პირველად რომაელებმა საქართველოში ფეხი შემოდგეს 65 წელს ქრ. წ. თავის თანამოძმეებს გზა გაუკვლია სარდალმა პომპეიუსმა, რომელიც ამ დროს მითრიდატ მეფეს ეომებოდა. მეფედ მაშინ იბერიაში არტაგი, ანუ, როგორც მას ბერძენი ისტორიკოსი დიონ კასსიოსი ეძახის, არტოკი ყოფილა. როცა რომაელების სარდალმა სომხებზედაც გაიმარჯვა, არტაგმა იფიქრა, ვაი თუ ჩემ ქვეყანასაც მოადგეს და დაიპყროსო, და თითონაც მის საწინააღმდეგოდ მზადებას შეუდგა, პომპეიუსისათვის კი რომ თვალები აეხვია და შეეცდინა, დესპანები მიუგზავნა, დავმეგობრდეთო 457. რასაკვირველია, იბერიის მეფეს არ შეეძლო სხვანაირად მოქცეულიყო: იქნებ პომპეიუსს მეგობრობასა და კავშირზე უარი ეთქვა და ქვეყნის დასაპყრობად წამოსულიყო. ამიტომ მშვიდობიანობაზე მოლაპარაკების დროსაც, არტაგი ფრთხილად უნდა ყოფილიყო და ჯარი შეკრებილი ჰყოლოდა, რომ, თუ მოლაპარაკებას ფუჭად ჩაეარა,მზამზარეული მხედრობით მტერს სამეფოს საზღვრებზე დაჰხვედროდა. თვით რომაელების საყვარელი ანდაზაც ხომ ამასვე ურჩევდა მმართველს: "თუ გინდა მშვიდობიანობა იყოს, ომისათვის მზად იყავო". მაგრამ, როცა რომაელების სარდალმა იბერიის მეფის მზადების ამბავს ყური მოჰკრა, ძალიან ეუცხოვა და გადასწყვიტა: ისევ სჯობია იბერებს ეხლავე ანაზდეულად თავს დავეცე, სანამ არტაგი მოემზადებოდეს და მიუვალ ვიწროებში ჩამისაფრდებოდესო. პომპეიუსი მართლაც დაიძრა თავისი მხედრობითურთ და იბერიას მოადგა. არტაგ მეფე სამზადისში იყო გართული და ასე მალე მაინც-და-მაინც რომაელების თავდასხმას არ მოელოდდა. პომპეიუსმა კი ისე სწრაფად გაიარა მთელი მანძილი სამეფოს საზღვრიდან დედაქალაქამდის, რომელიც მტკვარზე იდო, რომ არტაგმა მხოლოდ მაშინ შეიტყო მტრის შემოსევის ამბავი, როცა რომაელების ჯარი სატახტო ქალაქს მოუახლოვდა. თავზარდაცემულმა იბერიის მეფემ გაქცევა ირჩია; მტკვარს გაღმა გავიდა და ხიდი დასწვა, რომ მტერი ვერ დასდევნებოდა. დედაქალაქის ციხის მცველმა ჯარმა რომ მეფის გაქცევის ამბავი შეიტყო, მხნეობა დაკარგა, ბრძოლაში ძლეულმა პომპეიუსის წინაშე ქედი მოიხარა და სატახტო ქალაქი გამარჯვებულ მტერს გადასცა. რაკი პომპეიუსმა ეს ადგილი, რომელიც მთელი ხეობის კარად ითვლებოდა, ხელში ჩაიგდო, ციხეში თავისი მეციხოვნენი ჩააყენა, თითონ კი გასწია და მტკვრის მთელი აქეთა ნაპირი დაიპყრო. ის-ის იყო რომაელების სარდალმაც მტკვარს გაღმა გასვლა დააპირა, რომ არტაგმა მოციქულები მიუგზავნა, ოღონდ ჩვენ შორის მშვიდობიანობა ჩამოვარდეს და ხიდსაც ისევ ავაშენებ და სურსათსაც მოგცემო. ორივე პირობა მეფემ მაშინვე აასრულა, მაგრამ პომპეიუსი მაინც ხიდზე გავიდა. არტაგს შეეშინდა, ჩემი დაჭერა არ უნდოდესო, და მდინარე პელორის პირას გაიხიზნა. რომაელების სარდალი უკან დაედევნა, დაეწია და დაამარცხა. მეფემ მაინც ტყვეობას თავი დააღწია, წყალ გაღმა გავიდა, ხოლო ხიდი აქაც დაწვა და გაიქცა. იბერთა ლაშქრის ერთი წილი ომში დაიხოცა, ერთი წილი კიდევ მდინარეში დაიხრჩო. ვინც გადარჩა, ტყეებში მიიმალა და იქიდან ისარს ესროდა რომაელებს. მაგრამ ესენიც დახოცეს რომაელებმა. მაშინ არტაგმა პომპეიუსს ისევ მოციქულები მიუგზავნა და საჩუქრებიც მიართვა. სარდალმა საჩუქრები კი მიიღო, მაგრამ მეფეს პასუხად შეუთვალა: თუ მშვიდობიანობა გსურს, ჯერ მძევლებად შენი შვილები გამომიგზავნეო. არტაგი ყოყმანობდა. ამასობაში ზაფხულმაც მოატანა და მდინარე პელორი დაპატარავდა. ამით ისარგებლა პომპეიუსმა და ერთ ალაგს, საცა ფონი იყო, გაღმა გავიდა. მაშინ კი არტაგ მეფემ იკადრა და თავისი შვილები მძევლებად გამოიმეტა. ამის შემდეგ იბერიის მეფემ და რომაელების სარდალმა ხელშეკრულება დადვეს458. ძლევამოსილი პომპეიუსი ეხლა კი დაიძრა და კოლხეთში გადავიდა459 და იქ მეფედ არისტარხი დააყენა460. ასე შემოდგეს ფეხი რომაელებმა საქართველოში: რაკი ერთხელ გზა გაკვლეული ჰქონდათ, კავკასიას ხშირად ეწვეოდნენ ხოლმე. ამიერიდან საქართველო რომაელების მძლავრი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მართალია, თუმცა მითრიდატის შვილმა, ფარნაკმა, პომპეიუსსა და იულიოს კეისარს შორის ატეხილი შუღლითა და მტრობით ისარგებლა (48 წ. ქრ. წ.), თავისი მამის სამფლობელოს აღდგენას შეუდგა და კოლხეთი და სომხეთიც ადვილად დაიმორჩილა, მაგრამ იულიოს კეისარმა, თავის მეტოქეს სძლია თუ არა, მაშინვე მცირე აზიასა და კავკასიაში შემოიჭრა და ფარნაკი დაამარცხა, ხოლო პომპეიუსის დაპყრობილი ქვეყნები ისევ რომაელების სახელმწიფოს დაუბრუნდა 461. იბერებს მაინც-და-მაინც ქედი დიდი ხნით არ მოუხრიათ და რომაელების მეგობრობაცა და ბატონობაც უარუყვიათ. 36 წ. (ქრ. წ.) პუბლიოს კანიდიოს კრასოსი იძულებული იყო ისევ იბერების წინააღმდეგ გაელაშქრა. რომაელების სარდალმა გაიმარჯვა, იმდროინდელი იბერიის მეფე ფარნავაზი (ფარაბაძოს) დაამარცხა და აიძულა მეგობრობა ეკისრა 462. არც ეს გამარჯვება ყოფილა ხანგრძლივი: 15 წ. (ქრ. წ.) იბერია ში ისევ ამბოხება მოხდა 463. მაგრამ ალბათ ეს აჯანყებაც ჩაუქვრიათ რომაელებს და ქართველებს ისევ რომაელების მეგობრობა და ზავი უმჯობინებიათ. იმპერატორი ავგუსტუსი (29 წ. ქრ. წ. ― 14 წ. ქრ. შ.) თავის "ანკჳრიის ძეგლში" მოგვითხრობს, რომ იბერებს რომის კეისრისა და ერის მეგობრობა ჰსურდათ და იხვეწებოდნენო464.. ასე მაგრად ჩადგეს ფეხი რომაელებმა დასავლეთსა და აღმოსავლეთს საქართველოში. ეს ის დრო იყო, როცა რომაელების განთქმული თავისუფლება და რესპუბლიკური წესწყობილება გადაგვარდა და მკაცრი თვითმპყრობელობა აღმოცენდა.

ნახვა: 1555

გამოხმაურებები!

ჩემი ისტორიის გაკვეთილები გამახსენდა :D :)) სიამოვნებით გადავიკითხე :) 

და ფიქრობთ, რომ ზემოთაღნიშნული პერიოდიდან შემდეგ დამპყრობლებამდე ქართლში რომი ბატონობდა?

ეს ძალიან საინტერესო თემაა :) არ წამიკითხია,მაგრამ ზეპირად ვიცვი :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cooked Items Grant More Stamina

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

Skull and Bones Guide: 15 Tips and Tricks for Mastering the High Seas

Embarking on your journey in "Skull and Bones" can be both thrilling and daunting, given the multitude of resources to manage, ship types to unlock, and weapons to master. While the game provides a decent introduction, here are 15 essential tips and tricks to Skull and Bones Items help you dominate the high seas and become a legendary pirate.

1. Cooked Items Grant More Stamina

While traveling, you’ll collect…

გაგრძელება

6 Ways to Earn More Gold

გამოაქვეყნა rs2hot agatha_მ.
თარიღი: ივნისი 3, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Earning gold in Old School RuneScape (OSRS) is crucial for advancing in the game. Here are six effective ways to boost your gold income:

  1. Runecrafting

Runecrafting, especially crafting Blood and Soul runes, is highly profitable. At level 77, you can craft Blood runes for consistent income. Reaching level 90 unlocks Soul runes, offering even higher returns. Use the Zeah method to maximize efficiency.…

გაგრძელება

გაფიქრებები პროცესებზე 2

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ივნისი 2, 2024.
საათი: 11:53pm 1 კომენტარი

ვაგრძელებ გაფიქრებების ჩაწერას...

  • კითხვაზე - აბა მიშას დრო რომ დაბრუნდეს, ეგ გინდა?
  • პასუხია: არა, არ მინდა! და რომ არ მინდა, ამიტომ უნდა გავაპროტესტოთ მიმდინარე პროცესი. რადგან, ახლა იმ ეტაპზე მივედით, რომლის შემდეგ, მიშას ბოლო წლები იწყება. უფრო ვრცლად ეტაპების შესახებ:

პირველი…

გაგრძელება

Nikmati Suka A Pro – Slot Mesin Tips Untuk Pemula

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 1, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Slot menggunakan Random Number Generator (RNG) untuk mengacak jutaan gulungan kombinasi . Setiap campuran memiliki pembayaran dipilih yang pastikan peluang dari menang.



Meskipun probabilitas dari mengambil bagian dalam Slot seluruhnya acak, ada prosedur Anda boleh mematuhi untuk meningkatkan peluang dari sukses, dan Informasi ini akan berjalan Anda melalui tips.



10 Rekomendasi tentang Meningkatkan Probabilitas Keuntungan Anda dalam…

გაგრძელება

Qwelly World

free counters