, ჩემით ვქმნი საზოგადოებისთვის..."[15]

     ბოლო, შეჯამების ციტატა, რომლითაც შეიძლება მარტივად გამოისახოს მეგრილიძესეული საზოგადოება:

     "ყოველგვარ, თნადც კერძო და ინდივიდუალურ შრომაში, ადამიანი, რამდენადაც იგი რაღაცას აწარმოებს, მუდმივად ახდენს თავისი ინდივიდუალური ენერგიის სოციალიზაციას მის მიერ შექმნილ შრომის პროდუქტებში, მაშასადამე, შრომის ყოველ აქტში აისახება მისი საზოგადოებრივი ხასიათი." (მეგრელიძე, გვ. 83)

ლაშა ჩილინდრიშვილი

გამოყენებული ლიტერატურა

• მეგრელიძე კ., აზრის სოციალური ფენომენოლოგია. თბილისი. 1990


[1] კ. მარქსი, პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის, თბ., 1953, გვ. 256

[2] К. Маркс и Ф. Енгелс, Немецкая Идеологиа, М,. 1933, с 209.

[3] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, გერმანული იდეოლოგიიდან, თბ., 1948, გვ. 31

[4] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, თბ., 1954, გვ. 472.

[5] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები სამ ტომად, ტ. 1, თბ., 1975, გვ. 24

[6] იქვე, გვ. 22

[7] იქვე, გვ. 11

[8] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, М,. 1929, с. 632

[9] იქვე, c. 10

[10] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები, ტ. 1, თბ., გვ. 11

[11] კ. მარქსი, კაპიტალი, ტ. 1, გვ. 228.

[12] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624

[13] კ. მარქსი და ფ. ენგელსი, რჩეული ნაწერები ორ ტომად, ტ. II, თბ., 1964, გვ. 405.

[14] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 623

[15] К. Маркс и Ф. Енгелс, Сочинения, т. III, с. 624

ტეგები: Qwelly, მარქსი, მარქსიზმი, რეფერატი, ფენომენოლოგია, ფილოსოფია

ნახვა: 573

გამოხმაურებები!

ეჰ, ძვირფასო Kakha, სამწუხაროდ ჯერ არაა პოპულარული და ჯერ კიდევ არ აფასებენ სათანადოდ. :))

Kakha_მ თქვა:

სანამ დროს კიტა დავაფასოთ :D 

Kakha სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არაფერი მსმენია დამატებულ საათებზე. :((( 

Kakha_მ თქვა:

ლაშა ზედანიამ თუ კიდევ დაამატა საათები კიტაზე, გაიცნობენ შენ მაგაზე ნუ ღელავ :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Five Explanations TO Key IN Athletics BROADCASTING

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 10:28pm 0 კომენტარი





Sports broadcasting is one profession discipline that men and women who love athletics flock to. Even though there are several other choices within the vast earth of sports, like administration, lots of sports lovers who don’t wish to wind up on the field get pleasure from getting guiding the microphone. Within a discipline that encompasses anything from Are living play-by-plays to article-video game interviews, majoring in athletics broadcasting gives you the possibility to do…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters