შესავლის გარეშე, ესე იგი ლიტერატურული შესავლის გარეშე, აქაც ვერაფერს გავხდებით, ფუ! გაიცინა ივანმა. აბა, მე რა მთხზველი ვარ! გეტყვი, რომ ჩემს პოემაში მოქმედება მეთექვსმეტე საუკუნეში ხდება, ხოლო მაშინ, თუმცაღა, ეს სკოლაშივე გეცოდინებოდა, სწორედ მაშინ ჩვევად ჰქონდათ პოეტურ ნაწარმოებებში მიწაზე ზეციური ძალების ჩამოყვანა. დანტეზე აღარაფერს ვამბობ. საფრანგეთში სასამართლოს კლერკები, აგრეთვე მონასტერში ბერები მთელ წარმოდგენებს მართავდნენ, სადაც სცენაზე მადონა, ანგელოზები, წმინდანები, ქრისტე და თვით ღმერთი გამოჰყავდათ. მაშინ ყოველივე ამას ძალზე მიამიტად აკეთებდნენ. ვიქტორ ჰიუგოს რომანში „Not r Dam d paris ლუი X I ის დროს ტახტის მემკვიდრის დაბადების აღსანიშნავ ზეიმზე  პარიზში, რატუშის დარბაზში ხალხისთვის მართავენ დამრიგებლურ და უფასო წარმოდგენას, რომელსაც ეწოდება: „L bon jug m nt d Ia t r s saint t graci us Virg Mari “ სადაც თვით ღვთისმშობელი პირადად გამოცხადდება, რათა „Bon jugm nt წარმოთქვას. ჩვენში ძველად, პეტრემდელ მოსკოვში ასევე დროდადრო იმართებოდა ამგვარივე თითქმის დრამატული წარმოდგენები, განსაკუთრებით ძველი აღთქმიდან. დრამატულ წარმოდგენათა გარდა მაშინ მთელ მსოფლიოში გავრცელებული იყო მრავალი მოთხრობა და „ლექსი,“ სადაც საჭიროებისამებრ მოქმედებდნენ წმინდანები, ანგელოზები და მთელი ზეციური ძალები. ჩვენს მონასტრებშიც აგრეთვე თარგმნიდნენ, გადმოიწერდნენ და თხზავდნენ კიდევაც ამგვარ პოემებს, თანაც როდის თათართა ბატონობის დროს. მაგალითად, არსებობს ერთი მონასტრული პოემა (რა თქმა უნდა, ბერძნულიდან თარგმნილი): „გზანი ღვთისმშობლის წამებისანი,“ სადაც სურათები დანტეზე არანაკლები გამბედაობით არის წარმოდგენილი. ღვთისმშობელი ჯოჯოხეთში ჩადის, სადაც მას „წამებათა გზებზე“ მიქელ მთავარანგელოზი დაატარებს. ღვთისმშობელი იქ ცოდვილებსა და მათ ტანჯვას იხილავს. იქ, სხვათა შორის, ცოდვილთა ერთი დიდად საინტერესო ჯგუფია მდუღარე ტბაში: მათგან ზოგნი ისე ღრმად არიან ტბაში ჩაძირულნი, რომ ამოყვინთვა აღარ შეუძლიათ, რის გამოც „ღმერთმა ისინი უკვე დაივიწყა“ უკიდურესად ღრმა და ძლიერი გამოთქმაა. და, აი, შეძრწუნებული და მტირალი ღვთისმშობელი ღმერთის ტახტის წინ დაემხობა და სთხოვს, ჯოჯოხეთში მყოფნი ყველანი შეიწყალოს, განურჩევლად ყველა, ვინც კი იქ ნახა. ღმერთთან მისი საუბარი უსაზღვროდ საინტერესოა. ღვთისმშობელი ემუდარება, არ ეშვება, და როცა ღმერთი მისი შვილის ლურსმნებით განმსჭვალულ ხელფეხს უჩვენებს და ეკითხება: ამის მტანჯველებს რანაირად შევუნდოო, ღვთისმშობელი ყველა წმინდანს, ყველა წამებულს, ყველა ანგელოზსა და მთავარანგელოზებს უბრძანებს, მასთან ერთად დაემხონ და განურჩევლად ყველას შეწყალება შესთხოვონ. ყოველივე იმით მთავრდება, რომ ღვთისმშობელი ღმერთს გამოსთხოვს წამების შეჩერებას ყოველწლიურად დიდი პარასკევიდან სამებობამდე, ხოლო ჯოჯოხეთში მყოფი ცოდვილნი მაშინვე მადლობას შესწირავენ უფალს და შეჰღაღადებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო, ასე რომ განსაჯეო“ . ჩემი პოემაც ასეთივე იქნებოდა, მაშინ რომ შეთხზულიყო. ჩემს პოემაში სცენაზე ქრისტე გამოჩნდება, თუმცა არაფერს ამბობს, მხოლოდ გამოჩნდება და მიდის. თხუთმეტი საუკუნეა უკვე გასული მას შემდეგ, რაც მან ქვეყნიერებას აღუთქვა, რომ თავის სამეუფოში მოვიდოდა. მისმა წინასწარმეტყველმა თხუთმეტი საუკუნის წინ დაწერა: „აჰა, მოვალ მალე.“[] „ხოლო იმ დღისა და იმ საათისა არ იცის არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ ჩემმა ზეცათა,“[] როგორც თავად გვაუწყა ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას. მაგრამ კაცობრიობა მას კვლავინდებური რწმენით და კვლავინდებური გრძნობით მოელის. ოჰ, დიდი რწმენითაც კი მოელის, რამეთუ თხუთმეტი საუკუნე მიილია მას შემდეგ, რაც ადამიანისთვის ციური საწინდარი განქარდა: საკუთარ გულის კარნახს მიენდე, ციდან ნუ ელი ნურა საწინდარს.მხოლოდ გულისთქმის რწმენაღა დარჩა! თუმცაღა მაშინ მრავალი სასწაულიც იყო. იყვნენ წმინდანები, რომელნიც სასწაულებრივად კურნავდნენ. ზოგ წმინდანს, მათი ცხოვრების აღწერის მიხედვით, თვით ღვთისმშობელი მოევლინებოდა ხოლმე. მაგრამ სატანას არ სძინავს და კაცობრიობას ამ სასწაულთა სიმართლეში უკვე ეჭვი შეეპარა. ჩრდილოეთში, გერმანიაში, სწორედ მაშინ დაიწყო ახალი საშინელი მწვალებლობა. „ლამპარივით“ (ანუ საყდარივით) უზარმაზარი ვარსკვლავი „დაეცა წყაროებს წყალთა და მწარენი გახდნენ“ . ეს მწვალებლობა სასწაულებს ღვთისმგმობლურად უარყოფდა. მაგრამ ერთგულებს უფრო მეტი მგზნებარებით სწამთ. კაცობრიობის ცრემლები კვლავინდებურად მისკენ აღევლინება, მას მოელიან, იგი უყვართ, მისი იმედი აქვთ. მისთვის ტანჯვა და სიკვდილი სწადიათ, ისევე როგორც უწინ... კაცობრიობა რამდენი საუკუნე ელოდა რწმენითა და გზნებით: „უფალო, მოგვევლინე,“ რამდენი საუკუნე ევედრებოდა, რომ უკიდეგანო სიბრალულის მქონეს ენება და მვედრებლებს მოვლენოდა. იგი ზოგ წმინდანს, წამებულსა და წმინდა განდეგილს ჯერ კიდევ მიწაზე ყოფნისას მოვლენია, როგორც ჩაწერილია მათი ცხოვრების აღწერილობაში. ჩვენში ტიუტჩევმა, ვისაც დიდად სწამდა თავისი ნათქვამის სიმართლისა, გვაუწყა, რომ ჯვრის სიმძიმისგან მხრებდადრეკილმა ზეცის მეუფემ ფეხით, მთლიანად, მონის ტანსაცმელშემოფლეთილმა ხმელეთი ლოცვით შემოიარა. ეს მართლაც ასე რომ იყო, ამას მე მოგახსენებ. ბოლოს მან ინება, რომ ხალხს განაწამებ, ტანჯულ, ბინძურად ცოდვილ, მაგრამ ბავშვურად მის მოყვარულ ხალხს – წამით მაინც სჩვენებოდა. ჩემს პოემაში მოქმედება ესპანეთში, სევილიაში, ინკვიზიციის უსაშინელეს ამს მიმდინარეობს, როცა ღვთის სადიდებლად ქვეყანაში ყოველდღე კოცონები ენთო და აუტოდაფე მეჯლისს მართავდა, ბოროტ მწვალებლებს ზეიმით წვავდნენ. ო, რა თქმა უნდა, ეს არ გახლდათ ის მოსვლა, როცა იგი თავისი აღთქმის თანახმად ამთა გასრულებისას ზეციური დიდებულებით მოგვევლინება, ეს მოხდება უცაბედად და „ელვასავით გაიბრწყინებს აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე“ არა, მან ინება, თუნდაც წამით სტუმრებოდა თავის შვილებს, თანაც სწორედ იქ, სადაც მწვალებელთა კოცონები გიზგიზებდა. იგი უსაზღვრო გულმოწყალებით ხალხს ერთხელ კიდევ მოევლინა ადამიანად, იმავე სახით, როგორც თხუთმეტი საუკუნის წინ მათ შორის სამ წელიწადს დადიოდა. სამხრეთის ქალაქს „გავარვარებულ მოედანზე“ მოევლინა, სადაც წინადღეს „დიდებული აუტოდაფე“ გაიმართა, რომელზედაც მეფის, სასახლის კარის, რაინდების, კარდინალების, სასახლის კარის უმშვენიერესი ქალბატონების, მთელი სევილიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის თანდასწრებით კარდინალმა, დიდმა ინკვიზიტორმა თითქმის მთელი ასეული მწვალებელი დააწვევინა ad major m gloriam D i. იგი უჩუმრად, შეუმჩნევლად გამოცხადდა, მაგრამ ყველამ უცნაური კია ყველამ იცნო. ეს, შესაძლოა, პოემის საუკეთესო ადგილთაგანი ყოფილიყო, ანუ, სახელდობრ, რატომ იცნეს იგი. ხალხი მისკენ დაუოკებელი ძალით მიისწრაფის, გარს ერტყმის. თანდათან მატულობს, უკან მიჰყვება. იგი ადამიანთა შორის მდუმარედ მიდის, ბაგეზე უკიდეგანო თანაგრძნობის წყნარი ღიმილი დაჰფენია. გულში სიყვარულის მზე უღვივის, სინათლის, განათლებისა და ძალის სხივები მოედინება მის თვალთაგან, ირგვლივ მყოფთ ეფინება და მათ გულებშიც საპასუხო სიყვარულს აღძრავს. იგი მათკენ ხელებს იწვდის, ლოცავს და მასთან შეხებით, მის ტანსაცმელთან შეხებითაც კი განმკურნავი ძალა მოედინება. აი, ბრბოში მდგარი, ბავშვობიდან ბრმა მოხუცი შესძახებს: „უფალო, განმკურნე, რათა მეც გიხილო,“ და თვალთაგან თითქოს უეცრად ქერცლი გადასძვრაო, იგი ხედავს. ხალხი ტირის და მიწას ჰკოცნის, სადაც ის გაივლის. ბავშვები წინ ყვავილებს უყრიან, უმღერიან და შეჰღაღადებენ: „ოსანა!“ „ის არის, თავად ის არის, იმეორებენ ყველანი, ის უნდა იყოს, ნამდვილად ის არის“ . იგი სევილიის ტაძრის კარიბჭესთან სწორედ იმ წუთას შეჩერდება, როცა ტაძარში ტირილით შეაქვთ ბავშვის ხუფახდილი პატარა კუბო. კუბოში შვიდი წლის გოგონა, ერთი წარჩინებული მოქალაქის ერთადერთი ქალიშვილი ასვენია. მკვდარი ბავშვი ყვავილებშია ჩაფლული. „იგი შენს შვილს მკვდრეთით აღადგენს,“ ბრბოდან უყვირიან მტირალ დედას. კუბოს შესახვედრად გამოსული ტაძრის პატრი გაოგნებული იცქირება და შუბლს იჭმუხნის. მაგრამ ამ დროს მკვდარი ბავშვის დედის გოდება გაისმის. იგი მის ფეხებთან დაემხობა: „თუ შენ ხარ, შვილი მკვდრეთით აღმიდგინე!“ შესძახებს და მისკენ ხელებს იწვდის. პროცესია ჩერდება, კუბოს ჭიშკრის წინ, მის ფეხებთან დგამენ. იგი თანაგრძნობით იცქირება და მისი ბაგენი კიდევ ერთხელ წყნარად წარმოთქვამენ: „ტალითა კუმი“ პატარავ, აღდეგ! გოგონა კუბოდან წამოიწევს, წამოჯდება, თვალებს გაახელს და გაოცებული აქეთიქით ღიმილით იცქირება, ხელში თეთრი ვარდების თაიგული უჭირავს, კუბოში რომ ედო. ხალხში ძრწოლა, ყვირილი, ქვითინია, და სწორედ ამ წუთას ტაძართან, მოედანზე უეცრად ჩამოივლის თვით კარდინალი, დიდი ინკვიზიტორი. იგი თითქმის ოთხმოცდაათი წლის, მაღალი, წელში გამართული, სახედამჭკნარი, თვალებჩაცვივნული მოხუცია, მაგრამ მის თვალთაგან ცეცხლოვანი ნაპერწკალივით ელვა კიდევ გამოკრთის. ახლა კარდინალის ბრწყინვალე სამოსელი კი არ აცვია, რითაც ხალხის წინაშე გუშინ წარსდგა, როცა რომაული რწმენის მტრებს წვავდნენ, არა, ამ წუთას მხოლოდ ბერის ძველი, უხეში ანაფორით არის შემოსილი. უკან სათანადო მანძილზე მოსდევენ პირქუში, მორჩილი თანაშემწენი და „წმინდა“ მცველნი. იგი ბრბოს წინ შეჩერდება და შორიდან უცქერის. ყველაფერი თავისი თვალით იხილა: ნახა, კუბო როგორ დადგეს მის ფეხებთან, ნახა, გოგონა მკვდრეთით როგორ აღსდგა და სახე მოეღუშა, ხშირი, ჭაღარა წარბები შეყარა და თვალები ავად დააკვესა. თითი გაიშვირა და მცველებს მისი შეპყრობა უბრძანა. მას ისეთი ძალა აქვს, ხალხი ისე ჰყავს მოთვინიერებული, ისე ჰყავს დამორჩილებული, ისე ძრწიან მის წინაშე, რომ მცველებს დაუყოვნებლივ გზას მისცემენ და ისინი უცებ ჩამოვარდნილ სამარისებურ სიჩუმეში მას ხელს სტაცებენ და წაიყვანენ. ბრბო ბებერი ინკვიზიტორის წინაშე უმალ ერთი კაცივით მიწამდე თავს დახრის, იგი ხალხს მდუმარედ დალოცავს და განშორდება. მცველები ტუსაღს წმინდა სამსჯავროს ძველი შენობის კამარებიან პირქუშ საპატიმროში ამწყვდევენ. დღე მიილევა, დგება სევილიის ბნელი, მხურვალე, სულის შემხუთველი ღამე. ჰაერში დაფნისა და ლიმონის სურნელება დგას. უკუნეთ სიბნელეში საპატიმროს რკინის კარი უცებ იღება და თვით მოხუცი დიდი ინკვიზიტორი ლამპით ხელში შედის სატუსაღოში. იგი მარტოა, მის ზურგს უკან კარი უმალ იკეტება. მოხუცი შესასვლელთან ჩერდება და მას სახეზე დიდხანს, ერთ ორ წუთს აცქერდება. ბოლოს წყნარად მიდის, ლამპარს მაგიდაზე დგამს და ეუბნება: შენა ხარ? შენ? მაგრამ პასუხს რომ არ მიიღებს, სწრაფად დაუმატებს: ნუ მიპასუხებ, ჩუმად იყავი. ანდა რას მეტყოდი? კარგად ვიცი, რასაც მეტყვი. მაგრამ უფლება არცა გაქვს, რაიმე დაუმატო იმას, რაც ადრე გაქვს ნათქვამი. ჩვენთვის ხელის შესაშლელად რატომ მოხვედი? რადგან ხელის შესაშლელად მოხვედი და ეს თავადაც იცი. მაგრამ იცი, ხვალ რა იქნება? მე არ ვიცი, ვინ ხარ, და არც მინდა, რომ ვიცოდე. შენა ხარ თუ მხოლოდ მისი მსგავსება ხარ, მაგრამ ხვალვე გაგასამართლებ და კოცონზე დაგწვავ, როგორც მწვალებელთა შორის უსაშინელესს და იგივე ხალხი, ვინც დღეს ფეხებს გიკოცნიდა, ხვალ, ჩემი თითის დაქნევისთანავე, კოცონზე ნაკვერჩხლებს მოგახვეტავს, იცი ეს, თუ არა? ჰო, შესაძლოა, იცი, დაუმატა ჩაფიქრებულმა გულში ჩამწვდომად ისე, რომ ტუსაღისთვის მზერა წამითაც არ მოუცილებია. ივან, მთლად ვერ მივმხდარვარ, ეს რა არის? გაიღიმა ალიოშამ, მთელი ამ ხნის მანძილზე მდუმარედ რომ უსმენდა, უსაზღვრო ფანტაზია თუ ბერიკაცის რაღაც შეცდომა, რაიმე შეუძლებელი qui pro quo? თუ გინდა, მაგ ბოლო აზრზე დადექი, გაიცინა ივანმა, თუკი ისე გაგანებივრა თანამედროვე რეალიზმმა, რომ ფანტასტიკური ვეღარაფერი აგიტანია ქუი პრო ქუო თუ გინდა, დაე, ასე იყოს. მართალიცაა, კვლავ გაიცინა მან, ბერიკაცი ოთხმოცდაათი წლისაა და, შესაძლოა, თავის იდეას დიდი ხნის წინვე ჭკუიდან შეეშალა. იქნებ ტუსაღის გარეგნობამაც შეძრა მისი გონება. ბოლოს, შესაძლოა, ეს, უბრალოდ, ბოდვა ყოფილიყო, ოთხმოცდაათი წლის ბერიკაცის მოლანდება სიკვდილის წინ, რაც გუშინდელ აუტოდაფეში ასი მწვალებლის დაწვამაც აღაგზნო. განა ჩვენთვის სულ ერთი არ არის, ქუი პრო ქუო არის, თუ უსაზღვრო ფანტაზია? ხოლო ტუსაღი დუმს? უცქერის და ერთ სიტყვასაც არ ამბობს? ყველა შემთხვევაში ასედაც უნდა იყოს, კვლავ გაიცინა ივანმა.

ნახვა: 1729

გამოხმაურებები!

სასწაული თავია "დიდი ინკვიზიტორი" !!! 

უძლიერესიია თავია !! დღევანდელობასაც კარგად ასახავს. განსხვავება მაშინდელისგან მხოლოდ კონცონზედაწვაა.. დღეს უფრო „ჰუმანურია“ სამღვდელოება.:)))))))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters