ახალი პირადობის მოწმობის დიზაინი თანამედროვე სამყაროში

     საქართველოში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ ახალ პირადობასთან დაკავშირებით... არცისე ძველი თემაა და დიდად არ დავკვირვებივარ რა კატეგორიის ხალხი ამბობს უარს რაზე? ჩიპზე რომელიც ისედაც გვქონდა...

მოკლედ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ასევე მოკლედ და ძალიან მარტივად ვეცდები განმარტება გავუკეთო ამავე აზრს...

ჩემი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი პლასმასისგან დამზადებული საკრედიტო ბარათის ზომის ბარათი რომელზეც გამოსახულია ზუსტად იგივე რაც ლამინირებული პირადობის დროს იყო. 

ძველ პირადობაში მოთავსებული იყო რამოდენიმე შტრიხკოდი ფოტოს, პირადობის ნომრის ქვეშ და კიდევ სადღაც. იცავდა გაყალბებისგან.

ახალ პირადობაში ეს ყველაფერი 1 პატარა მიკრო ჩიპშია გაერთიანებული რომელსაც დამატებული აქვს ბევრი თანამედროვე ფუნქცია რაც 21 საუკუნეში დაგვეხმარება. ამ ფუნქციებით ბევრი ჩვენგანი უკვე სარგებლობს...

ბარათში მოთავსებული ჩიპი უბრალოდ ხალხის ყვირილი და პანიკაა. (ჩვენ გვიკონტროლებენ ფინანსებს, ადგილმდებარეობას, ან ნებისმიერ სხვა რამეს)

მოდი რა... აქამდეც ძალიან კარგად აკონტროლებდნენ ნებისმიერი საკრედიტო ბარათის დახმარებით და ნებისმიერი ხელფასის გაცემით კარგად იცის დაინტერესებულ ადამიანმა ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის შესახებ. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ ნებისმიერი ჩვენგანის მონახვა თუ ამის საჩიროება იქნება. ნუ გახდი საეჭვოს შენს კეთილი სწორი გზით მოპოვებულს და ნუ გაიხდი თავს მოსაძებნს და ყველაფერი კარგად იქნება.... ;)

რაც შეეხება ზოგი მეუფის და მღვდელის განცხადებას რომ "ეს საშიშია!" ვიტყვი არას. 
ის რომ ეს ბეჭედია და ამის საშუალებით ჩვენ გავკონტროლდებით... რა სისულელეა! პირადობაში მოთავსებული ჩიპი ადამიანს გააკონტროლებს? ამაზე პასუხით შეიძლება ვინმეს შეურაწყოფა გამომივიდეს ასერომ უპასუხოდ დავტოვებ...

მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი რომელიც მათი თქმით ნაწინასწარმეტყველებია და მოდი ამ წინასწარმეტყველებას ნუ შევეწინააღმდეგებით... ბარათის აღება ხომ ნებაყოფლობითია! 
FB, SmartPhone, მეტად საშიშია... იქ ხომ ჩვენი ყველა დიალოგი, მეგობარი, ყოველწამიერი ინფორმაციაა თავის ფოტოებით ვიდეოებით ჩანაწერებით, მათი საშუალებით ხომ "მიწიდანაც ამოგვთხრიან..."

1 კითხვა მე მაქვს. ის მამაოები, მეუფეები თავიანთ მრევლთან ერთად რომ მოგზაურობენ უცხო ქვეყნებში რა თქმა უნდა ახალი პასპორთებით და პირადობებით... და რისთვის ქადაგებ იმას რომ ეს ჩვენთვის საზიანოა?

ხო და კიდევ ერთს დავამატებ ნუ ეს უფრო ეჭვიც არა უფრო ისევ აზრისდამაგვარია.

ახალი პირადობა გამოვიდა, ჩიპი მავნებელი არ არის, უბრალოდ ამ ჩიპის ხსენებით ჩანერგეს ზუსტად იმ მართმადიდებლურ ეკლესიაში ის აზრი რომ ეს საზიანო შეიძლება იყოს ჩვენი სულისთვის და ეს განხეთქილებებს იწვევს ერშიც და ბერშიც.

აი ეს დევს ამ პირადობაში და არა ჩიპი რომელიც გვწამლავს! 

აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება ამ თემაზე, ალტერნეტივაც შეიძლება შესთავაზონ საზოგადოებას მაგრამ ეს არაფერს შეცვლის!

წადი ილოცე, იშრომე, იბრძოლე ამაში პირადობაში ჩასმული მიკრო სქემა ხელს ვერ შეგიშლის!

ვისაც სურვლი გაქვთ კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი :)

გაუმართავი გრამატიკისთვის და არცისე ლამაზი პოსტისთვის მომიტევეთ... 

ნახვა: 685

ტეგები: piradoba, qwelly, ბარათი, პირადობა, ჩიპი

ცისია: თებერვალი 28, 2014||11:10pm

როოოგოორ მომბეზრდა რა -_-

khatuna zitanishvili: თებერვალი 28, 2014||11:51pm

სამწუხაროდ ნებაყოფლობითი არაა...

David Jafaridze: მარტი 1, 2014||12:55am

გვერდში დავუდგები ქართველ ხალხს ალტერნატივის მოსათოვნად თუ საჭირო გახდება მაგრამ დრწმუნებული ვარ ბარათის უსაფრთხოობაში...
 გადის თვეები და წლები ეკლესიაში შესვლა სანთლის დანეთება კი არა... ხანდახან პირჯვარსაც აღარ ვიწერთ და მშიერი ხალხი რომელსაც არაფერი დასაკარგი არ აქვს პროტესტის გამოხატვის დროს ფარად ეკლესიას იყენებს რომ შტრიხ კოდი, ჩიპი ეშმაკისაა...  

მიმიფურთხებია ჩიპისაც და ნებისმიერი კოდისაც როცა ხალხმა ღმერთი დაივიწყა მისი არსი თავის კეთილწუთიერებას მოარგო და 10 მცნებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე 2 ს მაინც თუ შეასრულებს ნაწილობრივ... მეტის ღირსი ვართ და უარესსაც მივიღებთ... ასეთ სისუსტეებზე ერთმანეთს გადაჭამენ და სისხლით პირმოთხუპნულები გაკვირვებული სახით ზემოთ ავიხედავთ თავზარდაცემულები.... 

ვის რა გაუკვირდება... ასე იყო ყოველთვის და ამაზე პასუხისგების დრო მოდის.... ;) 

ლაშა: მარტი 1, 2014||3:09am

უყურეთ ფილმს კუდის ქიცინი! :) მერე უფრო საცნაური გახდება რას ჭამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენ - ფსევდოგანათლებულები და ფსევდომოაზროვნეები ;) ეს პოსტიც და ჩემი კომენტარიც "ჭამის" ნაირსახეობაა :D ;) 

ლაშა: მარტი 1, 2014||3:16am

ჰოლივუდია და გენიოსები თამაშობენ, დასტინ ჰოფმანი და რობერტ დენირო. დაგუგლეთ და ქართულადაც ყრია ტონობით :)

nika shelia: მარტი 1, 2014||1:35pm

ყველაფერ ამაზე დათა თუთაშიას სიტყვები გამახსენდა:არ იცით არც თქვენ მგონია, რაა საკეთებელი და ნამდვილი საქმე,ერთი კია მოწყურებული ხართ ჩემსავით საუბრობთ, ვარაუდობთ,ეძიებთ,  რაღაც გზაზე დგახართ მართალია ესეც მაგრამ სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება,საუკუნე გაივლის კიდევ მგონია... 

Goga Karaberishvili: მარტი 1, 2014||11:38pm

აქ მისტიური პანიკა არაფერ შუაშია (( მონური აზროვნება : ჩვენ მაინც გვაკონტროლებენ და მოდით გაუადვილოდ ეს საქმე - ყელსაბამი გავიკეთოთ.. ნებაყოფლობით და სხვებსაც მოუწოდოთ - მყეფავი მონა დამატებით ლუკმას მიიგებს

George: მარტი 2, 2014||1:04am

რამდენიმე თვეა ვთხოვდი სრულიად QWELLY -ს არ დაეპოსტად ეს თემა ..( სამწუხაროდ მაინც გაძვრა..(
აბსოლუტურად საერო თემა - აქციეს ეკლესიურად, რაც მხოლოდ ჰიპერტროფირებულ ამპარტავან ერშია შესაძლებელი..
დავეთანხმები Goga - ს - დიდი Unlike სტატიის ავტორს (

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters